ოტია იოსელიანის ოჯახი უყურადღებობაზე საუბრობს - რას ითხოვენ იოსელიანები?

ოტია იოსელიანის ოჯახი უყურადღებობაზე საუბრობს - რას ითხოვენ იოსელიანები?

ოტია იოსელიანის ოჯახი წყალტუბოში მდებარე მწერლის საცხოვრებელი სახლის მუზეუმად გადაკეთებას ითხოვს. იოსელიანის შვილი დაჩი იოსელიანი ამბობს, რომ შესაბამისი წერილით კულტურის სამინისტროს მიმართა, რომელმაც საკითხზე რეაგირება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობას დაავალა.

გამგეობაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე საკითხის შესწავლა მიმდინარეობს. მათი ინფორმაციით, საცხოვრებლის მუზეუმად გადაკეთებისათვის აუცილებელია სახლში იყოს ექსპონატების შესაბამისი რაოდენობა და სახლს გააჩნდეს ფართი. ასევე უნდა გაიმიჯნოს, ოჯახი სახლის რა ნაწილს გადასცემს სახელმწიფოს და რა ნაწილს დაიტოვებს თავად საცხოვრებლად.

სახლი, რომლისთვისაც მუზეუმის სტატუსის მინიჭებას ითხოვენ, მწერლის ხელით არის აგებული. დაჩი იოსელიანი ამბობს, რომ მამისთვის სამუშაოდ და სტუმრების მისაღებად საყვარელი ადგილი სახლის აივანი იყო.

ოჯახი ხელისუფლების მხრიდან უყურადღებობაზე საუბრობს. დაჩი იოსელიანის თქმით, ისეთი მწერალი, როგორიც იოსელიანი იყო, ხელისუფლებას ვერ ეყვარებოდა. მწერლის შვილი იმასაც ამბობს, რომ აღნიშნულის გათვალისწინებით, ოტია იოსელიანმა თავიდანვე დაიჭირა თადარიგი და დაიბარა, რომ გარდაცვალების შემდეგ ის სახლის ეზოში დაეკრძალათ.

წყარო: topnews.com.ge

topnews.com.ge

იახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ საზოგადოებრივი თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა