პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სერიოზული პრობლემა პატრულის მაგინებელი გოგონას სკანდალის მიღმა - ვის დასჯის კანონი
სერიოზული პრობლემა პატრულის მაგინებელი გოგონას სკანდალის მიღმა - ვის დასჯის კანონი

მარ­თა­ლია, პატ­რუ­ლის თა­ნამ­შრომ­ლი­სა და მო­ქა­ლა­ქე ეკა ყუ­ში­ტაშ­ვი­ლის დი­ა­ლოგ­ზე სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლომ იხა­ლი­სა, თუმ­ცა შე­საძ­ლოა, ჩა­ნა­წე­რის გა­მავ­რცე­ლე­ბე­ლი მალე ხუმ­რო­ბის გან­წყო­ბა­ზე არ დად­გეს - პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცემ­თა დაც­ვის ინ­სპექ­ტო­რის, თა­მარ ქალ­და­ნის გან­ცხა­დე­ბით, ვი­დე­ოს გავ­რცე­ლე­ბის ის­ტო­რი­ას სხვა­დას­ხვა უწყე­ბე­ბი უკვე სწავ­ლო­ბენ და შე­საძ­ლოა, მისი გა­მავ­რცე­ლებ­ლის სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხიც დად­გეს.

Ambebi.ge და­ინ­ტე­რეს­და, თუ რამ­დე­ნად ნორ­მა­ლუ­რია, რო­დე­საც ასე­თი ტი­პის ჩა­ნა­წე­რე­ბი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის (ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის) ხელ­ში ხვდე­ბა. თა­ვად "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" არ ასა­ხე­ლებს წყა­როს, რო­მელ­მაც აღ­ნიშ­ნუ­ლი ვი­დეო მი­ა­წო­და და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ჩნდე­ბა ეჭვი, რომ პარ­ტი­ის წყა­რო, ლო­გი­კუ­რად, შსს-ს თა­ნამ­შრო­მე­ლი (პატ­რუ­ლი) შე­იძ­ლე­ბა ყო­ფი­ლი­ყო. რაც კი­დევ ერთ კი­თხვას აჩენს, - აქვს კი პატ­რულს უფ­ლე­ბა, რომ სა­ჯა­როდ გა­მო­აქ­ვეყ­ნოს მსგავ­სი ტი­პის ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რი? ამას­თან, და­ვინ­ტე­რეს­დით, იყო თუ არა აუ­ცი­ლებ­ლო­ბა იმი­სა, რომ სა­ჯა­როდ და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი­ყო ფირ­ზე აღ­ბეჭ­დი­ლი ქალ­ბა­ტო­ნის სა­ხე­ლი, გვა­რი და კად­რე­ბის მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით გავ­რცე­ლე­ბი­სას უნდა მომ­ხდა­რი­ყო თუ არა სა­ხის და­ფარ­ვა. და რაც მთა­ვა­რია - რა რე­ა­გი­რე­ბა მოჰ­ყვე­ბა ამ ყვე­ლა­ფერს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მხრი­დან და დად­გე­ბა თუ არა კა­ნო­ნის დამ­რღვე­ვის - ეკა ყუ­ში­ტაშ­ვი­ლის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი, - ამ თე­მებ­ზე ჩვენ პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცემ­თა დაც­ვის ინ­სპექ­ტორს, სა­ქარ­თვე­ლოს ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი ეთი­კის ქარ­ტი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­სა და ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს და­ვუ­კავ­შირ­დით.

თა­მარ ქალ­და­ნი, პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცემ­თა დაც­ვის ინ­სპექ­ტო­რი:

"უკვე და­ვინ­ტე­რეს­დით და შეს­წავ­ლაც და­ვი­წყეთ, რო­გორ მოხ­ვდა ეს ჩა­ნა­წე­რი არა მე­დი­ა­ში, არა­მედ გა­მავ­რცე­ლებ­ლის ხელ­ში. არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი ამ შემ­თხვე­ვა­ში სის­ხლის სა­მარ­თლის ნიშ­ნე­ბიც გა­მო­იკ­ვე­თოს, თუმ­ცა წი­ნას­წარ, საქ­მის დე­ტა­ლუ­რად შეს­წავ­ლის გა­რე­შე ამ სა­კი­თხზე სა­უ­ბა­რი არას­წო­რია. რაც შე­ე­ხე­ბა სას­ჯელს, გა­აჩ­ნია რა ტი­პის დარ­ღვე­ვას­თან გვექ­ნე­ბა საქ­მე. შე­საძ­ლოა, ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სას­ჯე­ლი და­ე­კის­როს, ხოლო თუ სის­ხლის სა­მარ­თლის დარ­ღვე­ვა გა­მოვ­ლინ­დე­ბა, ეს უკვე ჩვე­ნი კომ­პე­ტენ­ცია არ არის, სას­ჯე­ლის ზო­მას სა­სა­მარ­თლო და­ად­გენს".

ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი ეთი­კის ქარ­ტი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი თა­მარ რუ­ხა­ძე მი­იჩ­ნევს, რომ მე­დი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა ნა­წილ­მა პრო­ფე­სი­უ­ლი ეთი­კა მა­შინ და­არ­ღვია, როცა ჩა­ნა­წერ­ში არ­სე­ბულ უწ­მა­წურ სი­ტყვებს ცენ­ზუ­რა არ და­ე­დო და სრუ­ლი ტექ­სტი მა­ყუ­რე­ბელ­მა პირ­და­პირ ეთერ­ში მო­ის­მი­ნა:

"ზო­გა­დად, მსგავ­სი ვი­დე­ო­ე­ბის გავ­რცე­ლე­ბა თა­ვად მე­დი­ის გა­და­სა­წყვე­ტია, მით უმე­ტეს, როცა ამ ჩა­ნა­წე­რის მი­მართ მა­ღა­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სი არ­სე­ბობ­და. ვერ ვი­ტყვი, რომ ამ ვი­დე­ოს გავ­რცე­ლე­ბით კონ­კრე­ტუ­ლი სტან­დარ­ტი და­ირ­ღვა, თუმ­ცა ისიც ფაქ­ტია, რომ ზო­გი­ერ­თმა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბამ ჩა­ნა­წე­რი ყო­ველ­გვა­რი ცენ­ზუ­რის გა­რე­შე გა­ავ­რცე­ლა და ეს ნამ­დვი­ლად არას­წო­რად მი­მაჩ­ნია", - ამ­ბობს რუ­ხა­ძე.

რაც შე­ე­ხე­ბა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს პო­ზი­ცი­ას, რო­გორც უწყე­ბის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტში აცხა­დე­ბენ, ოფი­ცი­ა­ლურ გან­ცხა­დე­ბას რამ­დე­ნი­მე წუთ­ში გა­ავ­რცე­ლე­ბენ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რი გუ­შინ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა, ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძემ გა­ავ­რცე­ლა. დღეს კი "ნა­ცი­ო­ნა­ლებ­მა" კი­დევ ერთი ვი­დეო გა­მო­აქ­ვეყ­ნეს, რო­მელ­შიც შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი მთვრა­ლი პოლ­კოვ­ნი­კი და პატ­რუ­ლის თა­ნამ­შრო­მე­ლია ასა­ხუ­ლი [მეტი].

რუ­სუ­დან შე­ლია

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში

სერიოზული პრობლემა პატრულის მაგინებელი გოგონას სკანდალის მიღმა - ვის დასჯის კანონი

სერიოზული პრობლემა პატრულის მაგინებელი გოგონას სკანდალის მიღმა - ვის დასჯის კანონი

მართალია, პატრულის თანამშრომლისა და მოქალაქე ეკა ყუშიტაშვილის დიალოგზე სრულიად საქართველომ იხალისა, თუმცა შესაძლოა, ჩანაწერის გამავრცელებელი მალე ხუმრობის განწყობაზე არ დადგეს - პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის, თამარ ქალდანის განცხადებით, ვიდეოს გავრცელების ისტორიას სხვადასხვა უწყებები უკვე სწავლობენ და შესაძლოა, მისი გამავრცელებლის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს.

Ambebi.ge დაინტერესდა, თუ რამდენად ნორმალურია, როდესაც ასეთი ტიპის ჩანაწერები პოლიტიკური პარტიის (ნაციონალური მოძრაობის) ხელში ხვდება. თავად "ნაციონალური მოძრაობა" არ ასახელებს წყაროს, რომელმაც აღნიშნული ვიდეო მიაწოდა და საზოგადოებაში ჩნდება ეჭვი, რომ პარტიის წყარო, ლოგიკურად, შსს-ს თანამშრომელი (პატრული) შეიძლება ყოფილიყო. რაც კიდევ ერთ კითხვას აჩენს, - აქვს კი პატრულს უფლება, რომ საჯაროდ გამოაქვეყნოს მსგავსი ტიპის ვიდეოჩანაწერი? ამასთან, დავინტერესდით, იყო თუ არა აუცილებლობა იმისა, რომ საჯაროდ დასახელებულიყო ფირზე აღბეჭდილი ქალბატონის სახელი, გვარი და კადრების მედიასაშუალებებით გავრცელებისას უნდა მომხდარიყო თუ არა სახის დაფარვა. და რაც მთავარია - რა რეაგირება მოჰყვება ამ ყველაფერს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან და დადგება თუ არა კანონის დამრღვევის - ეკა ყუშიტაშვილის პასუხისმგებლობის საკითხი, - ამ თემებზე ჩვენ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წარმომადგენელსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს დავუკავშირდით.

თამარ ქალდანი, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი:

"უკვე დავინტერესდით და შესწავლაც დავიწყეთ, როგორ მოხვდა ეს ჩანაწერი არა მედიაში, არამედ გამავრცელებლის ხელში. არ არის გამორიცხული ამ შემთხვევაში სისხლის სამართლის ნიშნებიც გამოიკვეთოს, თუმცა წინასწარ, საქმის დეტალურად შესწავლის გარეშე ამ საკითხზე საუბარი არასწორია. რაც შეეხება სასჯელს, გააჩნია რა ტიპის დარღვევასთან გვექნება საქმე. შესაძლოა, ადმინისტრაციული სასჯელი დაეკისროს, ხოლო თუ სისხლის სამართლის დარღვევა გამოვლინდება, ეს უკვე ჩვენი კომპეტენცია არ არის, სასჯელის ზომას სასამართლო დაადგენს".

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ხელმძღვანელი თამარ რუხაძე მიიჩნევს, რომ მედიის წარმომადგენელთა ნაწილმა პროფესიული ეთიკა მაშინ დაარღვია, როცა ჩანაწერში არსებულ უწმაწურ სიტყვებს ცენზურა არ დაედო და სრული ტექსტი მაყურებელმა პირდაპირ ეთერში მოისმინა:

"ზოგადად, მსგავსი ვიდეოების გავრცელება თავად მედიის გადასაწყვეტია, მით უმეტეს, როცა ამ ჩანაწერის მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობდა. ვერ ვიტყვი, რომ ამ ვიდეოს გავრცელებით კონკრეტული სტანდარტი დაირღვა, თუმცა ისიც ფაქტია, რომ ზოგიერთმა მედიასაშუალებამ ჩანაწერი ყოველგვარი ცენზურის გარეშე გაავრცელა და ეს ნამდვილად არასწორად მიმაჩნია", - ამბობს რუხაძე.

რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიციას, როგორც უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში აცხადებენ, ოფიციალურ განცხადებას რამდენიმე წუთში გაავრცელებენ.

შეგახსენებთ, რომ ვიდეოჩანაწერი გუშინ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ გაავრცელა. დღეს კი "ნაციონალებმა" კიდევ ერთი ვიდეო გამოაქვეყნეს, რომელშიც შეიარაღებული მთვრალი პოლკოვნიკი და პატრულის თანამშრომელია ასახული [მეტი].

რუსუდან შელია

AMBEBI.GE

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ