ერთი უწესო, გაუაზრებელი, ექსცენტრიკული საქციელი და... ფოტოშარჟები, რომლითაც გუშინ ერი მაგრად გაერთო

ერთი უწესო, გაუაზრებელი, ექსცენტრიკული საქციელი და... ფოტოშარჟები, რომლითაც გუშინ ერი მაგრად გაერთო

ერთი უწესო, გაუაზრებელი, ექსცენტრიკული საქციელი და წამში ქალაქში თითით საჩვენებელი ხდები...

აი, მაგალითად, ის გოგო, პატრული რომ შეურაცხყო, ბილწსიტყვაობის კორიანტელი რომ დააყენა და პოლიციის მაღალჩინოსნებთან გადარეკვა-გადმორეკვით რომ იყო დაკავებული, გუშინ ელვისებურად გაპოპულარულდა.

ერთ-ერთი პოეტურ ფრაზასაც მოვიშველიებ: "ბავშვმაც კი იცის, ვინ არის ეკა". დიახ, ეკა ყუშიტაშვილის ნამოქმედარზე სრულიად ერმა იცინა, ოღონდ, სიმწრით...

როგორც თავად ქალბატონმა ეკამ ბრძანა, ის არაფერს ნანობს და ამ ყველაფერში სრულიად უბრალოა, რადაგანაც პატრული თავად გადაეკიდა და რაც დაიმსახურა "იმ პატრულმა, ის მიიღო"...

მოკლედ, ეკამ, გუშინ გავრცელებული ვიდეოთი, საკუთარი "ძლევამოსილება" გამოამჟღავნა და დაამტკიცა.

მისი ნამოქმედარი ყველა საინფორმაციო სამსახურის მთავარ თემად იქცა. მასზე შექმნილი ნიუსები კითხვადი აღმოჩნდა. დიდი ალბათობით, ეკა არაერთი იუმორისტული შოუს ამოჩემებული პერსონაჟიც გახდება; შეიძლება, პოპულარული შოუების სტუმარიც გახდეს.

"ფეისბუქზე" გუშინ ბევრი ცნობილი ეკა პირად გვერდებზე სახელის შეცვლაზეც ალაპარაკდა. ფოტოშოპის ლომებმა კი წამებში ქალბატონი ეკა "დაამუშავეს". ადამიანის ფანტაზიას ხომ საზღვარი არ აქვს და მათი ნამუშევრებიც შესაბამისად, უკიდეგანოდ მრავალფეროვანი აღმოჩნდა...

ახლა კი ეკას თემაზე შექმნილ გამონათქვამებს, ფოტოებს, ნახატებს გთავაზობთ, რომლითაც გუშინ ერი მაგრად "გაერთო"...

იხილეთ ფოტოგალერეა

მეტი ინფორმაციისთვის| VIDEO

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია