პრორუსი სეპარატისტები, დონეცკის ოლქის ქალაქ ავდეევკას ბომბავენ, მოსახლეობა პანიკაშია. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ავდეევკაში, რომელიც დონეცკის მახლობლად არის, რამდენიმე დღეა არტილერია არ ჩერდება. არიან დაჭრილები და გარდაცვლილები. დაშავებულებს შორის არიან ბავშვებიც. ჭურვების ჩამოვარდნის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, მაღაზიები, საავადმყოფო, ბიბლიოთეკა, საბავშვო ბაღი. საკომუნიკაციო საშუალებები ქალაქში დაზიანებულია. გარდა ამისა, სოციალური ქსელებით ვრცელდება ინფორმაცია, რომ გაზგამანაწილებლის დაზიანების გამო, ქალაქში ხანძრის შემთხვევა დაფიქსირდა.