პოლიტიკა
სამართალი

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
წიგნები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დიზაინერი, რომელიც "მანდარინების" ქართველ მსახიობებს წითელი ხალიჩისთვის შემოსავს
დიზაინერი, რომელიც "მანდარინების" ქართველ მსახიობებს წითელი ხალიჩისთვის შემოსავს

"ოს­კა­რის" ნო­მი­ნან­ტი ფილ­მის - "მან­და­რი­ნე­ბი" მსა­ხი­ო­ბე­ბი ოს­კა­რის ცე­რე­მო­ნი­ა­ლის­თვის ემ­ზა­დე­ბი­ან. რო­გორც ამ­ბო­ბენ, თი­თო­ე­უ­ლი შოკ­შია, რად­გან ასე­თი რამ მათ ცხოვ­რე­ბა­ში პირ­ვე­ლად ხდე­ბა. ხუმ­რო­ბა ხომ არ არის, ამე­რი­კის კი­ნო­ა­კა­დე­მი­ის ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე მოხ­ვედ­რა. მიშა მესხს და გი­ორ­გი ნა­კა­ში­ძეს დი­ზა­ი­ნე­რი ქეთი ჩხიკ­ვა­ძე სმო­კინ­გებს უკე­რავს.

ambebi.ge დი­ზა­ი­ნერს და­უ­კავ­შირ­და.

- რო­გორ მოხ­ვდა თქვენ­თან ეს შეკ­ვე­თა?

- ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა, რო­მე­ლიც კი­ნოს­ტუ­დი­ა­ში მუ­შა­ობს, და­მი­რე­კა და მკი­თხა, - თუ დავ­თან­ხმდე­ბო­დი სა­კუ­თა­რი სახ­სრე­ბით ფილ­მის - "მან­და­რი­ნე­ბი" ქარ­თვე­ლი პერ­სო­ნა­ჟე­ბის­თვის სმო­კინ­გე­ბი შე­მე­კე­რა. სი­ა­მოვ­ნე­ბით დავ­თან­ხმდი და ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ჩემ­თან ასე მოხ­ვდნენ...

- და ახლა კე­რავთ ამ სმო­კინ­გებს?

- დიახ, სმო­კინ­გებს ვკე­რავთ, რო­მელ­შიც რა­ღაც დე­ტა­ლე­ბი შევ­ცვა­ლეთ, - ოდ­ნავ გლა­მუ­რუ­ლი გა­ვა­კე­თეთ. ეს უკვე მსა­ხი­ო­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე მოხ­და.

- და წი­თე­ლი ხა­ლი­ჩის დრეს­კო­დის სტან­დარ­ტებს ას­ცდით?

- არ არის აც­დე­ნა. ისე­თი იქ­ნე­ბა, რო­გო­რიც უნდა იყოს სა­ერ­თოდ სმო­კინ­გი...

- სხვა დროს თუ გი­მუ­შა­ვი­ათ მსგავს კოს­ტი­უ­მებ­ზე?

- არ მი­მუ­შა­ვია, მხო­ლოდ სა­ქორ­წი­ნო პი­ჯა­კებ­სა და ფრა­კებ­ზე ვმუ­შა­ობ­დი და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გავ­ბე­დე ამ სა­მუ­შა­ოს­თვის ხელი მო­მე­კი­და. თით­ქმის იგი­ვეა, უმ­ნიშ­ვნე­ლო დე­ტა­ლებ­შია სხვა­ო­ბა...

- რა შეგ­რძნე­ბაა, რო­დე­საც წი­თე­ლი ხა­ლი­ჩის­თვის სა­მოსს კე­რავთ? პრაქ­ტი­კუ­ლად, პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლი დი­ზა­ი­ნე­რი ხართ, ვინც ასეთ პრო­ექ­ტზე მუ­შა­ობს.

- მოკ­ლედ, რად­გან სტან­დარ­ტია, ჩემი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი დამ­სა­ხუ­რე­ბა ამ საქ­მე­ში არა­ფე­რი იქ­ნე­ბა, უბ­რა­ლოდ ვას­რუ­ლებ სა­მუ­შა­ოს და სა­სი­ა­მოვ­ნოა, რომ მე მო­მი­წია ამ საქ­მის შეს­რუ­ლე­ბა. თა­ვის­თა­ვად მი­ხა­რია, მაგ­რამ ჩვე­ნი, ქარ­თუ­ლი ჯგუ­ფის­თვის ბევ­რად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დღე და ფაქ­ტი იქ­ნე­ბა იქ მოხ­ვედ­რა და წი­თელ ხა­ლი­ჩა­ზე გავ­ლა... ისი­ნი ხომ "ოს­კა­რის" ნო­მი­ნან­ტე­ბი არი­ან.

- რე­ჟი­სორს - ზაზა ურუ­შა­ძეს არ უკე­რავთ?

- არა, რად­გა­ნაც ზა­ზას აქვს შე­სა­ბა­მი­სი კოს­ტი­უ­მი...

- რო­გო­რე­ბი არი­ან ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბი, ხომ არ ჭირ­ვე­უ­ლო­ბენ?

- არა, გი­ორ­გის უფრო კლა­სი­კუ­რი სტი­ლი უნ­დო­და, მი­შას - მე­ტად გლა­მუ­რუ­ლი, მაგ­რამ ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო. ორი­ვე კარ­გი ადა­მი­ა­ნია და ძა­ლი­ან მინ­და, რომ ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში და­ვეხ­მა­რო. მოკ­ლედ, სმო­კინ­გი არ ჰქონ­დათ და ახლა ვუ­კე­თებ. უბ­რა­ლოდ ვი­ტყვი, რომ ჩვე­ნი მსა­ხი­ო­ბე­ბი შოკ­ში არი­ან.

- რამ­დე­ნი ხა­ნია, რაც მუ­შა­ო­ბა და­ი­წყეთ?

- ერთი კვი­რაა... ჯერ მხო­ლოდ ერთი "პრი­მერ­კა" გვქონ­და.

ალ­ბათ 10 დღე­ში და­ვას­რუ­ლებთ. ცოტა დრო კი სჭირ­დე­ბა, დე­ტა­ლებს და­მუ­შა­ვე­ბა...

- მათ­თვის ფეხ­საც­მელსაც თქვენ შე­კე­რავთ?

- არა, ირაკ­ლი ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი, თუმ­ცა მო­დე­ლე­ბი ერ­თად შე­ვარ­ჩი­ეთ. ირაკ­ლი ერთ-ერთ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლია, ვინც ასე­თი დო­ნის ფეხ­საც­მე­ლის შექ­მნა­ზე არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად მუ­შა­ობს...

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად ambebi.ge-სთვის
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

დიზაინერი, რომელიც "მანდარინების" ქართველ მსახიობებს წითელი ხალიჩისთვის შემოსავს

დიზაინერი, რომელიც "მანდარინების" ქართველ მსახიობებს წითელი ხალიჩისთვის შემოსავს

"ოსკარის" ნომინანტი ფილმის - "მანდარინები" მსახიობები ოსკარის ცერემონიალისთვის ემზადებიან. როგორც ამბობენ, თითოეული შოკშია, რადგან ასეთი რამ მათ ცხოვრებაში პირველად ხდება. ხუმრობა ხომ არ არის, ამერიკის კინოაკადემიის ღონისძიებაზე მოხვედრა. მიშა მესხს და გიორგი ნაკაშიძეს დიზაინერი ქეთი ჩხიკვაძე სმოკინგებს უკერავს.

ambebi.ge დიზაინერს დაუკავშირდა.

- როგორ მოხვდა თქვენთან ეს შეკვეთა?

- ჩემმა მეგობარმა, რომელიც კინოსტუდიაში მუშაობს, დამირეკა და მკითხა, - თუ დავთანხმდებოდი საკუთარი სახსრებით ფილმის - "მანდარინები" ქართველი პერსონაჟებისთვის სმოკინგები შემეკერა. სიამოვნებით დავთანხმდი და ეს ადამიანები ჩემთან ასე მოხვდნენ...

- და ახლა კერავთ ამ სმოკინგებს?

- დიახ, სმოკინგებს ვკერავთ, რომელშიც რაღაც დეტალები შევცვალეთ, - ოდნავ გლამურული გავაკეთეთ. ეს უკვე მსახიობებიდან გამომდინარე მოხდა.

- და წითელი ხალიჩის დრესკოდის სტანდარტებს ასცდით?

- არ არის აცდენა. ისეთი იქნება, როგორიც უნდა იყოს საერთოდ სმოკინგი...

- სხვა დროს თუ გიმუშავიათ მსგავს კოსტიუმებზე?

- არ მიმუშავია, მხოლოდ საქორწინო პიჯაკებსა და ფრაკებზე ვმუშაობდი და აქედან გამომდინარე, გავბედე ამ სამუშაოსთვის ხელი მომეკიდა. თითქმის იგივეა, უმნიშვნელო დეტალებშია სხვაობა...

- რა შეგრძნებაა, როდესაც წითელი ხალიჩისთვის სამოსს კერავთ? პრაქტიკულად, პირველი ქართველი დიზაინერი ხართ, ვინც ასეთ პროექტზე მუშაობს.

- მოკლედ, რადგან სტანდარტია, ჩემი განსაკუთრებული დამსახურება ამ საქმეში არაფერი იქნება, უბრალოდ ვასრულებ სამუშაოს და სასიამოვნოა, რომ მე მომიწია ამ საქმის შესრულება. თავისთავად მიხარია, მაგრამ ჩვენი, ქართული ჯგუფისთვის ბევრად მნიშვნელოვანი დღე და ფაქტი იქნება იქ მოხვედრა და წითელ ხალიჩაზე გავლა... ისინი ხომ "ოსკარის" ნომინანტები არიან.

- რეჟისორს - ზაზა ურუშაძეს არ უკერავთ?

- არა, რადგანაც ზაზას აქვს შესაბამისი კოსტიუმი...

- როგორები არიან ქართველი მსახიობები, ხომ არ ჭირვეულობენ?

- არა, გიორგის უფრო კლასიკური სტილი უნდოდა, მიშას - მეტად გლამურული, მაგრამ ძალიან საინტერესო. ორივე კარგი ადამიანია და ძალიან მინდა, რომ ამ სიტუაციაში დავეხმარო. მოკლედ, სმოკინგი არ ჰქონდათ და ახლა ვუკეთებ. უბრალოდ ვიტყვი, რომ ჩვენი მსახიობები შოკში არიან.

- რამდენი ხანია, რაც მუშაობა დაიწყეთ?

- ერთი კვირაა... ჯერ მხოლოდ ერთი "პრიმერკა" გვქონდა.

ალბათ 10 დღეში დავასრულებთ. ცოტა დრო კი სჭირდება, დეტალებს დამუშავება...

- მათთვის ფეხსაცმელსაც თქვენ შეკერავთ?

- არა, ირაკლი ბოჭორიშვილი, თუმცა მოდელები ერთად შევარჩიეთ. ირაკლი ერთ-ერთ პროფესიონალია, ვინც ასეთი დონის ფეხსაცმელის შექმნაზე არაჩვეულებრივად მუშაობს...

ლალი ფაცია

სპეციალურად ambebi.ge-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება