პოლიტიკა

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქვეყნის კრიზისიდან გამოსვლის გეგმა და 36 ნაბიჯი ევროპული საქართველოსთვის "ნაციონალური მოძრაობისგან"
ქვეყნის კრიზისიდან გამოსვლის გეგმა და 36 ნაბიჯი ევროპული საქართველოსთვის "ნაციონალური მოძრაობისგან"

"ერ­თი­ან­მა ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ" ქვეყ­ნის კრი­ზი­სი­დან გა­მოს­ვლის კომ­პლექ­სუ­რი გეგ­მა – "36 ნა­ბი­ჯი ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის" შე­ი­მუ­შა­ვა. რო­გორც პარ­ტი­ის გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მია, აშ­კა­რაა, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მთავ­რო­ბას არ გა­აჩ­ნია ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბის ხედ­ვა და არ შე­უძ­ლია შექ­მნი­ლი კრი­ზი­სი­დან ქვეყ­ნის გა­მოყ­ვა­ნა."

Ambebi.ge "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" გეგ­მას უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"გეგ­მა დაგ­რო­ვილ გა­მოც­დი­ლე­ბას, მიღ­წე­ულ და­დე­ბით შე­დე­გებს, დაშ­ვე­ბუ­ლი შეც­დო­მე­ბი­სა და დღე­ვან­დე­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბის ანა­ლიზს ეფუძ­ნე­ბა. ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს სთა­ვა­ზობს: ეკო­ნო­მი­კა, ბიზ­ნე­სის გა­რე­მო, სა­მუ­შაო გა­რე­მო:

1. მოხ­დეს იმ გა­და­სა­ხა­დე­ბის შემ­ცი­რე­ბა, რომ­ლე­ბიც გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი იყო სა­გა­და­სა­ხა­დო კო­დექ­სით 2012 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბამ­დე: სა­შე­მო­სავ­ლო გა­და­სა­ხა­დი შემ­ცირ­დეს 15%-მდე; გა­უქ­მდეს დი­ვი­დენ­დზე გა­და­სა­ხა­დი; გა­უქ­მდეს რო­ი­ალ­თი­ზე გა­და­სა­ხა­დი.

2. შემ­ცირ­დეს და­მა­ტე­ბი­თი ღი­რე­ბუ­ლე­ბის გა­და­სა­ხა­დი 18%-დან 16%-მდე;

3. გა­უქ­მდეს ნავ­თო­ბპ­რო­დუქ­ტებ­ზე აქ­ცი­ზის გა­და­სა­ხა­დი;

4. შემ­ცირ­დეს სა­აქ­ცი­ზო გა­და­სა­ხა­დე­ბი თამ­ბა­ქო­სა და ალ­კოჰოლ­ზე;

5. გა­და­სა­ხა­დე­ბის შემ­ცი­რე­ბას­თან ერ­თად ამუ­შავ­დეს შემ­დე­გი პრო­ექ­ტე­ბი: დას­რულ­დეს თბი­ლი­სის რკი­ნიგ­ზის შე­მოვ­ლი­თი გზა, რო­მე­ლიც გან­ტვირ­თავს ქა­ლაქს და და­ა­საქ­მებს 6 000-ზე მეტ ადა­მი­ანს! გა­ნახ­ლდეს ანაკ­ლია-ლა­ზი­კის პორ­ტის პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც რე­გი­ო­ნუ­ლი ჰა­ბის ფუნ­ქცი­ას შეს­ძენს ქვე­ყა­ნას და და­ა­საქ­მებს 7 000-ზე მეტ ადა­მი­ანს! აშენ­დეს სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ის რე­გი­ო­ნუ­ლი ლო­ჯის­ტი­კუ­რი ცენ­ტრე­ბი ახალ­ცი­ხე­ში, რუს­თავ­ში, ქუ­თა­ის­სა და ფოთ­ში, რო­მე­ლიც და­ა­საქ­მებს 10 000-ზე მეტ ადა­მი­ანს! 6. გა­მო­ცხად­დეს სა­გა­და­სა­ხა­დო ამ­ნის­ტია 2015 წლის 1 იან­ვრამ­დე ჩა­დე­ნილ ეკო­ნო­მი­კუ­რი და ფი­ნან­სუ­რი ხა­სი­ა­თის და­ნა­შა­ულ­ზე;

7. მოხ­დეს ეკო­ნო­მი­კუ­რი და ფი­ნან­სუ­რი ხა­სი­ა­თის და­ნა­შა­უ­ლის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლის დეკ­რი­მი­ნა­ლი­ზა­ცია, მათ შო­რის ასე­თი ტი­პის და­ნა­შა­ულ­ზე გა­მო­ი­რი­ცხოს წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა აღ­მკვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით;

8. აიკ­რძა­ლოს სა­წარ­მოს არა­გეგ­მი­უ­რი შე­მოწ­მე­ბა სა­სა­მარ­თლოს ნე­ბარ­თვის გა­რე­შე;

9. გა­დახ­დილ გა­და­სა­ხად­ზე 10%-ზე ნაკ­ლე­ბი ცდო­მი­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ცდო­მი­ლე­ბის გას­წო­რე­ბა და­იშ­ვას დას­ჯის და ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი იძუ­ლე­ბის მე­ქა­ნიზ­მე­ბის გა­რე­შე;

10. შე­წყდეს ბი­უ­ჯე­ტის და­ფი­ნან­სე­ბის მიზ­ნით ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი შიდა ვა­ლე­ბის აღე­ბის პრაქ­ტი­კა; შე­ვი­დეს ცვლი­ლე­ბა ეკო­ნო­მი­კუ­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბის აქ­ტში, რომ­ლი­თაც და­წეს­დე­ბა ზედა ზღვა­რი შიდა ვალ­ზე;

11. მთავ­რო­ბის მხრი­დან ახა­ლი (გარ­და ევ­რო­კავ­შირ­თან ინ­ტეგ­რა­ცი­ის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი) რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის შე­მო­ღე­ბა­ზე და­წეს­დეს მკაც­რი ეკო­ნო­მი­კუ­რი ფილტრი. კერ­ძოდ, შე­იქ­მნას სპე­ცი­ა­ლუ­რი სტრუქ­ტუ­რა მთავ­რო­ბის, პარ­ლა­მენ­ტის, ბიზ­ნე­სის, არა­სამ­თავ­რო­ბო­ე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, რო­მე­ლიც ყვე­ლა ახალ სა­კა­ნონ­მდებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვას შე­ა­ფა­სებს ეკო­ნო­მი­კა­ზე ზე­გავ­ლე­ნის მოხ­დე­ნის კუ­თხით;

12. მოხ­დეს 2012 წლის შემ­დეგ შე­მო­ღე­ბუ­ლი სა­ვი­ზო რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის გა­უქ­მე­ბა;

13. სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კა­ში, და კერ­ძოდ სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სექ­ტორ­ში, ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის მო­ზიდ­ვის მიზ­ნით გა­უქ­მდეს 2014 წლის შემ­დეგ და­წე­სე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბი, მათ შო­რის მი­წის კერ­ძო სა­კუთ­რე­ბა­ზე;

14. სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კა­ში ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის მო­ზიდ­ვის მიზ­ნით გა­ნახ­ლდეს პრი­ვა­ტი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სი;

15. სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ ექ­სპორ­ტის (მათ შო­რის სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის პრო­დუქ­ცი­ის) გაზ­რდის, მიზ­ნით გა­მო­ი­ყე­ნოს ევ­რო­კავ­შირ­თან და სტრა­ტე­გი­ულ პარტნი­ო­რებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ყვე­ლა მე­ქა­ნიზ­მი და ხელი შე­უ­წყოს სა­ქარ­თვე­ლოს პრო­დუქ­ტე­ბის გა­სა­ღე­ბის ბაზ­რე­ბის დი­ვერ­სი­ფი­ცი­რე­ბას;

16. გა­ნახ­ლდეს მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­თან, რათა უმოკ­ლეს ვა­და­ში გა­ფორმ­დეს თა­ვი­სუ­ფა­ლი ვაჭ­რო­ბის შე­თან­ხმე­ბა;

17. დაჩ­ქარ­დეს ევ­რო­კავ­შირ­თან უვი­ზო მი­მოს­ვლის შე­თან­ხმე­ბის გა­ფორ­მე­ბის პრო­ცე­სი;

18. პო­ლი­ტი­კუ­რი თა­ნამ­დე­ბო­ბის პირ­თა შრო­მის ანა­ზღა­უ­რე­ბის (ხელ­ფა­სი, პრე­მია, და­ნა­მა­ტი და სხვა) და მათი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ხარ­ჯე­ბის პრო­პორ­ცი­უ­ლად მი­ე­ბას ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდის მაჩ­ვე­ნე­ბელს;

ჯან­დაც­ვა, სო­ცი­ა­ლუ­რი პო­ლი­ტი­კა და გა­ნათ­ლე­ბა:

19. სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­როკ­რა­ტი­ის ხარ­ჯე­ბის 200 მი­ლი­ო­ნი ლა­რით შემ­ცი­რე­ბი­სა და ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი რე­ფორ­მის ხარ­ჯზე 8% ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის შე­დე­გად ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მოხ­დეს პენ­სი­ის 200 ლა­რამ­დე და მას­წავ­ლე­ბის მი­ნი­მა­ლუ­რი ხელ­ფა­სის 500 ლა­რამ­დე გაზ­რდა;

20. ფარ­მა­ცევ­ტულ სექ­ტორ­ში საქ­მი­ა­ნო­ბა და­ე­ფუძნოს კონ­კუ­რენ­ცი­ას და გა­უქ­მდეს ხე­ლოვ­ნუ­რად შე­მო­ღე­ბუ­ლი და­მა­ტე­ბი­თი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი რე­ცეპ­ტებ­ზე, რაც შე­ამ­ცი­რებს ფა­სებს და უზ­რუნ­ველ­ყოფს მო­სახ­ლე­ო­ბი­სათ­ვის მე­დი­კა­მენ­ტე­ბის ხა­რის­ხი­ა­ნად და ეფექ­ტუ­რად მი­წო­დე­ბას;

21. გა­და­ი­ხე­დოს სო­ცი­ა­ლუ­რი პო­ლი­ტი­კის, კერ­ძოდ შეძ­ლე­ბუ­ლი (წე­ლი­წად­ში 40 000 და მეტი ლარი შე­მო­სა­ვა­ლი მქო­ნე) მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის სა­ყო­ველ­თაო ჯან­დაც­ვის პროგ­რა­მი­დან ამო­ღე­ბი­სა და და­მა­ტე­ბი­თი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის ხარ­ჯზე ამ პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში, სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი მო­სახ­ლე­ო­ბი­სა და ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის მქო­ნე პირ­თა უზ­რუნ­ველ­ყო­ფა მე­დი­კა­მენ­ტე­ბის გა­ფარ­თო­ე­ბუ­ლი ჩა­მო­ნათ­ვა­ლით;

22. გაგ­რძელ­დეს სა­მე­დი­ცი­ნო ინფრას­ტრუქ­ტუ­რის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პრო­ექ­ტე­ბი, კერ­ძოდ რე­გი­ო­ნა­ლუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფო­ე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა და ამოქ­მედ­დეს სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბის პროგ­რა­მა, რათა ჩვენ­მა მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა ყვე­ლა რე­გი­ონ­ში მა­ღა­ლი სტან­დარ­ტი­თა და ეფექ­ტუ­რად შეძ­ლონ მკურ­ნა­ლო­ბა.

23. მომ­სა­ხუ­რე­ბის ხა­რის­ხის ამაღ­ლე­ბის მიზ­ნით მოხ­დეს კერ­ძო ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბის და სერ­ვი­სე­ბის წა­ხა­ლი­სე­ბა სა­მე­დი­ცი­ნო და ჯან­მრთე­ლო­ბის და­ზღვე­ვის სფე­რო­ში;

24. გა­და­ი­ხე­დოს სტუ­დენ­ტე­ბის და­ფი­ნან­სე­ბის გა­და­ნა­წი­ლე­ბის დღეს არ­სე­ბუ­ლი არა­სა­მარ­თლი­ა­ნი და არა­რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი სის­ტე­მა და გა­მონ­თა­ვი­სე­ბუ­ლი თან­ხე­ბის ხარ­ჯზე მოხ­დეს სა­ხელ­მწი­ფოს­გან და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის გა­ორ­მა­გე­ბა;

25. სკო­ლის დი­რექ­ტო­რე­ბის და­ნიშ­ვნი­სა და სკო­ლის მარ­თვის, მათ შო­რის სა­კუ­თა­რი შე­მო­სავ­ლის გან­კარ­გვის ფუნ­ქცია და­უბ­რუნ­დეს არ­ჩე­უ­ლი სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭოს;

26. კერ­ძო და სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის­თვის მოს­წავ­ლის ვა­უ­ჩე­რის თან­ხობ­რი­ვი ოდე­ნო­ბის გა­თა­ნაბ­რე­ბა;

27. გა­ი­ზარ­დოს უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლე­ბის­თვის ფი­ნან­სუ­რი და ქო­ნებ­რი­ვი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა და ავ­ტო­ნო­მი­უ­რო­ბა, მათ­თვის ქო­ნე­ბის გა­და­ცე­მი­სა და მათი ფი­ნან­სუ­რი აქ­ტი­ვე­ბის სა­ხელ­მწი­ფო ხა­ზი­ნი­დან გა­მო­ტა­ნის გზით;

28. პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა გა­დაყ­ვა­ნი­ლი იქ­ნას ვა­უ­ჩე­რულ სის­ტე­მა­ზე;

დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა:

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მოხ­დეს სა­არ­ჩევ­ნო გა­რე­მოს გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა და თვით­მმარ­თვე­ლო­ბის ინ­სტი­ტუ­ტე­ბის გან­მტკი­ცე­ბა, რაც ით­ვა­ლის­წი­ნებს შემ­დეგ მოკ­ლე­ვა­დი­ან ნა­ბი­ჯებს:

29. პარ­ლა­მენ­ტმა და­ამ­ტკი­ცოს რე­გი­ო­ნა­ლურ პრო­პორ­ცი­უ­ლი სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მა;

30. გა­უქ­მდეს წესი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც საკ­რე­ბუ­ლოს 2/3-ს აქვს არ­ჩე­უ­ლი მე­რის/გამ­გე­ბე­ლის გა­და­ყე­ნე­ბის ოც­ნე­ბა.

ამა­ვე დროს ქვეყ­ნის სტა­ბი­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია შემ­დე­გი ზო­მე­ბის გა­ტა­რე­ბა:

31. მოხ­დეს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს, სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სა­ა­გენ­ტოს (სუს) და მსგავ­სი სტრუქ­ტუ­რე­ბის (ყო­ფი­ლი კუდი) გა­უქ­მე­ბა და შსს ცალ­კე­უ­ლი სტრუქ­ტუ­რე­ბის ფუნ­ქცი­ე­ბის კა­ნო­ნით დე­ტა­ლუ­რად გა­წე­რა, რა­მაც ხელი უნდა შე­უ­წყოს სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი სის­ტე­მის დე­პო­ლი­ტი­ზა­ცი­ას და მას­ზე სა­მო­ქა­ლა­ქო კონ­ტრო­ლის და­წე­სე­ბას;

32. გან­ხორ­ცი­ელ­დეს მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის პარ­ლა­მენ­ტის მიერ და­ნიშ­ვნა, რაც ხელს შე­უ­წყობს პრო­კუ­რა­ტუ­რის დე­პო­ლი­ტი­ზა­ცია და გა­მო­რი­ცხავს არა­ფორ­მა­ლურ მმარ­თვე­ლო­ბას;

33. მოხ­დეს ფა­რულ მი­ყუ­რა­დე­ბის ე.წ. "შავი ყუ­თის" ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­დან სა­სა­მარ­თლოს დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში გა­და­ტა­ნა;

34. ამოქ­მედ­დეს მოწ­მე­თა მხო­ლოდ მო­სა­მარ­თლის თან­დას­წრე­ბით და­კი­თხვის წესი; გან­ხორ­ცი­ელ­დეს ნა­ფიც მსა­ჯულ­თა ინ­სტი­ტუ­ტის სრულ­ფა­სოვ­ნად ამუ­შა­ვე­ბა, რაც ამ ეტაპ­ზე გუ­ლის­ხმობს მის ამოქ­მე­დე­ბას ყვე­ლა გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის შემ­თხვე­ვა­ში;

35. შე­იქ­მნას სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის ყვე­ლა და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მუდ­მივ­მოქ­მე­დი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი საბ­ჭო­ე­ბი, მო­ნი­ტო­რინ­გის მიზ­ნით მოხ­დეს შე­ნო­ბე­ბის ვი­დე­ო­კა­მე­რე­ბით სრუ­ლად აღ­ჭურ­ვა და ჩა­ნა­წე­რე­ბის სა­ვალ­დე­ბუ­ლო, გრძელ­ვა­დი­ა­ნი შე­ნახ­ვა;

36. გა­უქ­მდეს მო­სა­მარ­თლე­ე­ბის­თვის გა­მო­საც­დე­ლი ვა­დის წესი;

აღ­ნიშ­ნუ­ლი პროგ­რა­მა მო­ი­ცავს სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი და ინ­სტი­ტუ­ცი­ო­ნა­ლუ­რი კრი­ზი­სი­დან გა­მოს­ვლის­თვის სა­ჭი­რო პირ­ვე­ლი რი­გის ნა­ბი­ჯებს, რაც ხელს შე­უ­წყობს სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კის გან­ვი­თა­რე­ბა­სა და მო­სახ­ლე­ო­ბის წი­ნა­შე მდგო­მი პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბას და შემ­სუ­ბუ­ქე­ბას. აღ­ნიშ­ნუ­ლი პროგ­რა­მა არ მო­ი­ცავს ქვეყ­ნი­სათ­ვის სა­სი­ცო­ცხლოდ ზო­გი­ერთ მნიშ­ვნე­ლო­ვან და აუ­ცი­ლე­ბელ სფე­რო­ებ­სა და სა­კი­თხებს.

"ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" გა­ნაგ­რძობს მუ­შა­ო­ბას კრი­ზი­სი­დან გა­მო­სას­ვლელ გეგ­მა­ზე და გა­მოთ­ქვამს მზად­ყოფ­ნას გა­ნი­ხი­ლოს ის ყვე­ლა და­ინ­ტე­რე­სე­ბულ მხა­რეს­თან. "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" კვლა­ვაც ადას­ტუ­რებს სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის, უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და თავ­დაც­ვის, დე­ო­კუ­პა­ცი­ის, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო გან­ვი­თა­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და ის­ტო­რი­უ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის სფე­რო­ებ­ში თა­ვი­სი პრინ­ცი­პე­ბი­სა და პო­ზი­ცი­ე­ბის მი­მართ ერ­თგუ­ლე­ბას, რომ­ლე­ბიც გად­მო­ცე­მუ­ლია 2013 წლის 5 ოქ­ტომ­ბერს ენმ მე­ექ­ვსე ყრი­ლო­ბა­ზე მი­ღე­ბულ სა­მოქ­მე­დო პროგ­რა­მა­ში", - აცხა­დე­ბენ პარ­ტი­ა­ში.

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" გან­ცხა­დე­ბის თა­ნახ­მად, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლის 2,5 წე­ლი­წა­დის თავ­ზე სა­ხე­ზეა პო­ლი­ტი­კუ­რი, ეკო­ნო­მი­კუ­რი და ინ­სტი­ტუ­ცი­ო­ნა­ლუ­რი კრი­ზი­სი და ქვეყ­ნის არა­ფორ­მა­ლუ­რი მარ­თვა.

"სა­ბო­ლო­ოდ ცხა­დი გახ­და, რომ მთავ­რო­ბა ვერ არ­თმევს თავს ისე­თი ამო­ცა­ნე­ბის მოგ­ვა­რე­ბას, რო­გო­რი­ცაა: ეკო­ნო­მი­კის ზრდის ტემ­პის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა, ლა­რის კურ­სის სტა­ბი­ლუ­რო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა, ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბა, ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის მო­ზიდ­ვა და, რო­გორც შე­დე­გი, ახა­ლი სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბის შექ­მნა; ბი­უ­ჯე­ტის შეს­რუ­ლე­ბა; მო­სახ­ლე­ო­ბის წი­ნა­შე მდგო­მი სო­ცი­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბა; კრი­მი­ნალ­თან ბრძო­ლა; გახ­ში­რე­ბუ­ლი ოჯა­ხურ, ქა­ლე­ბი­სა და უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის მი­მართ ძა­ლა­დო­ბის პრე­ვენ­ცია, დამ­ნა­შა­ვე­თა დას­ჯა და უსაფრ­თხო სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი გა­რე­მოს შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა; ქვეყ­ნის წი­ნა­შე მდგარ სა­გა­რეო გა­მოწ­ვე­ვებ­ზე ადექ­ვა­ტუ­რი რე­ა­გი­რე­ბა. მთავ­რო­ბა და­კა­ვე­ბუ­ლია ფუნ­და­მენ­ტა­ლის­ტუ­რი ჯგუ­ფე­ბის, ძა­ლა­დო­ბი­სა და და­უს­ჯე­ლო­ბის სინ­დრო­მის წა­ხა­ლი­სე­ბით და ოპო­ზი­ცი­ის პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნით, რის შე­დე­გა­დაც ქვე­ყა­ნა­ში გაჩ­ნდა არა­ერ­თი პო­ლიტ­პა­ტი­მა­რი", - აცხა­დე­ბენ პარ­ტი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხელოვნური ინტელექტი - მინუსები და პლუსები

ქვეყნის კრიზისიდან გამოსვლის გეგმა და 36 ნაბიჯი ევროპული საქართველოსთვის "ნაციონალური მოძრაობისგან"

ქვეყნის კრიზისიდან გამოსვლის გეგმა და 36 ნაბიჯი ევროპული საქართველოსთვის "ნაციონალური მოძრაობისგან"

"ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" ქვეყნის კრიზისიდან გამოსვლის კომპლექსური გეგმა – "36 ნაბიჯი ევროპული საქართველოსთვის" შეიმუშავა. როგორც პარტიის განცხადებაშია ნათქვამია, აშკარაა, რომ "ქართული ოცნების" მთავრობას არ გააჩნია ქვეყნის განვითარების ხედვა და არ შეუძლია შექმნილი კრიზისიდან ქვეყნის გამოყვანა."

Ambebi.ge "ნაციონალური მოძრაობის" გეგმას უცვლელად გთავაზობთ:

"გეგმა დაგროვილ გამოცდილებას, მიღწეულ დადებით შედეგებს, დაშვებული შეცდომებისა და დღევანდელი გამოწვევების ანალიზს ეფუძნება. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა საქართველოს მოქალაქეებს სთავაზობს: ეკონომიკა, ბიზნესის გარემო, სამუშაო გარემო:

1. მოხდეს იმ გადასახადების შემცირება, რომლებიც გათვალისწინებული იყო საგადასახადო კოდექსით 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე: საშემოსავლო გადასახადი შემცირდეს 15%-მდე; გაუქმდეს დივიდენდზე გადასახადი; გაუქმდეს როიალთიზე გადასახადი.

2. შემცირდეს დამატებითი ღირებულების გადასახადი 18%-დან 16%-მდე;

3. გაუქმდეს ნავთობპროდუქტებზე აქციზის გადასახადი;

4. შემცირდეს სააქციზო გადასახადები თამბაქოსა და ალკოჰოლზე;

5. გადასახადების შემცირებასთან ერთად ამუშავდეს შემდეგი პროექტები: დასრულდეს თბილისის რკინიგზის შემოვლითი გზა, რომელიც განტვირთავს ქალაქს და დაასაქმებს 6 000-ზე მეტ ადამიანს! განახლდეს ანაკლია-ლაზიკის პორტის პროექტი, რომელიც რეგიონული ჰაბის ფუნქციას შესძენს ქვეყანას და დაასაქმებს 7 000-ზე მეტ ადამიანს! აშენდეს სამხრეთ კავკასიის რეგიონული ლოჯისტიკური ცენტრები ახალციხეში, რუსთავში, ქუთაისსა და ფოთში, რომელიც დაასაქმებს 10 000-ზე მეტ ადამიანს! 6. გამოცხადდეს საგადასახადო ამნისტია 2015 წლის 1 იანვრამდე ჩადენილ ეკონომიკური და ფინანსური ხასიათის დანაშაულზე;

7. მოხდეს ეკონომიკური და ფინანსური ხასიათის დანაშაულის მნიშვნელოვანი ნაწილის დეკრიმინალიზაცია, მათ შორის ასეთი ტიპის დანაშაულზე გამოირიცხოს წინასწარი პატიმრობის გამოყენება აღმკვეთი ღონისძიების სახით;

8. აიკრძალოს საწარმოს არაგეგმიური შემოწმება სასამართლოს ნებართვის გარეშე;

9. გადახდილ გადასახადზე 10%-ზე ნაკლები ცდომილების შემთხვევაში, ცდომილების გასწორება დაიშვას დასჯის და ადმინისტრაციული იძულების მექანიზმების გარეშე;

10. შეწყდეს ბიუჯეტის დაფინანსების მიზნით ფართომასშტაბიანი შიდა ვალების აღების პრაქტიკა; შევიდეს ცვლილება ეკონომიკური თავისუფლების აქტში, რომლითაც დაწესდება ზედა ზღვარი შიდა ვალზე;

11. მთავრობის მხრიდან ახალი (გარდა ევროკავშირთან ინტეგრაციისთვის აუცილებელი) რეგულაციების შემოღებაზე დაწესდეს მკაცრი ეკონომიკური ფილტრი. კერძოდ, შეიქმნას სპეციალური სტრუქტურა მთავრობის, პარლამენტის, ბიზნესის, არასამთავრობოების მონაწილეობით, რომელიც ყველა ახალ საკანონმდებლო ინიციატივას შეაფასებს ეკონომიკაზე ზეგავლენის მოხდენის კუთხით;

12. მოხდეს 2012 წლის შემდეგ შემოღებული სავიზო რეგულაციების გაუქმება;

13. საქართველოს ეკონომიკაში, და კერძოდ სოფლის მეურნეობის სექტორში, ინვესტიციების მოზიდვის მიზნით გაუქმდეს 2014 წლის შემდეგ დაწესებული შეზღუდვები, მათ შორის მიწის კერძო საკუთრებაზე;

14. საქართველოს ეკონომიკაში ინვესტიციების მოზიდვის მიზნით განახლდეს პრივატიზაციის პროცესი;

15. საქართველოს მთავრობამ ექსპორტის (მათ შორის სოფლის მეურნეობის პროდუქციის) გაზრდის, მიზნით გამოიყენოს ევროკავშირთან და სტრატეგიულ პარტნიორებთან თანამშრომლობის ყველა მექანიზმი და ხელი შეუწყოს საქართველოს პროდუქტების გასაღების ბაზრების დივერსიფიცირებას;

16. განახლდეს მოლაპარაკებები ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რათა უმოკლეს ვადაში გაფორმდეს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება;

17. დაჩქარდეს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შეთანხმების გაფორმების პროცესი;

18. პოლიტიკური თანამდებობის პირთა შრომის ანაზღაურების (ხელფასი, პრემია, დანამატი და სხვა) და მათი ადმინისტრაციული ხარჯების პროპორციულად მიებას ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს;

ჯანდაცვა, სოციალური პოლიტიკა და განათლება:

19. სახელმწიფო ბიუროკრატიის ხარჯების 200 მილიონი ლარით შემცირებისა და ზემოაღნიშნული ეკონომიკური რეფორმის ხარჯზე 8% ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფის შედეგად ორი წლის განმავლობაში მოხდეს პენსიის 200 ლარამდე და მასწავლების მინიმალური ხელფასის 500 ლარამდე გაზრდა;

20. ფარმაცევტულ სექტორში საქმიანობა დაეფუძნოს კონკურენციას და გაუქმდეს ხელოვნურად შემოღებული დამატებითი რეგულაციები რეცეპტებზე, რაც შეამცირებს ფასებს და უზრუნველყოფს მოსახლეობისათვის მედიკამენტების ხარისხიანად და ეფექტურად მიწოდებას;

21. გადაიხედოს სოციალური პოლიტიკის, კერძოდ შეძლებული (წელიწადში 40 000 და მეტი ლარი შემოსავალი მქონე) მოქალაქეების საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან ამოღებისა და დამატებითი ინვესტიციების ხარჯზე ამ პროგრამის ფარგლებში, სოციალურად დაუცველი მოსახლეობისა და ქრონიკული დაავადებების მქონე პირთა უზრუნველყოფა მედიკამენტების გაფართოებული ჩამონათვალით;

22. გაგრძელდეს სამედიცინო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტები, კერძოდ რეგიონალური საავადმყოფოების მშენებლობა და ამოქმედდეს სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა, რათა ჩვენმა მოქალაქეებმა ყველა რეგიონში მაღალი სტანდარტითა და ეფექტურად შეძლონ მკურნალობა.

23. მომსახურების ხარისხის ამაღლების მიზნით მოხდეს კერძო ინიციატივების და სერვისების წახალისება სამედიცინო და ჯანმრთელობის დაზღვევის სფეროში;

24. გადაიხედოს სტუდენტების დაფინანსების გადანაწილების დღეს არსებული არასამართლიანი და არარაციონალური სისტემა და გამონთავისებული თანხების ხარჯზე მოხდეს სახელმწიფოსგან დაფინანსებული სტუდენტების რაოდენობის გაორმაგება;

25. სკოლის დირექტორების დანიშვნისა და სკოლის მართვის, მათ შორის საკუთარი შემოსავლის განკარგვის ფუნქცია დაუბრუნდეს არჩეული სამეურვეო საბჭოს;

26. კერძო და საჯარო სკოლებისთვის მოსწავლის ვაუჩერის თანხობრივი ოდენობის გათანაბრება;

27. გაიზარდოს უმაღლეს სასწავლებლებისთვის ფინანსური და ქონებრივი დამოუკიდებლობა და ავტონომიურობა, მათთვის ქონების გადაცემისა და მათი ფინანსური აქტივების სახელმწიფო ხაზინიდან გამოტანის გზით;

28. პროფესიული განათლება გადაყვანილი იქნას ვაუჩერულ სისტემაზე;

დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება:

მნიშვნელოვანია, მოხდეს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება და თვითმმართველობის ინსტიტუტების განმტკიცება, რაც ითვალისწინებს შემდეგ მოკლევადიან ნაბიჯებს:

29. პარლამენტმა დაამტკიცოს რეგიონალურ პროპორციული საარჩევნო სისტემა;

30. გაუქმდეს წესი, რომლის მიხედვითაც საკრებულოს 2/3-ს აქვს არჩეული მერის/გამგებელის გადაყენების ოცნება.

ამავე დროს ქვეყნის სტაბილური განვითარებისათვის აუცილებელია შემდეგი ზომების გატარება:

31. მოხდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს (სუს) და მსგავსი სტრუქტურების (ყოფილი კუდი) გაუქმება და შსს ცალკეული სტრუქტურების ფუნქციების კანონით დეტალურად გაწერა, რამაც ხელი უნდა შეუწყოს სამართალდამცავი სისტემის დეპოლიტიზაციას და მასზე სამოქალაქო კონტროლის დაწესებას;

32. განხორციელდეს მთავარი პროკურორის პარლამენტის მიერ დანიშვნა, რაც ხელს შეუწყობს პროკურატურის დეპოლიტიზაცია და გამორიცხავს არაფორმალურ მმართველობას;

33. მოხდეს ფარულ მიყურადების ე.წ. "შავი ყუთის" შინაგან საქმეთა სამინისტროდან სასამართლოს დაქვემდებარებაში გადატანა;

34. ამოქმედდეს მოწმეთა მხოლოდ მოსამართლის თანდასწრებით დაკითხვის წესი; განხორციელდეს ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის სრულფასოვნად ამუშავება, რაც ამ ეტაპზე გულისხმობს მის ამოქმედებას ყველა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შემთხვევაში;

35. შეიქმნას სასჯელაღსრულების ყველა დაწესებულებაში მუდმივმოქმედი საზოგადოებრივი საბჭოები, მონიტორინგის მიზნით მოხდეს შენობების ვიდეოკამერებით სრულად აღჭურვა და ჩანაწერების სავალდებულო, გრძელვადიანი შენახვა;

36. გაუქმდეს მოსამართლეებისთვის გამოსაცდელი ვადის წესი;

აღნიშნული პროგრამა მოიცავს სოციალურ-ეკონომიკური და ინსტიტუციონალური კრიზისიდან გამოსვლისთვის საჭირო პირველი რიგის ნაბიჯებს, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკის განვითარებასა და მოსახლეობის წინაშე მდგომი პრობლემების მოგვარებას და შემსუბუქებას. აღნიშნული პროგრამა არ მოიცავს ქვეყნისათვის სასიცოცხლოდ ზოგიერთ მნიშვნელოვან და აუცილებელ სფეროებსა და საკითხებს.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" განაგრძობს მუშაობას კრიზისიდან გამოსასვლელ გეგმაზე და გამოთქვამს მზადყოფნას განიხილოს ის ყველა დაინტერესებულ მხარესთან. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" კვლავაც ადასტურებს საგარეო პოლიტიკის, უსაფრთხოებისა და თავდაცვის, დეოკუპაციის, ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო განვითარების, კულტურისა და ისტორიული მემკვიდრეობის დაცვის სფეროებში თავისი პრინციპებისა და პოზიციების მიმართ ერთგულებას, რომლებიც გადმოცემულია 2013 წლის 5 ოქტომბერს ენმ მეექვსე ყრილობაზე მიღებულ სამოქმედო პროგრამაში", - აცხადებენ პარტიაში.

"ნაციონალური მოძრაობის" განცხადების თანახმად, ხელისუფლებაში მოსვლის 2,5 წელიწადის თავზე სახეზეა პოლიტიკური, ეკონომიკური და ინსტიტუციონალური კრიზისი და ქვეყნის არაფორმალური მართვა.

"საბოლოოდ ცხადი გახდა, რომ მთავრობა ვერ ართმევს თავს ისეთი ამოცანების მოგვარებას, როგორიცაა: ეკონომიკის ზრდის ტემპის უზრუნველყოფა, ლარის კურსის სტაბილურობის შენარჩუნება, ინფრასტრუქტურის განვითარება, ინვესტიციების მოზიდვა და, როგორც შედეგი, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა; ბიუჯეტის შესრულება; მოსახლეობის წინაშე მდგომი სოციალური პრობლემების მოგვარება; კრიმინალთან ბრძოლა; გახშირებული ოჯახურ, ქალებისა და უმცირესობების მიმართ ძალადობის პრევენცია, დამნაშავეთა დასჯა და უსაფრთხო საზოგადოებრივი გარემოს შენარჩუნება; ქვეყნის წინაშე მდგარ საგარეო გამოწვევებზე ადექვატური რეაგირება. მთავრობა დაკავებულია ფუნდამენტალისტური ჯგუფების, ძალადობისა და დაუსჯელობის სინდრომის წახალისებით და ოპოზიციის პოლიტიკური დევნით, რის შედეგადაც ქვეყანაში გაჩნდა არაერთი პოლიტპატიმარი", - აცხადებენ პარტიაში.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა