კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ამაღამ, ვაკის რაიონში, წყალსადენის მაგისტრალურ ქსელებზე გადაუდებელ საავარიო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს. კომპანია სამუშაოებს ერთდროულად რამდენიმე ადგილზე - ჭავჭავაძის გამზირსა და მრგვალ ბაღთან ჩაატარებს.
კომპანიის ცნობით, საავარიო–სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების მიზნით, ამაღამ, 24:00 საათიდან ხვალ, 30 იანვრის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: ვაკისა და საბურთალოს რაიონების ქუჩების ნაწილს, ასევე, მთაწმინდის რაიონის ზოგიერთ ქუჩას.
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" შეეცდება სამუშაოების ჩატარება შესაძლებლად მოკლე დროში დაასრულოს. წყალმომარაგება აღდგება 30 იანვრის 08:00 საათიდან, ეტაპობრივად, სამუშაოების დასრულებისთანავე.