მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
წიგნები
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
10 წლიანი პატიმრობის საფრთხე ოჯახის შექმნის სანაცვლოდ
10 წლიანი პატიმრობის საფრთხე ოჯახის შექმნის სანაცვლოდ

"გუ­რი­ის მო­ამ­ბეს" ინ­ფორ­მა­ცი­ით, ლა­ი­თუ­რელ ახალ­გაზ­რდებს - როინ დუმ­ბა­ძეს, ჯონი მი­ქე­ლა­ძეს, ჯუდუ და იური ქა­ჯა­ი­ებს, 7-10 წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბა ემუქ­რე­ბათ. ორი­ვე მხა­რე, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლიც და ბრალ­დე­ბუ­ლიც, პრო­კუ­რა­ტუ­რა­სა და პო­ლი­ცი­ას ზე­წო­ლა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს. რო­გორც გა­მო­ცე­მა წერს, ოზურ­გე­თის რა­ი­ო­ნუ­ლი პრო­კუ­რა­ტუ­რა 4 ლა­ი­თუ­რელ ახალ­გაზ­რდას, რო­მელ­თა სა­შუ­ა­ლო ასა­კი 25 წე­ლიც არ არის, ნა­სა­კი­რა­ლე­ლი გო­გო­ნას თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თას ედა­ვე­ბა.

ოზურ­გე­თის რა­ი­ო­ნულ სა­სა­მარ­თლო­ში გა­მარ­თულ სხდო­მა­ზე, პრო­კუ­რორ შოთა ჩხა­ი­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ახალ­გაზ­რდე­ბი არ აღი­ა­რე­ბენ და­ნა­შა­ულს, არ თა­ნამ­შრომ­ლო­ბენ გა­მო­ძი­ე­ბას­თან და ცრუ ჩვე­ნე­ბებს იძ­ლე­ვი­ან. რის გა­მოც, პრო­კუ­რო­რი მო­სა­მარ­თლე ბი­ძი­ნა სტუ­რუ­ა­სა­გან, გა­მო­ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში, აღ­მკვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით, ოთხი­ვე მათ­გა­ნის წი­ნას­წარ პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბას მო­ი­თხოვს. პრო­კუ­რა­ტუ­რა ში­შობს, რომ წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, ეს ახალ­გაზ­რდე­ბი გავ­ლე­ნას მო­ახ­დე­ნენ მოწ­მე­ებ­ზე, რაც ხელს შე­უშ­ლის გა­მო­ძი­ე­ბას და შე­იყ­ვანს მას ჩიხ­ში.

"ამ ოთხმა ახალ­გაზ­რდამ, მიმ­დი­ნა­რე წლის 27 იან­ვარს, ოზურ­გე­თის რა­ი­ო­ნის დაბა ნა­სა­კი­რალ­ში უკა­ნო­ნოდ თა­ვი­სუფ­ლე­ბა აღუკ­ვე­თეს მო­ქა­ლა­ქე მზია ვა­ნა­ძეს. ჩას­ვეს ის ჯონი მი­ქე­ლა­ძის კუთ­ვნილ ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში, მი­უ­ხე­და­ვად გო­გო­ნას არა­ერ­თი თხოვ­ნი­სა და მო­წო­დე­ბი­სა, არ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს ის. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, მი­იყ­ვა­ნეს სო­ფელ ბა­ი­ლეთ­ში თენ­გიზ ვა­ნა­ძის სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში, სა­დაც გო­გო­ნამ გა­უ­წია მათ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა, რისი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­ცაა ნა­კაწ­რი ჯუდუ ქა­ჯა­ი­ას სა­ხე­ზე და ქურ­თუკ­ზე. გო­გო­ნას მა­მამ სუ­ლი­კო ვა­ნა­ძემ გა­მო­ი­ძა­ხა პო­ლი­ცია და პო­ლი­ცი­ამ ბა­ი­ლეთ­ში აღ­კვე­თა ძა­ლა­დო­ბა და ფაქ­ტზე და­ა­კა­ვა ქა­ჯა­ია", - გა­ნა­ცხა­და სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე პრო­კუ­რორ­მა.

ად­ვო­კა­ტი მა­ნუ­ჩარ გოგ­რა­ჭა­ძე პრო­კუ­რო­რის გან­ცხა­დე­ბებს არა­ა­დეკ­ვა­ტურს უწო­დებს და ამ­ბობს, რომ არა­ნა­ირ გა­ტა­ცე­ბას ად­გი­ლი არ ჰქო­ნია. მან მო­სა­მარ­თლეს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის სა­ხით მოკ­ვლე­ვის ოქმი და პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლად ცნო­ბი­ლი მზია ვა­ნა­ძის გან­ცხა­დე­ბა გა­დას­ცა.

იხი­ლეთ ვრცლად

guriismoambe.com

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

10 წლიანი პატიმრობის საფრთხე ოჯახის შექმნის სანაცვლოდ

10 წლიანი პატიმრობის საფრთხე ოჯახის შექმნის სანაცვლოდ

"გურიის მოამბეს" ინფორმაციით, ლაითურელ ახალგაზრდებს - როინ დუმბაძეს, ჯონი მიქელაძეს, ჯუდუ და იური ქაჯაიებს, 7-10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. ორივე მხარე, დაზარალებულიც და ბრალდებულიც, პროკურატურასა და პოლიციას ზეწოლაში ადანაშაულებს. როგორც გამოცემა წერს, ოზურგეთის რაიონული პროკურატურა 4 ლაითურელ ახალგაზრდას, რომელთა საშუალო ასაკი 25 წელიც არ არის, ნასაკირალელი გოგონას თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავება.

ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში გამართულ სხდომაზე, პროკურორ შოთა ჩხაიძის ინფორმაციით, ახალგაზრდები არ აღიარებენ დანაშაულს, არ თანამშრომლობენ გამოძიებასთან და ცრუ ჩვენებებს იძლევიან. რის გამოც, პროკურორი მოსამართლე ბიძინა სტურუასაგან, გამოძიების პროცესში, აღმკვეთი ღონისძიების სახით, ოთხივე მათგანის წინასწარ პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს. პროკურატურა შიშობს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ახალგაზრდები გავლენას მოახდენენ მოწმეებზე, რაც ხელს შეუშლის გამოძიებას და შეიყვანს მას ჩიხში.

"ამ ოთხმა ახალგაზრდამ, მიმდინარე წლის 27 იანვარს, ოზურგეთის რაიონის დაბა ნასაკირალში უკანონოდ თავისუფლება აღუკვეთეს მოქალაქე მზია ვანაძეს. ჩასვეს ის ჯონი მიქელაძის კუთვნილ ავტომანქანაში, მიუხედავად გოგონას არაერთი თხოვნისა და მოწოდებისა, არ გაათავისუფლეს ის. მოგვიანებით, მიიყვანეს სოფელ ბაილეთში თენგიზ ვანაძის საცხოვრებელ სახლში, სადაც გოგონამ გაუწია მათ წინააღმდეგობა, რისი მტკიცებულებაცაა ნაკაწრი ჯუდუ ქაჯაიას სახეზე და ქურთუკზე. გოგონას მამამ სულიკო ვანაძემ გამოიძახა პოლიცია და პოლიციამ ბაილეთში აღკვეთა ძალადობა და ფაქტზე დააკავა ქაჯაია", - განაცხადა სასამართლო პროცესზე პროკურორმა.

ადვოკატი მანუჩარ გოგრაჭაძე პროკურორის განცხადებებს არაადეკვატურს უწოდებს და ამბობს, რომ არანაირ გატაცებას ადგილი არ ჰქონია. მან მოსამართლეს მტკიცებულებების სახით მოკვლევის ოქმი და პროკურატურის მიერ დაზარალებულად ცნობილი მზია ვანაძის განცხადება გადასცა.

იხილეთ ვრცლად

guriismoambe.com

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა

×
Live: ეთერშია "360 გრადუსი"