პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ლეგიტიმურია ვიკითხოთ, საიდან მოხვდა ის ვიდეო პოლიტიკური პარტიის ხელში და ვინ დადო პირველად "ფეისბუქზე"?"
"ლეგიტიმურია ვიკითხოთ, საიდან მოხვდა ის ვიდეო პოლიტიკური პარტიის ხელში და ვინ დადო პირველად "ფეისბუქზე"?"

კი­ნომ­ცოდ­ნე გოგი გვა­ხა­რია გუ­შინ პატ­რუ­ლი­სა და ეკა ყუ­ში­ტაშ­ვი­ლის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ეხ­მა­უ­რე­ბა.

"ვი­ცი­ნეთ ბევ­რი და გუ­ლიც მოგ­ვიკ­ვდა სი­ლი­კო­ნი­ან გო­გო­ზე. იმა­საც ვე­თან­ხმე­ბი, რომ ვი­დეო ტი­პუ­რია და ეს ქალ­ბა­ტო­ნიც კლა­სი­კაა უკვე:) მაგ­რამ, ვფიქ­რობ დღეს, სხვა­თა შო­რის, პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცემ­თა დაც­ვის მსოფ­ლიო დღეს, ლე­გი­ტი­მუ­რია ვი­კი­თხოთ, სა­ი­დან მოხ­ვდა ის ვი­დეო პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის ხელ­ში და ვინ დადო პირ­ვე­ლად "ფე­ის­ბუქ­ზე"? აქვს თუ არა პო­ლი­ცი­ას უფ­ლე­ბა სა­ჯა­როდ გა­მო­აქ­ვეყ­ნოს ასე­თი ჩა­ნა­წე­რე­ბი?

ეს ვი­დეო კერ­ძო პირს არ გა­და­უ­ღია და კა­ნო­ნით არ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა გა­მოქ­ვეყ­ნე­ბას. თუმ­ცა კა­ნო­ნით ეგ გოგო ახლა სა­სა­მარ­თლოს­თვის უნდა იკე­თებ­დეს მა­კი­აჟს:)...

სხვა­თა შო­რის, ამ ჩა­ნა­წერს ექ­სპერ­ტი­ზაც არ გა­უვ­ლია მგო­ნი:) გახ­სოვთ ზვი­ა­დის დროს რომ ამ­ბობ­დნენ ხოლ­მე? "მონ­ტა­ჟია! მონ­ტა­ჟია!", - და­წე­რა გოგი გვა­ხა­რი­ამ.

მის პოსტს ჟურ­ნა­ლისტ და­ვით პა­ი­ჭა­ძე­სა და პო­ლი­ტო­ლოგ გია ნო­დი­ას­თან ერ­თად არა­ერ­თი ინ­ტე­ნეტ-მომ­ხმა­რე­ბე­ლი გა­მო­ეხ­მა­უ­რა:

ნო­დარ და­დი­ა­ნი: ის, რაც ვი­დე­ო­ში ხდე­ბა უფრო სა­გან­გა­შოა, ვიდ­რე ვი­დე­ოს წარ­მო­მავ­ლო­ბა.

გოგი გვა­ხა­რია: "უფ­როს", მგო­ნი, კა­ნო­ნი არ ცნობს:).

და­ვით პა­ი­ჭა­ძე: "უფ­როს" ცნობს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი სა­ჭი­რო­ე­ბა. როცა მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­ზო­გა­დო­ებ­რივ სამ­სა­ხურს, მო­წო­დე­ბულს მო­ქა­ლა­ქე­თა და­სა­ცა­ვად, ასე ამ­ცი­რე­ბენ, ეს უნდა გახ­დეს სა­ჯა­როდ ცნო­ბი­ლი.

გია ნო­დია: რამ­დე­ნი­მე სა­კი­თხში არ­სე­ბი­თად არ გე­თან­ხმე­ბით:

1. გუ­შინ გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ო­ზე "სი­ლი­კო­ნი­ა­ნი გო­გო­ნა" და მისი ვი­ზუ­ა­ლი თუ მე­ტყვე­ლე­ბის მა­ნე­რა მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნია, მთა­ვა­რია "დათა", რო­მელ­თა­ნაც მას და­რეკ­ვა და საქ­მის მოგ­ვა­რე­ბა შე­უძ­ლია. ასე რომ, სი­ლი­კო­ნი­ან გო­გო­ნა­ზე კა­ი­ფი არ იყო გუ­შინ­დე­ლი მთა­ვა­რი ნი­უ­სი, და სა­სა­ცი­ლოდ სუ­ლაც არა გვაქვს საქ­მე.

2. სა­მარ­თა­ლი "უფ­როს" ძა­ლი­ა­ნაც იც­ნობს, ანუ როცა არის კონ­ფლიქ­ტი ორ ნორ­მას შო­რის, დი­ა­ხაც უნდა ავ­წო­ნოთ, რო­მე­ლია ამ კონ­ტექ­სტში უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი.

3. პი­რა­დი მო­ნა­ცე­მე­ბის დაც­ვა ლე­გი­ტი­მუ­რი "ქონ­სერ­ნია", მაგ­რამ თუ მარ­თა­ლია, რომ კონ­კრე­ტულ­მა პატ­რულ­მა ამ ინ­ცი­დენ­ტის გამო სამ­სა­ხუ­რი და­კარ­გა, ის აბ­სო­ლუ­ტუ­რად სწო­რად მო­იქ­ცა, როცა ამ ვი­დე­ოს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბას შე­უ­წყო ხელი. რომ დავ­ფიქ­რდი, ამ ვი­დე­ო­თი გა­მოვ­ლე­ნი­ლი ვი­თა­რე­ბა იმ­დე­ნად ამაზ­რზე­ნია (ისევ: და­თას, და არა "სი­ლი­კო­ნი­ა­ნი გო­გო­ნას" როლი) რომ სამ­სა­ხუ­რი რომ არ და­ე­კარ­გა და ისე გა­ევ­რცე­ლე­ბი­ნა ეს ვი­დეო, მა­ინც სა­ბო­ლო­ოდ სწო­რი საქ­ცი­ე­ლი იქ­ნე­ბო­და.

4. უხ­სე­ნე­ბე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტია აბ­სო­ლუ­ტუ­რად სწო­რად მო­იქ­ცა, როცა ეს ვი­დეო გა­ავ­რცე­ლა (სა­პი­რის­პი­რო იქ­ნე­ბო­და და­ნა­შა­უ­ლი).

5. "სი­ლი­კო­ნი­ან გო­გო­ნა­ზე" ისე­თი არა­ფე­რი გაგ­ვი­გია, რომ მისი უფ­ლე­ბე­ბის შე­ლახ­ვა­ზე ვი­ნერ­ვი­უ­ლოთ.

ნი­კო­ლოზ რო­ბა­ქი­ძე: 3 პუნ­ქტზე მე არ გე­თან­ხმე­ბით. იმ პო­ლი­ცელს, რო­მელ­მაც სამ­სა­ხუ­რი და­კარ­გა ამ ინ­ცი­დენ­ტის გამო ეს ვი­დეო მა­სა­ლა შე­ეძ­ლო გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნა სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე და არა "ფე­ის­ბუქ­ზე" ან პო­ლი­ტი­კუ­რი მიზ­ნე­ბი­სათ­ვის და თუ ეს და­საშ­ვე­ბად მი­გაჩ­ნი­ათ, მა­შინ იმა­ვე ლო­გი­კით და­საშ­ვე­ბია სხვა ვი­დეო და აუ­დიო მა­სა­ლე­ბის გავ­რცე­ლე­ბაც.

გია ნო­დია: ამ ვი­დე­ოს გა­დამ­ცემ პო­ლი­ცი­ელ­ზე და მის მო­ტი­ვებ­ზე მხო­ლოდ ვა­რა­უ­დე­ბით ვმსჯე­ლობთ. ცხა­დია, იმის გა­კე­თე­ბაც შე­ეძ­ლო, რა­საც თქვენ ამ­ბობთ, თუმ­ცა რაც გა­ა­კე­თა, ისიც სრუ­ლი­ად სწო­რია. მას არა­ფე­რი "პო­ლი­ტი­კუ­რად არ გა­მო­უ­ყე­ნე­ბია", იმი­ტომ რომ პო­ლი­ტი­კო­სი სა­ვა­რა­უ­დოდ არ არის. მაგ­რამ მას შე­ეძ­ლო სრუ­ლი­ად სწო­რად ეფიქ­რა, რომ ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტია ყვე­ლა­ზე მე­ტად იზ­რუ­ნებ­და მის გავ­რცე­ლე­ბა­ზე და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე.

ნი­კო­ლოზ რო­ბა­ქი­ძე: ბა­ტო­ნო გია, მე პი­რა­დად მი­მაჩ­ნია, რომ კა­ნონ­დამ­ცვე­ლი პირ­ველ რიგ­ში უნდა იყოს კა­ნონ­მორ­ჩი­ლი და ამ შემ­თხვე­ვა­ში კა­ნო­ნი­ე­რი იქ­ნე­ბო­და სა­სა­მარ­თლოს­თვის მი­მარ­თვა და არა პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ი­სათ­ვის და რა ქნან ეხლა სხვა მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა, ვი­საც სამ­სა­ხუ­რი­დან გა­უშ­ვე­ბენ. პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ებს მი­მარ­თონ ყო­ველ გა­დაც­დო­მა­ზე? მა­შინ რა­ღა­ში გვჭირ­დე­ბა სა­სა­მარ­თლო და მო­სა­მარ­თლე­ე­ბი? მო­დით ეს ყვე­ლა­ფე­რი პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ებს გა­დავ­ცეთ გან­სა­ხილ­ვე­ლათ.

გია ნო­დია: რა უნდა ქნას კა­ნონ­მორ­ჩილ­მა სა­მარ­თალ­დამ­ცავ­მა, როცა მისი უფ­რო­სე­ბი კა­ნონს ფეხ­ქვეშ თე­ლა­ვენ? შე­იძ­ლე­ბა რა­ღაც იდე­ა­ლურ შემ­თხვე­ვა­ში ჯობ­და ისე მოქ­ცე­ვა, რო­გორც თქვენ ამ­ბობთ, მაგ­რამ სულ არაფ­რის გა­კე­თე­ბას ის, რაც პო­ლი­ცი­ელ­მა გა­ა­კე­თა, ბევ­რად ჯობ­და არაფ­რის გა­კე­თე­ბას. იდე­ა­ლუ­რის ხათ­რით კარ­გს სა­ნაგ­ვე­ში ნუ გა­და­ვაგ­დებთ.

ნი­კო­ლოზ რო­ბა­ქი­ძე: ბა­ტო­ნო გია, იდე­ა­ლუ­რი რა შუ­ა­შია? უბ­რა­ლოდ იმას ვამ­ბობ, რაც კა­ნო­ნი­ე­რია, აი ეს ზემო აღ­ნიშ­ნუ­ლი პატ­რუ­ლის თა­ნამ­შრო­მე­ლი თუკი მი­მარ­თავ­და სა­სა­მარ­თლოს, მოხ­დე­ბო­და მისი საქ­მის გან­ხილ­ვა და შე­დეგს ვერ მი­აღ­წევ­და, მა­შინ ექ­ნე­ბო­და იმის მი­ნი­მუმ მო­რა­ლუ­რი უფ­ლე­ბა ვი­დეო გა­ე­სა­ჯა­რო­ვე­ბი­ნა და ბო­ლოს მინ­და ვკი­თხო იმ ჟურ­ნა­ლის­ტებს, რომ­ლე­ბიც "რუს­თა­ვი 2"-ზე და "ტა­ბუ­ლა­ზე" მუ­შა­ო­ბენ, წა­მე­ბის კად­რებ­ზე რომ გქონ­დათ სწო­რი პო­ზი­ცია, რომ სახე უნდა ყო­ფი­ლი­ყო და­ფა­რუ­ლი და მა­ი­დენ­ტი­ფი­ცი­რე­ბე­ლი ნა­წი­ლე­ბი ეხლა რა და­გე­მარ­თათ? გავ­რცე­ლე­ბამ­დე სახე მა­ინც რომ და­გე­ფა­რათ, ჰა?

"ლეგიტიმურია ვიკითხოთ, საიდან მოხვდა ის ვიდეო პოლიტიკური პარტიის ხელში და ვინ დადო პირველად "ფეისბუქზე"?"

"ლეგიტიმურია ვიკითხოთ, საიდან მოხვდა ის ვიდეო პოლიტიკური პარტიის ხელში და ვინ დადო პირველად "ფეისბუქზე"?"

კინომცოდნე გოგი გვახარია გუშინ პატრულისა და ეკა ყუშიტაშვილის მონაწილეობით ვიდეოჩანაწერების გავრცელებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

"ვიცინეთ ბევრი და გულიც მოგვიკვდა სილიკონიან გოგოზე. იმასაც ვეთანხმები, რომ ვიდეო ტიპურია და ეს ქალბატონიც კლასიკაა უკვე:) მაგრამ, ვფიქრობ დღეს, სხვათა შორის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის მსოფლიო დღეს, ლეგიტიმურია ვიკითხოთ, საიდან მოხვდა ის ვიდეო პოლიტიკური პარტიის ხელში და ვინ დადო პირველად "ფეისბუქზე"? აქვს თუ არა პოლიციას უფლება საჯაროდ გამოაქვეყნოს ასეთი ჩანაწერები?

ეს ვიდეო კერძო პირს არ გადაუღია და კანონით არ ექვემდებარება გამოქვეყნებას. თუმცა კანონით ეგ გოგო ახლა სასამართლოსთვის უნდა იკეთებდეს მაკიაჟს:)...

სხვათა შორის, ამ ჩანაწერს ექსპერტიზაც არ გაუვლია მგონი:) გახსოვთ ზვიადის დროს რომ ამბობდნენ ხოლმე? "მონტაჟია! მონტაჟია!", - დაწერა გოგი გვახარიამ.

მის პოსტს ჟურნალისტ დავით პაიჭაძესა და პოლიტოლოგ გია ნოდიასთან ერთად არაერთი ინტენეტ-მომხმარებელი გამოეხმაურა:

ნოდარ დადიანი: ის, რაც ვიდეოში ხდება უფრო საგანგაშოა, ვიდრე ვიდეოს წარმომავლობა.

გოგი გვახარია: "უფროს", მგონი, კანონი არ ცნობს:).

დავით პაიჭაძე: "უფროს" ცნობს საზოგადოებრივი საჭიროება. როცა მნიშვნელოვან საზოგადოებრივ სამსახურს, მოწოდებულს მოქალაქეთა დასაცავად, ასე ამცირებენ, ეს უნდა გახდეს საჯაროდ ცნობილი.

გია ნოდია: რამდენიმე საკითხში არსებითად არ გეთანხმებით:

1. გუშინ გავრცელებულ ვიდეოზე "სილიკონიანი გოგონა" და მისი ვიზუალი თუ მეტყველების მანერა მეორეხარისხოვანია, მთავარია "დათა", რომელთანაც მას დარეკვა და საქმის მოგვარება შეუძლია. ასე რომ, სილიკონიან გოგონაზე კაიფი არ იყო გუშინდელი მთავარი ნიუსი, და სასაცილოდ სულაც არა გვაქვს საქმე.

2. სამართალი "უფროს" ძალიანაც იცნობს, ანუ როცა არის კონფლიქტი ორ ნორმას შორის, დიახაც უნდა ავწონოთ, რომელია ამ კონტექსტში უფრო მნიშვნელოვანი.

3. პირადი მონაცემების დაცვა ლეგიტიმური "ქონსერნია", მაგრამ თუ მართალია, რომ კონკრეტულმა პატრულმა ამ ინციდენტის გამო სამსახური დაკარგა, ის აბსოლუტურად სწორად მოიქცა, როცა ამ ვიდეოს გამოქვეყნებას შეუწყო ხელი. რომ დავფიქრდი, ამ ვიდეოთი გამოვლენილი ვითარება იმდენად ამაზრზენია (ისევ: დათას, და არა "სილიკონიანი გოგონას" როლი) რომ სამსახური რომ არ დაეკარგა და ისე გაევრცელებინა ეს ვიდეო, მაინც საბოლოოდ სწორი საქციელი იქნებოდა.

4. უხსენებელი პოლიტიკური პარტია აბსოლუტურად სწორად მოიქცა, როცა ეს ვიდეო გაავრცელა (საპირისპირო იქნებოდა დანაშაული).

5. "სილიკონიან გოგონაზე" ისეთი არაფერი გაგვიგია, რომ მისი უფლებების შელახვაზე ვინერვიულოთ.

ნიკოლოზ რობაქიძე: 3 პუნქტზე მე არ გეთანხმებით. იმ პოლიცელს, რომელმაც სამსახური დაკარგა ამ ინციდენტის გამო ეს ვიდეო მასალა შეეძლო გამოეყენებინა სასამართლო პროცესზე და არა "ფეისბუქზე" ან პოლიტიკური მიზნებისათვის და თუ ეს დასაშვებად მიგაჩნიათ, მაშინ იმავე ლოგიკით დასაშვებია სხვა ვიდეო და აუდიო მასალების გავრცელებაც.

გია ნოდია: ამ ვიდეოს გადამცემ პოლიციელზე და მის მოტივებზე მხოლოდ ვარაუდებით ვმსჯელობთ. ცხადია, იმის გაკეთებაც შეეძლო, რასაც თქვენ ამბობთ, თუმცა რაც გააკეთა, ისიც სრულიად სწორია. მას არაფერი "პოლიტიკურად არ გამოუყენებია", იმიტომ რომ პოლიტიკოსი სავარაუდოდ არ არის. მაგრამ მას შეეძლო სრულიად სწორად ეფიქრა, რომ ოპოზიციური პარტია ყველაზე მეტად იზრუნებდა მის გავრცელებაზე და ხელისუფლების წინააღმდეგ გამოყენებაზე.

ნიკოლოზ რობაქიძე: ბატონო გია, მე პირადად მიმაჩნია, რომ კანონდამცველი პირველ რიგში უნდა იყოს კანონმორჩილი და ამ შემთხვევაში კანონიერი იქნებოდა სასამართლოსთვის მიმართვა და არა პოლიტიკური პარტიისათვის და რა ქნან ეხლა სხვა მოქალაქეებმა, ვისაც სამსახურიდან გაუშვებენ. პოლიტიკურ პარტიებს მიმართონ ყოველ გადაცდომაზე? მაშინ რაღაში გვჭირდება სასამართლო და მოსამართლეები? მოდით ეს ყველაფერი პოლიტიკურ პარტიებს გადავცეთ განსახილველათ.

გია ნოდია: რა უნდა ქნას კანონმორჩილმა სამართალდამცავმა, როცა მისი უფროსები კანონს ფეხქვეშ თელავენ? შეიძლება რაღაც იდეალურ შემთხვევაში ჯობდა ისე მოქცევა, როგორც თქვენ ამბობთ, მაგრამ სულ არაფრის გაკეთებას ის, რაც პოლიციელმა გააკეთა, ბევრად ჯობდა არაფრის გაკეთებას. იდეალურის ხათრით კარგს სანაგვეში ნუ გადავაგდებთ.

ნიკოლოზ რობაქიძე: ბატონო გია, იდეალური რა შუაშია? უბრალოდ იმას ვამბობ, რაც კანონიერია, აი ეს ზემო აღნიშნული პატრულის თანამშრომელი თუკი მიმართავდა სასამართლოს, მოხდებოდა მისი საქმის განხილვა და შედეგს ვერ მიაღწევდა, მაშინ ექნებოდა იმის მინიმუმ მორალური უფლება ვიდეო გაესაჯაროვებინა და ბოლოს მინდა ვკითხო იმ ჟურნალისტებს, რომლებიც "რუსთავი 2"-ზე და "ტაბულაზე" მუშაობენ, წამების კადრებზე რომ გქონდათ სწორი პოზიცია, რომ სახე უნდა ყოფილიყო დაფარული და მაიდენტიფიცირებელი ნაწილები ეხლა რა დაგემართათ? გავრცელებამდე სახე მაინც რომ დაგეფარათ, ჰა?

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს