ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია "იმედთან" ინტერვიუში "რუსთავი 2"-ის შესახებ გაკეთებული განცხადებით აღფრთოვანებულია.
"სულ რომ არაფერი ეთქვა ივანიშვილს, მარტო ამ მედიამონსტრის მოშორების პერსპექტივა ღირდა 2 წლის ლოდინად!!!!!!
9 წელი ქმნიდნენ "რუსთავი-2"-ზე დაფუძნებულ მედიასაცეცებს... საზოგადოებაზე ზემოქმედების მექანიზმებს, ტყუილის, ნეგატივის, შიშის გავრცელების სქემებს. ეს ყველაფერი დღემდე მუშაობს და ისევ ჩვენ განწყობაზე და ნერვულ სისტემაზე მოქმედებს.
კონკურენტული, კარგად გათვლილი და ცივილურია ყველაფერი ის, რაც გვითხრა და გაგვიზიარა ივანიშვილმა და ჩემთვის ეს საზოგადოებისთვის, მისი გადარჩენისთვის გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია!!!!!!
თებერვალი, მარტი........... და თავისსავე საცეცებში დაიკარგებიან ნაცნარჩენები!!!!!!!!!
რაც თქვა, ჯიგრულად თქვა!!!!! მთავარია, ის საინფორმაციო მანქანა დაინგრეს, რომელმაც ტყუილში გვაცხოვრა ამდენი წელი!!!!!", - წერს ხოფერია.
"რუსთავი 2" დღეს აგრძელებს სიცრუის მანქანის როლში ყოფნას, აგიტაციას უკეთებს და პროპაგანდას უწევს "ნაციონალურ მოძრაობას," - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია "იმედისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
ივანიშვილმა ინტერვიუში დიდი დრო "რუსთავი 2-ის" კრიტიკას დაუთმო და იმედი გამოთქვა, რომ მისი გადაცემებით ის შეცვლის მედიასივრცეში არსებულ თამაშის წესებს.
"ყველაზე ძლიერი მედიასაშუალებები ოპოზიციის ხელშია და პირდაპირი მნიშვნელობით "ნაციონალური მოძრაობის" აგიტაციას ახდენს. მათი აგიტაცია კი არის სიცრუე, რომ მთავრობა არის უუნარო და ცუდი. მე მაქვს დიდი იმედი, რომ შეიცვალოს დღეს არსებული თამაშის წესები. "რუსთავი2" კარნახობს დღეს დღის თემებს და წესრიგს. აი, ამ პატარა პროექტით მე შევეცდები, რომ მედიასივრცე არ დავაზარალო და ამ დროს საზოგადოებას მიეწოდოს, რაც რეალურად სჭირდება მისი განვითარებისთვის", - აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.