საზოგადოება
Faceამბები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ივანიშვილსა და ღარიბაშვილს შორის ნდობის ხარისხი შემცირებულია" - პრემიერს პირადი გარემოცვა ხელიდან ეცლება?
"ივანიშვილსა და ღარიბაშვილს შორის ნდობის ხარისხი შემცირებულია" - პრემიერს პირადი გარემოცვა ხელიდან ეცლება?

პრე­მი­ერს პი­რა­დი გა­რე­მოც­ვა ხე­ლი­დან ეც­ლე­ბა? - ეს კი­თხვა აქ­ტუ­ა­ლუ­რი კი­დევ ერთხელ მას შემ­დეგ გახ­და, რაც ალექ­სან­დრე ჭი­კა­ი­ძემ თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ტო­ვა და ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის პოს­ტი მის­მა პირ­ველ­მა მო­ად­გი­ლემ, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის დაც­ვის ყო­ფილ­მა წევ­რმა, ვახ­ტანგ გო­მე­ლა­ურ­მა და­ი­კა­ვა.

ცნო­ბი­ლია, რომ თა­ვის დრო­ზე, ალექ­სან­დრე ჭი­კა­ი­ძის გა­მი­ნის­ტრე­ბა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის სი­მამ­რის, თა­მაზ თა­მა­ზაშ­ვი­ლის რე­კო­მენ­და­ცი­ით გა­და­წყდა - ჭი­კა­ი­ძი­სა და თა­მა­ზაშ­ვი­ლის ოჯა­ხებს ერ­თმა­ნეთ­თან ნა­თელ­მი­რო­ნი აკავ­ში­რებთ. თუ გა­სუ­ლი წლის მი­წუ­რულს, ექვს დღე­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ცხრა სა­კად­რო ცვლი­ლე­ბას გა­ვიხ­სე­ნებთ და შსს-ში მიმ­დი­ნა­რე ცვლი­ლე­ბე­ბის მი­ხედ­ვი­თაც ვიმ­სჯე­ლებთ, ზე­მოთ დას­მულ კი­თხვა­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მაც არ გაგ­ვი­ჭირ­დე­ბა - დღე­ვან­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ე.წ. კა­ხუ­რი გავ­ლე­ნე­ბი შე­სუს­ტე­ბუ­ლია! თვალ­სა­ჩი­ნო­ე­ბის­თვის: შსს სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­მა მალ­ხაზ ჩიკ­ვი­ლა­ძემ, მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის რე­გი­ო­ნებ­სა და ად­გი­ლობ­რივ თვით­მმარ­თვე­ლო­ბებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­როს­მა აკა­კი ჩხენ­კელ­მა, ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ზუ­რაბ კო­პა­ძემ, ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის პირ­ველ­მა მო­ად­გი­ლე გი­ორ­გი ზე­დე­ლაშ­ვილ­მა, შსს-ს გე­ნე­რა­ლუ­რი ინ­სპექ­ცი­ის უფ­როს­მა ირაკ­ლი სამ­ყუ­რაშ­ვილ­მა, ეკო­ნო­მი­კუ­რი საბ­ჭოს მდი­ვან­მა რო­მან ჩხენ­კელ­მა, გუ­რი­ის გუ­ბერ­ნა­ტორ­მა გი­ორ­გი ჩხა­ი­ძემ, ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­მა ირაკ­ლი გვა­რა­მა­ძემ, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა - დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა მდივნმა ზვი­ად ჯან­ყა­რაშ­ვილ­მა და ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა ალექ­სან­დრე ჭი­კა­ი­ძემ თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ტო­ვეს.

პა­რა­ლე­ლუ­რად, ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლედ ნო­დარ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი და­ი­ნიშ­ნა, რო­მე­ლიც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის "ქარ­თუ ბან­კის" გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი იყო, ხოლო სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სად ყო­ფი­ლი პრე­მი­ე­რის დაც­ვის ყო­ფი­ლი უფ­რო­სი ან­ზორ ჩუ­ბი­ნი­ძე დაბ­რუნ­და...

იმა­საც შე­გახ­სე­ნებთ, რომ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ზვი­ად ჯან­ყა­რაშ­ვი­ლის გამო ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­სა და კახა კა­ლა­ძეს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა საკ­მა­ოდ და­ი­ძა­ბა და პრე­მი­ერს დღეს სა­თა­ნა­დო გავ­ლე­ნა არც ენერ­გე­ტი­კის მი­ნის­ტრზე გა­აჩ­ნია. ერთი სი­ტყვით ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი უახ­ლო­ე­სი გა­რე­მოც­ვის გა­რე­შე დარ­ჩა.

ვის აქვს დღეს ქვე­ყა­ნა­ში ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­ზე მეტი გავ­ლე­ნა და მისი პი­რა­დი კად­რე­ბის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის ბერ­კე­ტი? პა­სუ­ხი ამ კი­თხვა­ზეც მარ­ტი­ვია - რა თქმა უნდა, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს! ექ­სპერ­ტე­ბიც მი­იჩ­ნე­ვენ, რომ სა­კად­რო ცვლი­ლე­ბე­ბის სე­რია ტენ­დერებ­თან და ნე­პო­ტიზ­მთან და­კავ­ში­რე­ბით არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის გამო ყო­ფი­ლი პრე­მი­ე­რის გან­რის­ხე­ბის შე­დე­გია. სა­ხე­ლი­სუფ­ლო კუ­ლუ­ა­რებ­ში უკვე არც იმას გა­მო­რი­ცხა­ვენ, რომ სა­კად­რო ცვლი­ლე­ბებს მალე მოქ­მე­დი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრიც გა­დაყ­ვე­ბა.

პო­ლი­ტო­ლო­გი სოსო ცის­კა­რი­ში­ვი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში სა­კად­რო ცვლი­ლე­ბე­ბის სე­რია სწო­რედ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­დე­გია:

"ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი­სა და ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის კად­რე­ბის ერ­თმა­ნე­თის­გან გან­სხვა­ვე­ბა მი­ჭირს. ჯერ­ჯე­რო­ბით, ეს ერთი გუნ­დია, მაგ­რამ ისიც ფაქ­ტია, მათ შო­რის, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზ­რის რა­ო­დე­ნო­ბა მა­ტუ­ლობს - ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­სა და ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილს შო­რის ნდო­ბის ხა­რის­ხი შემ­ცი­რე­ბუ­ლია. რაც შე­ე­ხე­ბა ცვლი­ლე­ბებს, რო­გორც თა­ვის დრო­ზე, თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის გა­რე­მოც­ვა თუ სხვა კად­რე­ბი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით და­ი­ნიშ­ნენ, ასე­ვე წარ­მა­ტე­ბით გაქ­რნენ ისი­ნი და­კა­ვე­ბუ­ლი პოს­ტე­ბი­დან - თა­ნამ­დე­ო­ბებ­ზე მათ ყოფ­ნა-არ­ყოფ­ნა­ში კი, წვლი­ლი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილს არ მი­უ­ძღვის. სამ­წუ­ხა­როდ, ასე­თი რე­ა­ლო­ბა მი­ნის­ტრე­ბის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას აკ­ნი­ნებს. რაც შე­ე­ხე­ბა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილს, რო­გორც კი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის თვალ­სა­წი­ერ­ში მოქ­მედ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრზე ერ­თგუ­ლი პი­როვ­ნე­ბა გა­მოჩ­ნდე­ბა, დიდი ალ­ბა­თო­ბით, ივა­ნიშ­ვი­ლი ღა­რი­ბაშ­ვილს შეც­ვლის. დღეს მხო­ლოდ ერ­თგუ­ლე­ბი­თაა შე­საძ­ლე­ბე­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე და­სა­ნიშ­ნი კან­დი­და­ტე­ბის მოკ­ლე სი­ა­ში მოხ­ვედ­რა", - ამ­ბობს სოსო ცის­კა­რიშ­ვი­ლი.

რუ­სუ­დან შე­ლია

AMBEBI.GE

"ივანიშვილსა და ღარიბაშვილს შორის ნდობის ხარისხი შემცირებულია" - პრემიერს პირადი გარემოცვა ხელიდან ეცლება?

"ივანიშვილსა და ღარიბაშვილს შორის ნდობის ხარისხი შემცირებულია" - პრემიერს პირადი გარემოცვა ხელიდან ეცლება?

პრემიერს პირადი გარემოცვა ხელიდან ეცლება? - ეს კითხვა აქტუალური კიდევ ერთხელ მას შემდეგ გახდა, რაც ალექსანდრე ჭიკაიძემ თანამდებობა დატოვა და შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი მისმა პირველმა მოადგილემ, ბიძინა ივანიშვილის დაცვის ყოფილმა წევრმა, ვახტანგ გომელაურმა დაიკავა.

ცნობილია, რომ თავის დროზე, ალექსანდრე ჭიკაიძის გამინისტრება ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრის, თამაზ თამაზაშვილის რეკომენდაციით გადაწყდა - ჭიკაიძისა და თამაზაშვილის ოჯახებს ერთმანეთთან ნათელმირონი აკავშირებთ. თუ გასული წლის მიწურულს, ექვს დღეში განხორციელებულ ცხრა საკადრო ცვლილებას გავიხსენებთ და შსს-ში მიმდინარე ცვლილებების მიხედვითაც ვიმსჯელებთ, ზემოთ დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემაც არ გაგვიჭირდება - დღევანდელი მდგომარეობით, ხელისუფლებაში ე.წ. კახური გავლენები შესუსტებულია! თვალსაჩინოებისთვის: შსს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა მალხაზ ჩიკვილაძემ, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებსა და ადგილობრივ თვითმმართველობებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა აკაკი ჩხენკელმა, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ზურაბ კოპაძემ, შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილე გიორგი ზედელაშვილმა, შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსმა ირაკლი სამყურაშვილმა, ეკონომიკური საბჭოს მდივანმა რომან ჩხენკელმა, გურიის გუბერნატორმა გიორგი ჩხაიძემ, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა ირაკლი გვარამაძემ, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელმა მდივნმა ზვიად ჯანყარაშვილმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ თანამდებობა დატოვეს.

პარალელურად, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილედ ნოდარ ჯავახიშვილი დაინიშნა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის "ქართუ ბანკის" გენერალური დირექტორი იყო, ხოლო სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსად ყოფილი პრემიერის დაცვის ყოფილი უფროსი ანზორ ჩუბინიძე დაბრუნდა...

იმასაც შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, ზვიად ჯანყარაშვილის გამო ირაკლი ღარიბაშვილსა და კახა კალაძეს შორის ურთიერთობა საკმაოდ დაიძაბა და პრემიერს დღეს სათანადო გავლენა არც ენერგეტიკის მინისტრზე გააჩნია. ერთი სიტყვით ირაკლი ღარიბაშვილი უახლოესი გარემოცვის გარეშე დარჩა.

ვის აქვს დღეს ქვეყანაში ირაკლი ღარიბაშვილზე მეტი გავლენა და მისი პირადი კადრების თანამდებობიდან გათავისუფლების ბერკეტი? პასუხი ამ კითხვაზეც მარტივია - რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილს! ექსპერტებიც მიიჩნევენ, რომ საკადრო ცვლილებების სერია ტენდერებთან და ნეპოტიზმთან დაკავშირებით არსებული პრობლემების გამო ყოფილი პრემიერის განრისხების შედეგია. სახელისუფლო კულუარებში უკვე არც იმას გამორიცხავენ, რომ საკადრო ცვლილებებს მალე მოქმედი პრემიერ-მინისტრიც გადაყვება.

პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშივილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებაში საკადრო ცვლილებების სერია სწორედ ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილების შედეგია:

"ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის კადრების ერთმანეთისგან განსხვავება მიჭირს. ჯერჯერობით, ეს ერთი გუნდია, მაგრამ ისიც ფაქტია, მათ შორის, განსხვავებული აზრის რაოდენობა მატულობს - ბიძინა ივანიშვილსა და ირაკლი ღარიბაშვილს შორის ნდობის ხარისხი შემცირებულია. რაც შეეხება ცვლილებებს, როგორც თავის დროზე, თანამდებობებზე ირაკლი ღარიბაშვილის გარემოცვა თუ სხვა კადრები ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით დაინიშნენ, ასევე წარმატებით გაქრნენ ისინი დაკავებული პოსტებიდან - თანამდეობებზე მათ ყოფნა-არყოფნაში კი, წვლილი ირაკლი ღარიბაშვილს არ მიუძღვის. სამწუხაროდ, ასეთი რეალობა მინისტრების დამოუკიდებლობას აკნინებს. რაც შეეხება ირაკლი ღარიბაშვილს, როგორც კი ბიძინა ივანიშვილის თვალსაწიერში მოქმედ პრემიერ-მინისტრზე ერთგული პიროვნება გამოჩნდება, დიდი ალბათობით, ივანიშვილი ღარიბაშვილს შეცვლის. დღეს მხოლოდ ერთგულებითაა შესაძლებელი თანამდებობებზე დასანიშნი კანდიდატების მოკლე სიაში მოხვედრა", - ამბობს სოსო ცისკარიშვილი.

რუსუდან შელია

AMBEBI.GE

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა