მსოფლიო
სამხედრო

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
''დედამთილი მათხოვრობას მაიძულებს და ფულს კაცებში ხარჯავს...''
''დედამთილი მათხოვრობას მაიძულებს და ფულს კაცებში ხარჯავს...''

ალ­ბათ, ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი ვე­რა­სო­დეს წარ­მო­იდ­გენ­და, რომ ცხოვ­რე­ბა ასეთ სი­ურპრიზს მო­უ­წყობ­და. რა­ი­ონ­ში და­ბა­დე­ბუ­ლი და მშობ­ლე­ბის­გან გა­თა­მა­მე­ბუ­ლი 26 წლის ლიკა დღეს ქუ­ჩა­ში მო­წყა­ლე­ბას ითხოვს და მხო­ლოდ იმა­ზე ფიქ­რობს, რომ ნაც­ნობ­მა არ და­ი­ნა­ხოს.

ლიკა:

- 22 წლის გავ­თხოვ­დი. მე და ჩემს ქმარს ერ­თმა­ნე­თი ორი წელი გვიყ­ვარ­და. კა­ხე­თის ერთ-ერთ რა­ი­ონ­ში ვცხოვ­რობ­დით და ჩვე­ნი ქორ­წი­ნე­ბის წი­ნა­აღ­მდე­გი არა­ვინ ყო­ფი­ლა. ორი მული მყავ­და, ყვე­ლა თავს მევ­ლე­ბო­და. ტრა­გე­დია ქორ­წი­ლი­დან ორ კვი­რა­ში დატ­რი­ალ­და, როცა ლე­ვან­მა პი­ჯა­კის ჯი­ბე­ში წე­რი­ლი შემ­თხვე­ვით იპო­ვა. სა­ვა­რა­უ­დოდ, ქორ­წილ­ში ვი­ღა­ცამ ჩა­უ­დო. წერ­დნენ, რომ ნაშ­ვი­ლე­ბი იყო და დე­და­მი­სი თბი­ლის­ში ცხოვ­რობ­და. ფურ­ცელ­ზე მი­სა­მარ­თიც ეწე­რა. იმ სა­ღა­მოს სა­ში­ნე­ლე­ბა ხდე­ბო­და, რად­გან გა­ირ­კვა, რომ უშ­ვი­ლო წყვილ­მა ერთი წლის ლე­ვა­ნი ბავ­შვთა სახ­ლი­დან წა­მო­იყ­ვა­ნა, მალე მისი ერთ-ერთი დაც აიყ­ვა­ნეს და ჩემს დე­დამ­თილს 18-წლი­ა­ნი უშ­ვი­ლო­ბის შემ­დეგ, 42 წლის ასაკ­ში გო­გო­ნა შე­ე­ძი­ნა.

- არც შენ­მა მულ­მა იცო­და, რომ ნაშ­ვი­ლე­ბი იყო?

- არა, რა თქმა უნდა. ისიც სა­ში­ნელ დღე­ში ჩა­ვარ­და. ერთ ქა­ლაქ­ში ვცხოვ­რობ­დით და ასე რო­გორ და­ი­მა­ლა ამ ოჯა­ხის სა­ი­დუმ­ლო, არ ვიცი. უახ­ლო­ეს­მა მე­ზობ­ლებ­მა იცოდ­ნენ და ისი­ნიც არ­სად ამ­ბობ­დნენ. ლე­ვან­მა ბარ­გი ჩა­ა­ლა­გა, მთხო­ვა, მეც გავ­ყო­ლო­დი და თბი­ლის­ში დე­და­მი­სი მოგ­ვე­ძებ­ნა. დე­დო­ბილ­მა უთხრა, თუ სახ­ლს და­ტო­ვებ­და, იქ ვე­ღარ დაბ­რუნ­დე­ბო­და, მაგ­რამ იმ სა­ბე­დის­წე­რო დღეს მეც ქმრის მხა­რეს ვი­ყა­ვი, ნე­ტავ, შე­მე­ჩე­რე­ბი­ნა. ნამ­დვი­ლი დე­დის მი­სა­მართს ძლივს მი­ვა­გე­ნით. ლოტ­კი­ნის და­სახ­ლე­ბა­ში, ბა­რა­კებ­ში ცხოვ­რობ­და. ორო­თა­ხი­ა­ნი სახ­ლი­დან თმა­გა­ჩე­ჩი­ლი და ნამ­თვრა­ლე­ვი ქალი რომ გა­მო­ვი­და, გული გა­მის­კდა, მაგ­რამ რო­გორც კი გა­ი­გო, ვინ ვი­ყა­ვით, სახ­ლში შეგ­ვი­პა­ტი­ჟა და ლე­ვა­ნის გულ­ზე ატირ­და.

- შვილ­მა აპა­ტია?

- კი, გულ­ში იკ­რავ­და და ეუბ­ნე­ბო­და, რომ არა­სო­დეს მი­ა­ტო­ვებ­და. ის ქალი რა­ღაც სი­სუ­ლე­ლეს მო­უყ­ვა და ად­ვი­ლად და­ა­ჯე­რა, რომ ბავ­შვი წა­არ­თვეს. მე­ო­რე დღეს ჩემი მშობ­ლე­ბი ჩა­მო­ვიდ­ნენ და რომ და­ი­ნა­ხეს, სად ვცხოვ­რობ­დი, მი­თხრეს, სახ­ლი სას­წრა­ფოდ და­მე­ტო­ვე­ბი­ნა, მაგ­რამ ლე­ვა­ნის სიყ­ვა­რულ­ზე მე­ტად, ჩემს რა­ი­ონ­ში დაბ­რუ­ნე­ბის მრცხვე­ნო­და და არ გავ­ყე­ვი. ასე გა­მო­ვი­და, რომ ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც მე და ლე­ვანს მხარ­ში გვედგნენ, ამ შეშ­ლი­ლი ქა­ლის გამო უარ­ვყა­ვით.

- დედა-შვილს რო­გო­რი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­დათ?

- არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი. ლე­ვან­მა მე­ო­რე დღეს­ვე მუ­შა­ო­ბა და­ი­წყო. არა­ფერს თა­კი­ლობ­და, ოღონდ სახ­ლში ფული მო­ე­ტა­ნა. დე­და­მი­სი ექი­მებ­ში დაჰ­ყავ­და და სახ­ლიც შე­ა­რე­მონ­ტა. თით­ქოს არ ვცხოვ­რობ­დით ცუ­დად, მეც ბედ­ნი­ე­რი ვი­ყა­ვი. ერთ წე­ლი­წად­ში ბავ­შვი შე­მე­ძი­ნა და ნი­ა­კოს და­ბა­დე­ბი­დან ერთ კვი­რა­ში ლე­ვა­ნი ქუ­ჩუ­რი გარ­ჩე­ვის დროს მოკ­ლეს. ალ­ბათ, იქ დას­რულ­და ჩემი ცხოვ­რე­ბა. ჩემ­მა მშობ­ლებ­მა რომ გა­ი­გეს, არც ჩა­მო­მა­კი­თხეს. ვერ ვხვდე­ბი, რო­გორ აუც­რუვ­დათ გული. ლე­ვა­ნის დე­დო­ბილ-მა­მო­ბილს კი მისი სა­ხე­ლის გა­გო­ნე­ბაც არ უნ­დო­დათ. დაქვრი­ვე­ბის შემ­დეგ რა­ღაც და­ნა­ზო­გი გვქონ­და და ორი თვე თავი წვა­ლე­ბით გა­ვი­ტა­ნე, შემ­დეგ კი ნა­ხე­ვა­რი დრო მშივ­რე­ბი ვი­ყა­ვით. დე­დამ­თილ­მა მი­თხრა, სა­ღა­მო­ო­ბით მეტ­როს­თან ბავ­შვით იმა­თხოვ­რე და ხალ­ხს შე­ე­ცო­დე­ბიო. თა­ვი­დან გული გა­მის­კდა, მაგ­რამ და­ვუ­ჯე­რე და დღეს სხვა გზა აღარ მაქვს, ქუ­ჩა­ში ვდგა­ვარ. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

''დედამთილი მათხოვრობას მაიძულებს და ფულს კაცებში ხარჯავს...''

''დედამთილი მათხოვრობას მაიძულებს და ფულს კაცებში ხარჯავს...''

ალბათ, ჩვენი რესპონდენტი ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ ცხოვრება ასეთ სიურპრიზს მოუწყობდა. რაიონში დაბადებული და მშობლებისგან გათამამებული 26 წლის ლიკა დღეს ქუჩაში მოწყალებას ითხოვს და მხოლოდ იმაზე ფიქრობს, რომ ნაცნობმა არ დაინახოს.

ლიკა:

- 22 წლის გავთხოვდი. მე და ჩემს ქმარს ერთმანეთი ორი წელი გვიყვარდა. კახეთის ერთ-ერთ რაიონში ვცხოვრობდით და ჩვენი ქორწინების წინააღმდეგი არავინ ყოფილა. ორი მული მყავდა, ყველა თავს მევლებოდა. ტრაგედია ქორწილიდან ორ კვირაში დატრიალდა, როცა ლევანმა პიჯაკის ჯიბეში წერილი შემთხვევით იპოვა. სავარაუდოდ, ქორწილში ვიღაცამ ჩაუდო. წერდნენ, რომ ნაშვილები იყო და დედამისი თბილისში ცხოვრობდა. ფურცელზე მისამართიც ეწერა. იმ საღამოს საშინელება ხდებოდა, რადგან გაირკვა, რომ უშვილო წყვილმა ერთი წლის ლევანი ბავშვთა სახლიდან წამოიყვანა, მალე მისი ერთ-ერთი დაც აიყვანეს და ჩემს დედამთილს 18-წლიანი უშვილობის შემდეგ, 42 წლის ასაკში გოგონა შეეძინა.

- არც შენმა მულმა იცოდა, რომ ნაშვილები იყო?

- არა, რა თქმა უნდა. ისიც საშინელ დღეში ჩავარდა. ერთ ქალაქში ვცხოვრობდით და ასე როგორ დაიმალა ამ ოჯახის საიდუმლო, არ ვიცი. უახლოესმა მეზობლებმა იცოდნენ და ისინიც არსად ამბობდნენ. ლევანმა ბარგი ჩაალაგა, მთხოვა, მეც გავყოლოდი და თბილისში დედამისი მოგვეძებნა. დედობილმა უთხრა, თუ სახლს დატოვებდა, იქ ვეღარ დაბრუნდებოდა, მაგრამ იმ საბედისწერო დღეს მეც ქმრის მხარეს ვიყავი, ნეტავ, შემეჩერებინა. ნამდვილი დედის მისამართს ძლივს მივაგენით. ლოტკინის დასახლებაში, ბარაკებში ცხოვრობდა. ოროთახიანი სახლიდან თმაგაჩეჩილი და ნამთვრალევი ქალი რომ გამოვიდა, გული გამისკდა, მაგრამ როგორც კი გაიგო, ვინ ვიყავით, სახლში შეგვიპატიჟა და ლევანის გულზე ატირდა.

- შვილმა აპატია?

- კი, გულში იკრავდა და ეუბნებოდა, რომ არასოდეს მიატოვებდა. ის ქალი რაღაც სისულელეს მოუყვა და ადვილად დააჯერა, რომ ბავშვი წაართვეს. მეორე დღეს ჩემი მშობლები ჩამოვიდნენ და რომ დაინახეს, სად ვცხოვრობდი, მითხრეს, სახლი სასწრაფოდ დამეტოვებინა, მაგრამ ლევანის სიყვარულზე მეტად, ჩემს რაიონში დაბრუნების მრცხვენოდა და არ გავყევი. ასე გამოვიდა, რომ ის ადამიანები, რომლებიც მე და ლევანს მხარში გვედგნენ, ამ შეშლილი ქალის გამო უარვყავით.

- დედა-შვილს როგორი ურთიერთობა ჰქონდათ?

- არაჩვეულებრივი. ლევანმა მეორე დღესვე მუშაობა დაიწყო. არაფერს თაკილობდა, ოღონდ სახლში ფული მოეტანა. დედამისი ექიმებში დაჰყავდა და სახლიც შეარემონტა. თითქოს არ ვცხოვრობდით ცუდად, მეც ბედნიერი ვიყავი. ერთ წელიწადში ბავშვი შემეძინა და ნიაკოს დაბადებიდან ერთ კვირაში ლევანი ქუჩური გარჩევის დროს მოკლეს. ალბათ, იქ დასრულდა ჩემი ცხოვრება. ჩემმა მშობლებმა რომ გაიგეს, არც ჩამომაკითხეს. ვერ ვხვდები, როგორ აუცრუვდათ გული. ლევანის დედობილ-მამობილს კი მისი სახელის გაგონებაც არ უნდოდათ. დაქვრივების შემდეგ რაღაც დანაზოგი გვქონდა და ორი თვე თავი წვალებით გავიტანე, შემდეგ კი ნახევარი დრო მშივრები ვიყავით. დედამთილმა მითხრა, საღამოობით მეტროსთან ბავშვით იმათხოვრე და ხალხს შეეცოდებიო. თავიდან გული გამისკდა, მაგრამ დავუჯერე და დღეს სხვა გზა აღარ მაქვს, ქუჩაში ვდგავარ. განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია