ძარცვა "ფოსტის" სახელით - როგორ შემრჩა ძვირფასი სუნამოს ნაცვლად იაფფასიანი თმის გელი

ძარცვა "ფოსტის" სახელით - როგორ შემრჩა ძვირფასი სუნამოს ნაცვლად იაფფასიანი თმის გელი

"საქართველოს ფოსტის" მომხმარებელთა ნაწილი ორგანიზაციას მომსახურების დაბალი დონის გამო უჩივის. ამის შესახებ განცხადებებს მრავლად ნახავთ სოციალურ ქსელებში, მათ შორის - "საქართველოს ფოსტის" ოფიციალურ "ფეისბუქგვერდზეც". ერთ-ერთმა დაზარალებულმა მომხმარებელმა წერილით ჩვენც მოგვმართა, რათა მოქალაქეებმა თავი დაიცვან მოსალოდნელი უსიამოვნებებისგან.

"2014 წლის 26 ნოემბერს, მიუნხენიდან გერმანელმა მეგობარმა დაბადების დღისთვის საჩუქრად ძვირფასი სუნამო გამომიგზავნა. დიდხანს ველოდი საჩუქრის მოსვლის შესახებ შეტყობინებას. კარგა ხნის შემდეგ თვითონ დავრეკე ფოსტაში და მითხრეს, საჩუქარი ჩამოსულია და "საქართველოს ფოსტის" კახეთის გზატკეცილზე, N21-ში მდებარე ფილიალს მიაკითხეთო.

ასეც მოვიქეცი. ოპერატორმა შემომიბღვირა, შეტყობინება თუ არ მოგსვლიათ, რატომ მოხვედითო? ავუხსენი, რომ ცენტრალური ფილიალიდან მომცეს ჩემი გზავნილის ნომერი და ვალდებული იყვნენ, პასუხი გაეცათ. აი, ნომერიც-მეთქი. დაიწყეს ამანათის ძებნა, თუმცა, ამაოდ. კარგა ხნის შემდეგ ერთ თანამშრომელს გაახსენდა, რომ უკან გასაგზავნების ყუთში ჩადო. გზავნილი თბილისში თურმე 5 დეკემბერს ჩამოვიდა, მაგრამ ამის შესახებ რომ არ შემატყობინეს, ამანათის წაღება დაგვიანდა და თანამშრომელმაც უკან დასაბრუნებელ ამანათებში ჩადო.

როდესაც ვიკითხე, შეტყობინება რატომ არ მომივიდა-მეთქი, ოპერატორმა ხმა აიმაღლა, მე ჩემი სამუშაო შევასრულე, შეტყობინებაზე კი პასუხს არ ვაგებო.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია