პოლიტიკა
სამართალი

19

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
”ომი უკრაინაში მალე დასრულდება, ეს რუსეთის ბოლო გაფართხალებაა” - უკრაინაში მებრძოლი ქართველი მეთაური
”ომი უკრაინაში მალე დასრულდება, ეს რუსეთის ბოლო გაფართხალებაა” - უკრაინაში მებრძოლი ქართველი მეთაური

ქარ­თუ­ლი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ლე­გი­ო­ნის მე­თა­ურ­მა მა­მუ­კა მა­მუ­ლაშ­ვილ­მა გა­მო­ცე­მა "გორ­დონ­თან" ისა­უბ­რა თე­მა­ზე, თუ რო­გორ იმე­ო­რებს რუ­სე­თი დონ­ბას­ში აფხა­ზე­თის სცე­ნარს, რაც კი­დევ უფრო აერ­თი­ა­ნებს უკ­რა­ი­ნა­სა და სა­ქარ­თვე­ლოს.

"სა­ქარ­თვე­ლოს ამ­ჟა­მინ­დე­ლი მთავ­რო­ბა ვე­რაფ­რით იმარ­თლებს თავს პუ­ტინ­თან ქარ­თვე­ლი მებ­რძო­ლე­ბის თა­ო­ბა­ზე, რომ­ლე­ბიც უკ­რა­ი­ნის­თვის იბ­რძვი­ან. ამი­ტომ, რო­დე­საც ალექ­სან­დრე გრი­გო­ლაშ­ვი­ლი გარ­და­იც­ვა­ლა და მისი სხე­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში უნდა გა­და­ეს­ვე­ნე­ბი­ნათ, თვითმფრი­ნავს არ აძ­ლევ­დნენ სა­შუ­ა­ლე­ბას თბი­ლი­სის აე­რო­პორ­ტში დაფ­რე­ნი­ლი­ყო", - გა­ნა­ცხა­და მა­მუ­ლაშ­ვილ­მა.

"სა­ქარ­თვე­ლო­ში მე­უღ­ლე, ორი შვი­ლი, მშობ­ლე­ბი და მრა­ვა­ლი ნა­თე­სა­ვი მე­ლო­დე­ბა, მაგ­რამ სა­ნამ უკ­რა­ი­ნა­ში მშვი­დო­ბა არ დამ­ყარ­დე­ბა, მე აქ დავ­რჩე­ბი. მა­მა­ჩე­მი გე­ნე­რა­ლია და იცის, რა­საც ვა­კე­თებ. ჩვენ ერ­თად ვიბ­რძო­დით სა­ქარ­თვე­ლოს­თვის რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ, ერ­თად ვი­ყა­ვით და­ტყვე­ვე­ბუ­ლი, მა­საც ძა­ლი­ან უნდა უკ­რა­ი­ნა­ში ჩა­მოს­ვლა, მაგ­რამ ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი აქვს,"- ამ­ბობს ქარ­თუ­ლი ლე­გი­ო­ნის მე­თა­უ­რი.

8 თე­ბერ­ვალს კი­ევ­ში პატ­რი­არ­ქმა ფი­ლა­რეტ­მა ქარ­თვე­ლი მებ­რძო­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც უკ­რა­ი­ნის­თვის იბ­რძვი­ან, ორ­დე­ნე­ბით და­ა­ჯილ­დო­ვა "თავ­გან­წირ­ვი­სა და უკ­რა­ი­ნის სიყ­ვა­რუ­ლის­თვის".

მომ­ზა­დე­ბუ­ლია gordonua.com-ს მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

”ომი უკრაინაში მალე დასრულდება, ეს რუსეთის ბოლო გაფართხალებაა” - უკრაინაში მებრძოლი ქართველი მეთაური

”ომი უკრაინაში მალე დასრულდება, ეს რუსეთის ბოლო გაფართხალებაა” - უკრაინაში მებრძოლი ქართველი მეთაური

ქართული ნაციონალური ლეგიონის მეთაურმა მამუკა მამულაშვილმა გამოცემა ”გორდონთან” ისაუბრა თემაზე, თუ როგორ იმეორებს რუსეთი დონბასში აფხაზეთის სცენარს, რაც კიდევ უფრო აერთიანებს უკრაინასა და საქართველოს.

”საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა ვერაფრით იმართლებს თავს პუტინთან ქართველი მებრძოლების თაობაზე, რომლებიც უკრაინისთვის იბრძვიან. ამიტომ, როდესაც ალექსანდრე გრიგოლაშვილი გარდაიცვალა და მისი სხეული საქართველოში უნდა გადაესვენებინათ, თვითმფრინავს არ აძლევდნენ საშუალებას თბილისის აეროპორტში დაფრენილიყო”, - განაცხადა მამულაშვილმა.

”საქართველოში მეუღლე, ორი შვილი, მშობლები და მრავალი ნათესავი მელოდება, მაგრამ სანამ უკრაინაში მშვიდობა არ დამყარდება, მე აქ დავრჩები. მამაჩემი გენერალია და იცის, რასაც ვაკეთებ. ჩვენ ერთად ვიბრძოდით საქართველოსთვის რუსეთის წინააღმდეგ, ერთად ვიყავით დატყვევებული, მასაც ძალიან უნდა უკრაინაში ჩამოსვლა, მაგრამ ჯანმრთელობის პრობლემები აქვს,”- ამბობს ქართული ლეგიონის მეთაური.

8 თებერვალს კიევში პატრიარქმა ფილარეტმა ქართველი მებრძოლები, რომლებიც უკრაინისთვის იბრძვიან, ორდენებით დააჯილდოვა ”თავგანწირვისა და უკრაინის სიყვარულისთვის”.

მომზადებულია gordonua.com-ს მიხედვით.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია