საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ადრე თუ გვიან, რიკოშეტით ღარიბაშვილზე გავლენ"
"ადრე თუ გვიან, რიკოშეტით ღარიბაშვილზე გავლენ"

იური ვა­ზა­გაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბა, ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის გა­დად­გო­მა, ლა­რის კურ­სის მკვეთ­რი ვარ­დნა, შექ­მნის თუ არა ქვე­ყა­ნა­ში პო­ლი­ტი­კურ კრი­ზისს? - ამ და სხვა სა­კი­თხებ­ზე პო­ლი­ტო­ლოგ სოსო ცინ­ცა­ძეს "გუ­რია ნი­უ­სი" ესა­უბ­რე­ბა.

- სა­პარ­ლა­მენ­ტო კრი­ზი­სი არის, ვი­ნა­ი­დან თვი­თონ სპი­კე­რიც უკვე ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რად ით­ვლე­ბა თა­ვის პარ­ტი­ას­თან ერ­თად, რაც უკვე სა­პარ­ლა­მენ­ტო კრი­ზი­სად ით­ვლე­ბა. სამ­თავ­რო­ბო კრი­ზი­სის ნიშ­ნე­ბი არ­სე­ბობს. კრი­ზი­სია სა­ბაზ­რო პო­ლი­ტი­კის თვალ­საზ­რი­სი­თაც. ფი­ნან­სუ­რი კრი­ზი­სი - ლა­რის გა­უ­ფა­სუ­რე­ბაც სა­ხე­ზე გვაქვს. მაგ­რამ მთლი­ა­ნად კრი­ზი­სი, ყვე­ლა­ფე­რი ერ­თად აღე­ბუ­ლი არ არის, რად­გან კრი­ზი­სის ლო­გი­კუ­რი შე­დე­გი ყო­ველ­თვის არის ვა­დამ­დე­ლი არ­ჩევ­ნე­ბი. დღეს კი, ამის მწვა­ვე აუ­ცი­ლებ­ლო­ბა არ არის, რო­გორც იყო, მა­გა­ლი­თად, სა­ბერ­ძნეთ­ში. პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სი ცალ­კე მეც­ნი­ე­რუ­ლი ცნე­ბაა და მას აქვს მთე­ლი რიგი შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ჯერ­ჯე­რო­ბით სა­ქარ­თვე­ლო­ში არ არის.

-ბოლო დღე­ებ­ში საკ­მა­ოდ ბევ­რი სა­კად­რო ცვლი­ლებ გან­ხორ­ცი­ელ­და. თუმ­ცა, სა­ზო­გა­დო­ე­ბა მი­იჩ­ნევს, რომ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა სხვა თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რებ­საც უნდა აე­ღოთ. იყო თუ არა ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის გა­დად­გო­მა საკ­მა­რი­სი და კი­დევ ვის უნდა და­ე­კის­როს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა?

- რა­საკ­ვირ­ვე­ლია, არ იყო საკ­მა­რი­სი და მე­ტიც, ჩემი აზ­რით, ეს არ­ცთუ ისე სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გახ­ლდათ, იმი­ტომ რომ, როცა გან­ზრა­ხუ­ლია ყვე­ლა მკვდა­რი კატა ერთ კაცს ჩა­მო­კი­დონ და მერე თქვან - აი, ხომ გა­დად­გა მი­ნის­ტრი, მეტი რაღა გინ­დათ? ეს არ არის საკ­მა­რი­სი. პი­რი­ქით, ამან შე­საძ­ლოა, უკუ­შე­დე­გიც კი გა­მო­ი­ღოს. შე­საძ­ლოა, ვა­ზა­გაშ­ვი­ლის ოჯა­ხის წევ­რებს, სა­ზო­გა­დო­ე­ბას ეჭვი გა­უჩ­ნდეს, რომ მთავ­რო­ბამ ურ­ჩია ჭი­კა­ი­ძეს გა­დამ­დგა­რი­ყო. ჭი­ა­კი­ძე რომ ისე­თი პი­როვ­ნე­ბა არა­სო­დეს ჩან­და, ესე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და­მო­უ­კი­დებ­ლად მი­ე­ღო, ეს უკვე თეთ­რი ძა­ფით არის ნა­კე­რი. ჭი­კა­ი­ძემ, რა თქმა უნდა, უარი თქვა მი­ნის­ტრო­ბა­ზე, ხელ­ფას­ზე და ყო­ფით კე­თილ­დღე­ო­ბა­ზე, სა­მა­გი­ე­როდ, სუ­ლი­ე­რად დამ­შვიდ­და. სა­მა­გი­ე­როდ, ახა­ლი მი­ნის­ტრი არის დღეს ცუდ დღე­ში. თუ უნ­დათ, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბამ და­უ­ჯე­როს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, ის იძუ­ლე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ბო­ლომ­დე მი­იყ­ვა­ნოს საქ­მე.

-რამ­დე­ნად არის მო­სა­ლოდ­ნე­ლი სხვა თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბიც გა­თა­ვი­სუფ­ლდნენ?

- ახალ მი­ნისტრს მო­უ­წევს გა­ა­თა­ვი­სუფ­ლოს ის მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბი, სა­მი­ნის­ტრო­ში, რო­მელ­თა გვა­რე­ბი არა­ერ­თხელ და­უ­სა­ხე­ლე­ბია ვა­ზა­გაშ­ვილს. გუ­შინ ვა­ლე­რი გელ­ბა­ხი­ან­მა პირ­და­პირ და­ა­სა­ხე­ლა რამ­დე­ნი­მე სა­ხე­ლი და გვა­რი. მერე და­ი­წყე­ბა იმა­ზე სა­უ­ბა­რი, თუ ვინ მი­ი­ღო ის ხალ­ხი სა­მი­ნის­ტრო­ში? ვის დროს და­ი­წყო მათი თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე და­ნიშ­ვნა? პა­სუ­ხი ისე­დაც ყვე­ლამ ვი­ცით - ღა­რი­ბაშ­ვილ­მა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ადრე თუ გვი­ან "რი­კო­შე­ტით" გავ­ლენ ღა­რი­ბაშ­ვილ­ზე. შე­იძ­ლე­ბა ვთქვათ, რომ ჭი­კა­ი­ძის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბით პან­დო­რას ყუთს ახ­სნეს თავი. გა­მო­დის, რომ ბა­ტონ­მა ვახ­ტანგ გო­მე­ლა­ურ­მა საკ­მა­ოდ დე­ლი­კა­ტუ­რი და მძი­მე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი უნდა მი­ი­ღოს სა­კად­რო სა­კი­თხში. არ ვე­ლო­დე­ბი, რომ სი­ტუ­ა­ცია დამ­შვიდ­დე­ბა, პი­რი­ქით, დღეს იმ­დე­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა არის სა­ქარ­თვე­ლო­ში, იმ­დე­ნი პო­პუ­ლის­ტი პო­ლი­ტი­კო­სია, რომ ყვე­ლა­ნა­ი­რად შე­ეც­დე­ბი­ან სა­თა­ვი­სოდ გა­მო­ი­ყე­ნონ ეს ტრა­გე­დია. პო­ლი­ტი­კაა და არც გა­მიკ­ვირ­დე­ბა, თუ სხვის უბე­დუ­რე­ბა­ზე შე­ეც­დე­ბი­ან ქუ­ლე­ბის და­წე­რას.

-რამ­დე­ნად რე­ა­ლუ­რად მი­გაჩ­ნი­ათ ის ინ­ფორ­მა­ცია, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, შე­საძ­ლოა, პრე­მი­ე­რიც შე­იც­ვა­ლოს?

- არ მგო­ნია, ამ მოვ­ლე­ნე­ბის გამო ივა­ნიშ­ვილ­მა ღა­რი­ბაშ­ვი­ლი შეც­ვა­ლოს, თუ, რა თქმა უნდა, სხვა მიზ­ნე­ბი არ აქვს. პრე­მი­ე­რი შე­იც­ვლე­ბა მა­შინ, რო­დე­საც ივა­ნიშ­ვილს სხვა გზა აღარ ექ­ნე­ბა. მარ­თა­ლია, ივა­ნიშ­ვი­ლი არ არის პო­ლი­ტი­კო­სი, მაგ­რამ მან საკ­მა­ოდ ბევ­რი დი­ვი­დენ­დი გას­ცა ცალ­კე­უ­ლი მი­ნის­ტრის და მთავ­რო­ბის ქე­ბა­ში. ხალ­ხმა წა­უყ­რუა ის, რომ ივა­ნიშ­ვი­ლი თა­ვი­დან აქებ­და მარ­გვე­ლაშ­ვილს და ახლა ამ­ბობს, რომ პრე­ზი­დენ­ტად და­ნიშ­ვნის შემ­დეგ შე­იც­ვა­ლა. იგი­ვე შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას ალა­სა­ნი­ა­ზეც.

იხი­ლეთ ვრცლად

"გუ­რია ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

"ადრე თუ გვიან, რიკოშეტით ღარიბაშვილზე გავლენ"

"ადრე თუ გვიან, რიკოშეტით ღარიბაშვილზე გავლენ"

იური ვაზაგაშვილის გარდაცვალება, შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომა, ლარის კურსის მკვეთრი ვარდნა, შექმნის თუ არა ქვეყანაში პოლიტიკურ კრიზისს? - ამ და სხვა საკითხებზე პოლიტოლოგ სოსო ცინცაძეს "გურია ნიუსი" ესაუბრება.

- საპარლამენტო კრიზისი არის, ვინაიდან თვითონ სპიკერიც უკვე ოპოზიციონერად ითვლება თავის პარტიასთან ერთად, რაც უკვე საპარლამენტო კრიზისად ითვლება. სამთავრობო კრიზისის ნიშნები არსებობს. კრიზისია საბაზრო პოლიტიკის თვალსაზრისითაც. ფინანსური კრიზისი - ლარის გაუფასურებაც სახეზე გვაქვს. მაგრამ მთლიანად კრიზისი, ყველაფერი ერთად აღებული არ არის, რადგან კრიზისის ლოგიკური შედეგი ყოველთვის არის ვადამდელი არჩევნები. დღეს კი, ამის მწვავე აუცილებლობა არ არის, როგორც იყო, მაგალითად, საბერძნეთში. პოლიტიკური კრიზისი ცალკე მეცნიერული ცნებაა და მას აქვს მთელი რიგი შემადგენელი ნაწილები, რომლებიც ჯერჯერობით საქართველოში არ არის.

-ბოლო დღეებში საკმაოდ ბევრი საკადრო ცვლილებ განხორციელდა. თუმცა, საზოგადოება მიიჩნევს, რომ პასუხისმგებლობა სხვა თანამდებობის პირებსაც უნდა აეღოთ. იყო თუ არა შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომა საკმარისი და კიდევ ვის უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა?

- რასაკვირველია, არ იყო საკმარისი და მეტიც, ჩემი აზრით, ეს არცთუ ისე სწორი გადაწყვეტილება გახლდათ, იმიტომ რომ, როცა განზრახულია ყველა მკვდარი კატა ერთ კაცს ჩამოკიდონ და მერე თქვან - აი, ხომ გადადგა მინისტრი, მეტი რაღა გინდათ? ეს არ არის საკმარისი. პირიქით, ამან შესაძლოა, უკუშედეგიც კი გამოიღოს. შესაძლოა, ვაზაგაშვილის ოჯახის წევრებს, საზოგადოებას ეჭვი გაუჩნდეს, რომ მთავრობამ ურჩია ჭიკაიძეს გადამდგარიყო. ჭიაკიძე რომ ისეთი პიროვნება არასოდეს ჩანდა, ესეთი გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიეღო, ეს უკვე თეთრი ძაფით არის ნაკერი. ჭიკაიძემ, რა თქმა უნდა, უარი თქვა მინისტრობაზე, ხელფასზე და ყოფით კეთილდღეობაზე, სამაგიეროდ, სულიერად დამშვიდდა. სამაგიეროდ, ახალი მინისტრი არის დღეს ცუდ დღეში. თუ უნდათ, რომ საზოგადოებამ დაუჯეროს ხელისუფლებას, ის იძულებული იქნება ბოლომდე მიიყვანოს საქმე.

-რამდენად არის მოსალოდნელი სხვა თანამდებობის პირებიც გათავისუფლდნენ?

- ახალ მინისტრს მოუწევს გაათავისუფლოს ის მაღალი თანამდებობის პირები, სამინისტროში, რომელთა გვარები არაერთხელ დაუსახელებია ვაზაგაშვილს. გუშინ ვალერი გელბახიანმა პირდაპირ დაასახელა რამდენიმე სახელი და გვარი. მერე დაიწყება იმაზე საუბარი, თუ ვინ მიიღო ის ხალხი სამინისტროში? ვის დროს დაიწყო მათი თანამდებობებზე დანიშვნა? პასუხი ისედაც ყველამ ვიცით - ღარიბაშვილმა. აქედან გამომდინარე, ადრე თუ გვიან "რიკოშეტით" გავლენ ღარიბაშვილზე. შეიძლება ვთქვათ, რომ ჭიკაიძის გათავისუფლებით პანდორას ყუთს ახსნეს თავი. გამოდის, რომ ბატონმა ვახტანგ გომელაურმა საკმაოდ დელიკატური და მძიმე გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს საკადრო საკითხში. არ ველოდები, რომ სიტუაცია დამშვიდდება, პირიქით, დღეს იმდენი პოლიტიკური ძალა არის საქართველოში, იმდენი პოპულისტი პოლიტიკოსია, რომ ყველანაირად შეეცდებიან სათავისოდ გამოიყენონ ეს ტრაგედია. პოლიტიკაა და არც გამიკვირდება, თუ სხვის უბედურებაზე შეეცდებიან ქულების დაწერას.

-რამდენად რეალურად მიგაჩნიათ ის ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, შესაძლოა, პრემიერიც შეიცვალოს?

- არ მგონია, ამ მოვლენების გამო ივანიშვილმა ღარიბაშვილი შეცვალოს, თუ, რა თქმა უნდა, სხვა მიზნები არ აქვს. პრემიერი შეიცვლება მაშინ, როდესაც ივანიშვილს სხვა გზა აღარ ექნება. მართალია, ივანიშვილი არ არის პოლიტიკოსი, მაგრამ მან საკმაოდ ბევრი დივიდენდი გასცა ცალკეული მინისტრის და მთავრობის ქებაში. ხალხმა წაუყრუა ის, რომ ივანიშვილი თავიდან აქებდა მარგველაშვილს და ახლა ამბობს, რომ პრეზიდენტად დანიშვნის შემდეგ შეიცვალა. იგივე შეიძლება ითქვას ალასანიაზეც.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა