პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სამართალი
სპორტი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რის გამო თქვა უარი ფეხბურთელის კარიერაზე ''ჩემი ცოლის დაქალების'' გიომ
რის გამო თქვა უარი ფეხბურთელის კარიერაზე ''ჩემი ცოლის დაქალების'' გიომ

21 წლის რე­ვაზ ნა­სი­ძე სე­რი­ალ "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლებ­ში" ნინო კას­რა­ძის შვილს თა­მა­შობს, რო­მელ­საც არა­სე­რი­ო­ზუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვს ოჯა­ხის მი­მართ და თვი­სე­ბე­ბი­თა და ხა­სი­ა­თით დღე­ვან­დე­ლი ახალ­გაზ­რდა ბი­ჭე­ბის გარ­კვე­ულ ნა­წილს მო­გა­გო­ნებთ.

- თე­ატ­რა­ლურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ნა­ნუ­კა ხუს­კი­ვა­ძი­სა და გიზო ჟორ­და­ნი­ას ჯგუფ­ში მე­სა­მე კურ­სზე ვსწავ­ლობ. თა­ვი­დან ფეხ­ბურ­თით ვი­ყა­ვი გა­ტა­ცე­ბუ­ლი, სულ სხვა გან­ხრით ვა­პი­რებ­დი წას­ვლას, მაგ­რამ სრუ­ლი­ად შემ­თხვე­ვით მოვ­ხვდი თე­ატ­რა­ლურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში. ეროვ­ნულ გა­მოც­დებ­ზე და­რე­გის­ტრი­რე­ბის დროს, როცა უნი­ვერ­სი­ტე­ტებს ვარ­ჩევ­დი, შემ­თხვე­ვით ჩა­მო­ნათ­ვა­ლი გა­ჩერ­და თე­ატ­რა­ლურ­ზე, ვი­ფიქ­რე, ვცდი-მეთ­ქი და კი­ნოს დიდი სიყ­ვა­რუ­ლის გამო მი­ვი­ღე ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. გა­ვე­დი გა­მოც­და­ზე და ჩა­ვი­რი­ცხე, მერე მივ­ხვდი, რომ ეს პრო­ფე­სია ძა­ლი­ან შე­მე­ფე­რე­ბა, იმი­ტომ, რომ ერ­თფე­როვ­ნე­ბა არ მიყ­ვარს. ცოტა მრცხვე­ნია ამის თქმის, მაგ­რამ სპექ­ტაკლზე და ზო­გა­დად, თე­ატ­რში ნამ­ყო­ფი არ ვი­ყა­ვი, ისე გა­დავ­წყვი­ტე თე­ატ­რა­ლურ­ში ჩა­ბა­რე­ბა.

პა­ტა­რა­ო­ბი­დან­ვე ვმუ­შა­ობ­დი, 14 წლის ვი­ყა­ვი, როცა ქუ­ჩა­ში ერთ-ერთი კომ­პა­ნი­ის ტე­ლე­ფო­ნის ნომ­რებს ვყიდ­დი, ვა­კან­სი­ას ეწე­რა გარე გა­ყიდ­ვე­ბის აგენ­ტი. რას ნიშ­ნავ­და, არ ვი­ცო­დი, სი­ტყვა აგენ­ტმა მომ­ხიბ­ლა და და­ვინ­ტე­რეს­დი. მერე, რომ ამიხ­სნეს, უარი ვე­ღარ ვთქვი და ცოტა ხანს ვი­მუ­შა­ვე. შემ­დეგ გა­და­ვი­ნაც­ვლე სა­რეკ­ლა­მო ჟურ­ნალ­ში, გა­ყიდ­ვებ­ზე, რაც ასე­ვე სა­ინ­ტე­რე­სო გა­მოდ­გა გა­მოც­დი­ლე­ბის კუ­თხით, თუმ­ცა ერთი და იგი­ვე რა­ღაც ყო­ველ­თვის მღლი­და.

ფეხ­ბურთშიც მქონ­და წარ­მა­ტე­ბა, მაგ­რამ ტრავ­მის გამო მო­მიხ­და თა­ვის და­ნე­ბე­ბა. მსა­ხი­ო­ბო­ბა იმი­ტომ მომ­წონს, რომ ყო­ველ­დღე სხვა­დას­ხვა რა­ღა­ცის კე­თე­ბა გი­წევს, დღეს შე­იძ­ლე­ბა იყო მეფე, მერე მკვლე­ლი, ღა­ტა­კი და ა.შ.

- თე­ატ­რა­ლურ­ში ჩა­ბა­რე­ბის შემ­დეგ თუ და­ი­წყე თე­ატ­რში სი­ა­რუ­ლი?

- კი. როცა თე­ატ­რა­ლურ­ში ჩა­ბა­რე­ბა გა­დავ­წყვი­ტე, ბოლო თვე-ნა­ხე­ვა­რი მო­ვემ­ზა­დე. მი­თხრეს, გა­მოც­დე­ბის ერთ-ერთი და სე­რი­ო­ზუ­ლი ნა­წი­ლი არის გა­სა­უბ­რე­ბა თე­ატ­რის ის­ტო­რი­ა­ზეო. სა­ერ­თოდ არ ვი­ყა­ვი სპექ­ტაკლზე ნამ­ყო­ფი, ამი­ტომ ვის­თა­ნაც ვემ­ზა­დე­ბო­დი, მან მი­თხრა, რომ რამ­დე­ნი­მე სპექ­ტაკ­ლი მე­ნა­ხა. სამ სპექ­ტაკლს და­ვეს­წა­რი რუს­თა­ვე­ლი­სა და მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რებ­ში.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შინაგან საქმეთა მინისტრად გელა გელაძე დაინიშნა

რის გამო თქვა უარი ფეხბურთელის კარიერაზე ''ჩემი ცოლის დაქალების'' გიომ

რის გამო თქვა უარი ფეხბურთელის კარიერაზე ''ჩემი ცოლის დაქალების'' გიომ

21 წლის რევაზ ნასიძე სერიალ ''ჩემი ცოლის დაქალებში'' ნინო კასრაძის შვილს თამაშობს, რომელსაც არასერიოზული დამოკიდებულება აქვს ოჯახის მიმართ და თვისებებითა და ხასიათით დღევანდელი ახალგაზრდა ბიჭების გარკვეულ ნაწილს მოგაგონებთ.

- თეატრალურ უნივერსიტეტში ნანუკა ხუსკივაძისა და გიზო ჟორდანიას ჯგუფში მესამე კურსზე ვსწავლობ. თავიდან ფეხბურთით ვიყავი გატაცებული, სულ სხვა განხრით ვაპირებდი წასვლას, მაგრამ სრულიად შემთხვევით მოვხვდი თეატრალურ უნივერსიტეტში. ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირების დროს, როცა უნივერსიტეტებს ვარჩევდი, შემთხვევით ჩამონათვალი გაჩერდა თეატრალურზე, ვიფიქრე, ვცდი-მეთქი და კინოს დიდი სიყვარულის გამო მივიღე ეს გადაწყვეტილება. გავედი გამოცდაზე და ჩავირიცხე, მერე მივხვდი, რომ ეს პროფესია ძალიან შემეფერება, იმიტომ, რომ ერთფეროვნება არ მიყვარს. ცოტა მრცხვენია ამის თქმის, მაგრამ სპექტაკლზე და ზოგადად, თეატრში ნამყოფი არ ვიყავი, ისე გადავწყვიტე თეატრალურში ჩაბარება.

პატარაობიდანვე ვმუშაობდი, 14 წლის ვიყავი, როცა ქუჩაში ერთ-ერთი კომპანიის ტელეფონის ნომრებს ვყიდდი, ვაკანსიას ეწერა გარე გაყიდვების აგენტი. რას ნიშნავდა, არ ვიცოდი, სიტყვა აგენტმა მომხიბლა და დავინტერესდი. მერე, რომ ამიხსნეს, უარი ვეღარ ვთქვი და ცოტა ხანს ვიმუშავე. შემდეგ გადავინაცვლე სარეკლამო ჟურნალში, გაყიდვებზე, რაც ასევე საინტერესო გამოდგა გამოცდილების კუთხით, თუმცა ერთი და იგივე რაღაც ყოველთვის მღლიდა.

ფეხბურთშიც მქონდა წარმატება, მაგრამ ტრავმის გამო მომიხდა თავის დანებება. მსახიობობა იმიტომ მომწონს, რომ ყოველდღე სხვადასხვა რაღაცის კეთება გიწევს, დღეს შეიძლება იყო მეფე, მერე მკვლელი, ღატაკი და ა.შ.

- თეატრალურში ჩაბარების შემდეგ თუ დაიწყე თეატრში სიარული?

- კი. როცა თეატრალურში ჩაბარება გადავწყვიტე, ბოლო თვე-ნახევარი მოვემზადე. მითხრეს, გამოცდების ერთ-ერთი და სერიოზული ნაწილი არის გასაუბრება თეატრის ისტორიაზეო. საერთოდ არ ვიყავი სპექტაკლზე ნამყოფი, ამიტომ ვისთანაც ვემზადებოდი, მან მითხრა, რომ რამდენიმე სპექტაკლი მენახა. სამ სპექტაკლს დავესწარი რუსთაველისა და მარჯანიშვილის თეატრებში.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება