მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჩოხიდან ეპილაციამდე - როგორ იცვალეს ფერი ქართველმა მამაკაცებმა
ჩოხიდან ეპილაციამდე - როგორ იცვალეს ფერი ქართველმა მამაკაცებმა

ორი წლის წინ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ერთი სა­ხა­ლი­სო ფო­ტო­მონ­ტა­ჟი გა­მოქ­ვეყ­ნდა. ერთ მხა­რეს "გლა­მუ­რუ­ლად" ჩაც­მუ­ლი დი­ზა­ი­ნე­რი ან­ზორ-ბი­ჭო­ლა თეთ­რა­ძე იდგა, მე­ო­რე მხა­რეს კი ჩო­ხა­სა და "აზი­აც­კებ­ში" გა­მო­წყო­ბი­ლი ქა­ქუ­ცა ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლი. ფო­ტოს პა­თო­სი მძი­მე იყო - "ვინ ვი­ყა­ვით და ვინ ვართ დღეს, გვახ­სოვ­დეს წარ­სუ­ლი".

ამ ერთი შე­ხედ­ვით სა­ხუ­მა­რო ფო­ტოს მნახ­ველ­ში ღი­მი­ლი უნდა აღეძ­რა, მაგ­რამ ხალ­ხი სე­რი­ო­ზუ­ლად აღ­შფოთ­და. დღე­საც ხომ ბევ­რი ფიქ­რობს, რომ ეროვ­ნე­ბა­სა და ღი­რე­ბუ­ლე­ბებს გვარ­თმე­ვენ. მო­დით, თვა­ლი გა­და­ვავ­ლოთ, რო­გორ შე­იც­ვა­ლა ქარ­თვე­ლი მა­მა­კა­ცის ჩაც­მუ­ლო­ბა ბოლო პე­რი­ოდ­ში.

გულ-მკერ­დზე სა­წამ­ლე, მკვეთ­რად გა­მოკ­ვე­თი­ლი წელი, სა­მას­რე­ე­ბი, ქა­მარ­ზე ია­რა­ღის დას­ტე­ბი, კა­ბის თა­ვი­სუ­ფა­ლი ტო­ტე­ბი – ეს მე-19 სა­უ­კუ­ნის და­სას­რუ­ლი­სა და მე-20 სა­უ­კუ­ნის და­სა­წყი­სის ქარ­თუ­ლი მო­დაა მა­მა­კა­ცე­ბის­თვის. ჩო­ხის შიგ­ნით მა­მა­კა­ცე­ბი სპე­ცი­ა­ლურ პე­რანგს იც­ვამ­დნენ, რომ­ლის სა­ყე­ლოც და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი იყო. ცხა­დია, ჩოხა სხვა­დას­ხვა ღი­რე­ბუ­ლე­ბის გახ­ლდათ. მდი­და­რი და ღა­რი­ბი ერ­თნა­ი­რად ხა­რის­ხი­ანს ვერ ჩა­იც­ვამ­დნენ. ჩოხა გან­სხვავ­დე­ბო­და კუ­თხე­ე­ბის მხრი­ვაც. მა­გა­ლი­თად, მთა­ში შე­და­რე­ბით მოკ­ლე ჩო­ხას ატა­რებ­დნენ, გულ­მკერ­დზე ორ­ნა­მენ­ტე­ბი­თა და ჯვრე­ბით და­ქარ­გულს.

მე-20 სა­უ­კუ­ნე ქარ­თვე­ლი მა­მა­კა­ცის­თვის ამ კუ­თხით გარ­დამ­ტე­ხი აღ­მოჩ­ნდა, რად­გან მოდა ბევ­რჯერ შე­იც­ვა­ლა. თუ თვალს ძველ ფო­ტო­ებს გა­და­ვავ­ლებთ, მა­მა­კა­ცებს ძი­რი­თა­დად ევ­რო­პუ­ლად აც­ვი­ათ. დო­მი­ნი­რებს ე.წ. კი­ტე­ლი, თუმ­ცა ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ მათ ბო­ლომ­დე უარი თქვეს ჩო­ხა­ზე. მო­და­შია გა­ლი­ფე შარ­ვლე­ბი, მა­მა­კა­ცე­ბი არც კი­სერ­ზე და­მაგ­რე­ბულ პე­პე­ლა­ზე ამ­ბო­ბენ უარს.

რუ­სეთ­ში 37 მა­ნე­თად გა­დაფ­რე­ნი­ლი ქარ­თვე­ლი მა­მა­კა­ცე­ბი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დან­გრე­ვამ­დე იწო­ნებ­დნენ თავს ღია ფე­რის შარ­ვლე­ბი­თა და ხა­ლა­თე­ბით. არა­ვის გა­უკ­ვირ­დე­ბო­და, ქუ­ჩა­ში შლაქ­სებ­ში გა­მო­წყო­ბი­ლი ხა­ლა­თი­ა­ნი მა­მა­კა­ცი რომ შეხ­ვედ­რო­და - მოშ­ვე­ბუ­ლი ბა­კე­ბი­თა და გრძე­ლი თმით.

ნამ­დვი­ლი ჯინ­სი კი არც ისე იოლი სა­შოვ­ნე­ლი სი­ა­მოვ­ნე­ბა იყო, მაგ­რამ რო­გორც დღემ­დე შე­მო­ნა­ხუ­ლი ამ­ბე­ბი­დან ვი­გებთ, სა­ზღვარ­გა­რეთ წა­სუ­ლი ქარ­თუ­ლი ან­სამ­ბლე­ბი, სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ, უცხო­ურ სა­ქო­ნელს ჩუ­მად ყიდ­დნენ და ეს ბედ­ნი­ე­რე­ბა არც ისე იაფი ღირ­და.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

ჩოხიდან ეპილაციამდე - როგორ იცვალეს ფერი ქართველმა მამაკაცებმა

ჩოხიდან ეპილაციამდე - როგორ იცვალეს ფერი ქართველმა მამაკაცებმა

ორი წლის წინ სოციალურ ქსელში ერთი სახალისო ფოტომონტაჟი გამოქვეყნდა. ერთ მხარეს ''გლამურულად'' ჩაცმული დიზაინერი ანზორ-ბიჭოლა თეთრაძე იდგა, მეორე მხარეს კი ჩოხასა და ''აზიაცკებში'' გამოწყობილი ქაქუცა ჩოლოყაშვილი. ფოტოს პათოსი მძიმე იყო - ''ვინ ვიყავით და ვინ ვართ დღეს, გვახსოვდეს წარსული''.

ამ ერთი შეხედვით სახუმარო ფოტოს მნახველში ღიმილი უნდა აღეძრა, მაგრამ ხალხი სერიოზულად აღშფოთდა. დღესაც ხომ ბევრი ფიქრობს, რომ ეროვნებასა და ღირებულებებს გვართმევენ. მოდით, თვალი გადავავლოთ, როგორ შეიცვალა ქართველი მამაკაცის ჩაცმულობა ბოლო პერიოდში.

გულ-მკერდზე საწამლე, მკვეთრად გამოკვეთილი წელი, სამასრეები, ქამარზე იარაღის დასტები, კაბის თავისუფალი ტოტები – ეს მე-19 საუკუნის დასასრულისა და მე-20 საუკუნის დასაწყისის ქართული მოდაა მამაკაცებისთვის. ჩოხის შიგნით მამაკაცები სპეციალურ პერანგს იცვამდნენ, რომლის საყელოც დაფიქსირებული იყო. ცხადია, ჩოხა სხვადასხვა ღირებულების გახლდათ. მდიდარი და ღარიბი ერთნაირად ხარისხიანს ვერ ჩაიცვამდნენ. ჩოხა განსხვავდებოდა კუთხეების მხრივაც. მაგალითად, მთაში შედარებით მოკლე ჩოხას ატარებდნენ, გულმკერდზე ორნამენტებითა და ჯვრებით დაქარგულს.

მე-20 საუკუნე ქართველი მამაკაცისთვის ამ კუთხით გარდამტეხი აღმოჩნდა, რადგან მოდა ბევრჯერ შეიცვალა. თუ თვალს ძველ ფოტოებს გადავავლებთ, მამაკაცებს ძირითადად ევროპულად აცვიათ. დომინირებს ე.წ. კიტელი, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ ბოლომდე უარი თქვეს ჩოხაზე. მოდაშია გალიფე შარვლები, მამაკაცები არც კისერზე დამაგრებულ პეპელაზე ამბობენ უარს.

რუსეთში 37 მანეთად გადაფრენილი ქართველი მამაკაცები საბჭოთა კავშირის დანგრევამდე იწონებდნენ თავს ღია ფერის შარვლებითა და ხალათებით. არავის გაუკვირდებოდა, ქუჩაში შლაქსებში გამოწყობილი ხალათიანი მამაკაცი რომ შეხვედროდა - მოშვებული ბაკებითა და გრძელი თმით.

ნამდვილი ჯინსი კი არც ისე იოლი საშოვნელი სიამოვნება იყო, მაგრამ როგორც დღემდე შემონახული ამბებიდან ვიგებთ, საზღვარგარეთ წასული ქართული ანსამბლები, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, უცხოურ საქონელს ჩუმად ყიდდნენ და ეს ბედნიერება არც ისე იაფი ღირდა.

იხილეთ გაგრძელება

ჰარისა და მეგანის დაცვის ხარჯებმა კანადელები აღაშფოთა - "რატომ ფინანსდებიან უმდიდრესი ოჯახის წევრები ჩვენი ფულით?!"

სახლი "მილიონერების რაიონში", საკუთარი რესტორანი და კოსმეტიკური ბრენდი - როგორ ცხოვრობს თინა კანდელაკი

ქართველი ვარსკვლავები, რომლებმაც ორსულობისას შიშვლად იპოზიორეს