ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე კახეთში, სასტუმრო-კომპლექს ლოპოტას სტუმრობს და იქ მიღებულ შთაბეჭდილებებს მეგობრებს Facebook-ზე უზიარებს.
"საოცრება - ლოპოტა.
სასტუმროს მეპატრონე არის ადამიანი შემოქმედი, რომელმაც ცარიელ ადგილზე, ეტაპობრივად, შრომით და სიყვარულის უდიდესი სულიერი მარაგის ძალით შექმნა სამოთხე, ყოველგვარი წინასწარი სიმდიდრის და კაპიტალის გარეშე.
ეს კი მე და ჟიჟი ვართ ლოპოტას რუსულ, ცოცხებიან აბანოში.
ჭყლოპინი გაგვიდიოდა, ჭკუაზე არ ვიყავით ისე გვიხაროდა ახალი გამოცდილება. შევედით შაურიანივით გაბრწყინებულები (როგორც ფოტოდოკუმენტზეა), მაგრამ წუთნახევარში, კანადური მუხის ტოტების პირველი ცხელი შხეფები რომ დაგვეცა (ფოთლების შეხებამდე ვერ მივედით), ვაი, ვაი, მცხელა, ვიხრჩობის ძახილით გამოვცვივდით ორთქლიდან )))", - დაწერა ფანჯიკიძემ.
თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ საზოგადოებრივი თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი