პოლიტიკა

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ფიზიკური ნაკლის გამო ბევრმა დამჩაგრა... ამას თვითმკვლელობამდეც მივუყვანივარ" - ფსიქოლოგის რჩევები მკითხველს, როგორ დაძლიონ დეპრესია და სტრესი
"ფიზიკური ნაკლის გამო ბევრმა დამჩაგრა... ამას თვითმკვლელობამდეც მივუყვანივარ" - ფსიქოლოგის რჩევები მკითხველს, როგორ დაძლიონ დეპრესია და სტრესი

ყო­ფი­თი მრა­ვა­ლი პრობ­ლე­მი­დან ყვე­ლა­ზე უფრო ამო­უც­ნო­ბი ალ­ბათ თა­ვად ადა­მი­ა­ნის ბუ­ნე­ბაა. კვლე­ვე­ბი ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით დიდი ხა­ნია მიმ­დი­ნა­რე­ობს, მაგ­რამ საქ­მეს არ­თუ­ლებს ის, რომ თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი უნი­კა­ლუ­რია და ყვე­ლა ერათ­მა­ნე­თი­სა­გან გან­ვსხვავ­დე­ბით.

გა­რე­მო­ში მიმ­დი­ნა­რე ნე­გა­ტი­უ­რი ფაქ­ტო­რე­ბი ადა­მი­ა­ნებ­ზე დიდ გავ­ლე­ნას ახ­დენს. ხშირ შემ­თხვე­ვა­ში ეს ყვე­ლა­ფე­რი დეპ­რე­სი­ას იწ­ვევს.

რა არის დეპ­რე­სია, რო­გორ დავძლი­ოთ ის და რო­გორ მო­ვაგ­ვა­როთ ურ­თი­ერ­თო­ბა ერ­თმა­ნეთ­ში - მკი­თხვე­ლის მიერ დას­მულ შე­კი­თხვებს ევ­რო­პა­ში აკ­რე­დი­ტე­ბუ­ლი ფსი­ქო­თე­რა­პევ­ტი, ფსი­ქო­ლო­გი­ის დორ­ქო­რი, პრო­ფე­სო­რი თეა გო­გო­ტიშ­ვი­ლი პა­სუ­ხობს:

- რა შემ­თხვე­ვა­ში ვლინ­დე­ბა ყვე­ლა­ზე ხში­რად სტრე­სუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა?

- შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ მკვეთ­რი კლი­მა­ტუ­რი პი­რო­ბე­ბი ახ­დენს ზე­გავ­ლე­ნას ჩვენ რე­ა­ლო­ბა­ზე, ფი­ზი­კურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე, რო­მე­ლიც აი­სა­ხე­ბა ჩვენს ფსი­ქო-ემო­ცი­ურ ფონ­ზე.

გა­ზა­ფხუ­ლი მზი­ა­ნი პე­რი­ო­დია და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე მზის სხი­ვე­ბი ით­ვლე­ბა ან­ტი­დეპ­რე­სი­უ­ლი გავ­ლე­ნის მქო­ნე გარე ფაქ­ტო­რად. ამას გარ­და, ბუ­ნე­ბა იწყებს აყ­ვა­ვე­ბას და ადა­მი­ანს ოპ­ტი­მის­ტუ­რი გან­წყო­ბა უფრო ექ­მნე­ბა. დეპ­რე­სი­ას ხში­რად პრობ­ლე­მის მი­მართ ში­ნა­გა­ნი პა­სი­უ­რო­ბა, ანუ კა­პი­ტუ­ლან­ტუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა იწ­ვევს.

დეპ­რე­სია არის უი­მე­დო­ბა, რაც იწ­ვევს ფსი­ქო-ფი­ზი­კუ­რი ძა­ლის გან­ვლე­ვა­დო­ბას. ეს არის ხელ­ჩაქ­ნე­უ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა, სა­დაც აღარ არ­სე­ბობს ხა­ლი­სი და ში­ნა­გა­ნი სტი­მუ­ლე­ბი. ეს ყვე­ლა­ფე­რი იმი­ტომ, რომ ადა­მი­ანს რე­ა­ლუ­რად არ აქვს გან­ცდა, რომ ყო­ველ­დღი­ურ ყო­ფა­ში გა­უმკლავ­დეს აქ­ტუ­ა­ლურ პრობ­ლე­მებს. მთე­ლი ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ადა­მი­ა­ნი არის მო­წო­დე­ბუ­ლი რომ დაძ­ლი­ოს პრობ­ლე­მე­ბი. პრობ­ლე­მე­ბიც იმი­ტომ არ­სე­ბობს, რომ ისი­ნი იყოს დაძ­ლე­უ­ლი.

გა­ზა­ფხუ­ლი არის სი­ახ­ლის, ახა­ლი პე­რი­ო­დის და­წყე­ბის, ოპ­ტი­მის­ტუ­რი ხედ­ვის წი­ნა­პი­რო­ბა. ისე­თი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც ვერ ახერ­ხე­ბენ პრობ­ლე­მებ­თან ბრძო­ლას, უფრო კონ­ტრას­ტუ­რი ხდე­ბა ეს ყვე­ლა­ფე­რი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ამ დროს გა­აც­ნო­ბი­ე­რონ ის დის­კომ­ფორ­ტი, რო­მელ­შიც ისი­ნი იმ­ყო­ფე­ბი­ან და არა მხო­ლოდ დეკ­ლა­რი­რე­ბა გა­ა­კე­თონ და და­ა­ფიქ­სი­რონ თა­ვის გა­რე­მო­ში რომ მას უჭირს, არა­მედ იყოს გან­წყო­ბი­ლი - და­იხ­მა­როს სპე­ცი­ა­ლის­ტი თა­ვი­სი მდგო­მა­რე­ო­ბის ცვლი­ლე­ბა­ში.

ხში­რად ის­მის ფრა­ზა - საკ­მა­ოდ პო­პუ­ლა­რუ­ლი: "რას და­მეხ­მა­რე­ბა ფსი­ქო­ლო­გი, რო­დე­საც მე ჩემი პრობ­ლე­მე­ბი მაქვს და ის მე პრობ­ლე­მებს ვერ გა­მიქ­რობს". რე­ა­ლუ­რად ამ ადა­მი­ა­ნებს არ აქვთ პრო­ფე­სი­უ­ლი ცოდ­ნა და არ იცი­ან რომ ფსი­ქო­თე­რა­პია მხო­ლოდ ადა­მი­ა­ნის რე­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მის დაძ­ლე­ვას კი არ გუ­ლის­ხმობს, არა­მედ რო­დე­საც რე­ა­ლო­ბა უც­ვლე­ლია და ადა­მი­ანს ხე­ლა­რე­წი­ფე­ბა ამ პრობ­ლე­მებ­ზე ზე­გავ­ლე­ნის მოხ­დე­ნა - ფსი­ქო­თე­რა­პია და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის ცვლი­ლე­ბა­ში უწყობს მას ხელს. რო­დე­საც იც­ვლე­ბა გან­წყო­ბა, რე­ა­ლო­ბა სხვა­ნა­ი­რად გა­მო­ი­ყუ­ი­რე­ბა. სწო­რედ ამ გან­წყო­ბის ცვლი­ლე­ბა­ზე ვმუ­შა­ობთ ჩვენ და მინ­და ვა­ნუ­გე­შო მა­ყუ­რე­ბე­ლი, რომ ფსი­ქო­თე­რა­პი­ა­ში ყო­ველ­დღი­უ­რად არის მსგავ­სი შემ­თხვევ­ბი.

- სხვადსხვა სა­ი­ტებ­ზე ხში­რად წაგ­ვი­კი­თხავს, "საკ­ვე­ბი, რო­მე­ლიც სტრესს მო­გიხ­სნით" მარ­თლა არის კვე­ბა­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი სტრე­სი?

- კვე­ბას და ნე­ბის­მი­ერ სა­კითხს, რო­მელ­თა­ნაც ჩვენ ვართ სუ­ბი­ექ­ტუ­რად შე­ხე­ბა­ში, რა თქმა უნდა აქვს გავ­ლე­ნა. რე­ა­ლო­ბა გავ­ლე­ნას ახ­დენს ჩვენს გუ­ნე­ბა-გან­წყო­ბა­ზე. საკ­ვე­ბი ერთ-ერთი ძლი­ერ­მოქ­მე­დი კომ­პო­ნენ­ტია გუ­ნე­ბა-გან­წყო­ბის ცვლი­ლე­ბა­ზე. აქ შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ ყვე­ლა ის საკ­ვე­ბი, რო­მე­ლიც ადა­მი­ანს უყ­ვარს და მას სი­ა­მოვ­ნე­ბას ანი­ჭებს იწ­ვევს თა­ვის ტვი­ნის ჰორ­მო­ნე­ბის აქ­ტი­ვა­ცი­ას, რო­მელ­საც სი­ა­მოვ­ნე­ბის ჰორ­მონ­საც უწო­დე­ბენ. რაც თა­ვის­თა­ვად ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის ძა­ლი­ან სა­სარ­გებ­ლოა. შო­კო­ლა­დი და სხვა ტკბი­ლი საკ­ვე­ბი (რა თქმა უნდა ზო­მი­ე­რად) არის ან­ტი­დეპ­რე­სი­უ­ლი ზე­მოქ­მე­დი.

- რას ნიშ­ნავს ხან­მოკ­ლე და ქრო­ნი­კუ­ლი სტრე­სი, ადა­მი­ა­ნი ეჩ­ვე­ვა ამ მდგო­მა­რე­ო­ბას და იგი ხდე­ბა მისი ცხოვ­რე­ბის ნა­წი­ლი?

- ხან­მოკ­ლე სტრე­სი არის ის სტი­მუ­ლე­ბი, ის გა­მა­ღი­ზი­ა­ნე­ბე­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში გა­მოწ­ვე­ვას წარ­მო­ად­გენს. ჩვენ უნდა ვი­აქ­ტი­უ­როთ, ჩვენ უნდა გა­დავ­დგათ ნა­ბი­ჯე­ბი ამ სტრე­სის რე­გუ­ლა­ცი­ის­კენ. უნდა გა­ვი­აზ­როთ პრობ­ლე­მუ­რი სა­კი­თხე­ბი და გა­მო­სა­ვალ­ზე ვი­ყოთ ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლე­ბი. როცა პრო­ცეს­ში აზ­როვ­ნე­ბაა ჩარ­თუ­ლი და ბრძო­ლის უნა­რი არის გა­აქ­ტი­უ­რე­ბუ­ლი, ამ ადა­მი­ა­ნი აზ­როვ­ნებს, ფიქ­რობს, აკე­თებს არ­ჩე­ვანს, გა­მო­ხა­ტავს თა­ვი­სუ­ფალ ნე­ბას და ამ გზით ჭრის პრობ­ლე­მებს. ხან­მოკ­ლე სტრე­სი ასე­თი სა­ხით უნდა იყოს გა­დაჭ­რი­ლი.

ხან­მოკ­ლე სტრე­სი ჩვენ ყო­ველ­დღი­უ­რად გვაქვს. ხან­და­ხან მძაფ­რი სი­ხა­რუ­ლიც სტრე­სია. ის, რაც ში­ნა­გა­ნი წო­ნას­წო­რო­ბი­დან მო­მენ­ტა­ლუ­რად გა­მომ­ყვა­ნია, ყვე­ლა­ფე­რი სტრე­სად შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს. ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­მელ­ბიც ვერ ახერ­ხე­ბენ სუ­ბი­ექ­ტუ­რი, თუ ობი­ექ­ტუ­რი მი­ზე­ზე­ბის გამო ამ სტრე­სებ­თან გამ­კლა­ვე­ბას, სრუ­ლი­ად შე­საძ­ლე­ბე­ლია პრობ­ლე­მა გა­და­ი­ზარ­დოს ქრო­ნი­კულ, დრო­ში გა­ხან­გრძლი­ვე­ბულ სტრეს­ო­რად, რო­მე­ლიც შემ­დგომ­ში უკვე გარ­თუ­ლე­ბებს გა­მო­იწ­ვევს. გარ­თუ­ლე­ბე­ბი შე­იძ­ლე­ბა იყოს სხვადსხვა სა­ხის. თუ ეს სტრე­სი ძა­ლი­ან გა­ხან­გრძლივ­და, შე­საძ­ლე­ბე­ლია ფი­ზი­კუ­რი დის­კომ­ფორ­ტის სიპ­ტო­მებ­ში გა­და­ი­ზარ­დოს, რა­საც სო­მა­ტი­ზა­ცი­ას ვუ­წო­დებთ და სო­მა­ტი­ზი­რე­ბუ­ლი გახ­დეს ესა თუ ის სტრე­სი.

- რო­გო­რია სტრე­სუ­ლი ფაქ­ტო­რე­ბის ხან­გრძლი­ვი მოქ­მე­დე­ბის შე­დე­გე­ბი?

- ხან­გრძლი­ვი მოქ­მე­დე­ბის ფაქ­ტო­რე­ბი, გა­მო­ი­ხა­ტე­ბა ფი­ზი­კუ­რი დის­კომ­ფორ­ტის სიპ­ტო­მებ­ში. მა­გა­ლი­თად, ადა­მი­ანს აწუ­ხებს გული, აქვს კუჭ­ნაწ­ლა­ვის პრობ­ლე­მა, რო­მე­ლიც კვლე­ვე­ბის შე­დე­გად არ დგინ­დე­ბა. შე­იძ­ლე­ბა თა­ვის ტკი­ვი­ლე­ბი და უძი­ლო­ბა და­ი­წყოს. ამას ჩვენ ვუ­წო­დებთ რე­ა­ლუ­რად ფუნ­ქცი­ო­ნა­ლურ დარ­ღვე­ვას. რაც ნიშ­ნავს, რომ ორ­გა­ნო ჯერ არ არის და­ა­ვა­დე­ბუ­ლი, მაგ­რამ სტრე­სუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა კონ­კრე­ტულ სის­ტე­მა­ზე, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე სუს­ტია დიდ გავ­ლე­ნას ახ­დენს. ფუნ­ქცი­ო­ნა­ლუ­რი დარ­ღვე­ვა არის სიგ­ნა­ლი, რომ ადა­მი­ანს აქვს პრობ­ლე­მა, რო­მელ­საც სჭირ­დე­ბა აუ­ცი­ლებ­ლად ყუ­რა­დღე­ბა. ფი­ზი­კუ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბი პირ­და­პირ არ­სდროს ვლინ­დე­ბა, ადა­მი­ანს და­სა­წყის­ში აქვს ჩი­ვი­ლე­ბი, რო­მე­ლიც არის მო­წო­დე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბის მიქ­ცე­ვის­თვის და თუკი ადა­მი­ა­ნი უყუ­რა­დღე­ბოა, სი­ზარ­მა­ცის ფე­ნო­მე­ნი ძა­ლი­ან ცუდი შე­დე­გე­ბის მქო­ნეა.

ადა­მი­ა­ნებს, ასეთ დეპ­რე­სი­ულ, აპა­ტი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ძალა არ ჰყოფ­ნით, რომ მი­ხე­დონ თა­ვი­ანთ თავს და მი­ა­კი­თხონ იმ ინ­სტან­ცი­ას, რო­მე­ლიც და­ად­გენს რა ჩი­ვი­ლე­ბი აქვს მას და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე აქვს თუ არა მას პრობ­ლე­მა. თუ დრო­უ­ლად არ მო­ხერ­ხდა ჩა­რე­ვა, შე­საძ­ლე­ბე­ლია ის გა­და­ი­ზარ­დოს ორ­გა­ნულ და­ა­ვა­დე­ბებ­ში. ამი­ტომ ფსი­ქო­სო­მა­ტუ­რი მიდ­გო­მა გუ­ლის­ხმობს , გა­ხან­გრძლი­ვე­ბულ სტრე­სულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში (მატ­რამ­ვი­რე­ბე­ლი სტრე­სი შეგ­ვიძ­ლია ვუ­წო­დოთ) - ადა­მი­ა­ნი თავს ვერ გრძნობს კარ­გად არამ­ხო­ლოდ ფსი­ქო-ემო­ცი­უ­რად, არა­მედ ფი­ზი­კუ­რად, რად­გან ადა­მი­ა­ნი არის ფსი­ქო-ფი­ზი­კუ­რი მთლი­ა­ნო­ბა. შე­უძ­ლე­ბე­ლია ფი­ზი­კუ­რად გვა­წუ­ხებ­დეს რამე და კარგ გუ­ნე­ბა-გან­წყო­ბა­ზე ვი­ყოთ და პი­რი­ქით, რო­დე­საც ჩვე­ნი ფსი­ქო­ე­მო­ცი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა არას­ტა­ბი­ლუ­რია,- ამას არ მივ­ხე­დეთ, ეს ყვე­ლა­ფე­რი ფი­ზი­კურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე სე­რი­ო­ზუ­ლად აი­სა­ხე­ბა.

- რო­გორ დავძლი­ოთ სტრე­სუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა?

- პირ­ველ რიგ­ში ადა­მი­ანს ჭირ­დე­ბა სა­კუ­თა­რი თა­ვის თვით დაკ­ვირ­ვე­ბა. ადა­მი­ა­ნი უნდა იყოს ყუ­რა­დღე­ბის ფო­კუს­ში. ეს ნიშ­ნავს, რომ ჩვენ ყუ­რა­დღე­ბას უნდა ვაქ­ცევ­დეთ რა გვე­ფიქ­რე­ბა, რას ვგრძნობთ, რა ფი­ზი­კუ­რი შეგ­რძნე­ბე­ბი გვაქვს. ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია რამ­დე­ნად აქვს ადა­მი­ანს ეს ფი­ზი­კუ­რი შეგ­რძნე­ბე­ბი. ფსი­ქო­თე­რა­პი­ის ერთ-ერთი მი­ზა­ნი სწო­რედ ის არის, რომ და­ეხ­მა­როს ადა­მი­ანს ეს კონ­ტაქ­ტი აღ­დგეს და გან­ვი­თარ­დეს.

რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი ახ­დენს სა­კუ­თა­რი თა­ვის ობი­ექ­ტი­ვი­ზა­ცი­ას, ის აც­ნო­ბი­ე­რებს, ხვდე­ბა და აღიქ­ვამს რა აწუ­ხებს. რა აზ­რე­ბია მის­თვის გარ­კვე­უ­ლი ღელ­ვის და წუ­ხი­ლის მომ­ტა­ნი. არ­სე­ბობს სქე­მა: ადა­მი­ანს აქვს აზრი, რო­მე­ლიც გარ­კვე­უ­ლი ში­ნა­არ­სობ­რი­ვი დატ­ვირ­თვის მქო­ნეა. აზრს აქვს ემო­ცი­უ­რი მუხ­ტი - პო­ზი­ტი­უ­რი, ან ნე­გა­ტი­უ­რი. შემ­დგომ­ში რაც უფრო ძლი­ე­რია ეს ემო­ცი­ო­უ­რი ფონი ეს უკვე აი­სა­ხე­ბა სხე­უ­ლებ­რი­ვად. როცა ადა­მი­ა­ნი ახ­დენს ამის აღ­ქმას და გაც­ნო­ბი­ე­რე­ბას, მა­შინ ის უმკლავ­დებს სტრესს. ის აც­ნო­ბი­ე­რებს რა პრობ­ლე­მა დგას მის წი­ნა­შე. იწყებს ამ პრობ­ლე­მის გა­აზ­რე­ბას და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის გა­მო­მუ­შა­ვე­ბას. შე­იძ­ლე­ბა მყი­სი­ე­რად ვერ ხერ­ხდე­ბა ამის დაძ­ლე­ვა, მაგ­რამ კარ­გად იაზ­რებს და ერთ ფო­კუს­ში აქ­ცევს თა­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბებს და რე­სურ­სებს. ად­გენს სტრა­ტე­გი­ას, თუ რო­გორ და­იძ­ლე­ვა ესა თუ ის პრობ­ლე­მა.

- წარ­სულ­ში ფი­ზი­კუ­რი ნაკ­ლის გამო (კუ­ზის) ბევ­რმა დამ­ჩაგ­რა. ამის გამო სახ­ლში ვი­ყა­ვი ჩა­კე­ტი­ლი. გა­მო­ვე­დი მხო­ლოდ მა­შინ, როცა ოპე­რა­ცია გა­ვი­კე­თე და მდგო­მა­რე­ო­ბა შე­და­რე­ბით გა­უმ­ჯო­ბეს­და მაგ­რამ დღემ­დე ცუ­დად ვარ წარ­სუ­ლის გამო. კომ­პლექ­სე­ბი შე­მომ­რჩა. გუ­ლის სიღ­რმე­ში სევ­დი­ა­ნი ვარ და ყო­ველ სა­ღა­მოს, როცა მარ­ტო ვრჩე­ბი სულ წარ­სულ­ზე ვფიქ­რობ. ბევ­რჯერ ამ ყვე­ლა­ფერს თვით­მკვლე­ლო­ბამ­დეც მი­ვუყ­ვა­ნი­ვარ თუმ­ცა დე­დის გამო ყო­ველ­თვის უარს ვამ­ბობ­დი ბოლო წამს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა რომ ძა­ლი­ან კარ­გი სა­მე­გობ­რო წრე გა­ვი­ჩი­ნე, რომ­ლე­ბიც ზედ მყვე­ბი­ან, მა­ინც მარ­ტო­ო­ბა და ფიქ­რი მირ­ჩევ­ნია. ცოტა ეგო­ის­ტიც გავ­ხდი და იქ­ნებ რამე მირ­ჩი­ოთ რო­გორ დავძლიო დეპ­რე­სი­უ­ლი დღე­ე­ბი რაც დღემ­დე მაქვს...

- ადა­მი­ა­ნი მო­წო­დე­ბუ­ლია, იმის­თვის, რომ მან მის ცხოვ­რე­ბა­ში რა­ღაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და სასრგებ­ლო საქ­მე აკე­თოს. ადა­მი­ა­ნი არის შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ნა­ტუ­რის და ბუ­ნე­ბის მქო­ნე. შე­მოქ­მე­დე­ბა­ში მხო­ლოდ ხე­ლოვ­ნე­ბა არ იგუ­ლის­ხმე­ბა. ეს არის ქმნა რა­ღაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნის, რა­ღაც ფა­სუ­ლის, ეს ფა­სუ­ლო­ბე­ბი არის ძა­ლი­ან ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი.

ჩვენ თი­თო­ე­ულს გვაქვს ჩვე­ნი ში­ნა­გა­ნი ათ­ვლა, ფა­სე­უ­ლო­ბა­თა სის­ტე­მა, რომ­ლის მიხდვი­თაც ჩვენ ვცხოვ­რობთ. ჩვე­ნი პრო­ფე­სი­უ­ლი ათ­ვლაც ამ ფა­სე­უ­ლო­ბა­თა სის­ტე­მა­შია მოქ­ცე­უ­ლი. თუ ადა­მი­ა­ნი ვერ ახერ­ხებს თვით რე­ა­ლი­ზა­ცი­ას, რაც გუ­ლის­ხმობს აქ­ტი­ვა­ცი­ას, რაც მის­თვის არის სა­სი­ა­მოვ­ნო, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და ფა­სე­უ­ლო­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბის მქო­ნე, ანუ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ის და­კავ­დეს, აღ­მო­ა­ჩი­ნოს (თუ არ აქვს ნა­პოვ­ნი) საყ­ვა­რე­ლი საქ­მე. მას შე­უძ­ლია გა­ა­კე­თოს ყვე­ლა­ფე­რი- ხეზე ჭრი­დან და­წყე­ბუ­ლი, დამ­თავ­რე­ბუ­ლი ფეხ­საც­მლის შე­კე­თე­ბით.

აუ­ცი­ლე­ბე­ლია თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნი ვის­წრა­ფო­დეთ, რომ ვა­კე­თებ­დეთ სასრგებ­ლო საქ­მეს. ეს სარ­გებ­ლო­ბის ცნე­ბა ჩვენ­ში არის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი.

მეს­მის რომ ამ ადა­მი­ანს აქვს რე­ა­ლუ­რი პი­რო­ბე­ბი იმის­თვის, რომ იყოს ხში­რად დათ­რგუ­ნულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, მაგ­რამ მას შე­უძ­ლია თა­ვის თავს ხელი შე­უ­წყოს იმით, რომ მან აკე­თოს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და სა­სარ­გებ­ლო საქ­მე. მათ შო­რის ქველ­მოქ­მე­დე­ბა, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან ამაღ­ლებს თვით­შე­ფა­სე­ბას.

რო­დე­საც ჩვენ ვსა­უბ­რობთ ნევ­რო­ზულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე ძა­ლი­ან ზო­გა­დია ეს რე­კო­მენ­და­ცია. ასე ად­ვი­ლად ვერ ხერ­ხდე­ბა გარ­კვე­უ­ლი სა­კი­თხე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბა და შეს­რუ­ლე­ბა. რე­კო­მენ­და­ცია არ არის ფსი­ქო­თე­რა­პია. ფსი­ქო­თე­რა­პია არის,- ადა­მი­ან­მა იპო­ვოს უკე­თე­სი, უნი­კა­ლუ­რი გა­მო­სა­ვა­ლი, მან თვი­თონ მო­ძებ­ნოს პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რის გზა. სხვა­ზე ზრუნ­ვა, იმის გან­ცდა, რომ შენ ხარ სა­ჭი­რო, შენ ხარ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და შენ აკე­თებ სი­კე­თეს, ეს იმ­დე­ნად სა­სი­ა­მოვ­ნო გან­ცდე­ბის მომ­ტა­ნია, რომ ეს სი­ა­მოვ­ნე­ბა, რო­მე­ლიც სუ­ლი­ე­რია, ადა­მი­ანს ძა­ლი­ან უმაღ­ლებს თვით­შე­ფა­სე­ბას.

იხი­ლეთ ვი­დეო

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"ფიზიკური ნაკლის გამო ბევრმა დამჩაგრა... ამას თვითმკვლელობამდეც მივუყვანივარ" - ფსიქოლოგის რჩევები მკითხველს, როგორ დაძლიონ დეპრესია და სტრესი

"ფიზიკური ნაკლის გამო ბევრმა დამჩაგრა... ამას თვითმკვლელობამდეც მივუყვანივარ" - ფსიქოლოგის რჩევები მკითხველს, როგორ დაძლიონ დეპრესია და სტრესი

ყოფითი მრავალი პრობლემიდან ყველაზე უფრო ამოუცნობი ალბათ თავად ადამიანის ბუნებაა. კვლევები ამ მიმართულებით დიდი ხანია მიმდინარეობს, მაგრამ საქმეს ართულებს ის, რომ თითოეული ადამიანი უნიკალურია და ყველა ერათმანეთისაგან განვსხვავდებით.

გარემოში მიმდინარე ნეგატიური ფაქტორები ადამიანებზე დიდ გავლენას ახდენს. ხშირ შემთხვევაში ეს ყველაფერი დეპრესიას იწვევს.

რა არის დეპრესია, როგორ დავძლიოთ ის და როგორ მოვაგვაროთ ურთიერთობა ერთმანეთში - მკითხველის მიერ დასმულ შეკითხვებს ევროპაში აკრედიტებული ფსიქოთერაპევტი, ფსიქოლოგიის დორქორი, პროფესორი თეა გოგოტიშვილი პასუხობს:

- რა შემთხვევაში ვლინდება ყველაზე ხშირად სტრესული მდგომარეობა?

- შეგვიძლია ვთქვათ, რომ მკვეთრი კლიმატური პირობები ახდენს ზეგავლენას ჩვენ რეალობაზე, ფიზიკურ მდგომარეობაზე, რომელიც აისახება ჩვენს ფსიქო-ემოციურ ფონზე.

გაზაფხული მზიანი პერიოდია და აქედან გამომდინარე მზის სხივები ითვლება ანტიდეპრესიული გავლენის მქონე გარე ფაქტორად. ამას გარდა, ბუნება იწყებს აყვავებას და ადამიანს ოპტიმისტური განწყობა უფრო ექმნება. დეპრესიას ხშირად პრობლემის მიმართ შინაგანი პასიურობა, ანუ კაპიტულანტური დამოკიდებულება იწვევს.

დეპრესია არის უიმედობა, რაც იწვევს ფსიქო-ფიზიკური ძალის განვლევადობას. ეს არის ხელჩაქნეული მდგომარეობა, სადაც აღარ არსებობს ხალისი და შინაგანი სტიმულები. ეს ყველაფერი იმიტომ, რომ ადამიანს რეალურად არ აქვს განცდა, რომ ყოველდღიურ ყოფაში გაუმკლავდეს აქტუალურ პრობლემებს. მთელი ცხოვრების განმავლობაში ადამიანი არის მოწოდებული რომ დაძლიოს პრობლემები. პრობლემებიც იმიტომ არსებობს, რომ ისინი იყოს დაძლეული.

გაზაფხული არის სიახლის, ახალი პერიოდის დაწყების, ოპტიმისტური ხედვის წინაპირობა. ისეთი ადამიანებისთვის, რომლებიც ვერ ახერხებენ პრობლემებთან ბრძოლას, უფრო კონტრასტური ხდება ეს ყველაფერი და მნიშვნელოვანია ამ დროს  გააცნობიერონ ის დისკომფორტი, რომელშიც ისინი იმყოფებიან და არა მხოლოდ დეკლარირება გააკეთონ და დააფიქსირონ თავის გარემოში რომ მას უჭირს, არამედ იყოს განწყობილი - დაიხმაროს სპეციალისტი თავისი მდგომარეობის ცვლილებაში.

ხშირად ისმის ფრაზა - საკმაოდ პოპულარული: "რას დამეხმარება ფსიქოლოგი, როდესაც მე ჩემი პრობლემები მაქვს და ის მე პრობლემებს ვერ გამიქრობს". რეალურად ამ ადამიანებს არ აქვთ პროფესიული ცოდნა და არ იციან რომ ფსიქოთერაპია მხოლოდ ადამიანის რეალური პრობლემის დაძლევას კი არ გულისხმობს, არამედ როდესაც რეალობა უცვლელია და ადამიანს ხელარეწიფება ამ პრობლემებზე ზეგავლენის მოხდენა - ფსიქოთერაპია დამოკიდებულების ცვლილებაში უწყობს მას ხელს. როდესაც იცვლება განწყობა, რეალობა სხვანაირად გამოიყუირება. სწორედ ამ განწყობის ცვლილებაზე ვმუშაობთ ჩვენ და მინდა ვანუგეშო მაყურებელი, რომ ფსიქოთერაპიაში ყოველდღიურად არის მსგავსი შემთხვევბი.

- სხვადსხვა საიტებზე ხშირად წაგვიკითხავს, "საკვები, რომელიც სტრესს მოგიხსნით" მართლა არის კვებაზე დამოკიდებული სტრესი?

- კვებას და ნებისმიერ საკითხს, რომელთანაც ჩვენ ვართ სუბიექტურად შეხებაში, რა თქმა უნდა აქვს გავლენა. რეალობა გავლენას ახდენს ჩვენს გუნება-განწყობაზე. საკვები ერთ-ერთი ძლიერმოქმედი კომპონენტია გუნება-განწყობის ცვლილებაზე. აქ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველა ის საკვები, რომელიც ადამიანს უყვარს და მას სიამოვნებას ანიჭებს იწვევს თავის ტვინის ჰორმონების აქტივაციას, რომელსაც სიამოვნების ჰორმონსაც უწოდებენ. რაც თავისთავად ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლოა. შოკოლადი და სხვა ტკბილი საკვები (რა თქმა უნდა ზომიერად) არის ანტიდეპრესიული ზემოქმედი.

- რას ნიშნავს ხანმოკლე და ქრონიკული სტრესი, ადამიანი ეჩვევა ამ მდგომარეობას და იგი ხდება მისი ცხოვრების ნაწილი?

- ხანმოკლე სტრესი არის ის სტიმულები, ის გამაღიზიანებელი გარემოებები, რომლებიც ჩვენს ცხოვრებაში გამოწვევას წარმოადგენს. ჩვენ უნდა ვიაქტიუროთ, ჩვენ უნდა გადავდგათ ნაბიჯები ამ სტრესის რეგულაციისკენ. უნდა გავიაზროთ პრობლემური საკითხები და გამოსავალზე ვიყოთ ორიენტირებულები. როცა პროცესში აზროვნებაა ჩართული და ბრძოლის უნარი არის გააქტიურებული, ამ ადამიანი აზროვნებს, ფიქრობს, აკეთებს არჩევანს, გამოხატავს თავისუფალ ნებას და ამ გზით ჭრის პრობლემებს. ხანმოკლე სტრესი ასეთი სახით უნდა იყოს გადაჭრილი.

ხანმოკლე სტრესი ჩვენ ყოველდღიურად გვაქვს. ხანდახან მძაფრი სიხარულიც სტრესია. ის, რაც შინაგანი წონასწორობიდან მომენტალურად გამომყვანია, ყველაფერი სტრესად შეიძლება ჩაითვალოს. ადამიანები, რომელბიც ვერ ახერხებენ სუბიექტური, თუ ობიექტური მიზეზების გამო ამ სტრესებთან გამკლავებას, სრულიად შესაძლებელია  პრობლემა გადაიზარდოს ქრონიკულ, დროში გახანგრძლივებულ სტრესორად, რომელიც შემდგომში უკვე გართულებებს გამოიწვევს. გართულებები შეიძლება იყოს სხვადსხვა სახის. თუ ეს სტრესი ძალიან გახანგრძლივდა, შესაძლებელია ფიზიკური დისკომფორტის სიპტომებში გადაიზარდოს, რასაც სომატიზაციას ვუწოდებთ და სომატიზირებული გახდეს ესა თუ ის სტრესი.

- როგორია სტრესული ფაქტორების ხანგრძლივი მოქმედების შედეგები?

- ხანგრძლივი მოქმედების ფაქტორები, გამოიხატება ფიზიკური დისკომფორტის სიპტომებში. მაგალითად, ადამიანს აწუხებს გული, აქვს კუჭნაწლავის პრობლემა, რომელიც კვლევების შედეგად არ დგინდება. შეიძლება თავის ტკივილები და უძილობა დაიწყოს. ამას ჩვენ ვუწოდებთ რეალურად ფუნქციონალურ დარღვევას. რაც ნიშნავს, რომ ორგანო ჯერ არ არის დაავადებული, მაგრამ სტრესული მდგომარეობა კონკრეტულ სისტემაზე, რომელიც ყველაზე სუსტია დიდ გავლენას ახდენს. ფუნქციონალური დარღვევა არის სიგნალი, რომ ადამიანს აქვს პრობლემა, რომელსაც სჭირდება აუცილებლად ყურადღება. ფიზიკური დაავადებები პირდაპირ არსდროს ვლინდება, ადამიანს დასაწყისში აქვს ჩივილები, რომელიც არის მოწოდებული ყურადღების მიქცევისთვის და თუკი ადამიანი უყურადღებოა, სიზარმაცის ფენომენი ძალიან ცუდი შედეგების მქონეა.

ადამიანებს, ასეთ დეპრესიულ, აპატიურ მდგომარეობაში ძალა არ ჰყოფნით, რომ მიხედონ თავიანთ თავს და მიაკითხონ იმ ინსტანციას, რომელიც დაადგენს რა ჩივილები აქვს მას და აქედან გამომდინარე აქვს თუ არა მას პრობლემა. თუ დროულად არ მოხერხდა ჩარევა, შესაძლებელია ის გადაიზარდოს ორგანულ დაავადებებში. ამიტომ ფსიქოსომატური მიდგომა გულისხმობს , გახანგრძლივებულ სტრესულ მდგომარეობაში (მატრამვირებელი სტრესი შეგვიძლია ვუწოდოთ) - ადამიანი თავს ვერ გრძნობს კარგად არამხოლოდ ფსიქო-ემოციურად, არამედ ფიზიკურად, რადგან ადამიანი არის ფსიქო-ფიზიკური მთლიანობა. შეუძლებელია ფიზიკურად გვაწუხებდეს რამე და კარგ გუნება-განწყობაზე ვიყოთ და პირიქით, როდესაც ჩვენი ფსიქოემოციური მდგომარეობა არასტაბილურია,- ამას არ მივხედეთ, ეს ყველაფერი ფიზიკურ მდგომარეობაზე სერიოზულად აისახება.

- როგორ დავძლიოთ სტრესული მდგომარეობა?

- პირველ რიგში ადამიანს ჭირდება საკუთარი თავის თვით დაკვირვება. ადამიანი უნდა იყოს ყურადღების ფოკუსში. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ყურადღებას უნდა ვაქცევდეთ რა გვეფიქრება, რას ვგრძნობთ, რა ფიზიკური შეგრძნებები გვაქვს. ძალიან მნიშვნელოვანია რამდენად აქვს ადამიანს ეს ფიზიკური შეგრძნებები. ფსიქოთერაპიის ერთ-ერთი მიზანი სწორედ  ის არის, რომ დაეხმაროს ადამიანს ეს კონტაქტი აღდგეს და განვითარდეს.

როდესაც ადამიანი ახდენს საკუთარი თავის ობიექტივიზაციას, ის აცნობიერებს, ხვდება და აღიქვამს რა აწუხებს. რა აზრებია მისთვის გარკვეული ღელვის და წუხილის მომტანი. არსებობს სქემა: ადამიანს აქვს აზრი, რომელიც გარკვეული შინაარსობრივი დატვირთვის მქონეა. აზრს აქვს ემოციური მუხტი - პოზიტიური, ან ნეგატიური. შემდგომში რაც უფრო ძლიერია ეს ემოციოური ფონი ეს უკვე აისახება სხეულებრივად. როცა ადამიანი ახდენს ამის აღქმას და გაცნობიერებას, მაშინ ის უმკლავდებს სტრესს. ის აცნობიერებს რა პრობლემა დგას მის წინაშე. იწყებს ამ პრობლემის გააზრებას და დამოკიდებულების გამომუშავებას. შეიძლება მყისიერად ვერ ხერხდება ამის დაძლევა, მაგრამ  კარგად იაზრებს და ერთ ფოკუსში აქცევს თავის შესაძლებლობებს და რესურსებს. ადგენს სტრატეგიას, თუ როგორ დაიძლევა ესა თუ ის პრობლემა.

- წარსულში ფიზიკური ნაკლის გამო (კუზის) ბევრმა დამჩაგრა. ამის გამო სახლში ვიყავი ჩაკეტილი. გამოვედი მხოლოდ მაშინ, როცა ოპერაცია გავიკეთე და მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდა მაგრამ დღემდე ცუდად ვარ წარსულის გამო.  კომპლექსები შემომრჩა. გულის სიღრმეში სევდიანი ვარ და ყოველ საღამოს, როცა მარტო ვრჩები სულ წარსულზე ვფიქრობ. ბევრჯერ ამ ყველაფერს თვითმკვლელობამდეც მივუყვანივარ თუმცა დედის გამო ყოველთვის უარს ვამბობდი ბოლო წამს. მიუხედავად იმისა რომ ძალიან კარგი სამეგობრო წრე გავიჩინე, რომლებიც ზედ მყვებიან, მაინც მარტოობა და ფიქრი მირჩევნია. ცოტა ეგოისტიც გავხდი და იქნებ რამე მირჩიოთ როგორ დავძლიო დეპრესიული დღეები რაც დღემდე მაქვს...

- ადამიანი მოწოდებულია, იმისთვის, რომ მან მის ცხოვრებაში რაღაც მნიშვნელოვანი და სასრგებლო საქმე აკეთოს. ადამიანი არის შემოქმედებითი ნატურის და ბუნების მქონე. შემოქმედებაში მხოლოდ ხელოვნება არ იგულისხმება. ეს არის ქმნა რაღაც მნიშვნელოვანის, რაღაც ფასულის, ეს ფასულობები არის ძალიან ინდივიდუალური.

ჩვენ თითოეულს გვაქვს ჩვენი შინაგანი ათვლა, ფასეულობათა სისტემა, რომლის მიხდვითაც ჩვენ ვცხოვრობთ. ჩვენი პროფესიული ათვლაც ამ ფასეულობათა სისტემაშია მოქცეული. თუ ადამიანი ვერ ახერხებს თვით რეალიზაციას, რაც გულისხმობს აქტივაციას, რაც მისთვის არის სასიამოვნო, მნიშვნელოვანი და ფასეულობის ღირებულების მქონე, ანუ მნიშვნელოვანია ის დაკავდეს, აღმოაჩინოს (თუ არ აქვს ნაპოვნი) საყვარელი საქმე. მას შეუძლია გააკეთოს ყველაფერი- ხეზე ჭრიდან დაწყებული, დამთავრებული ფეხსაცმლის შეკეთებით.

აუცილებელია თითოეული ჩვენგანი ვისწრაფოდეთ, რომ ვაკეთებდეთ სასრგებლო საქმეს. ეს სარგებლობის ცნება ჩვენში არის ინდივიდუალური.

მესმის რომ ამ ადამიანს აქვს რეალური პირობები იმისთვის, რომ იყოს ხშირად დათრგუნულ მდგომარეობაში, მაგრამ მას შეუძლია თავის თავს ხელი შეუწყოს იმით, რომ მან აკეთოს მნიშვნელოვანი და სასარგებლო საქმე. მათ შორის ქველმოქმედება, რომელიც ძალიან ამაღლებს თვითშეფასებას.

როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ნევროზულ მდგომარეობაზე ძალიან ზოგადია ეს რეკომენდაცია. ასე ადვილად ვერ ხერხდება გარკვეული საკითხების რეალიზება და შესრულება. რეკომენდაცია არ არის ფსიქოთერაპია. ფსიქოთერაპია არის,- ადამიანმა იპოვოს უკეთესი, უნიკალური გამოსავალი, მან თვითონ მოძებნოს პრობლემის გადაჭრის გზა. სხვაზე ზრუნვა, იმის განცდა, რომ შენ ხარ საჭირო, შენ ხარ მნიშვნელოვანი და შენ აკეთებ სიკეთეს, ეს იმდენად სასიამოვნო განცდების მომტანია, რომ ეს სიამოვნება, რომელიც სულიერია, ადამიანს ძალიან უმაღლებს თვითშეფასებას.

იხილეთ ვიდეო

ალკოჰოლის მიღება და უზიარებლობა მარხვის დროს - რა უნდა იცოდეს მართლმადიდებელმა მარხვის შესახებ

რა არის აზიური ფაროსანა და უქმნის თუ არა ჯანმრთელობას საფრთხეს?

რა არის დეჰიდრატაცია და როგორ ვუმკურნალოთ მას