მსოფლიო
სამართალი

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვის ურეკავდა დახმარებისთვის და რას ყვება პატრულზე, რომელსაც აგინებდა - ეკა ყუშიტაშვილის პირველი ინტერვიუ ვიდეოს გავრცელების შემდეგ
ვის ურეკავდა დახმარებისთვის და რას ყვება პატრულზე, რომელსაც აგინებდა - ეკა ყუშიტაშვილის პირველი ინტერვიუ ვიდეოს გავრცელების შემდეგ

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ოს, რო­მელ­შიც ნაჩ­ვე­ნე­ბია საგ­ზაო წე­სე­ბის დამ­რღვე­ვი მო­ქა­ლა­ქე ეკა ყუ­ში­ტაშ­ვი­ლი, დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. სა­ზო­გა­დო­ე­ბის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა გა­მო­იწ­ვია იმ სი­ტყვებ­მა, რომ­ლი­თაც ეკა ყუ­ში­ტაშ­ვი­ლი პატ­რუ­ლის თა­ნამ­შრომ­ლებს მო­იხ­სე­ნი­ებს და ცხა­დია იმა­ნაც, რომ პი­რა­დი კონ­ტაქ­ტე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით ცდი­ლობს, სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის ეკი­პაჟს ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ჯა­რი­მა არ გა­მო­ა­წე­რი­ნოს.

რო­გორც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ერთ-ერთი ლი­დე­რი, ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძე აღ­ნიშ­ნავს, სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის ის თა­ნამ­შრო­მე­ლი, რო­მელ­საც აღ­ნიშ­ნუ­ლი მო­ქა­ლა­ქე ერთ-ერთ ვი­დე­ო­ში უწ­მა­წუ­რი სი­ტყვე­ბით მო­იხ­სე­ნი­ებს, სამ­სა­ხუ­რი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

Ambebi.ge ეკა ყუ­ში­ტაშ­ვილს და­უ­კავ­შირ­და.

- მე მო­გიყ­ვე­ბით ყვე­ლა­ფერს, რა რო­გორ იყო. ჩემ­თვის არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო იყო ეს ფაქ­ტი და მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო ამ ვი­დე­ოს ატ­ვირ­თვა. მოხ­და ასე­თი რა­ღაც, ერთი წლის წინ, წინა სა­ა­ხალ­წლოდ, ერთი პატ­რუ­ლის თა­ნამ­შრო­მე­ლი გა­და­მე­კი­და, რო­მე­ლიც აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყო­ველ­დღე, რო­დე­საც გავ­დი­ო­დი ქუ­ჩა­ში და ეს ადა­მი­ა­ნი მო­რი­გე იყო, მა­ჩე­რებ­და, ჯა­რი­მას არ მი­წერ­და და მო­ბი­ლუ­რის ნო­მერს მთხოვ­და სა­ბუ­თე­ბის მა­გივ­რად. ძა­ლი­ან შევ­წუხ­დი, ძა­ლი­ან შე­მა­წუ­ხა ამ ადა­მი­ან­მა. არც არა­ვის­თვის მით­ქვამს და არც ვი­ცო­დი, თუ შე­იძ­ლე­ბო­და ვინ­მეს­თვის ამის თქმა და მერე გა­ვი­გე, თურ­მე შე­იძ­ლე­ბა გე­ნე­რა­ლურ ინ­სპექ­ცი­ა­ში დარ­ე­კო და უთხრა, რომ ეს და ეს ადა­მი­ა­ნი გა­წუ­ხებს. ყო­ველ­დღი­უ­რად ვხვდე­ბო­დი ამ ფაქტს.

- ეს ადა­მი­ა­ნი ვინ არის?

- არ ვიცი. ვიცი, რომ 24 წლის პი­როვ­ნე­ბაა, მა­ღა­ლია. "ვსიო", მეტი არა­ფე­რი ვიცი. პე­კინ­ზე მოვ­დი­ო­დი, გა­ზა­ფხულ­ზე, მარ­ტი იქ­ნე­ბო­და ან აპ­რი­ლი, არ მახ­სოვს ზუს­ტად, ეს ადა­მი­ა­ნი მომ­ყვე­ბო­და გვერ­დზე პატ­რუ­ლის მან­ქა­ნით, მე ვსა­უბ­რობ­დი ტე­ლე­ფონ­ზე, მხე­დავს ეს პატ­რუ­ლის თა­ნამ­შრო­მე­ლი, მე თვა­ლი ავა­რი­დე და მი­ვად­გი გაზს. ეს ბიჭი არ გა­მომ­ყვა და არ გა­მა­ჩე­რა, არ და­მა­ჯა­რი­მა. შე­ეძ­ლო ჩვე­უ­ლებ­რი­ვად ეთ­ქვა - 707 გა­და­ა­ყე­ნე, და­ჯა­რი­მე­ბუ­ლი ხარ - რა პრობ­ლე­მაა?! ასე უტიფ­რად არ მო­ვიქ­ცე­ვი ასი წელი და უარს არ ვი­ტყო­დი ამ ჯა­რი­მის და­წე­რა­ზე, ათ­ლა­რი­ან ჯა­რი­მა­ზე გან­სა­კუთ­რე­ბით. ვერ წარ­მოვ­დი­გენ­დი, რომ იქ არ გა­მა­ჩე­რეს და ჩემი მო­ნა­ცე­მე­ბი გა­დას­ცეს სხვა ეკი­პაჟს. მერე მა­ჩე­რებს სულ სხვა ეკი­პა­ჟი. მი­ვა­წო­დე სა­ბუ­თე­ბი ჩვე­უ­ლებ­რი­ვად და მე­უბ­ნე­ბი­ან, რომ და­ჯა­რი­მე­ბუ­ლი ვარ, პე­კინ­ზე სა­უბ­რის გამო - სად ეს და სად ის?! გა­და­მე­კე­ტა რა, ასე­თი უტი­ფა­რი საქ­ცი­ე­ლი არ შე­იძ­ლე­ბა, რა. თუ და­სა­ჯა­რი­მე­ბე­ლი ვარ ხო, გა­მა­ჩე­რე და და­მა­ჯა­რი­მე, იმას გა­დავ­ცე და ამას აქ გად­მოვ­ცე, მასე მეც ბევრ დარ­ღვე­ვას ვხე­დავ, მაგ­რამ არა­ვის ვე­უბ­ნე­ბი - იმან იქ და­არ­ღვია და ამან აქ და­არ­ღვია - ასე არ შე­იძ­ლე­ბა, რა. ეს იყო რა­ღაც მა­ი­მუ­ნო­ბა მის­გან გა­მომ­დი­ნა­რე.

- რო­დე­საც ტე­ლე­ფონ­ზე სა­უბ­რობ­დით, და­სახ­მა­რებ­ლად ვის მი­მარ­თავ­დით?

- არა­ვის არ მივ­მარ­თავ­დი.

- ვი­დე­ო­ზე ჩანს, რომ...

- ვი­დე­ო­ზე ჩანს, რომ ვუ­რე­კავ­დი ვი­ღაც თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რებს, სი­ნამ­დვი­ლე­ში არა­ვის არ ვუ­რე­კავ­დი. ვუ­რე­კავ­დი ჩემს მე­გო­ბარს და "ვსო". პატ­რულს ეგო­ნა, რომ ვუ­რე­კავ­დი ცი­ნა­რი­ძეს.

- რო­გორ დამ­თავ­რდა ეს სი­ტუ­ა­ცია, და­გა­ჯა­რი­მეს?

- პირ­ვე­ლად და­მა­ჯა­რი­მეს და მე­ო­რედ არ და­მა­ჯა­რი­მეს.

- ამ ვი­დე­ოს გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა, რა კო­მენ­ტარს გა­ა­კე­თებთ სა­ზო­გა­დო­ე­ბის რე­აქ­ცი­ა­ზე?

- არ ვიცი, უკო­მენ­ტა­როდ დავ­ტო­ვებ მაგ ვი­დე­ო­ებს.

- ახლა ნა­ნობთ ამ ფაქტს?

- არა და არას­დროს არ ვი­ნა­ნებ, როცა ადა­მი­ა­ნე­ბი ყელ­ში ამო­გიყ­ვა­ნენ რა­ღა­ცას, მერე არა­ფერს ნა­ნობ. "პროს­ტა" ერთს ვნა­ნობ, ბა­ტონ ცი­ნა­რი­ძის და ბა­ტონ ჯან­ყა­რაშ­ვი­ლის ყუ­რამ­დე რომ მი­ვი­და ეს ამ­ბა­ვი. მე არ მე­გო­ნა, რომ მათ ყუ­რამ­დე მი­ვი­დო­და ეს ამ­ბა­ვი. მარ­ტო ამას ვნა­ნობ, გა­მი­ტყდა, ასე­თი რა­ღაც რომ მოხ­და. მეტი სა­ნა­ნე­ბე­ლი არა­ფე­რი მაქვს, იმათ­მა ინა­ნონ, ვინც სამ­სა­ხუ­რე­ბი და­კარ­გა თა­ვი­ან­თი საქ­ცი­ე­ლის გამო.

- იმ ერ­თა­დერთ პატ­რუ­ლის თა­ნამ­შრო­მელს ადა­ნა­შა­უ­ლებთ ამ ყვე­ლა­ფერ­ში?

- კი, აი იმ ერ­თა­დერთ პატ­რუ­ლის თა­ნამ­შრო­მელს, რომ­ლის არც სა­ხე­ლი ვიცი, არც გვა­რი და არა­ფე­რი არ ვიცი. თუ რო­დეს­მე შემ­ხვდე­ბა ეგ ადა­მი­ა­ნი ვა­ჟა­ზე, გა­ვა­ჩე­რებ, სა­ხელს და გვარს ვკი­თხავ.

გი­ორ­გი ხარ­ში­ლა­ძე

AMBEBI.GE

იხი­ლეთ ვი­დეო

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

ვის ურეკავდა დახმარებისთვის და რას ყვება პატრულზე, რომელსაც აგინებდა - ეკა ყუშიტაშვილის პირველი ინტერვიუ ვიდეოს გავრცელების შემდეგ

ვის ურეკავდა დახმარებისთვის და რას ყვება პატრულზე, რომელსაც აგინებდა - ეკა ყუშიტაშვილის პირველი ინტერვიუ ვიდეოს გავრცელების შემდეგ

"ნაციონალური მოძრაობის" მიერ გავრცელებულ ვიდეოს, რომელშიც ნაჩვენებია საგზაო წესების დამრღვევი მოქალაქე ეკა ყუშიტაშვილი, დიდი გამოხმაურება მოჰყვა. საზოგადოების გაღიზიანება გამოიწვია იმ სიტყვებმა, რომლითაც ეკა ყუშიტაშვილი პატრულის თანამშრომლებს მოიხსენიებს და ცხადია იმანაც, რომ პირადი კონტაქტების საშუალებით ცდილობს, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს ადმინისტრაციული ჯარიმა არ გამოაწერინოს.

როგორც "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე აღნიშნავს, საპატრულო პოლიციის ის თანამშრომელი, რომელსაც აღნიშნული მოქალაქე ერთ-ერთ ვიდეოში უწმაწური სიტყვებით მოიხსენიებს, სამსახურიდან გაათავისუფლეს.

Ambebi.ge ეკა ყუშიტაშვილს დაუკავშირდა.

- მე მოგიყვებით ყველაფერს, რა როგორ იყო. ჩემთვის არასასიამოვნო იყო ეს ფაქტი და მოულოდნელი იყო ამ ვიდეოს ატვირთვა. მოხდა ასეთი რაღაც, ერთი წლის წინ, წინა საახალწლოდ, ერთი პატრულის თანამშრომელი გადამეკიდა, რომელიც აბსოლუტურად ყოველდღე, როდესაც გავდიოდი ქუჩაში და ეს ადამიანი მორიგე იყო, მაჩერებდა, ჯარიმას არ მიწერდა და მობილურის ნომერს მთხოვდა საბუთების მაგივრად. ძალიან შევწუხდი, ძალიან შემაწუხა ამ ადამიანმა. არც არავისთვის მითქვამს და არც ვიცოდი, თუ შეიძლებოდა ვინმესთვის ამის თქმა და მერე გავიგე, თურმე შეიძლება გენერალურ ინსპექციაში დარეკო და უთხრა, რომ ეს და ეს ადამიანი გაწუხებს. ყოველდღიურად ვხვდებოდი ამ ფაქტს.

- ეს ადამიანი ვინ არის?

- არ ვიცი. ვიცი, რომ 24 წლის პიროვნებაა, მაღალია. "ვსიო", მეტი არაფერი ვიცი. პეკინზე მოვდიოდი, გაზაფხულზე, მარტი იქნებოდა ან აპრილი, არ მახსოვს ზუსტად, ეს ადამიანი მომყვებოდა გვერდზე პატრულის მანქანით, მე ვსაუბრობდი ტელეფონზე, მხედავს ეს პატრულის თანამშრომელი, მე თვალი ავარიდე და მივადგი გაზს. ეს ბიჭი არ გამომყვა და არ გამაჩერა, არ დამაჯარიმა. შეეძლო ჩვეულებრივად ეთქვა - 707 გადააყენე, დაჯარიმებული ხარ - რა პრობლემაა?! ასე უტიფრად არ მოვიქცევი ასი წელი და უარს არ ვიტყოდი ამ ჯარიმის დაწერაზე, ათლარიან ჯარიმაზე განსაკუთრებით. ვერ წარმოვდიგენდი, რომ იქ არ გამაჩერეს და ჩემი მონაცემები გადასცეს სხვა ეკიპაჟს. მერე მაჩერებს სულ სხვა ეკიპაჟი. მივაწოდე საბუთები ჩვეულებრივად და მეუბნებიან, რომ დაჯარიმებული ვარ, პეკინზე საუბრის გამო - სად ეს და სად ის?! გადამეკეტა რა, ასეთი უტიფარი საქციელი არ შეიძლება, რა. თუ დასაჯარიმებელი ვარ ხო, გამაჩერე და დამაჯარიმე, იმას გადავცე და ამას აქ გადმოვცე, მასე მეც ბევრ დარღვევას ვხედავ, მაგრამ არავის ვეუბნები - იმან იქ დაარღვია და ამან აქ დაარღვია - ასე არ შეიძლება, რა. ეს იყო რაღაც მაიმუნობა მისგან გამომდინარე.

- როდესაც ტელეფონზე საუბრობდით, დასახმარებლად ვის მიმართავდით?

- არავის არ მივმართავდი.

- ვიდეოზე ჩანს, რომ...

- ვიდეოზე ჩანს, რომ ვურეკავდი ვიღაც თანამდებობის პირებს, სინამდვილეში არავის არ ვურეკავდი. ვურეკავდი ჩემს მეგობარს და "ვსო". პატრულს ეგონა, რომ ვურეკავდი ცინარიძეს.

- როგორ დამთავრდა ეს სიტუაცია, დაგაჯარიმეს?

-  პირველად დამაჯარიმეს და მეორედ არ დამაჯარიმეს.

- ამ ვიდეოს გამოხმაურება მოჰყვა, რა კომენტარს გააკეთებთ საზოგადოების რეაქციაზე?

- არ ვიცი, უკომენტაროდ დავტოვებ მაგ ვიდეოებს.

- ახლა ნანობთ ამ ფაქტს?

- არა და არასდროს არ ვინანებ, როცა ადამიანები ყელში ამოგიყვანენ რაღაცას, მერე არაფერს ნანობ. "პროსტა" ერთს ვნანობ, ბატონ ცინარიძის და ბატონ ჯანყარაშვილის ყურამდე რომ მივიდა ეს ამბავი. მე არ მეგონა, რომ მათ ყურამდე მივიდოდა ეს ამბავი. მარტო ამას ვნანობ, გამიტყდა, ასეთი რაღაც რომ მოხდა. მეტი სანანებელი არაფერი მაქვს, იმათმა ინანონ, ვინც სამსახურები დაკარგა თავიანთი საქციელის გამო.

- იმ ერთადერთ პატრულის თანამშრომელს ადანაშაულებთ ამ ყველაფერში?

- კი, აი იმ ერთადერთ პატრულის თანამშრომელს, რომლის არც სახელი ვიცი, არც გვარი და არაფერი არ ვიცი. თუ როდესმე შემხვდება ეგ ადამიანი ვაჟაზე, გავაჩერებ, სახელს და გვარს ვკითხავ.

გიორგი ხარშილაძე

AMBEBI.GE

იხილეთ ვიდეო

იხილეთ ფოტოგალერეა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია