პოლიტიკა
სამართალი

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
Faceამბები
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
წიგნები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბინას ერთი ქირაობს და იქ 10 სული სახლდება" - როგორია უცხოელების ქართული ყოფა
"ბინას ერთი ქირაობს და იქ 10 სული სახლდება" - როგორია უცხოელების ქართული ყოფა

სა­ღა­მო­ო­ბით, როცა შვილ­თან ერ­თად უბან­ში ვსე­ირ­ნობ, უცხო­ელ მე­ზობ­ლებს ხში­რად ვხვდე­ბი. ენის ბა­რი­ე­რი ხელს გვიშ­ლის, რომ ერ­თმა­ნეთს გა­ვე­სა­უბ­როთ, ამი­ტომ მხო­ლოდ ღი­მილ­სა და გა­მარ­ჯო­ბას ვჯერ­დე­ბით... თუ ფული გაქვს, გან­ვი­თა­რე­ბად ქვე­ყა­ნა­ში ბიზ­ნე­სის წა­მო­წყე­ბა იო­ლია. ალ­ბათ, ესეც გა­ნა­პი­რო­ბებს უცხო­ე­ლე­ბის ლტოლ­ვას ჩვე­ნი ქვეყ­ნის­კენ.

მახ­სოვს, 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომის დროს რე­პორ­ტა­ჟის მო­სამ­ზა­დებ­ლად ჩა­მო­სუ­ლი ჩემი ნორ­ვე­გი­ე­ლი კო­ლე­გა სა­ქარ­თვე­ლომ ისე აღაფრ­თო­ვა­ნა, რომ მი­თხრა, ასე­თი იაფი ქვე­ყა­ნა არ მი­ნა­ხავს, არ­სა­დაც არ ვა­პი­რებ წას­ვლა­სო. რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე ბინა იქი­რა­ვა და წლე­ბის მან­ძილ­ზე ცხოვ­რობ­და, უცხო­ურ გა­მო­ცე­მებს აწ­ვდი­და სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ სტა­ტი­ებს და პა­რა­ლე­ლუ­რად, ჩვე­ნი ქვეყ­ნის კულ­ტუ­რას ეც­ნო­ბო­და.

შე­ვე­ცა­დეთ, გაგ­ვერ­კვია, რო­გო­რია უცხო­ე­ლე­ბის ქარ­თუ­ლი ყოფა, რო­მელ უბ­ნებ­ში და რა ფა­სად ქი­რა­ო­ბენ ბი­ნებს, რო­გო­რია ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მათ­და­მი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა.

ყიდ­ვა-გა­ყიდ­ვის სა­ა­გენ­ტოს მე­ნე­ჯე­რი: - უცხო­ე­ლი გა­სა­რე­მონ­ტე­ბელ ბი­ნას არ იქი­რა­ვებს. ძვირს იმი­ტომ იხ­დის, რომ შე­სა­ბა­მის პი­რო­ბებს ითხოვს. კარ­გი გა­დამ­ხდე­ლიც არის. ბინა 200, 300, 500 დო­ლა­რა­დაც გა­მი­ქი­რა­ვე­ბია. ცენ­ტრში უფრო ძვი­რია - სა­ბურ­თა­ლო­ზე ერთ უცხო­ელს ვა­ქი­რა­ვე­ბი­ნე ბინა თვე­ში 5 000 ლა­რად.

ხში­რად ბი­ნას ერთი ქი­რა­ობს და იქ, მი­ნი­მუმ, 10 სული მა­ინც სახ­ლდე­ბა. ასე ძი­რი­თა­დად ინ­დო­ე­ლე­ბი ან ჩი­ნე­ლე­ბი იქ­ცე­ვი­ან, სა­წო­ლი არც უნ­დათ, ია­ტაკ­ზე სძი­ნავთ.

ხა­ტია სი­სა­უ­რი, ბახ­ტრი­ო­ნის ქუ­ჩის მცხოვ­რე­ბი: - გგო­ნი­ათ, უცხო­ე­ლე­ბის­თვის ად­ვი­ლია მცი­რე ბიზ­ნე­სის წა­მო­წყე­ბა? ერთი ცოლ-ქმა­რი ეგ­ვიპ­ტი­დან ომს გა­მო­ექ­ცა, იქ სახ­ლი გა­ყი­დეს და სა­ქარ­თვე­ლო­ში ბიზ­ნე­სის წა­მო­წყე­ბა სცა­დეს - სურ­სა­თის მა­ღა­ზია გახ­სნეს. ბახ­ტრი­ონ­ზე ნა­ქი­რა­ვებ ბი­ნა­ში 700 ლარს იხ­დიდ­ნენ. ბიზ­ნე­სი ვერ აა­წყვეს და მა­ღა­ზი­აც და­ხუ­რეს.

ეკა­ტე­რი­ნე მო­ლო­დი­ნაშ­ვი­ლი: - მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წილს უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი აღი­ზი­ა­ნებს. რა­ტომ გვა­ვი­წყდე­ბა, რომ ათა­სო­ბით ქარ­თვე­ლი უცხო­ეთ­ში სა­მუ­შა­ოდ არის წა­სუ­ლი? მო­ე­წო­ნე­ბათ, მას­პინ­ძელ ქვეყ­ნებ­ში ზი­ზღი­თა და აგ­რე­სი­ით რომ ხვდე­ბოდ­ნენ?!

იხი­ლეთ სრუ­ლად kvirispalitra.ge-ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"ბინას ერთი ქირაობს და იქ 10 სული სახლდება" - როგორია უცხოელების ქართული ყოფა

"ბინას ერთი ქირაობს და იქ 10 სული სახლდება" - როგორია უცხოელების ქართული ყოფა

საღამოობით, როცა შვილთან ერთად უბანში ვსეირნობ, უცხოელ მეზობლებს ხშირად ვხვდები. ენის ბარიერი ხელს გვიშლის, რომ ერთმანეთს გავესაუბროთ, ამიტომ მხოლოდ ღიმილსა და გამარჯობას ვჯერდებით... თუ ფული გაქვს, განვითარებად ქვეყანაში ბიზნესის წამოწყება იოლია. ალბათ, ესეც განაპირობებს უცხოელების ლტოლვას ჩვენი ქვეყნისკენ.

მახსოვს, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რეპორტაჟის მოსამზადებლად ჩამოსული ჩემი ნორვეგიელი კოლეგა საქართველომ ისე აღაფრთოვანა, რომ მითხრა, ასეთი იაფი ქვეყანა არ მინახავს, არსადაც არ ვაპირებ წასვლასო. რუსთაველის გამზირზე ბინა იქირავა და წლების მანძილზე ცხოვრობდა, უცხოურ გამოცემებს აწვდიდა საქართველოს შესახებ სტატიებს და პარალელურად, ჩვენი ქვეყნის კულტურას ეცნობოდა.

შევეცადეთ, გაგვერკვია, როგორია უცხოელების ქართული ყოფა, რომელ უბნებში და რა ფასად ქირაობენ ბინებს, როგორია ჩვენი მოქალაქეების მათდამი დამოკიდებულება.

ყიდვა-გაყიდვის სააგენტოს მენეჯერი: - უცხოელი გასარემონტებელ ბინას არ იქირავებს. ძვირს იმიტომ იხდის, რომ შესაბამის პირობებს ითხოვს. კარგი გადამხდელიც არის. ბინა 200, 300, 500 დოლარადაც გამიქირავებია. ცენტრში უფრო ძვირია - საბურთალოზე ერთ უცხოელს ვაქირავებინე ბინა თვეში 5 000 ლარად.

ხშირად ბინას ერთი ქირაობს და იქ, მინიმუმ, 10 სული მაინც სახლდება. ასე ძირითადად ინდოელები ან ჩინელები იქცევიან, საწოლი არც უნდათ, იატაკზე სძინავთ.

ხატია სისაური, ბახტრიონის ქუჩის მცხოვრები: - გგონიათ, უცხოელებისთვის ადვილია მცირე ბიზნესის წამოწყება? ერთი ცოლ-ქმარი ეგვიპტიდან ომს გამოექცა, იქ სახლი გაყიდეს და საქართველოში ბიზნესის წამოწყება სცადეს - სურსათის მაღაზია გახსნეს. ბახტრიონზე ნაქირავებ ბინაში 700 ლარს იხდიდნენ. ბიზნესი ვერ ააწყვეს და მაღაზიაც დახურეს.

ეკატერინე მოლოდინაშვილი: - მოსახლეობის ნაწილს უცხო ქვეყნის მოქალაქეები აღიზიანებს. რატომ გვავიწყდება, რომ ათასობით ქართველი უცხოეთში სამუშაოდ არის წასული? მოეწონებათ, მასპინძელ ქვეყნებში ზიზღითა და აგრესიით რომ ხვდებოდნენ?!

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

"მამამ შემაყვარა ეს საქმე, მისი პროფესია გავაგრძელე" -  ვინ არის 70 წლის კაცი, რომელსაც მარტვილში ქრიზანთემების ულამაზესი სათბურები ეკუთვნის

"ნუცა კონკურენტად აღმიქვამს და ჩემი წასვლა უნდოდა…" - რა გეგმები აქვს მარტა ბარამიძეს "მასტერშეფის" შემდეგ

რომელ ქართულ ბანკს გაუზარდა რეიტინგი Fitch Ratings-მა ბოლო მონაცემებით?