ჩვენს მკითხველს ალბათ კარგად ახსოვს მოდელი ანა კოვაჩი, იგი კონკურს ''ელიტ მოდელ ლუქის'' გამარჯვებულია. საკმაოდ წარმატებული სამოდელო კარიერის მიუხედავად, ანა ამ სფეროს ჩამოშორდა, დროა, სწავლას მივხედოო.
რამდენიმე წლის წინ მოდელი საცხოვრებლად ყაზახეთში საყვარელი ადამიანის გამო გადავიდა. ''მე და ჩემს რჩეულს ერთმანეთი ამერიკაში საერთო მეგობარმა გაგვაცნო. მერე და მერე აეწყო ჩვენი ურთიერთობა, ბოლოს კი იმის გამო, რომ დაქორწინება გადავწყვიტეთ, საცხოვრებლად ყაზახეთში გადმოვედი, თუმცა სანამ ერთმანეთს გავიცნობდით, მანამ ის ნამყოფი იყო საქართველოში, ორი წელი ჩვენს ქვეყანაში ცხოვრობდა, ოღონდ მაშინ ერთმანეთს არ შევხვედრივართ. საერთოდ, პირადზე საუბარი არ მიყვარს, ამიტომ მის ასაკს, სახელსა და გვარს ვერ გაგიმხელთ. ჩემი ოჯახის წევრები ხედავენ, რომ ბედნიერი ვარ და ამ ამბავს არ განიცდიან, თან, ისედაც მიჩვეული იყვნენ, რომ ხშირად ვმოგზაურობდი და სახლში არ ვიყავი, ამიტომ ეს საკითხი მათთვის მტკივნეული არ ყოფილა,'' - აღნიშნა ანამ ''რეიტინგთან'' ინტერვიუში 2013 წელს. სულ ცოტა ხნის წინ დაქორწინდა კიდეც. მისი მეჯვარე ასევე მოდელი, ''მის საქართველო 2011'' ჯანეტ ქერდიყოშვილი იყო, მიწვეულ სტუმრებს არ გამოკლებია ია კიწმარიშვილიც.