"იმედის" თოქ-შოუ "სხვა რკურსმა" მომღერალ გია სურამელაშვილს უმასპინძლა. თუმცა რაც ეთერში მოხდა, ამას ალბათ არავინ ელოდა. გია სურამელაშვილი მოულოდნელად ატირდა... სურამელაშვილის ცრემლებამდე კი ასეთი დიალოგი შედგა:
"ნერვები მაქვს დაწყვეტაზე.. არაფრის ნერვები არა მაქვს... აშკარად გადავიღალე, რაღაცნაირად გადავიღალე, გადამეღალა გონება, ყველაფერი გადამეღალა...
- არაფერს არ სვამ? - შეწუხებულმა ჰკითხა გადაცემის წამყვანმა.
- არა, აღარ ვსვამ საერთოდ...
- არა, წამალზე გეკითხები.
- აი, რაღაც საძილეს, თითქოს რაღაც მოდაშია, მაგრამ არაფერი არ არის... დედა მენატრება..." და გია სურამელაშვილი ატირდა.
ნახეთ ვიდეო