თავდაცვის სამინისტროს სარგებლობაში მყოფი "პიკაპი" მთავარ გზაზე მოძრავ მსუბუქ ავტომანქანას მარჯვენა მხრიდან, სამხარეო პოლიციის შენობის წინ დაეჯახა. "აუდის" მარკის ავტომობილს შუახნის მამაკაცი მართავდა. მსუბუქი ავტომობილის დაშავებულ მძღოლს "გორმედის" საავადმყოფოში სტაციონალური მკურნალობა ჩაუტარდა.
"კიდევ კარგი საჭე მარცხნივ იყო და გვერდით არავინ უჯდა, თორემ შედეგი უფრო მძიმე იქნებოდა" - განაცხადა თვითმხილველმა შემთხვევის ადგილზე.
წყარო: qartli.ge