პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მოწინავე ქვეყნები, სადაც 5 წლის ბავშვების სკოლაში მიღება დაშვებულია - შაშკინის კონტრარგუმენტი მთავრობას
მოწინავე ქვეყნები, სადაც 5 წლის ბავშვების სკოლაში მიღება დაშვებულია - შაშკინის კონტრარგუმენტი მთავრობას

გა­ნათ­ლე­ბის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი დი­მიტ­რი შაშ­კი­ნი 5 წლამ­დე ასა­კის ბავ­შვთა სკო­ლა­ში მი­ღე­ბის თე­მას "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე ეხ­მა­უ­რე­ბა.

"მსოფ­ლიო ბან­კის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვის მი­ხედ­ვით, 5 წლის ასა­კი­დან სკო­ლა­ში სწავ­ლა დაშ­ვე­ბუ­ლია ასეთ წარ­მა­ტე­ბულ და გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნებ­ში, რო­გორც არის:

ავ­სტრა­ლია

მალ­ტა

ახა­ლი ზე­ლან­დია

დიდი ბრი­ტა­ნე­თი

და­ნია

ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი

თუ და­ვუ­ჯე­რებთ მავ­ნე­ბელ გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრ სა­ნი­კი­ძეს, ამ ქვეყ­ნე­ბის მთავ­რო­ბე­ბი ღუ­პა­ვენ თა­ვი­ანთ მო­მა­ვალ თა­ო­ბებს და მათ სას­წრა­ფოდ სჭირ­დე­ბათ "მავ­ნებ­ლო­ბის ექ­სპერ­ტის" - სა­ნი­კი­ძის დახ­მა­რე­ბა.

კი­დევ ერთხელ მინ­და ხაზი გა­ვუს­ვა იმას, რომ ჩემი მი­ნის­ტრო­ბის პე­რი­ოდ­ში მშო­ბელს შე­ეძ­ლო ბავ­შვის მიყ­ვა­ნა სკო­ლა­ში 5 წლის ასაკ­ში, მაგ­რამ ეს არ იყო სა­ვალ­დე­ბუ­ლო, არა­მედ ნე­ბა­ყოფ­ლო­ბი­თი და მშო­ბე­ლი თვი­თონ წყვეტ­და ამ სა­კითხს. სამ­წუ­ხა­როდ, ამ­ჟა­მინ­დელ­მა გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრმა გა­და­წყვი­ტა, რომ მშო­ბელს ასე­თი არ­ჩე­ვა­ნი არ უნდა ჰქონ­დეს. არა­და ახლა სკო­ლებ­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლად სწავ­ლობს და­ახ­ლო­ე­ბით 50 000 ბავ­შვი რო­მე­ლიც 5 წლის ასაკ­ში შე­ვი­და სკო­ლა­ში", - წერს შაშ­კი­ნი.

სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო­ში არ ადას­ტუ­რე­ბენ ინ­ფორ­მა­ცი­ას, თით­ქოს ექვს წლამ­დე ბავ­შვე­ბის სკო­ლა­ში მი­ღე­ბა გა­მო­ნაკ­ლი­სის სა­ხით შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა.

გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ მშობ­ლე­ბი, რო­მელ­თა შვი­ლებს ექ­ვსი წელი სას­წავ­ლო წლის და­წყე­ბის შემ­დეგ უს­რულ­დე­ბათ, ფსი­ქო­ლოგს მი­მარ­თა­ვენ. ფსი­ქო­ლო­გი ბავ­შვის გან­ვი­თა­რე­ბას, სას­კო­ლო მზა­ო­ბას ამოწ­მებს და გას­ცემს შე­სა­ბა­მის ცნო­ბას, არის თუ არა ბავ­შვი მზად სკო­ლის­თვის.

მშობ­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, აღ­ნიშ­ნუ­ლი ცნო­ბი­თა და ბავ­შვის და­ბა­დე­ბის მოწ­მო­ბის ას­ლით, ისი­ნი გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრის სა­ხელ­ზე გან­ცხა­დე­ბას წე­რენ და გა­მო­ნაკ­ლი­სის დაშ­ვე­ბას ითხო­ვენ.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია "ინ­ტერპრეს­ნი­უს­მა" გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო­ში გა­და­ა­მოწ­მა. უწყე­ბა­ში ვერ აკონ­კრე­ტე­ბენ, შე­სუ­ლია თუ არა მი­ნის­ტრის სა­ხელ­ზე გა­მო­ნაკ­ლი­სის დაშ­ვე­ბის მო­თხოვ­ნით გან­ცხა­დე­ბე­ბი, თუმ­ცა სა­მი­ნის­ტრო­ში გან­მარ­ტა­ვენ, რომ სას­წავ­ლო წლის და­წყე­ბი­სათ­ვის ბავ­შვი ექ­ვსი წლის უნდა იყოს და გა­მო­ნაკ­ლი­სი არ და­იშ­ვე­ბა. ეს ვრცელ­დე­ბა რო­გორც სა­ჯა­რო, ისე კერ­ძო სკო­ლებ­ზე.

იხი­ლეთ ასე­ვე: "ჩემი სურ­ვი­ლია სა­ხელ­მწი­ფომ და­უშ­ვას რა­ი­მე შე­საძ­ლებ­ლო­ბა..." - რა­ტომ არ იღე­ბენ სკო­ლა­ში გი­ორ­გი ჯა­ნე­ლი­ძის შვილს

მოწინავე ქვეყნები, სადაც 5 წლის ბავშვების სკოლაში მიღება დაშვებულია - შაშკინის კონტრარგუმენტი მთავრობას

მოწინავე ქვეყნები, სადაც 5 წლის ბავშვების სკოლაში მიღება დაშვებულია - შაშკინის კონტრარგუმენტი მთავრობას

განათლების ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი 5 წლამდე ასაკის ბავშვთა სკოლაში მიღების თემას "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება.

"მსოფლიო ბანკის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, 5 წლის ასაკიდან სკოლაში სწავლა დაშვებულია ასეთ წარმატებულ და განვითარებულ ქვეყნებში, როგორც არის:

ავსტრალია

მალტა

ახალი ზელანდია

დიდი ბრიტანეთი

დანია

ამერიკის შეერთებული შტატები

თუ დავუჯერებთ მავნებელ განათლების მინისტრ სანიკიძეს, ამ ქვეყნების მთავრობები ღუპავენ თავიანთ მომავალ თაობებს და მათ სასწრაფოდ სჭირდებათ "მავნებლობის ექსპერტის" - სანიკიძის დახმარება.

კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ჩემი მინისტრობის პერიოდში მშობელს შეეძლო ბავშვის მიყვანა სკოლაში 5 წლის ასაკში, მაგრამ ეს არ იყო სავალდებულო, არამედ ნებაყოფლობითი და მშობელი თვითონ წყვეტდა ამ საკითხს. სამწუხაროდ, ამჟამინდელმა განათლების მინისტრმა გადაწყვიტა, რომ მშობელს ასეთი არჩევანი არ უნდა ჰქონდეს. არადა ახლა სკოლებში წარმატებულად სწავლობს დაახლოებით 50 000 ბავშვი რომელიც 5 წლის ასაკში შევიდა სკოლაში", - წერს შაშკინი.

საქართველოს განათლების სამინისტროში არ ადასტურებენ ინფორმაციას, თითქოს ექვს წლამდე ბავშვების სკოლაში მიღება გამონაკლისის სახით შესაძლებელი იქნება.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ მშობლები, რომელთა შვილებს ექვსი წელი სასწავლო წლის დაწყების შემდეგ უსრულდებათ, ფსიქოლოგს მიმართავენ. ფსიქოლოგი ბავშვის განვითარებას, სასკოლო მზაობას ამოწმებს და გასცემს შესაბამის ცნობას, არის თუ არა ბავშვი მზად სკოლისთვის.

მშობლების ინფორმაციით, აღნიშნული ცნობითა და ბავშვის დაბადების მოწმობის ასლით, ისინი განათლების მინისტრის სახელზე განცხადებას წერენ და გამონაკლისის დაშვებას ითხოვენ.

აღნიშნული ინფორმაცია "ინტერპრესნიუსმა" განათლების სამინისტროში გადაამოწმა. უწყებაში ვერ აკონკრეტებენ, შესულია თუ არა მინისტრის სახელზე გამონაკლისის დაშვების მოთხოვნით განცხადებები, თუმცა სამინისტროში განმარტავენ, რომ სასწავლო წლის დაწყებისათვის ბავშვი ექვსი წლის უნდა იყოს და გამონაკლისი არ დაიშვება. ეს ვრცელდება როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლებზე.

იხილეთ ასევე: "ჩემი სურვილია სახელმწიფომ დაუშვას რაიმე შესაძლებლობა..." - რატომ არ იღებენ სკოლაში გიორგი ჯანელიძის შვილს

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს