"ფეისბუქის" გვერდზე Наш Киев (www.nashkiev.ua) გავრცელდა ვიდეო, რომელზეც ასახულია, როგორ ეპყრობიან პრორუსი სეპარატისტები დონეცკში ტყვედ ჩავარდნილ უკრაინელ ჯარისკაცებს. კადრებში ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირია ვინმე გივი, რომელსაც სახელის აღმნიშვნელი წარწერა სამხედრო ფორმაზეც აქვს. რუსულ საინფორმაციო წყაროებს გივი გმირად ჰყავთ შერაცხული. ინტერნეტსივრცე აჭრელებულია მისი "გმირობის" ამსახველი ინფორმაციებით, რომლებიც გვაუწყებს, თუ როგორ დაიჭირა დაჯგუფება "სომალის" მეთაურმა უკრაინელი "დაუმარცხებელი კიბორგები" და მათ საკუთარი სამხრეები აჭამა.
აღსანიშნავია, რომ კადრებში ჩანს რამდენიმე რუსული სააგენტოსა და ტელეკომპანიის მიკროფონი, მათ შორის, LIFENEWS-ის გადამღები ჯგუფი.