პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მე მაინც მკითხეთ ხოლმე ხანდახან" - ბედუკაძის ცინიკური რჩევა პატრულს ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით
"მე მაინც მკითხეთ ხოლმე ხანდახან" - ბედუკაძის ცინიკური რჩევა პატრულს ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით

სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი, ლადო ბე­დუ­კა­ძე "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ოს ეხ­მა­უ­რე­ბა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, ნას­ვა­მი პირი ცდი­ლობს, კა­ნონ­დარ­ღვე­ვის მი­უ­ხე­და­ვად, სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მელს ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ჯა­რი­მა არ გა­მო­ა­წე­რი­ნოს.

"დაგ­ვი­წყე­ბი­ათ ბი­ჭე­ბო შო­უ­ე­ბის დად­გმა. ცუ­დია, ძა­ლი­ან უნი­ჭო სე­რია გა­მო­გი­ვი­დათ. მე მა­ინც მკი­თხეთ ხოლ­მე ხან­და­ხან, უფა­სოდ გა­გი­წევთ კონ­სულ­ტა­ცი­ებს. ჩა­ნა­წერ­ში სა­პატ­რუ­ლო ავ­ტო­მან­ქა­ნის თუ არა, 1:15 წუთ­ზე დიდი სის­წრა­ფით მი­მა­ვა­ლი ა/მან­ქა­ნის ძრა­ვის ხმა არ უნდა გა­მოგ­პარ­ვო­დათ", - წერს ბე­დუ­კა­ძე.

ამ დღე­ებ­ში "ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ" ვი­დე­ო­მა­სა­ლა გა­მო­აქ­ვეყ­ნა. რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, ნას­ვა­მი პირი ცდი­ლობს, კა­ნონ­დარ­ღვე­ვის მი­უ­ხე­და­ვად, სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მელს ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ჯა­რი­მა არ გა­მო­ა­წე­რი­ნოს. რო­გორც პარ­ტი­ის ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა, ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძემ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და, ინ­ცი­დენ­ტი რამ­დე­ნი­მე თვის წინ ბორ­ჯომ­ში მოხ­და და მას­ში მო­ნა­წი­ლე პირი შსს სტრუქ­ტუ­რის მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი, კონ­ტრტე­რო­რის­ტუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე ზუ­რაბ ბე­რი­კაშ­ვი­ლია.

"ვი­დე­ო­მა­სა­ლა­ში ჩანს, რომ ავ­ტო­მან­ქა­ნას, რო­მელ­შიც ბე­რი­კაშ­ვი­ლი ზის, პატ­რუ­ლი აჩე­რებს. პირი, რო­მე­ლიც ავ­ტო­მან­ქა­ნას მარ­თავ­და, ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, ისე­ვე, რო­გორც თა­ვად ბე­რი­კაშ­ვი­ლი. ჩა­ნა­წე­რის მი­ხედ­ვით, მას შემ­დეგ, რაც პატ­რულ­მა ავ­ტო­მან­ქა­ნა გა­ა­ჩე­რა, ბე­რი­კაშ­ვი­ლი გად­მო­ვი­და და სცა­და, პატ­რუ­ლის­თვის აეხ­სნა, რომ ის ჩი­ნით პოლ­კოვ­ნი­კია, რის გა­მოც უნდა გა­უშ­ვან. მას შემ­დეგ, რაც პატ­რუ­ლის თა­ნამ­შრო­მე­ლი გა­და­წყვეტს, რომ მა­ინც და­ა­ჯა­რი­მოს, ბე­რი­კაშ­ვი­ლი იღებს ია­რაღს. უკვე ამის მერე პატ­რუ­ლი მას აკა­ვებს და გა­დაჰ­ყავს სამ­მარ­თვე­ლო­ში", - გა­ნა­ცხა­და ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძემ.

იხი­ლეთ ვი­დეო

იახ­ლე!

თუ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ხართ მხო­ლოდ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თე­მე­ბით და არ გსურთ, მი­ი­ღოთ სხვა, თქვენ­თვის უინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცია,მო­ი­წო­ნეთ გვერ­დი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში

"მე მაინც მკითხეთ ხოლმე ხანდახან" - ბედუკაძის ცინიკური რჩევა პატრულს ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით

"მე მაინც მკითხეთ ხოლმე ხანდახან" - ბედუკაძის ცინიკური რჩევა პატრულს ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით

სასჯელაღსრულების ყოფილი თანამშრომელი, ლადო ბედუკაძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე "ნაციონალური მოძრაობის" გავრცელებულ ვიდეოს ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, ნასვამი პირი ცდილობს, კანონდარღვევის მიუხედავად, საპატრულო პოლიციის თანამშრომელს ადმინისტრაციული ჯარიმა არ გამოაწერინოს.

"დაგვიწყებიათ ბიჭებო შოუების დადგმა. ცუდია, ძალიან უნიჭო სერია გამოგივიდათ. მე მაინც მკითხეთ ხოლმე ხანდახან, უფასოდ გაგიწევთ კონსულტაციებს. ჩანაწერში საპატრულო ავტომანქანის თუ არა, 1:15 წუთზე დიდი სისწრაფით მიმავალი ა/მანქანის ძრავის ხმა არ უნდა გამოგპარვოდათ", - წერს ბედუკაძე.

ამ დღეებში "ნაციონალურმა მოძრაობამ" ვიდეომასალა გამოაქვეყნა. რომლის მიხედვითაც, ნასვამი პირი ცდილობს, კანონდარღვევის მიუხედავად, საპატრულო პოლიციის თანამშრომელს ადმინისტრაციული ჯარიმა არ გამოაწერინოს. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ინციდენტი რამდენიმე თვის წინ ბორჯომში მოხდა და მასში მონაწილე პირი შსს სტრუქტურის მაღალჩინოსანი, კონტრტერორისტული ცენტრის დირექტორის მოადგილე ზურაბ ბერიკაშვილია.

"ვიდეომასალაში ჩანს, რომ ავტომანქანას, რომელშიც ბერიკაშვილი ზის, პატრული აჩერებს. პირი, რომელიც ავტომანქანას მართავდა, ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა, ისევე, როგორც თავად ბერიკაშვილი. ჩანაწერის მიხედვით, მას შემდეგ, რაც პატრულმა ავტომანქანა გააჩერა, ბერიკაშვილი გადმოვიდა და სცადა, პატრულისთვის აეხსნა, რომ ის ჩინით პოლკოვნიკია, რის გამოც უნდა გაუშვან. მას შემდეგ, რაც პატრულის თანამშრომელი გადაწყვეტს, რომ მაინც დააჯარიმოს, ბერიკაშვილი იღებს იარაღს. უკვე ამის მერე პატრული მას აკავებს და გადაჰყავს სამმართველოში", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

იხილეთ ვიდეო

იახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ საზოგადოებრივი თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს