სამართალი
პოლიტიკა

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გივი სიხარულიძეს" "დუბლიონკა" დაუპატარავდა - "მოულოდნელი კითხვები" ვახო ბიჭიკაშვილს
"გივი სიხარულიძეს" "დუბლიონკა" დაუპატარავდა - "მოულოდნელი კითხვები" ვახო ბიჭიკაშვილს

მსა­ხი­ობ და იუ­მო­რისტ ვახო ბი­ჭი­კაშ­ვილს ეკ­რა­ნუ­ლი პერ­სო­ნა­ჟე­ბი საკ­მა­ოდ და­უგ­როვ­და. ისი­ნი კარ­გა ხა­ნია, ხალ­ხმაც შე­იყ­ვა­რა და თა­ვა­დაც ძა­ლი­ან უყ­ვარს. ბოლო დროს მომ­ღერ­ლო­ბაც და­ი­წყო და ნიკა არა­ბი­ძეს­თან ერ­თად, დუ­ეტ­ში "ბუთ­ქუ­ნა და თა­მა­ზა" მღე­რის...

ამ­ჯე­რად, ის ბლიც-სე­რი­ა­ში - "მო­უ­ლოდ­ნე­ლი კი­თხვე­ბი" მო­ვიწ­ვიე. ცოტა კი გა­უკ­ვირ­და, - მე რა­ტომ შე­მარ­ჩი­ეო?.. პა­სუ­ხი მარ­ტი­ვია, -რო­დე­საც ასე­თი პო­პუ­ლა­რუ­ლი ხდე­ბი, ბუ­ნებ­რი­ვია შენ მი­მართ კი­თხვე­ბიც ჩნდე­ბა... 

- ვახო, მო­გე­სალ­მე­ბი. სად ხარ?

- მან­ქა­ნა­ში ვზი­ვარ და წო­დო­რეთ­ში, გა­და­ღე­ბა­ზე მივ­დი­ვართ.

- რო­გორ ხა­სი­ათ­ზე ხარ?

- სა­თა­ნა­დო სა­მუ­შაო გან­წყო­ბით ვარ, ახლა ტექ­სტზე ვფიქ­რობ.

- გარ­დე­რობ­ში უკვე ბევ­რი "კოს­ტი­უ­მი" და­გიგ­როვ­და, არა?

- რას გუ­ლის­ხმობ? სა­ცუ­რაო კოს­ტი­უმს (სი­ცი­ლით ამ­ბობს)?

- სას­ცე­ნო: ზა­უ­რას "დუბ­ლი­ონ­კა", ჟიმ­ნის წი­თე­ლი და ბუთ­ქუ­ნას თეთ­რი პი­ჯა­კიც...

- უფრო მეტი უნდა დაგ­როვ­დეს, მაგ­რამ ყვე­ლა­ფერს დრო სჭირ­დე­ბა, ხომ ხვდე­ბი...

- რო­მე­ლი კოს­ტი­უ­მია უფრო კომ­ფორ­ტუ­ლი?

- ყვე­ლა კოს­ტი­უ­მი რა­ღაც კარგთან ასო­ცირ­დე­ბა. მიყ­ვარს თი­თო­ე­უ­ლი ჩემი შექ­მნი­ლი პერ­სო­ნა­ჟი, მაგ­რამ ბოლო დროს, თეთ­რი უფრო კომ­ფორ­ტუ­ლია, ალ­ბათ ცოტა დიდი მაქვს და მას­ში თავს კარ­გად ვგრძნობ. "დუბ­ლი­ონ­კა" და­მი­პა­ტა­რავ­და...

- წო­ნა­ში მო­ი­მა­ტე?

- სულ რა­ღაც 5 კილო, მაგ­რამ და­მე­ტყო...

- "ბუთ­ქუ­ნა და თა­მა­ზას" დუ­ეტ­ში რა­ტომ და­ირ­ქვი ბუთ­ქუ­ნა?

- მარ­თა­ლია, პი­რი­ქით უნდა იყოს, მოკ­ლედ, "პი­რი­ქი­თი" ხუმ­რო­ბაა... თუმ­ცა მას­ში რა­ღაც სი­მარ­თლეც იმა­ლე­ბა...

- ისე, შენ და ნი­კო­ლოზ­მა ბოლო დროს სიმ­ღე­რაც რომ შე­მოგ­ვა­პა­რეთ?

- ვი­ხუმ­რეთ და აღ­მოჩ­ნდა, რომ მომ­ღერ­ლე­ბიც ვყო­ფილ­ვართ...

- ალ­ბათ სოლო კონ­ცერტსაც გა­მარ­თავთ?

- არა, ჯერ ალ­ბომს გა­მო­ვუშ­ვებთ... იმ­დე­ნად არა­ფე­რი არ ხდე­ბა ქარ­თულ შო­უ­ბიზ­ნეს­ში, რომ იქ­ნებ სიმ­ღე­რა წა­მო­ვი­წყო­თო და მე და ბა­ტონ­მა ნი­კო­ლოზ­მა "დავ­ჭე­ქეთ". რეს­ტორ­ნის მომ­ღერ­ლებს კე­თი­ლად გა­ვე­ხუმ­რეთ...

- თა­ვად­ვე ხართ თქვე­ნი ფა­ნო­ღუ­რი კომ­პო­ზი­ცი­ე­ბის ავ­ტო­რე­ბი?

- არა. მუ­სი­კა თა­მარ ლეკ­ვე­იშ­ვი­ლი­საა ხოლ­მე და ტექ­სტი - კობა ბა­რა­თე­ლის.

- მეტ­სა­ხე­ლე­ბიც და­გიგ­როვ­და: თაგ­ვი, ვა­ხან­ხა­ლა...

- ამ სა­ხე­ლებს სამ­სა­ხურ­ში, მე­გობ­რე­ბი მე­ძა­ხი­ან, ქუ­ჩა­ში ადა­მი­ა­ნე­ბი ხან ჟიმ­ნის, ხან ზა­უ­რას, გი­ვის, - პერ­სო­ნა­ჟე­ბის სა­ხე­ლე­ბით მომ­მარ­თა­ვენ.

- გივი სი­ხა­რუ­ლი­ძის პა­რო­დია რო­დის გე­ძა­ლე­ბა?

- როცა კარ­გი, მხი­ა­რუ­ლი ამ­ბა­ვია. ბა­ტო­ნი გივი ყო­ველ­თვის მო­წო­დე­ბის სი­მაღ­ლე­ზეა და ამი­ტომ, ეს პა­რო­დია, როცა არ უნდა მი­ვა­წო­დოთ მა­ყუ­რე­ბელს, უხა­რი­ათ და მოს­წონთ. ასე რომ, ხში­რად მე­ძა­ლე­ბა.

- ყო­ველ­თვის გა­ინ­ტე­რე­სებს, შენ­ზე რას ფიქ­რო­ბენ?

- არ არ­სე­ბობს ადა­მი­ა­ნი და მით უფრო, ცნო­ბი­ლი, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის აზრი არ აინ­ტე­რე­სებ­დეს. ხალ­ხის აზრი ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ზოგ­ჯერ სწო­რი შე­ნიშ­ვნა აქვთ, ზოგ­ჯერ - არას­წო­რი, მაგ­რამ მა­ინც ვით­ვა­ლის­წი­ნებ, რად­გან ეკ­რან­ზე ვჩან­ვარ, მინ­და, ყვე­ლას­თვის მი­სა­ღე­ბი ვიყო, თუმ­ცა ყვე­ლას­თვის მი­სა­ღე­ბი მა­ინც ვერ ვიქ­ნე­ბი. ეს ყვე­ლა­ფე­რი კი გეხ­მა­რე­ბა, გა­ი­გო ის, თუ რას ფიქ­რობს შენ­ზე სხვა. მგო­ნი, ცუ­დად არ არი­ან ჩემ მი­მართ გან­წყო­ბი­ლე­ბი.

- რო­მე­ლი ფერი გა­ღი­ზი­ა­ნებს?

- ფერი უკვე კარ­გი რამ არის და მხო­ლოდ და­დე­ბით­თან ასო­ცირ­დე­ბა. ერ­თა­დერ­თი ყა­ვის­ფე­რი არ მომ­წონს, მას არ ვხმა­რობ არც ტან­საც­მელ­ში და არც აქ­სე­სუ­ა­რებ­ში. თან, ეს ისეთ რა­ღა­ცას­თან ასო­ცირ­დე­ბა, არ მგო­ნია, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­საც უყ­ვარ­დეს...

- რა არის შენი "ბეწ­ვის ხიდი"?

- რო­გო­რი ჩა­სა­ფიქ­რე­ბე­ლი კი­თხვაა?.. ზო­გის­თვის ის ცხოვ­რე­ბაა და ზო­გის­თვის ბეწ­ვია, რო­მე­ლიც ხიდი ჰგო­ნია (სი­ცი­ლით ამ­ბობს). მთა­ვა­რია, ბეწ­ვის ხიდი არ გა­წყდეს... ასო­ცი­ა­ცი­ე­ბი ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით ბევ­რნა­ი­რი შე­იძ­ლე­ბა გვქონ­დეს.

- აღ­ტა­ცე­ბას რო­გორ გა­მო­ხა­ტავ?

- ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რად. მი­ხა­რია, როცა რა­ღა­ცის­გან აღ­ტა­ცე­ბუ­ლი ვარ და შე­მიძ­ლია ბო­ლომ­დე გა­მოვ­ხა­ტო. ბოლო დროს ბევ­რი რამ მოხ­და ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში, რო­მელ­მაც ეს აღ­ტა­ცე­ბა გა­მო­იწ­ვია, - ოჯა­ხი შევ­ქმე­ნი, შვი­ლი შე­მე­ძი­ნა, რა­ღა­ცე­ბი ხდე­ბა და ამი­ტომ გა­მოვ­ხა­ტავ და გულ­ში არ ვიკ­ლავ...

- მი­ზე­ზი, რის გა­მოც შე­იძ­ლე­ბა ღამე გა­ა­თე­ნო?

- მა­გის­თვის ბევ­რი რამ არის, მა­გა­ლი­თად, ქე­ი­ფი, სამ­სა­ხუ­რი, სიყ­ვა­რუ­ლი...

- რე­ინ­კარ­ნა­ცი­ის გჯე­რა? წინა ცხოვ­რე­ბა­ში ვინ იქ­ნე­ბო­დი?

- წინა ცხოვ­რე­ბა­ში ალ­ბათ თაგ­ვი ვიქ­ნე­ბო­დი. რა­ტო­მაც შე­მარ­ქვეს ეს სა­ხე­ლი, ამ მი­ზე­ზით, ალ­ბათ მარ­თლაც თაგ­ვი ვიქ­ნე­ბო­დი. ნიკა გრი­გო­ლი­ამ რა­ტომ­ღაც ასე გა­და­წყვი­ტა, რო­გორც ჩანს, რა­ღაც და­ი­ნა­ხა ჩემ­ში.

- რა მა­ინც?

- ძა­ლი­ან მიყ­ვარს თხი­ლი, ნი­გო­ზი, ყვე­ლი. თუმ­ცა წინა ცხოვ­რე­ბა­ში შე­იძ­ლე­ბა, ბა­ჭი­აც კი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, მგე­ლი ნამ­დვი­ლად არ ვიქ­ნე­ბო­დი, გა­და­რე­უ­ლი და მტა­ცე­ბე­ლი ცხო­ვე­ლი...

- ქე­ი­ფი გიყ­ვარს, "სამი და­ლი­ეს პრინ­ცი­პი" ალ­ბათ შენ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია, არა?

- სამს რომ ვსვამ­დე, კარ­გი იქ­ნე­ბო­და ჩემი ორ­გა­ნიზ­მის­თვის, ჩემი ოჯა­ხის­თვის, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, ასე არ ხდე­ბა. ქარ­თვე­ლო­ბა ჩემ­ში მე­ტად ჭარ­ბობს. სამ ჭი­ქას ვერ ვგრძნობ, ბევ­რი სამი ჭიქა უნდა დავ­ლიო, რომ მერე ვთქვა, "სამი და­ლიე"... ზომა და წონა ჩვე­უ­ლებ­რი­ვად არ ვიცი...

- შავი კა­ტის გე­ში­ნია?

- შავი კატა არ მიყ­ვარს, რომ და­ვი­ნა­ხავ, უნებ­ლი­ედ, პირ­ჯვარს ვი­წერ. არც ცუ­დად მაქვს დაც­დი­ლი და არც - კარ­გად, უბ­რა­ლოდ, ასე ვა­კე­თებ...

- "თაგ­ვმა თხა­რა, თხა­რა და კატა გა­მო­თხა­რაო" - ვის­ზეა ნათ­ქვა­მი?

- ეს არის ყვე­ლა­ზე უგუ­ნურ ადა­მი­ან­ზე. რაც მისი საქ­მე არ არის, არ ეხე­ბა, არ უნდა გა­ა­კე­თოს. არ უნდა ამო­თხა­რო, თო­რემ შე­იძ­ლე­ბა იქ კა­ტაც დაგ­ხვდეს და კა­ტა­ზე უა­რე­სიც.

- რა ფრა­ზა გახ­სენ­დე­ბა ახლა ლექ­სი­დან?

- გა­მახ­სენ­დე­ბა აფხა­ზე­თი, ფსოუ და სოჩა,/ ხიდ­ზე დავ­დგე­ბი, გა­დავ­ხტე­ბი და მორ­ჩა.

- ვინ არის ავ­ტო­რი?

- არ ვიცი, სტუ­დენ­ტო­ბი­სას გა­ვი­გე და სლო­გა­ნად, ფრა­ზად მახ­სოვს. აფხა­ზე­თი ხომ ჩვე­ნი ქვეყ­ნის დიდ, მტკივ­ნე­ულ ნა­წილს მა­გო­ნებს ყო­ველ­თვის... ახ­ლაც ისეთ ად­გილ­ზე ვარ, რომ გა­მახ­სენ­და...

- და­ა­სა­ხე­ლე საყ­ვა­რე­ლი პო­ლი­ტი­კო­სი...

- ქარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კო­სი?.. ბევ­რს ვიც­ნობ და ბევრთან ვმე­გობ­რობ. ვი­საც სა­ქარ­თვე­ლო უყ­ვარს, ყვე­ლა ჩემი საყ­ვა­რე­ლი პო­ლი­ტი­კო­სია.

- ბო­ლოს რას გვე­ტყვი?

- ძა­ლი­ან მიყ­ვარს ადა­მი­ა­ნე­ბი, ჩემი ქვე­ყა­ნა, გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი, ვი­საც ვუყ­ვარ­ვარ მე და ჩემი ოჯა­ხი, ბედ­ნი­ე­რე­ბას ვუ­სურ­ვებ და ბევრ პო­ზი­ტივს. ჰქონ­დეთ სიყ­ვა­რუ­ლი, სი­ხა­რუ­ლი, ყვე­ლას სულ ფე­რად-ფე­რა­დად ეცხოვ­როთ.

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"გივი სიხარულიძეს" "დუბლიონკა" დაუპატარავდა - "მოულოდნელი კითხვები" ვახო ბიჭიკაშვილს

"გივი სიხარულიძეს" "დუბლიონკა" დაუპატარავდა - "მოულოდნელი კითხვები" ვახო ბიჭიკაშვილს

მსახიობ და იუმორისტ ვახო ბიჭიკაშვილს ეკრანული პერსონაჟები საკმაოდ დაუგროვდა. ისინი კარგა ხანია, ხალხმაც შეიყვარა და თავადაც ძალიან უყვარს. ბოლო დროს მომღერლობაც დაიწყო და ნიკა არაბიძესთან ერთად, დუეტში "ბუთქუნა და თამაზა" მღერის...

ამჯერად, ის ბლიც-სერიაში - "მოულოდნელი კითხვები" მოვიწვიე. ცოტა კი გაუკვირდა, - მე რატომ შემარჩიეო?.. პასუხი მარტივია, -როდესაც ასეთი პოპულარული ხდები, ბუნებრივია შენ მიმართ კითხვებიც ჩნდება... 

- ვახო, მოგესალმები. სად ხარ?

- მანქანაში ვზივარ და წოდორეთში, გადაღებაზე მივდივართ.

- როგორ ხასიათზე ხარ?

- სათანადო სამუშაო განწყობით ვარ, ახლა ტექსტზე ვფიქრობ.

- გარდერობში უკვე ბევრი "კოსტიუმი" დაგიგროვდა, არა?

- რას გულისხმობ? საცურაო კოსტიუმს (სიცილით ამბობს)?

- სასცენო: ზაურას "დუბლიონკა", ჟიმნის წითელი და ბუთქუნას თეთრი პიჯაკიც...

- უფრო მეტი უნდა დაგროვდეს, მაგრამ ყველაფერს დრო სჭირდება, ხომ ხვდები...

- რომელი კოსტიუმია უფრო კომფორტული?

- ყველა კოსტიუმი რაღაც კარგთან ასოცირდება. მიყვარს თითოეული ჩემი შექმნილი პერსონაჟი, მაგრამ ბოლო დროს, თეთრი უფრო კომფორტულია, ალბათ ცოტა დიდი მაქვს და მასში თავს კარგად ვგრძნობ. "დუბლიონკა" დამიპატარავდა...

- წონაში მოიმატე?

- სულ რაღაც 5 კილო, მაგრამ დამეტყო...

- "ბუთქუნა და თამაზას" დუეტში რატომ დაირქვი ბუთქუნა?

- მართალია, პირიქით უნდა იყოს, მოკლედ, "პირიქითი" ხუმრობაა... თუმცა მასში რაღაც სიმართლეც იმალება...

- ისე, შენ და ნიკოლოზმა ბოლო დროს სიმღერაც რომ შემოგვაპარეთ?

- ვიხუმრეთ და აღმოჩნდა, რომ მომღერლებიც ვყოფილვართ...

- ალბათ სოლო კონცერტსაც გამართავთ?

- არა, ჯერ ალბომს გამოვუშვებთ... იმდენად არაფერი არ ხდება ქართულ შოუბიზნესში, რომ იქნებ სიმღერა წამოვიწყოთო და მე და ბატონმა ნიკოლოზმა ''დავჭექეთ''. რესტორნის მომღერლებს კეთილად გავეხუმრეთ...

- თავადვე ხართ თქვენი ფანოღური კომპოზიციების ავტორები?

- არა. მუსიკა თამარ ლეკვეიშვილისაა ხოლმე და ტექსტი - კობა ბარათელის.

- მეტსახელებიც დაგიგროვდა: თაგვი, ვახანხალა...

- ამ სახელებს სამსახურში, მეგობრები მეძახიან, ქუჩაში ადამიანები ხან ჟიმნის, ხან ზაურას, გივის, - პერსონაჟების სახელებით მომმართავენ.

- გივი სიხარულიძის პაროდია როდის გეძალება?

- როცა კარგი, მხიარული ამბავია. ბატონი გივი ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზეა და ამიტომ, ეს პაროდია, როცა არ უნდა მივაწოდოთ მაყურებელს, უხარიათ და მოსწონთ. ასე რომ, ხშირად მეძალება.

- ყოველთვის გაინტერესებს, შენზე რას ფიქრობენ?

- არ არსებობს ადამიანი და მით უფრო, ცნობილი, რომ საზოგადოების აზრი არ აინტერესებდეს. ხალხის აზრი ჩემთვის მნიშვნელოვანია. ზოგჯერ სწორი შენიშვნა აქვთ, ზოგჯერ - არასწორი, მაგრამ მაინც ვითვალისწინებ, რადგან ეკრანზე ვჩანვარ, მინდა, ყველასთვის მისაღები ვიყო, თუმცა ყველასთვის მისაღები მაინც ვერ ვიქნები. ეს ყველაფერი კი გეხმარება, გაიგო ის, თუ რას ფიქრობს შენზე სხვა. მგონი, ცუდად არ არიან ჩემ მიმართ განწყობილები.

- რომელი ფერი გაღიზიანებს?

- ფერი უკვე კარგი რამ არის და მხოლოდ დადებითთან ასოცირდება. ერთადერთი ყავისფერი არ მომწონს, მას არ ვხმარობ არც ტანსაცმელში და არც აქსესუარებში. თან, ეს ისეთ რაღაცასთან ასოცირდება, არ მგონია, საზოგადოებასაც უყვარდეს...

- რა არის შენი "ბეწვის ხიდი"?

- როგორი ჩასაფიქრებელი კითხვაა?.. ზოგისთვის ის ცხოვრებაა და ზოგისთვის ბეწვია, რომელიც ხიდი ჰგონია (სიცილით ამბობს). მთავარია, ბეწვის ხიდი არ გაწყდეს... ასოციაციები ამასთან დაკავშირებით ბევრნაირი შეიძლება გვქონდეს.

- აღტაცებას როგორ გამოხატავ?

- ძალიან ემოციურად. მიხარია, როცა რაღაცისგან აღტაცებული ვარ და შემიძლია ბოლომდე გამოვხატო. ბოლო დროს ბევრი რამ მოხდა ჩემს ცხოვრებაში, რომელმაც ეს აღტაცება გამოიწვია, - ოჯახი შევქმენი, შვილი შემეძინა, რაღაცები ხდება და ამიტომ გამოვხატავ და გულში არ ვიკლავ...

- მიზეზი, რის გამოც შეიძლება ღამე გაათენო?

- მაგისთვის ბევრი რამ არის, მაგალითად, ქეიფი, სამსახური, სიყვარული...

- რეინკარნაციის გჯერა? წინა ცხოვრებაში ვინ იქნებოდი?

- წინა ცხოვრებაში ალბათ თაგვი ვიქნებოდი. რატომაც შემარქვეს ეს სახელი, ამ მიზეზით, ალბათ მართლაც თაგვი ვიქნებოდი. ნიკა გრიგოლიამ რატომღაც ასე გადაწყვიტა, როგორც ჩანს, რაღაც დაინახა ჩემში.

- რა მაინც?

- ძალიან მიყვარს თხილი, ნიგოზი, ყველი. თუმცა წინა ცხოვრებაში შეიძლება, ბაჭიაც კი ვყოფილიყავი, მგელი ნამდვილად არ ვიქნებოდი, გადარეული და მტაცებელი ცხოველი...

- ქეიფი გიყვარს, "სამი დალიეს პრინციპი" ალბათ შენთვის მიუღებელია, არა?

- სამს რომ ვსვამდე, კარგი იქნებოდა ჩემი ორგანიზმისთვის, ჩემი ოჯახისთვის, მაგრამ სამწუხაროდ, ასე არ ხდება. ქართველობა ჩემში მეტად ჭარბობს. სამ ჭიქას ვერ ვგრძნობ, ბევრი სამი ჭიქა უნდა დავლიო, რომ მერე ვთქვა, "სამი დალიე"... ზომა და წონა ჩვეულებრივად არ ვიცი...

- შავი კატის გეშინია?

- შავი კატა არ მიყვარს, რომ დავინახავ, უნებლიედ, პირჯვარს ვიწერ. არც ცუდად მაქვს დაცდილი და არც - კარგად, უბრალოდ, ასე ვაკეთებ...

- "თაგვმა თხარა, თხარა და კატა გამოთხარაო" - ვისზეა ნათქვამი?

- ეს არის ყველაზე უგუნურ ადამიანზე. რაც მისი საქმე არ არის, არ ეხება, არ უნდა გააკეთოს. არ უნდა ამოთხარო, თორემ შეიძლება იქ კატაც დაგხვდეს და კატაზე უარესიც.

- რა ფრაზა გახსენდება ახლა ლექსიდან?

- გამახსენდება აფხაზეთი, ფსოუ და სოჩა,/ ხიდზე დავდგები, გადავხტები და მორჩა.

- ვინ არის ავტორი?

- არ ვიცი, სტუდენტობისას გავიგე და სლოგანად, ფრაზად მახსოვს. აფხაზეთი ხომ ჩვენი ქვეყნის დიდ, მტკივნეულ ნაწილს მაგონებს ყოველთვის... ახლაც ისეთ ადგილზე ვარ, რომ გამახსენდა...

- დაასახელე საყვარელი პოლიტიკოსი...

- ქართველი პოლიტიკოსი?.. ბევრს ვიცნობ და ბევრთან ვმეგობრობ. ვისაც საქართველო უყვარს, ყველა ჩემი საყვარელი პოლიტიკოსია.

- ბოლოს რას გვეტყვი?

- ძალიან მიყვარს ადამიანები, ჩემი ქვეყანა, გულშემატკივრები, ვისაც ვუყვარვარ მე და ჩემი ოჯახი, ბედნიერებას ვუსურვებ და ბევრ პოზიტივს. ჰქონდეთ სიყვარული, სიხარული, ყველას სულ ფერად-ფერადად ეცხოვროთ.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება