"გურია ნიუსის" ინფორმაციით, ლანჩხუთის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი დათო დობორჯგინიძე და მისი თანამშრომელი, ზურაბ ჩხაიძე დააკავეს. საქმე ქრთამის აღებას ეხება. ფული, რომელიც დობორჯგინიძემ ქრთამის სახით აიღო, დანომრილი იყო. რაც შეეხება მის თანამშრომელს, ზურაბ ჩხაიძეს, ის ქუჩაში მოძრაობისას დააკავეს, როცა დანომრილი ფული თან ჰქონდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარს ლანჩხუთის გამგებელი ზაზა ურუშაძე აკეთებს.
"მე ძალიან მოხარული ვარ. ვირთხები უნდა დაისაჯონ. მე მქონდა ეჭვები ბაღებზე და შევცვალე ხელმძღვანელი. მაინც მქონდა კითხვები და დავპირდი, რომ ფინანსურს შევუშვებდი. მათ კი აუდიტი შეიყვანეს, რომელმაც ერთი კვირის წინ დაასრულა მუშაობა. როგორც ჩანს, რაღაც მაინც გამოგვეპარა", - აღნიშნა ურუშაძემ.
იხილეთ ვრცლად