ჩრდილო-აღმოსავლეთ აშშ-ი ძლიერი ქარბუქია მოსალოდნელი. სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოეს ორ დღეში, ზოგიერთ რაიონში თოვლის საფარმა შესაძლოა მეტრ-ნახევარს მიაღწიოს. ნიუ-იორკის მერმა ბილ დე ბლაზიომ მოსახლეობა გააფრთხილა, რომ შტორმი შესაძლოა ქალაქის ისტორიაში ყველაზე ძლიერი აღმოჩნდეს. მერმა ადგილობრივ მაცხოვრებლებს სთხოვა სიფრთხილე გამოიჩინონ, პირადი ტრანსპორტი არ გამოიყენონ და აუცილებლობის გარეშე ქუჩაში არ გავიდნენ.
ქარბუქი ნიუ-იორკის, ნიუ-ჯერსის, კონექტიკუტის, პენსილვანიის, მასაჩუსეტსის და მენის შტატებს დაატყდება თავს. ადგილობრივი მაცხოვრებლები პროდუქტებს იმარაგებენ. ავიაკომპანია Delta Airlines-მა უკვე დახლოებით 600 რეისი გადადო.