მსოფლიო
სპორტი
პოლიტიკა

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
სამხედრო
მოზაიკა
სამართალი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ანწლი, კიბოს საპროფილაქტიკო უნიკალური საშუალება - ექიმის კომენტარი
ანწლი, კიბოს საპროფილაქტიკო უნიკალური საშუალება - ექიმის კომენტარი

ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ უცხო­ურ სა­იტ­ზე ასე­თი სტა­ტია "სა­ო­ცა­რი მცე­ნა­რე კი­ბოს პრო­ფი­ლაქ­ტი­კი­სა და მკურ­ნა­ლო­ბის­თვის" წა­ვი­კი­თხე. სა­დაც ეწე­რა, რომ ამა და ამ ექ­სტრაქ­ტით ბულ­გა­რეთ­ში კი­ბოს მკურ­ნა­ლო­ბენ და უფრო მე­ტიც - ამ ექ­სტრაქ­ტის გა­მო­ყე­ნე­ბა 100-პრო­ცენ­ტი­ან გა­რან­ტი­ას იძ­ლე­ვა, რომ სრუ­ლი­ად გა­ნი­კურ­ნოთ რო­გორც ოპე­რა­ცი­ამ­დე, ასე­ვე ოპე­რა­ცი­ის შემ­დგომ პე­რი­ოდ­შიც და ეს სუ­ლაც არ არის გა­მო­გო­ნი­ლი ზღა­პა­რი.

სა­უ­ბა­რია სა­ქარ­თვე­ლო­ში კარ­გად გავ­რცე­ლე­ბულ ისეთ მცე­ნა­რე­ზე, რო­გო­რიც არის ან­წლი. მას ჩვე­ნი წი­ნაპ­რე­ბი ოდით­გან­ვე იყე­ნებ­დნენ კუჭ-ნაწ­ლა­ვის მო­სა­წეს­რი­გებ­ლად (ფა­ღა­რა­თის დროს). რე­ცეპ­ტი მარ­ტი­ვია და არ­სე­ბო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ სწო­რედ ამ ექ­სტრაქ­ტით მო­მაკ­ვდი­ნე­ბე­ლი სე­ნის­გან გა­ნი­კურ­ნენ... იქვე მისი მომ­ზა­დე­ბის წე­სიც იყო მი­თი­თე­ბუ­ლი:

შე­ვაგ­რო­ვოთ ან­წლის კენკრის მარ­ცვლე­ბი, ჩავ­ყა­როთ ფენა-ფენა მშრალ, სუფ­თა მი­ნის ჭურ­ჭელ­ში, და­ახ­ლო­ე­ბით 1 სმ კენკრა შემ­დეგ შა­ქა­რი და­ვა­ყა­როთ და ასე შემ­დეგ, ვიდ­რე არ გა­ვავ­სებთ ბო­ლომ­დე მი­ნის ჭურ­ჭელს და დავ­დგათ 1 თვემ­დე გრილ ად­გი­ლას. შემ­დეგ მი­ღე­ბუ­ლი ექ­სტრაქ­ტი უნდა გა­ი­წუ­როს და დღე­ში სამ­ჯერ უნდა მი­ი­ღოთ (ერთი სუფ­რის კოვ­ზი ჭა­მის შემ­დეგ), ხოლო ჭა­მამ­დე 10 წუ­თით ადრე და­ლი­ეთ 150 გრ. გა­მოხ­დი­ლი წყა­ლი. მკურ­ნა­ლო­ბის კურ­სი 45 დღეა. ერთი თვის შემ­დეგ ისევ გა­ი­მე­ო­რეთ. სამი ასე­თი სე­ან­სის შემ­დეგ სატ­კი­ვა­რი ქრე­ბა.

მოკ­ლედ, ამის შემ­დეგ ექიმ-თე­რა­პევტს, თა­მარ მა­მა­ცაშ­ვილს და­ვუ­კავ­შირ­დი, რო­მელ­საც ამ თე­მა­ზე კო­მენ­ტა­რი ვთხო­ვე. ქალ­ბა­ტო­ნი თა­მა­რი ხალ­ხუ­რი რე­ცეპ­ტე­ბის კრე­ბუ­ლის - "კა­რა­ბა­დი­ნის" ავ­ტო­რია, ჟურ­ნალ "ოჯა­ხის მკურ­ნა­ლის" მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი და "კვი­რის პა­ლიტ­რის" სა­მე­დი­ცი­ნო რუბ­რი­კის ავ­ტო­რი:

- რამ­დე­ნი­მე წყა­რო მარ­თლაც ადას­ტუ­რებს, რომ ხალ­ხუ­რი მე­დი­ცი­ნა ან­წლს იყე­ნებს, რო­გორც კი­ბოს სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ეფექ­ტის მქო­ნე მცე­ნა­რეს.

ზო­გა­დად ეს არის დიდ­გუ­ლა, იგი­ვე ან­წლი, რო­მე­ლიც მიჩ­ნე­უ­ლია რო­გორც ოფ­ლმდე­ნი, შარ­დმდე­ნი, კუჭ-ნაწ­ლა­ვის და­ა­ვა­დე­ბე­ბი­სა და ღვიძ­ლის პა­თო­ლო­გი­ე­ბის სამ­კურ­ნა­ლო სა­შუ­ა­ლე­ბად.

თუმ­ცა ბულ­გა­რე­თის ხალ­ხუ­რი მე­დი­ცი­ნა, მას სიმ­სივ­ნის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სა­შუ­ა­ლე­ბად მო­იხ­სე­ნი­ებს. და­დე­ბი­თი შე­დე­გე­ბი ძირ­თა­დად კუ­ჭი­სა და კა­ნის კი­ბოს დროს დას­ტურ­დე­ბა, მაგ­რამ ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში ადა­მი­ა­ნე­ბი წი­ნამ­დე­ბა­რე ჯირ­კვლის სიმ­სივ­ნის გან­კურ­ნე­ბის შემ­თხვე­ვებ­საც ადას­ტუ­რე­ბენ.

ამას­თან, სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ ონ­კო­ლო­გი­უ­რი პა­ცი­ენ­ტე­ბი გა­ნი­კურ­ნენ რო­გორც ოპე­რა­ცი­ამ­დელ, ისე ოპე­რა­ცი­ის შემ­დგომ მდგო­მა­რე­ო­ბა­შიც.

ან­წლის გა­მო­ყე­ნე­ბა ხელს არ უშ­ლის ონ­კო­ლო­გე­ბის მიერ და­ნიშ­ნულ მკურ­ნა­ლო­ბას. მის პა­რა­ლე­ლუ­რად შე­იძ­ლე­ბა ძა­ლი­ან კარ­გი შე­დე­გი მი­ვი­ღოთ.

აუ­ცი­ლე­ბე­ლია სამი კურ­სის ჩა­ტა­რე­ბა. ნე­ბის­მი­ე­რი მკურ­ნა­ლო­ბი­სას კი შე­დე­გი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია (ასე­ვე იქ­ნე­ბა დიდ­გუ­ლას გა­მო­ყე­ნე­ბი­სა­საც).

- მოკ­ლედ, ბუ­ნე­ბა ნამ­დვილ სა­ოც­რე­ბებს ახ­დენს...

- ზო­გა­დად ნე­ბის­მი­ე­რი და­ა­ვა­დე­ბის წა­მა­ლი შე­იძ­ლე­ბა ბუ­ნე­ბა­ში მო­ი­ნა­ხოს და კარ­გი იქ­ნე­ბა თუ ამას გა­ვაც­ნო­ბი­ე­რებთ...

- კურ­სში კონ­კრე­ტუ­ლად რა იგუ­ლის­ხმე­ბა?

- რე­ცეპ­ტში მი­თი­თე­ბუ­ლია, რომ 3 სე­ან­სი უნდა ჩა­ტარ­დეს, ანუ 3 კურ­სი...

სულ ბო­ლოს მინ­და, კი­დევ ერთხელ მო­გა­წო­დოთ ინ­ფორ­მა­ცია ამ მცე­ნა­რე­ზე:

ან­წლი ყვა­ვი­ლო­ვან მცე­ნა­რე­თა გვა­რი გახ­ლავთ ცხრა­ტყა­ვი­სებრთა ოჯა­ხი­სა. ბუჩ­ქე­ბი ან მცი­რე ზო­მის ხე­ე­ბია, იშ­ვი­ა­თად კი მრა­ვალ­წლო­ვა­ნი ბა­ლა­ხე­ბი. ან­წლის ფოთ­ლე­ბი ფრთი­სებ­რია, მო­პი­რის­პი­რედ გან­ლა­გე­ბუ­ლი, ყვა­ვი­ლე­ბი ხუ­თწ­ვე­რი­ა­ნი, აქ­ტი­ნო­მორ­ფუ­ლი, ფა­რის ან ქოლ­გის მსგავ­სად შეკ­რე­ბი­ლი. ნა­ყო­ფი წვნი­ა­ნი, შავი ან წი­თე­ლი კენკრაა. გავ­რცე­ლე­ბუ­ლია ორი­ვე ნა­ხე­ვარსფე­როს ზო­მი­ერ და სუბტ­რო­პი­კულ ზო­ნებ­ში (გარ­და ცენ­ტრა­ლურ და სამ­ხრეთ აფ­რი­კი­სა). ცნო­ბი­ლია 40 სა­ხე­ო­ბა. მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლო­ში 2 - დიდ­გუ­ლა (შამ­ბუ­ცუს ნიგ­რა) და სა­კუთ­რივ ან­წლი (შამ­ბუ­ცუს ებუ­ლუს), რო­მე­ლიც მყრა­ლი ბა­ლა­ხო­ვა­ნი მცე­ნა­რეა. აქვს სწო­რი 0,5-1,5 მ სი­მაღ­ლის და­ღა­რუ­ლი ღერო, საგ­ვე­ლა­სებრ ყვა­ვი­ლე­დე­ბად შეკ­რე­ბი­ლი ყვა­ვი­ლე­ბი, მრგვა­ლი შავი ნა­ყო­ფი. იზ­რდე­ბა ტყის სარ­ტყელ­ში - ფოთ­ლო­ვან ტყე­ებ­ში. ტყის პი­რებ­ზე და სხვა ად­გი­ლებ­ში. ყვა­ვი­ლი შე­ი­ცავს ეთე­რო­ვან ზეთს; ნა­ყენს მე­დი­ცი­ნა­ში იყე­ნე­ბენ.

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად ambebi.ge-სთვის

იახ­ლე!

თუ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ხართ მხო­ლოდ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თე­მე­ბით და არ გსურთ, მი­ი­ღოთ სხვა, თქვენ­თვის უინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცია, მო­ი­წო­ნეთ გვერ­დი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

ანწლი, კიბოს საპროფილაქტიკო უნიკალური საშუალება - ექიმის კომენტარი

ანწლი, კიბოს საპროფილაქტიკო უნიკალური საშუალება - ექიმის კომენტარი

ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ უცხოურ საიტზე ასეთი სტატია "საოცარი მცენარე კიბოს პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის" წავიკითხე. სადაც ეწერა, რომ ამა და ამ ექსტრაქტით ბულგარეთში კიბოს მკურნალობენ და უფრო მეტიც - ამ ექსტრაქტის გამოყენება 100-პროცენტიან გარანტიას იძლევა, რომ სრულიად განიკურნოთ როგორც ოპერაციამდე, ასევე ოპერაციის შემდგომ პერიოდშიც და ეს სულაც არ არის გამოგონილი ზღაპარი.

საუბარია საქართველოში კარგად გავრცელებულ ისეთ მცენარეზე, როგორიც არის ანწლი. მას ჩვენი წინაპრები ოდითგანვე იყენებდნენ კუჭ-ნაწლავის მოსაწესრიგებლად (ფაღარათის დროს). რეცეპტი მარტივია და არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ სწორედ ამ ექსტრაქტით მომაკვდინებელი სენისგან განიკურნენ... იქვე მისი მომზადების წესიც იყო მითითებული:

შევაგროვოთ ანწლის კენკრის მარცვლები, ჩავყაროთ ფენა-ფენა მშრალ, სუფთა მინის ჭურჭელში, დაახლოებით 1 სმ კენკრა შემდეგ შაქარი დავაყაროთ და ასე შემდეგ, ვიდრე არ გავავსებთ ბოლომდე მინის ჭურჭელს და დავდგათ 1 თვემდე გრილ ადგილას. შემდეგ მიღებული ექსტრაქტი უნდა გაიწუროს და დღეში სამჯერ უნდა მიიღოთ (ერთი სუფრის კოვზი ჭამის შემდეგ), ხოლო ჭამამდე 10 წუთით ადრე დალიეთ 150 გრ. გამოხდილი წყალი. მკურნალობის კურსი 45 დღეა. ერთი თვის შემდეგ ისევ გაიმეორეთ. სამი ასეთი სეანსის შემდეგ სატკივარი ქრება.

მოკლედ, ამის შემდეგ ექიმ-თერაპევტს, თამარ მამაცაშვილს დავუკავშირდი, რომელსაც ამ თემაზე კომენტარი ვთხოვე. ქალბატონი თამარი ხალხური რეცეპტების კრებულის - "კარაბადინის" ავტორია, ჟურნალ "ოჯახის მკურნალის" მთავარი რედაქტორი და "კვირის პალიტრის" სამედიცინო რუბრიკის ავტორი:

- რამდენიმე წყარო მართლაც ადასტურებს, რომ ხალხური მედიცინა ანწლს იყენებს, როგორც კიბოს საწინააღმდეგო ეფექტის მქონე მცენარეს.

ზოგადად ეს არის დიდგულა, იგივე ანწლი, რომელიც მიჩნეულია როგორც ოფლმდენი, შარდმდენი, კუჭ-ნაწლავის დაავადებებისა და ღვიძლის პათოლოგიების სამკურნალო საშუალებად.

თუმცა ბულგარეთის ხალხური მედიცინა, მას სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალებად მოიხსენიებს. დადებითი შედეგები ძირთადად კუჭისა და კანის კიბოს დროს დასტურდება, მაგრამ ინტერნეტსივრცეში ადამიანები წინამდებარე ჯირკვლის სიმსივნის განკურნების შემთხვევებსაც ადასტურებენ.

ამასთან, საინტერესოა, რომ ონკოლოგიური პაციენტები განიკურნენ როგორც ოპერაციამდელ, ისე ოპერაციის შემდგომ მდგომარეობაშიც.

ანწლის გამოყენება ხელს არ უშლის ონკოლოგების მიერ დანიშნულ მკურნალობას. მის პარალელურად შეიძლება ძალიან კარგი შედეგი მივიღოთ.

აუცილებელია სამი კურსის ჩატარება. ნებისმიერი მკურნალობისას კი შედეგი ინდივიდუალურია (ასევე იქნება დიდგულას გამოყენებისასაც).

- მოკლედ, ბუნება ნამდვილ საოცრებებს ახდენს...

- ზოგადად ნებისმიერი დაავადების წამალი შეიძლება ბუნებაში მოინახოს და კარგი იქნება თუ ამას გავაცნობიერებთ...

- კურსში კონკრეტულად რა იგულისხმება?

- რეცეპტში მითითებულია, რომ 3 სეანსი უნდა ჩატარდეს, ანუ 3 კურსი...

სულ ბოლოს მინდა, კიდევ ერთხელ მოგაწოდოთ ინფორმაცია ამ მცენარეზე:

ანწლი ყვავილოვან მცენარეთა გვარი გახლავთ ცხრატყავისებრთა ოჯახისა. ბუჩქები ან მცირე ზომის ხეებია, იშვიათად კი მრავალწლოვანი ბალახები. ანწლის ფოთლები ფრთისებრია, მოპირისპირედ განლაგებული, ყვავილები ხუთწვერიანი, აქტინომორფული, ფარის ან ქოლგის მსგავსად შეკრებილი. ნაყოფი წვნიანი, შავი ან წითელი კენკრაა. გავრცელებულია ორივე ნახევარსფეროს ზომიერ და სუბტროპიკულ ზონებში (გარდა ცენტრალურ და სამხრეთ აფრიკისა). ცნობილია 40 სახეობა. მათ შორის საქართველოში 2 - დიდგულა (შამბუცუს ნიგრა) და საკუთრივ ანწლი (შამბუცუს ებულუს), რომელიც მყრალი ბალახოვანი მცენარეა. აქვს სწორი 0,5-1,5 მ სიმაღლის დაღარული ღერო, საგველასებრ ყვავილედებად შეკრებილი ყვავილები, მრგვალი შავი ნაყოფი. იზრდება ტყის სარტყელში - ფოთლოვან ტყეებში. ტყის პირებზე და სხვა ადგილებში. ყვავილი შეიცავს ეთეროვან ზეთს; ნაყენს მედიცინაში იყენებენ.

ლალი ფაცია

სპეციალურად ambebi.ge-სთვის

იახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ საზოგადოებრივი თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი

"დამემართა კოვიდი, მიუხედავად იმისა, რომ "ფაიზერით" ორჯერ ვიყავი აცრილი..." - რას წერს გია ნოდია

"თურმე, ვინმე ელჩი რამეს იტყვის, ის არის ერთადერთი ჭეშმარიტება და ღმერთი, რასაც ამბობს, ის არაფერია" - მეუფე სტეფანე

"აცრებზე რეგისტრაცია მიდის, მაგრამ საიტის სხვა ფუნქციები ჯერ ისევ გასწორების პროცესშია" - რას ამბობს ამირან გამყრელიძე