პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ლარი ჯანმრთელია, სამართლიანობა აღდგება, რას ერჩიან ამ მთავრობას?" - ივანიშვილის შენიშვნები და პოლიტიკური ანალიზი
"ლარი ჯანმრთელია, სამართლიანობა აღდგება, რას ერჩიან ამ მთავრობას?" - ივანიშვილის შენიშვნები და პოლიტიკური ანალიზი

ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმედ­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში, ივა­ნიშ­ვი­ლი მის მიერ ქვეყ­ნის არა­ფორ­მა­ლურ მარ­თვას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მოთ­ქმულ მო­საზ­რე­ბებს გა­მო­ეხ­მა­უ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ მსგავ­სი გან­ცხა­დე­ბე­ბის ავ­ტო­რებს რჩე­ვა და მარ­თვა ერ­თმა­ნეთ­ში ერე­ვათ.

"მე ერთხელ უკვე ვუ­პა­სუ­ხე მათ და ვუ­პა­სუ­ხებ მე­ო­რე­დაც თუ არ ეყოთ, რა­მე­თუ მარ­თვის ბერ­კე­ტი არ გა­მაჩ­ნია... რა აბ­ნევთ მათ? აბ­ნევთ ის, რომ ვერ გა­უ­გი­ათ რას ნიშ­ნავს რჩე­ვა და ვერ გა­უ­გი­ათ ის ნდო­ბა, რაც მე მაქვს სა­ზო­გა­დო­ე­ბის­გან. სხვა­თა­შო­რის, ის, რომ მე სა­ზო­გა­დო­ე­ბის ჭარ­ბი თუ ზედ­მე­ტი ნდო­ბა მაქვს, ჩე­მით მაქვს მო­პო­ვე­ბუ­ლი და ის არც ალა­სა­ნი­ას და არც მარ­გვე­ლაშ­ვილს არ უჩუ­ქე­ბი­ათ.

ყო­ფილს არც მოქ­მე­დი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი და­უ­ტო­ვე­ბია კრი­ტი­კის გა­რე­შე.

"პრე­მი­ერ­ზე ვი­ტყვი გან­სა­კუთ­რე­ბით, რო­მელ­საც მე და­ვუ­ტო­ვე ჩემი თა­ნამ­დე­ბო­ბა. მის­თვის რამ­დენ­ჯერ­მე მაქვს ნათ­ქვა­მი – შენი პრობ­ლე­მა იქ­ნე­ბა შენი ნა­თე­სა­ვე­ბი და დაც­ვა და სა­ზო­გა­დო­ე­ბა არ გა­ა­ღი­ზი­ა­ნო არც ერ­თით და არც მე­ო­რითთ­ქო. დაც­ვა ძა­ლი­ან აქ­ტუ­რობს და პრინ­ციპ­ში, დღე­საც პრობ­ლე­მა მაქვს, ბი­ჭებს ყო­ველ დღე ვახ­სე­ნებ, რომ უფრო დინ­ჯად მო­იქ­ცნენ", - აღ­ნიშ­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა.

ყო­ფი­ლი პრე­მი­ე­რის თქმით, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის­თვის ერთ-ერთი გა­მოწ­ვე­ვა იყო ნა­თე­სა­ვე­ბიც,".

მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის მი­სა­მარ­თით ივა­ნიშ­ვი­ლის შე­ნიშ­ვნე­ბი არა­ვის უკ­ვირს, მაგ­რამ დღეს პრე­ზი­დენ­ტმა კი­დევ ერთი, ახა­ლი შე­ნიშ­ვნა მი­ი­ღო.

"უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რის სა­კი­თხზე არ მაქვს და არც უნდა მქონ­დეს მო­საზ­რე­ბა. პრინ­ცი­პუ­ლად არ ვე­რე­ვი ამ პრო­ცეს­ში. ეს პრე­ზი­დენ­ტის პრე­რო­გა­ტი­ვაა, მან უნდა და­ა­სა­ხე­ლოს. ზედ­მე­ტად წევს თა­მა­სას პრე­ზი­დენ­ტი ისევ. შე­მიძ­ლია ახა­ლი შე­ნიშ­ვნა მივ­ცე, რომ მი­ეჩ­ვია და და­ა­ფუძნა ტერ­მი­ნი "ქვეყ­ნის პირ­ვე­ლი პირი". სა­ზო­გა­დო­ე­ბაც, მთე­ლი მე­დია ამას იმე­ო­რებს. ეს ში­ნა­არსში უნდა გა­და­ი­ტა­ნოს. ფორ­მა­ლუ­რად მარ­თლა ასე იწო­დე­ბა – სა­ხელ­მწი­ფოს მე­თა­უ­რი, მაგ­რამ კონ­სტი­ტუ­ცი­ით, მას რე­ა­ლუ­რად აღარ აქვს საპ­რე­ზი­დენ­ტო რეს­პუბ­ლი­კის მქო­ნე პრე­ზი­დენ­ტის უფ­ლე­ბე­ბი, თუმ­ცა ცდი­ლობს ში­ნა­არსში გა­და­იყ­ვა­ნოს ეს და ძა­ლი­ან მაღ­ლა წევს თე­მებს", - გა­ნა­ცხა­და ივა­ნიშ­ვილ­მა.

ქვეყ­ნის ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნის სა­კი­თხსაც გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

" სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნა ძა­ლი­ან გა­ჭი­ა­ნურ­და, თუმ­ცა თე­ბერ­ვლი­დან ქო­ნებ­რი­ვი კუ­თხით ეს პრო­ცე­სი და­ი­წყე­ბა. ამას სჭირ­დე­ბა შე­სა­ტყვი­სი თან­ხე­ბი. რო­გორც ვიცი, მი­ნი­მუმ მი­ლი­არ­დზეა სა­უ­ბა­რი, რაც ჩვენ­თვის არც თუ ისე ცოტა თან­ხაა."

სა­ინ­ტე­რე­სო არ­მოჩ­ნდა ივა­ნიშ­ვი­ლის მო­საზ­რე­ბა ლა­რის გა­უ­ფა­სუ­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

მისი გან­ცხა­დე­ბით, ლა­რის კურსთან და­კავ­ში­რე­ბით არა­ფე­რი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი არ ხდე­ბა, გარ­და კარ­გი­სა.

რაც შე­ე­ხე­ბა იმ მო­ქა­ლა­ქე­ებს, რომ­ლებ­საც სა­ბან­კო ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი დო­ლარ­ში აქვთ, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, მო­სახ­ლე­ო­ბა უნდა გა­ერ­კვეს თუ რო­მელ ვა­ლუ­ტა­ში და­ა­ბან­დოს ფული.

"ეკო­ნო­მი­კა და ბიზ­ნე­სი რთუ­ლი მე­ქა­ნიზ­მია და მას ალღო და ცოდ­ნა უნდა. მარ­ტი­ვი არაა სად და­ა­ბან­დო შენი კა­პი­ტა­ლი, დო­ლარ­ში, ლარ­სა თუ ევ­რო­ში. ეს არის ბიზ­ნესპრო­ცე­სი და მო­სახ­ლე­ო­ბაც ამ პრო­ცეს­ში უნდა გა­ერ­კვეს. მან უნდა და­ი­ქი­რა­ვოს ბან­კი ან სპე­ცი­ა­ლის­ტი, ვინც ამა­ში ერ­კვე­ვა და რჩე­ვა უნდა მი­ი­ღოს. ბიზ­ნეს­მე­ნე­ბიც ბევ­რი ვერ ახერ­ხებს სწო­რად გა­მოც­ნო­ბას თუ სად გა­და­ი­ტა­ნოს თა­ვი­სი ქო­ნე­ბა, რო­მელ ვა­ლუ­ტა­ში", - აღ­ნიშ­ნა ექს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა.

მი­სი­ვე თქმით, ლარი იქ­ცე­ვა ძა­ლი­ან ჯან­სა­ღად და ძა­ლი­ან ჯან­მრთე­ლად.

მთავ­რო­ბის ყო­ფი­ლი თავ­მჯდო­მა­რე ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ვერ ხედ­ვას საფრ­თხეს, რომ "ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილს რამე ემუქ­რე­ბო­დეს".

"ნა­ხეთ რო­გო­რი ღირ­სე­უ­ლი და დრო­უ­ლი იყო ჭი­კა­ი­ძის გა­დად­გო­მა. უკვე და­ფუძნ­და სხვა ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი, სხვა­ნა­ი­რი მთავ­რო­ბა მო­ვი­და. გა­იხ­სე­ნეთ ხვე­დე­ლი­ძის გა­დად­გო­მა, კირ­ვა­ლი­ძის გა­დად­გო­მა გა­იხ­სე­ნეთ. მთავ­რო­ბამ გა­ი­გო, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბას უნდა უს­მი­ნოს. სხვა სტან­დარ­ტე­ბის მთავ­რო­ბაა დღეს. მე ვერ ვხე­დავ ვე­რა­ვი­თა­რი აჟი­ო­ტა­ჟის სა­ფუძ­ველს, რაც მე­დი­ა­ში ის­მის - ხან ღა­რი­ბაშ­ვილს ეს­ხმი­ან თავს, ხან მთავ­რო­ბის სხვა წევ­რებს, რო­გორ ახერ­ხე­ბენ მიკ­ვირს, მსგავ­სი არა­ვი­თა­რი წარ­მოდ­გე­ნა არ გა­მაჩ­ნია. მთავ­რო­ბის შეც­ვლის აუ­ცი­ლე­ბე­ლო­ბას ან მით უმე­ტეს, ღა­რი­ბაშ­ვილს რამე ემუქ­რე­ბო­დეს, ვერ ვხე­დავ", - გა­ნა­ცხა­და ივა­ნიშ­ვილ­მა.

ყო­ფი­ლი პრე­მი­ე­რის თქმით, მის­თვის გა­უ­გე­ბა­რია, რას ერ­ჩი­ან მთავ­რო­ბას. "რას ერ­ჩი­ან მთავ­რო­ბას და რა უნ­დათ?! რა ფუჭ­დე­ბა, ამის მი­ხედ­ვით უნდა გა­ვაკ­რი­ტი­კოთ მთავ­რო­ბა. ავი­ღოთ გინ­დათ ენერ­გე­ტი­კის სა­მი­ნის­ტო, გინ­დათ ეკო­ნო­მი­კის, ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტრო­ე­ბი, გინ­დათ ცალ­კე აღე­ბუ­ლი პრე­მი­ე­რი. რას უნდა აკე­თებ­დეს და ვერ აკე­თებს?! რე­ა­ლო­ბი­დან უნდა გა­ვა­კე­თოთ ანა­ლი­ზი", - აღ­ნიშ­ნა ყო­ფილ­მა პრე­მი­ერ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა პარ­ლა­მენტს, ივა­ნიშ­ვი­ლი ვა­დამ­დელ სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებს არ ელის, თუმ­ცა, მისი თქმით, გა­მო­რი­ცხუ­ლიც არა­ფე­რია.

ივა­ნიშ­ვილ­მა ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ცხრაწ­ლი­ან მმარ­თვე­ლო­ბა­ზე ფილ­მს იღებს. ფილ­მი მრა­ვალ­სე­რი­ა­ნი იქ­ნე­ბა, და­ახ­ლო­ბით 200 სე­რია, სა­ხელ­წო­დე­ბით: "9+1". ივა­ნიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით ის "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მმარ­თვე­ლო­ბის შე­სა­ხებ ანა­ლიზ­საც აკე­თებს რო­მელ­საც ფე­ის­ბუ­ქის სა­შუ­ა­ლე­ბით გა­ავ­რცე­ლებს.

სი­ახ­ლე!

თუ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ხართ მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კუ­რი თე­მე­ბით და არ გსურთ, მი­ი­ღოთ სხვა, თქვენ­თვის უინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცია, მო­ი­წო­ნეთ გვერ­დი, რო­მელ­ზეც მხო­ლოდ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი პო­ლი­ტი­კუ­რი სი­ა­ხე­ე­ბი თავ­სდე­ბა.

"ლარი ჯანმრთელია, სამართლიანობა აღდგება, რას ერჩიან ამ მთავრობას?" - ივანიშვილის შენიშვნები და პოლიტიკური ანალიზი

"ლარი ჯანმრთელია, სამართლიანობა აღდგება, რას ერჩიან ამ მთავრობას?" - ივანიშვილის შენიშვნები და პოლიტიკური ანალიზი

ტელეკომპანია "იმედთან" ინტერვიუში, ივანიშვილი მის მიერ ქვეყნის არაფორმალურ მართვასთან დაკავშირებით გამოთქმულ მოსაზრებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მსგავსი განცხადებების ავტორებს რჩევა და მართვა ერთმანეთში ერევათ.

"მე ერთხელ უკვე ვუპასუხე მათ და ვუპასუხებ მეორედაც თუ არ ეყოთ, რამეთუ მართვის ბერკეტი არ გამაჩნია... რა აბნევთ მათ? აბნევთ ის, რომ ვერ გაუგიათ რას ნიშნავს რჩევა და ვერ გაუგიათ ის ნდობა, რაც მე მაქვს საზოგადოებისგან. სხვათაშორის, ის, რომ მე საზოგადოების ჭარბი თუ ზედმეტი ნდობა მაქვს, ჩემით მაქვს მოპოვებული და ის არც ალასანიას და არც მარგველაშვილს არ უჩუქებიათ.

ყოფილს არც მოქმედი პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი დაუტოვებია კრიტიკის გარეშე.

"პრემიერზე ვიტყვი განსაკუთრებით, რომელსაც მე დავუტოვე ჩემი თანამდებობა. მისთვის რამდენჯერმე მაქვს ნათქვამი – შენი პრობლემა იქნება შენი ნათესავები და დაცვა და საზოგადოება არ გააღიზიანო არც ერთით და არც მეორითთქო. დაცვა ძალიან აქტურობს და პრინციპში, დღესაც პრობლემა მაქვს, ბიჭებს ყოველ დღე ვახსენებ, რომ უფრო დინჯად მოიქცნენ", - აღნიშნა ივანიშვილმა.

ყოფილი პრემიერის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილისთვის ერთ-ერთი გამოწვევა იყო ნათესავებიც,".

მარგველაშვილის მისამართით ივანიშვილის შენიშვნები არავის უკვირს, მაგრამ დღეს პრეზიდენტმა კიდევ ერთი, ახალი შენიშვნა მიიღო.

"უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის საკითხზე არ მაქვს და არც უნდა მქონდეს მოსაზრება. პრინციპულად არ ვერევი ამ პროცესში. ეს პრეზიდენტის პრეროგატივაა, მან უნდა დაასახელოს. ზედმეტად წევს თამასას პრეზიდენტი ისევ. შემიძლია ახალი შენიშვნა მივცე, რომ მიეჩვია და დააფუძნა ტერმინი "ქვეყნის პირველი პირი". საზოგადოებაც, მთელი მედია ამას იმეორებს. ეს შინაარსში უნდა გადაიტანოს. ფორმალურად მართლა ასე იწოდება – სახელმწიფოს მეთაური, მაგრამ კონსტიტუციით, მას რეალურად აღარ აქვს საპრეზიდენტო რესპუბლიკის მქონე პრეზიდენტის უფლებები, თუმცა ცდილობს შინაარსში გადაიყვანოს ეს და ძალიან მაღლა წევს თემებს", - განაცხადა ივანიშვილმა.

ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი სამართლიანობის აღდგენის საკითხსაც გამოეხმაურა.

" სამართლიანობის აღდგენა ძალიან გაჭიანურდა, თუმცა თებერვლიდან ქონებრივი კუთხით ეს პროცესი დაიწყება. ამას სჭირდება შესატყვისი თანხები. როგორც ვიცი, მინიმუმ მილიარდზეა საუბარი, რაც ჩვენთვის არც თუ ისე ცოტა თანხაა."

საინტერესო არმოჩნდა ივანიშვილის მოსაზრება ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით.

მისი განცხადებით, ლარის კურსთან დაკავშირებით არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, გარდა კარგისა.

რაც შეეხება იმ მოქალაქეებს, რომლებსაც საბანკო ვალდებულებები დოლარში აქვთ, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მოსახლეობა უნდა გაერკვეს თუ რომელ ვალუტაში დააბანდოს ფული.

"ეკონომიკა და ბიზნესი რთული მექანიზმია და მას ალღო და ცოდნა უნდა. მარტივი არაა სად დააბანდო შენი კაპიტალი, დოლარში, ლარსა თუ ევროში. ეს არის ბიზნესპროცესი და მოსახლეობაც ამ პროცესში უნდა გაერკვეს. მან უნდა დაიქირავოს ბანკი ან სპეციალისტი, ვინც ამაში ერკვევა და რჩევა უნდა მიიღოს. ბიზნესმენებიც ბევრი ვერ ახერხებს სწორად გამოცნობას თუ სად გადაიტანოს თავისი ქონება, რომელ ვალუტაში", - აღნიშნა ექს პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, ლარი იქცევა ძალიან ჯანსაღად და ძალიან ჯანმრთელად.

მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ვერ ხედვას საფრთხეს, რომ "ირაკლი ღარიბაშვილს რამე ემუქრებოდეს".

"ნახეთ როგორი ღირსეული და დროული იყო ჭიკაიძის გადადგომა. უკვე დაფუძნდა სხვა ღირებულებები, სხვანაირი მთავრობა მოვიდა. გაიხსენეთ ხვედელიძის გადადგომა, კირვალიძის გადადგომა გაიხსენეთ. მთავრობამ გაიგო, რომ საზოგადოებას უნდა უსმინოს. სხვა სტანდარტების მთავრობაა დღეს. მე ვერ ვხედავ ვერავითარი აჟიოტაჟის საფუძველს, რაც მედიაში ისმის - ხან ღარიბაშვილს ესხმიან თავს, ხან მთავრობის სხვა წევრებს, როგორ ახერხებენ მიკვირს, მსგავსი არავითარი წარმოდგენა არ გამაჩნია. მთავრობის შეცვლის აუცილებელობას ან მით უმეტეს, ღარიბაშვილს რამე ემუქრებოდეს, ვერ ვხედავ", - განაცხადა ივანიშვილმა.

ყოფილი პრემიერის თქმით, მისთვის გაუგებარია, რას ერჩიან მთავრობას. "რას ერჩიან მთავრობას და რა უნდათ?! რა ფუჭდება, ამის მიხედვით უნდა გავაკრიტიკოთ მთავრობა. ავიღოთ გინდათ ენერგეტიკის სამინისტო, გინდათ ეკონომიკის, ფინანსთა სამინისტროები, გინდათ ცალკე აღებული პრემიერი. რას უნდა აკეთებდეს და ვერ აკეთებს?! რეალობიდან უნდა გავაკეთოთ ანალიზი", - აღნიშნა ყოფილმა პრემიერმა.

რაც შეეხება პარლამენტს, ივანიშვილი ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს არ ელის, თუმცა, მისი თქმით, გამორიცხულიც არაფერია.

ივანიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ცხრაწლიან მმართველობაზე ფილმს იღებს. ფილმი მრავალსერიანი იქნება, დაახლობით 200 სერია, სახელწოდებით: "9+1". ივანიშვილის განცხადებით ის "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის შესახებ ანალიზსაც აკეთებს რომელსაც ფეისბუქის საშუალებით გაავრცელებს.

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახეები თავსდება.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა