ოფიციალური დოკუმენტების საფუძველზე, სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურეებზე, 2014 წლის განმავლობაში პრემია ოთხჯერ გაიცა. გასულ წელს გურიის გუბერნიაში დარიგებულმა პრემიებმა სულ 105 721 ლარი შეადგინა.
2014 წლის 30 ივნისს, 5-6 ივნისს მომხდარი სტიქიის დროს ზეგანაკვეთური დროით მუშაობისთვის, პრემია ერთი თვის ხელფასის ოდენობით სამაშველო სამსახურის 12 თანამშრომელზე გაიცა, ასევე გუბერნატორის მდივანსა და აპარატის მთავარ სპეციალისტზე საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში. გაცემული პრემიის ჯამი - 36 180 ლარს შეადგენს.
გუბერნიამ 2014 წლის 26 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ადმინისტრაციის ყველა საჯარო მოხელეზე პრემიის სახით 250 ლარი გასცა, რაც ჯამში 9 000 ლარს შეადგენს.
წახალისებისა და მოტივიზაციის გაზრდის მიზნით, ყველა საჯარო მოსამსახურეზე გაიცა პრემია 2014 წლის 15 ოქტომბერშიც, რამაც 30 350 ლარი შეადგინა.