მსოფლიო
პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
სპორტი
სამართალი
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თვითმკვლელობა მოსკოვში და ომის დროს აფხაზეთიდან მოპარული უნიკალური ხატები
თვითმკვლელობა მოსკოვში და ომის დროს აფხაზეთიდან მოპარული უნიკალური ხატები

რუ­სეთ­ში მოღ­ვა­წე ქარ­თველ­მა ბიზ­ნეს­მენ­მა, ივა­ნე შერ­ვა­ში­ძემ, რო­მელ­მაც ორი­ო­დე თვის წინ სი­ცო­ცხლე თვით­მკვლე­ლო­ბით დას­რუ­ლა, მის მიერ წლე­ბის წინ შეს­ყი­დუ­ლი ხა­ტე­ბის აფხა­ზე­თის მუ­ზე­უ­მის­თვის გა­და­ცე­მას ითხოვს. ან­დერ­ძის აღ­სრუ­ლე­ბას, მისი მე­გო­ბა­რი აპი­რებს, რო­მელ­მაც წე­რი­ლი და ხა­ტე­ბი 3 დღის წინ მის ბი­ნა­ში შემ­თხვე­ვით იპო­ვა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 68 წლის ივა­ნე შერ­ვა­ში­ძემ 17 დე­კემ­ბერს მოს­კოვ­ში სას­ტუმ­რო "ნა­ცი­ო­ნალ­ში" მო­იკ­ლა თავი. რუ­სუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, თვით­მკვლე­ლო­ბა სას­ტუმ­როს სათ­ვალ­თვა­ლო ვი­დე­ო­კა­მე­რებ­მა და­ა­ფიქ­სი­რეს. ბიზ­ნეს­მენ­მა წე­რი­ლი და­ტო­ვა, რო­მელ­შიც სიკ­ვდი­ლის შემ­დგომ კრე­მა­ცია მო­ი­თხო­ვა.

"სა­სურ­ვე­ლია, ფერ­ფლი შავ ზღვა­ში და ბალ­ტი­ის ზღვა­ში მი­მო­აბ­ნი­ოთ", - აღ­ნიშ­ნუ­ლია წე­რილ­ში.

სუ­ი­ცი­დის შემ­თხვე­ვი­დან ერთი თვის შემ­დეგ კი მის­მა რუს­მა მე­გო­ბარ­მა სერ­გეი აკ­სი­უტ­ჩეკ­მა ივა­ნე შერ­ვა­ში­ძის ნივ­თებ­ში ორი ხატი და კი­დევ ერთი წე­რი­ლი იპო­ვა.

აკ­სი­უტ­ჩე­კის თქმით, სიკ­ვდი­ლამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე შერ­ვა­ში­ძემ მის ბი­ნა­ში ღამე გა­ა­თია, დი­ლით კი ად­რი­ა­ნად წა­ვი­და. რო­გორც ჩანს, სწო­რედ იმ ღა­მით და­ტო­ვა ბიზ­ნეს­მენ­მა მე­გო­ბარ­თან პა­ტა­რა ჩან­თა, სა­დაც ხა­ტე­ბი და წე­რი­ლი ინა­ხე­ბო­და.

რუ­სუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, წე­რილ­ში წე­რია, რომ ხა­ტე­ბი 90-იან წლებ­ში სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბის დროს აფხა­ზე­თი­დან იყო მო­პა­რუ­ლი. შერ­ვა­ში­ძემ ისი­ნი გა­მო­ის­ყი­და და უნ­დო­და სო­ხუმ­ში და­ებ­რუ­ნე­ბი­ნა, მაგ­რამ ვერ მო­ას­წრო. ამი­ტომ ამ სურ­ვი­ლის შეს­რუ­ლე­ბას მე­გო­ბარს სთხოვ­და.

სერ­გეი აკ­სი­უტ­ჩე­კი მისი და­ნა­ბა­რე­ბის შეს­რუ­ლე­ბას და უნი­კა­ლუ­რი ხა­ტე­ბის აფხა­ზეთ­ში ჩა­ტა­ნას აპი­რებს.

აფხა­ზი ღვთის­მსა­ხუ­რის და­ვით სარ­სა­ნი­ას ინ­ფორ­მა­ცი­ით, ერთ ხატ­ზე წმინ­და გი­ორ­გია გა­მო­სა­ხუ­ლი, მე­ო­რე­ზე კი - მთა­ვა­რან­გე­ლო­ზებს შო­რის მდგა­რი და­დი­ა­ნე­ბის გვა­რის ერთ-ერთი თა­ვა­დი.

სარ­სა­ნია ვა­რა­უ­დობს, რომ ორი­ვე ხატი თა­ვის დრო­ზე შე­საძ­ლოა ილო­რის წმინ­და გი­ორ­გის ეკ­ლე­სი­ის კუთ­ვნი­ლე­ბა იყო და ომის დროს, ისე­ვე რო­გორც სხვა რამ­დე­ნი­მე ძვირ­ფა­სი ხატი, ისი­ნიც მო­ი­პა­რეს.

რუსი ხე­ლოვ­ნე­ბათმცოდ­ნე­ო­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ხა­ტე­ბის წარ­მო­მავ­ლო­ბა სა­ვა­რა­უ­დოდ მე­თექ­ვსმე­ტე-მე­ცხრა­მე­ტე სა­უ­კუ­ნე­ებს უკავ­შირ­დე­ბა. მათი თქმით, უფრო ზუსტ პა­სუხს ექ­სპერ­ტი­ზის შე­დე­გე­ბი გა­მო­ავ­ლენს.

"ორი­ვე ხატი უძ­ვე­ლე­სია და ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო. თა­ნაც, ორი­ვე კარ­გად არის შე­მო­ნა­ხუ­ლი, პრაქ­ტი­კუ­ლად, არა­ვი­თა­რი და­ზი­ა­ნე­ბა არ აქვს, რაც კი­დევ უფრო ზრდის მათ ის­ტო­რი­ულ ღი­რე­ბუ­ლე­ბას", - აცხა­დე­ბენ ხე­ლოვ­ნე­ბათმცო­დე­ნე­ბი.

სარ­სა­ნი­ას ვა­რა­უდს ადას­ტუ­რებს ილო­რის ტაძ­რის ყო­ფი­ლი წი­ნამ­ძღვა­რი ფრი­დონ ასა­თი­ა­ნი. მისი თქმით, აღ­ნიშ­ნუ­ლი ხა­ტე­ბი ტაძ­რის სე­იფ­ში ინა­ხე­ბო­და. წი­ნამ­ძღვა­რი ამ­ბობს, რომ წმინ­და გი­ორ­გის ხატი ეკ­ლე­სი­ას ოდი­შის მთა­ვარ­მა ლე­ვან და­დი­ან­მა უსახ­სოვ­რა.

"რო­მელ ხა­ტებ­ზეც არის სა­უ­ბა­რი, ვიცი. ორი­ვე ხატი უძ­ვე­ლე­სი ის­ტო­რი­უ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბი­საა და რომ არ და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი იყო, მა­ცხოვ­რის ხატ­თან ერ­თად ეკ­ლე­სი­ის სე­იფ­ში ინა­ხე­ბო­და და დღე­სას­წა­უ­ლებ­ზე გა­მოგვქონ­და ხოლ­მე. თა­ნაც ომამ­დე ეკ­ლე­სია ორ­ჯერ გა­ი­ძარ­ცვა და ამის გა­მოც გვე­ში­ნო­და. სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბის დროს კი აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა­ფე­რი წა­ი­ღეს, ჩემი ნივ­თე­ბის წა­მო­ღე­ბაც ვერ მო­ვა­ხერ­ხე.

"წმინ­და გი­ორ­გი ხატი XVI-ე სა­უ­კუ­ნი­საა ეკ­ლე­სი­ას ლე­ვან და­დი­ან­მა უსახ­სოვ­რა, რო­მელ­მაც თა­ვი­სი ხე­ლით შექ­მნა. რაც შე­ე­ხე­ბა მთა­ვა­რან­გე­ლო­ზის ხატს, ვი­ზუ­ა­ლუ­რად მახ­სოვს, თუმ­ცა დე­ტა­ლებს ვერ ვიხ­სე­ნებ", - უთხრა "მთელ კვი­რას" ასა­თი­ან­მა.

სო­ხუ­მის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ასო­ცი­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სო­რი ლია ახა­ლა­ძე კი ამ­ბობს რომ ეს ხა­ტე­ბი ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შე­ბის გარ­და წარ­მო­ად­გე­ნენ წე­რი­ლო­ბით ძეგ­ლებ­საც.

მისი თქმით, მათ­ზე და­ტა­ნი­ლია ძვე­ლი ქარ­თუ­ლი ასომ­თავ­რუ­ლით შეს­რუ­ლე­ბუ­ლი გან­მარ­ტე­ბი­თი წარ­წე­რე­ბი.

"ბიზ­ნეს­მე­ნი ივა­ნე შერ­ვა­ში­ძე ეროვ­ნე­ბით აფხა­ზია. სა­ყო­ველ­თა­ოდ ცნო­ბი­ლია, რომ შერ­ვა­ში­ძე­ე­ბი აფხა­ზე­თის სამ­თავ­რო სახ­ლის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი იყ­ვნენ. თუმ­ცა, აღ­ნიშ­ნუ­ლი გვა­რის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა დიდი უმ­რავ­ლე­სო­ბა შუა სა­უ­კუ­ნე­ებ­ში, XIX-XX სა­უ­კუ­ნე­ებ­ში და ახ­ლაც ეროვ­ნულ იდენ­ტი­ფი­კა­ცი­ას ქარ­თულ ეთ­ნი­კურ სამ­ყა­როს­თან ახ­დენს.

"ამას­თან მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ 1992-1993 წლე­ბის სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბის დროს არ დამ­წვა­რა აფხა­ზე­თის სა­ხელ­მწი­ფო მუ­ზე­უ­მი (და არც მისი არ­ქი­ვი), სა­დაც ხე­ლოვ­ნე­ბის ძეგ­ლე­ბი, მათ შო­რის ქარ­თუ­ლი ჭე­დუ­რი ხა­ტე­ბის მცი­რე ნა­წი­ლი და მათი აღ­წე­რი­ლო­ბა ინა­ხე­ბო­და. სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბის დროს და­იწ­ვა არა მუ­ზე­უ­მი, არა­მედ აფხა­ზე­თის ცენ­ტრა­ლუ­რი სა­ხელ­მწი­ფო არ­ქი­ვი, რო­მე­ლიც წარ­მო­ად­გენ­და XIX-XX სა­უ­კუ­ნე­ე­ბის დო­კუ­მენ­ტუ­რი წე­რი­ლო­ბი­თი წყა­რო­ე­ბის (სა­ბუ­თე­ბის) სა­ცავს. შე­სა­ბა­მი­სად, მო­ცე­მუ­ლი ხა­ტე­ბის აღ­წე­რი­ლო­ბი­სა და წარ­მო­მავ­ლო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია და სხვა სა­ხის დო­კუ­მენ­ტე­ბი უნდა ინა­ხე­ბო­დეს აფხა­ზე­თის ცენ­ტრა­ლურ სა­ხელ­მწი­ფო მუ­ზე­უმ­ში, რომ­ლის არ­ცერ­თი ძეგლი არ და­ზი­ა­ნე­ბუ­ლა ომის დროს - უბ­რა­ლოდ იგი არც კი გახ­სნი­ლა.

"ნე­ბის­მი­ე­რი კულ­ტუ­რის ძეგლის იდენ­ტი­ფი­კა­ცი­ის, ავ­თენ­ტუ­რო­ბი­სა და წარ­მო­მავ­ლო­ბის გარ­კვე­ვი­სას პირ­ველ რიგ­ში ყუ­რა­დღე­ბა ექ­ცე­ვა ძეგლის არ­ქე­ოგ­რა­ფი­ულ ნიშ­ნებს, რო­მელ­თა შო­რის გა­დამ­წყვე­ტი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ენობ­რივ მო­ნა­ცე­მებს და წე­რი­ლო­ბით კულ­ტუ­რას. ივა­ნე შერ­ვა­ში­ძის მიერ აფხა­ზე­თის სა­ხელ­მწი­ფო მუ­ზე­უ­მი­სათ­ვის ნა­ან­დერ­ძე­ვი ნივ­თე­ბი, ნამ­დვი­ლად წარ­მო­ად­გე­ნენ ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შებს - წმ. გი­ორ­გის ხატი და მი­ქა­ელ და გაბ­რი­ელ მთა­ვა­რან­გე­ლო­ზე­ბის ხატი. მაგ­რამ ამა­ვე დროს ისი­ნი წე­რი­ლო­ბი­თი ძეგ­ლე­ბი­ცაა, რად­გან მათ­ზე და­ტა­ნი­ლია ძვე­ლი ქარ­თუ­ლი ასომ­თავ­რუ­ლით შეს­რუ­ლე­ბუ­ლი გან­მარ­ტე­ბი­თი წარ­წე­რე­ბი.

"შე­სა­ბა­მი­სად, აღ­ნიშ­ნუ­ლი ნივ­თებს არა მარ­ტო ხე­ლოვ­ნე­ბათმცოდ­ნე­ო­ბი­თი, არა­მედ პა­ლე­ოგ­რა­ფი­უ­ლი და ის­ტო­რი­უ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვთ, რად­გან ძეგ­ლებ­ზე იკი­თხე­ბა "წ(მიდა) გ(იორგ)ი" და ერთ-ერთი ქარ­თუ­ლი ფე­ო­და­ლუ­რი გვა­რის, და­დი­ან­თა სამ­თავ­რო სახ­ლის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა ლე­გენ­და ასე­ვე ქარ­თულ ენა­ზე", - უთხრა "მთელ კვი­რას" ახა­ლა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, ორი­ვე ნივ­თი დიდი ალ­ბა­თო­ბით, XIX სა­უ­კუ­ნის პირ­ველ ნა­ხევრში პეპუ მე­უ­ნარ­გი­ას ხე­ლი­დან გა­მო­სუ­ლი ძეგლი უნდა იყოს და სა­ვა­რა­უ­დოდ, სა­მეგ­რე­ლოს უკა­ნას­კნე­ლი მთავ­რის ნიკო და­დი­ა­ნის მა­მის - და­ვით და­დი­ა­ნის კუთ­ვნი­ლე­ბა უნდა ყო­ფი­ლი­ყო.

"თუ და­ვეყ­რდნო­ბით ძეგლ­ზე და­ცულ წე­რი­ლო­ბით და ენობ­რივ მო­ნა­ცე­მებს, იგი ქარ­თულ კულ­ტუ­რულ სამ­ყა­როს ეკუთ­ვნო­და, რად­გან მათი ქტი­ტო­რე­ბი, შე­მომ­წირ­ველ­ნი და მლოც­ველ­ნი სა­კუ­თა­რი თა­ვის იდენ­ტი­ფი­კა­ცი­ას ქარ­თულ ენა­ზე, ქარ­თუ­ლი დამ­წერ­ლო­ბით ახ­დენ­დნენ. მარ­თა­ლია, შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბი­სა და ყ|ყ სა­უ­კუ­ნის აფხა­ზე­თის წე­რი­ლო­ბი­თი ძეგ­ლე­ბის აბ­სო­ლუ­ტუ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბა ქარ­თუ­ლია, მაგ­რამ ეს სწო­რედ იმა­ზე მი­უ­თი­თებს, რომ აფხა­ზე­თი ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რულ-ის­ტო­რი­უ­ლი სამ­ყა­როს ნა­წი­ლი იყო.

"ხე­ლოვ­ნე­ბათმცოდ­ნე­ო­ბი­თი თვალ­საზ­რი­სით, ანა­ლო­გი­უ­რი ხა­ტე­ბი ცნო­ბი­ლია ქარ­თულ ჭე­დურ ხე­ლოვ­ნე­ბა­ში. მა­გა­ლი­თად, ზუგ­დი­დის წმ. გი­ორ­გის ხატი მხედ­რუ­ლი წარ­წე­რით, ზუგ­დი­დის 1849 წლის ხატი ქარ­თუ­ლი ასომ­თავ­რუ­ლი წარ­წე­რით და ა. შ. აღ­ნიშ­ნუ­ლი ანა­ლო­გი­ე­ბით, ორი­ვე ნივ­თი, დიდი ალ­ბა­თო­ბით ყ|ყ სა­უ­კუ­ნის პირ­ველ ნა­ხევრში პეპუ მე­უ­ნარ­გი­ას ხე­ლი­დან გა­მო­სუ­ლი ძეგლი უნდა იყოს და სა­ვა­რა­უ­დოდ, სა­მეგ­რე­ლოს უკა­ნას­კნე­ლი მთავ­რის ნიკო და­დი­ა­ნის მა­მის - და­ვით და­დი­ა­ნის კუთ­ვნი­ლე­ბა უნდა ყო­ფი­ლი­ყო. თუმ­ცა, ნივ­თე­ბის ხე­ლოვ­ნე­ბათმცოდ­ნე­ო­ბით ღი­რე­ბუ­ლე­ბა­ზე ჭე­დუ­რი ხე­ლოვ­ნე­ბის ის­ტო­რი­კო­სე­ბი გა­ცი­ლე­ბით მეტს იტყვი­ან.

"აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვერ და­ვე­თან­ხმე­ბით მო­საზ­რე­ბას, რომ ეს ნივ­თე­ბი აფხა­ზი ხალ­ხის ფა­სე­უ­ლო­ბაა და "ქარ­თველ­მა ვან­და­ლებ­მა" "მო­ი­პა­რეს", რად­გან აშ­კა­რაა ხა­ტებ­ზე ქარ­თუ­ლი წარ­წე­რე­ბია. რო­გორც ძველ ქარ­თულ ჭე­დურ ხე­ლოვ­ნე­ბა­ში იყო მი­ღე­ბუ­ლი, არ გა­მოვ­რი­ცხავთ ხა­ტის ზურ­გზეც ამოკ­ვე­თი­ლი იყოს ქტი­ტორ­თა ქარ­თუ­ლი წარ­წე­რე­ბი, რაც გა­ცი­ლე­ბით მეტ ინ­ფორ­მა­ცი­ას მოგ­ვცემს ხა­ტის წარ­მო­მავ­ლო­ბის შე­სა­ხებ", - გვი­თხრა პრო­ფე­სორ­მა.

ახა­ლა­ძე ამ­ბობს, რომ ამ სა­კი­თხით აუ­ცი­ლებ­ლად უნდა და­ინ­ტე­რეს­დნენ შე­სა­ბა­მი­სი სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რე­ბი.

"ვფიქ­რობ, აღ­ნიშ­ნულ ნივ­თებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რებ­მა შე­სა­ბა­მი­სი რე­ა­გი­რე­ბა უნდა მო­ახ­დი­ნონ, რათა არ მოხ­დეს ქარ­თუ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შე­ბის და­კარ­გვა, ან და­ზი­ა­ნე­ბა. პირ­ველ რიგ­ში, ეთხო­ვოს რუ­სულ მხა­რეს, რათა ჩა­ტარ­დეს ორი­ვე ძეგლის არ­ქე­ოგ­რა­ფი­უ­ლი აღ­წე­რი­ლო­ბა, და­სუ­რა­თე­ბა და გად­მოგ­ზავ­ნა თბი­ლის­ში, შე­სა­ბა­მის სპე­ცი­ა­ლის­ტებ­თან", - გა­ნა­ცხა­და ახა­ლა­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ რუ­სეთ­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი ივა­ნე შერ­ვა­ში­ძე წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მოს­კოვ­ში მუ­სი­კა­ლუ­რი ინ­სტრუ­მენ­ტე­ბი­თა და მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბით ვაჭ­რობ­და და სა­კუ­თა­რი ფირ­მაც ჰქონ­და ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი.

ახ­ლო­ბელ­თა ვა­რა­უ­დით, მისი თვით­მკვლე­ლო­ბის მი­ზე­ზი ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბი და დაგ­რო­ვი­ლი ვა­ლე­ბი იყო.

თიკო ოს­მა­ნო­ვა

გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი"

თვითმკვლელობა მოსკოვში და ომის დროს აფხაზეთიდან მოპარული უნიკალური ხატები

თვითმკვლელობა მოსკოვში და ომის დროს აფხაზეთიდან მოპარული უნიკალური ხატები

რუსეთში მოღვაწე ქართველმა ბიზნესმენმა, ივანე შერვაშიძემ, რომელმაც ორიოდე თვის წინ სიცოცხლე თვითმკვლელობით დასრულა, მის მიერ წლების წინ შესყიდული ხატების აფხაზეთის მუზეუმისთვის გადაცემას ითხოვს. ანდერძის აღსრულებას, მისი მეგობარი აპირებს, რომელმაც წერილი და ხატები 3 დღის წინ მის ბინაში შემთხვევით იპოვა.

შეგახსენებთ, რომ 68 წლის ივანე შერვაშიძემ 17 დეკემბერს მოსკოვში სასტუმრო "ნაციონალში" მოიკლა თავი. რუსული მედიის ინფორმაციით, თვითმკვლელობა სასტუმროს სათვალთვალო ვიდეოკამერებმა დააფიქსირეს. ბიზნესმენმა წერილი დატოვა, რომელშიც სიკვდილის შემდგომ კრემაცია მოითხოვა.

"სასურველია, ფერფლი შავ ზღვაში და ბალტიის ზღვაში მიმოაბნიოთ", - აღნიშნულია წერილში.

სუიციდის შემთხვევიდან ერთი თვის შემდეგ კი მისმა რუსმა მეგობარმა სერგეი აკსიუტჩეკმა ივანე შერვაშიძის ნივთებში ორი ხატი და კიდევ ერთი წერილი იპოვა.

აკსიუტჩეკის თქმით, სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე შერვაშიძემ მის ბინაში ღამე გაათია, დილით კი ადრიანად წავიდა. როგორც ჩანს, სწორედ იმ ღამით დატოვა ბიზნესმენმა მეგობართან პატარა ჩანთა, სადაც ხატები და წერილი ინახებოდა.

რუსული მედიის ინფორმაციით, წერილში წერია, რომ ხატები 90-იან წლებში საომარი მოქმედებების დროს აფხაზეთიდან იყო მოპარული. შერვაშიძემ ისინი გამოისყიდა და უნდოდა სოხუმში დაებრუნებინა, მაგრამ ვერ მოასწრო. ამიტომ ამ სურვილის შესრულებას მეგობარს სთხოვდა.

სერგეი აკსიუტჩეკი მისი დანაბარების შესრულებას და უნიკალური ხატების აფხაზეთში ჩატანას აპირებს.

აფხაზი ღვთისმსახურის დავით სარსანიას ინფორმაციით, ერთ ხატზე წმინდა გიორგია გამოსახული, მეორეზე კი - მთავარანგელოზებს შორის მდგარი დადიანების გვარის ერთ-ერთი თავადი.

სარსანია ვარაუდობს, რომ ორივე ხატი თავის დროზე შესაძლოა ილორის წმინდა გიორგის ეკლესიის კუთვნილება იყო და ომის დროს, ისევე როგორც სხვა რამდენიმე ძვირფასი ხატი, ისინიც მოიპარეს.

რუსი ხელოვნებათმცოდნეობის ინფორმაციით, ხატების წარმომავლობა სავარაუდოდ მეთექვსმეტე-მეცხრამეტე საუკუნეებს უკავშირდება. მათი თქმით, უფრო ზუსტ პასუხს ექსპერტიზის შედეგები გამოავლენს.

"ორივე ხატი უძველესია და ძალიან საინტერესო. თანაც, ორივე კარგად არის შემონახული, პრაქტიკულად, არავითარი დაზიანება არ აქვს, რაც კიდევ უფრო ზრდის მათ ისტორიულ ღირებულებას", - აცხადებენ ხელოვნებათმცოდენები.

სარსანიას ვარაუდს ადასტურებს ილორის ტაძრის ყოფილი წინამძღვარი ფრიდონ ასათიანი. მისი თქმით, აღნიშნული ხატები ტაძრის სეიფში ინახებოდა. წინამძღვარი ამბობს, რომ წმინდა გიორგის ხატი ეკლესიას ოდიშის მთავარმა ლევან დადიანმა უსახსოვრა.

"რომელ ხატებზეც არის საუბარი, ვიცი. ორივე ხატი უძველესი ისტორიული ღირებულებისაა და რომ არ დაზიანებული იყო, მაცხოვრის ხატთან ერთად ეკლესიის სეიფში ინახებოდა და დღესასწაულებზე გამოგვქონდა ხოლმე. თანაც ომამდე ეკლესია ორჯერ გაიძარცვა და ამის გამოც გვეშინოდა. საომარი მოქმედებების დროს კი აბსოლუტურად ყველაფერი წაიღეს, ჩემი ნივთების წამოღებაც ვერ მოვახერხე.

"წმინდა გიორგი ხატი XVI-ე საუკუნისაა ეკლესიას ლევან დადიანმა უსახსოვრა, რომელმაც თავისი ხელით შექმნა. რაც შეეხება მთავარანგელოზის ხატს, ვიზუალურად მახსოვს, თუმცა დეტალებს ვერ ვიხსენებ", - უთხრა "მთელ კვირას" ასათიანმა.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ლია ახალაძე კი ამბობს რომ ეს ხატები ხელოვნების ნიმუშების გარდა წარმოადგენენ წერილობით ძეგლებსაც.

მისი თქმით, მათზე დატანილია ძველი ქართული ასომთავრულით შესრულებული განმარტებითი წარწერები.

"ბიზნესმენი ივანე შერვაშიძე ეროვნებით აფხაზია. საყოველთაოდ ცნობილია, რომ შერვაშიძეები აფხაზეთის სამთავრო სახლის წარმომადგენლები იყვნენ. თუმცა, აღნიშნული გვარის წარმომადგენელთა დიდი უმრავლესობა შუა საუკუნეებში, XIX-XX საუკუნეებში და ახლაც ეროვნულ იდენტიფიკაციას ქართულ ეთნიკურ სამყაროსთან ახდენს.

"ამასთან მინდა აღვნიშნო, რომ 1992-1993 წლების საომარი მოქმედებების დროს არ დამწვარა აფხაზეთის სახელმწიფო მუზეუმი (და არც მისი არქივი), სადაც ხელოვნების ძეგლები, მათ შორის ქართული ჭედური ხატების მცირე ნაწილი და მათი აღწერილობა ინახებოდა. საომარი მოქმედებების დროს დაიწვა არა მუზეუმი, არამედ აფხაზეთის ცენტრალური სახელმწიფო არქივი, რომელიც წარმოადგენდა XIX-XX საუკუნეების დოკუმენტური წერილობითი წყაროების (საბუთების) საცავს. შესაბამისად, მოცემული ხატების აღწერილობისა და წარმომავლობის შესახებ ინფორმაცია და სხვა სახის დოკუმენტები უნდა ინახებოდეს აფხაზეთის ცენტრალურ სახელმწიფო მუზეუმში, რომლის არცერთი ძეგლი არ დაზიანებულა ომის დროს - უბრალოდ იგი არც კი გახსნილა.

"ნებისმიერი კულტურის ძეგლის იდენტიფიკაციის, ავთენტურობისა და წარმომავლობის გარკვევისას პირველ რიგში ყურადღება ექცევა ძეგლის არქეოგრაფიულ ნიშნებს, რომელთა შორის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ენობრივ მონაცემებს და წერილობით კულტურას. ივანე შერვაშიძის მიერ აფხაზეთის სახელმწიფო მუზეუმისათვის ნაანდერძევი ნივთები, ნამდვილად წარმოადგენენ ხელოვნების ნიმუშებს - წმ. გიორგის ხატი და მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზების ხატი. მაგრამ ამავე დროს ისინი წერილობითი ძეგლებიცაა, რადგან მათზე დატანილია ძველი ქართული ასომთავრულით შესრულებული განმარტებითი წარწერები.

"შესაბამისად, აღნიშნული ნივთებს არა მარტო ხელოვნებათმცოდნეობითი, არამედ პალეოგრაფიული და ისტორიული მნიშვნელობა აქვთ, რადგან ძეგლებზე იკითხება "წ(მიდა) გ(იორგ)ი" და ერთ-ერთი ქართული ფეოდალური გვარის, დადიანთა სამთავრო სახლის წარმომადგენელთა ლეგენდა ასევე ქართულ ენაზე", - უთხრა "მთელ კვირას" ახალაძემ.

მისივე თქმით, ორივე ნივთი დიდი ალბათობით, XIX საუკუნის პირველ ნახევრში პეპუ მეუნარგიას ხელიდან გამოსული ძეგლი უნდა იყოს და სავარაუდოდ, სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის ნიკო დადიანის მამის - დავით დადიანის კუთვნილება უნდა ყოფილიყო.

"თუ დავეყრდნობით ძეგლზე დაცულ წერილობით და ენობრივ მონაცემებს, იგი ქართულ კულტურულ სამყაროს ეკუთვნოდა, რადგან მათი ქტიტორები, შემომწირველნი და მლოცველნი საკუთარი თავის იდენტიფიკაციას ქართულ ენაზე, ქართული დამწერლობით ახდენდნენ. მართალია, შუა საუკუნეებისა და ყ|ყ საუკუნის აფხაზეთის წერილობითი ძეგლების აბსოლუტური უმრავლესობა ქართულია, მაგრამ ეს სწორედ იმაზე მიუთითებს, რომ აფხაზეთი ქართული კულტურულ-ისტორიული სამყაროს ნაწილი იყო.

"ხელოვნებათმცოდნეობითი თვალსაზრისით, ანალოგიური ხატები ცნობილია ქართულ ჭედურ ხელოვნებაში. მაგალითად, ზუგდიდის წმ. გიორგის ხატი მხედრული წარწერით, ზუგდიდის 1849 წლის ხატი ქართული ასომთავრული წარწერით და ა. შ. აღნიშნული ანალოგიებით, ორივე ნივთი, დიდი ალბათობით ყ|ყ საუკუნის პირველ ნახევრში პეპუ მეუნარგიას ხელიდან გამოსული ძეგლი უნდა იყოს და სავარაუდოდ, სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის ნიკო დადიანის მამის - დავით დადიანის კუთვნილება უნდა ყოფილიყო. თუმცა, ნივთების ხელოვნებათმცოდნეობით ღირებულებაზე ჭედური ხელოვნების ისტორიკოსები გაცილებით მეტს იტყვიან.

"აქედან გამომდინარე, ვერ დავეთანხმებით მოსაზრებას, რომ ეს ნივთები აფხაზი ხალხის ფასეულობაა და "ქართველმა ვანდალებმა" "მოიპარეს", რადგან აშკარაა ხატებზე ქართული წარწერებია. როგორც ძველ ქართულ ჭედურ ხელოვნებაში იყო მიღებული, არ გამოვრიცხავთ ხატის ზურგზეც ამოკვეთილი იყოს ქტიტორთა ქართული წარწერები, რაც გაცილებით მეტ ინფორმაციას მოგვცემს ხატის წარმომავლობის შესახებ", - გვითხრა პროფესორმა.

ახალაძე ამბობს, რომ ამ საკითხით აუცილებლად უნდა დაინტერესდნენ შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურები.

"ვფიქრობ, აღნიშნულ ნივთებთან დაკავშირებით, საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურებმა შესაბამისი რეაგირება უნდა მოახდინონ, რათა არ მოხდეს ქართული ხელოვნების ნიმუშების დაკარგვა, ან დაზიანება. პირველ რიგში, ეთხოვოს რუსულ მხარეს, რათა ჩატარდეს ორივე ძეგლის არქეოგრაფიული აღწერილობა, დასურათება და გადმოგზავნა თბილისში, შესაბამის სპეციალისტებთან", - განაცხადა ახალაძემ.

შეგახსენებთ, რომ რუსეთში მცხოვრები ქართველი ივანე შერვაშიძე წლების განმავლობაში მოსკოვში მუსიკალური ინსტრუმენტებითა და მოწყობილობებით ვაჭრობდა და საკუთარი ფირმაც ჰქონდა ჩამოყალიბებული.

ახლობელთა ვარაუდით, მისი თვითმკვლელობის მიზეზი ფინანსური პრობლემები და დაგროვილი ვალები იყო.

თიკო ოსმანოვა

გაზეთი "რეზონანსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია