პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მსოფლიოში არც ერთ სალოცავს არ უმოგზაურია იმდენი, რამდენიც მოციქულთა სწორის ნინოს ჯვარმა იმოგზაურა"
"მსოფლიოში არც ერთ სალოცავს არ უმოგზაურია იმდენი, რამდენიც მოციქულთა სწორის ნინოს ჯვარმა იმოგზაურა"

ყოვ­ლად­წ­მი­და ღვთის­მშო­ბე­ლი წმი­და ნი­ნოს თა­ვის წილ­ხვედრ მი­წა­ზე სა­ქა­და­გებ­ლად რომ გზავ­ნი­და, "მიჰ­ყო ხელი... რტო­სა მას ვე­ნა­ხი­სა­სა, მოჰ­კვე­თა, შექ­მნა ჯვა­რის სა­ხედ" და ქალ­წულს გა­დას­ცა - ამ ჯვრით უნდა გა­ექ­რის­ტი­ა­ნე­ბი­ნა მას სა­ქარ­თვე­ლო. დიდი სა­სო­ე­ბით მი­ი­ღო მო­ცი­ქულ­თა სწორ­მა ვა­ზის ჯვა­რი და ნიშ­ნად აღ­თქმი­სა, რომ ღირ­სე­უ­ლად აღას­რუ­ლებ­და კურ­თხე­ვას, მო­იკ­ვე­ცა თმა და რტო­ე­ბი შეკ­რა.

წმი­და ნი­ნოს გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ ვა­ზის ჯვა­რი მცხე­თა­ში, ჯვრის ეკ­ლე­სი­ა­ში და­უბ­რძა­ნე­ბი­ათ. წმი­და მი­რი­ანს აღ­სას­რუ­ლის წინ ნი­ნოს ჯვრის მოყ­ვა­ნე­ბა უბ­რძა­ნე­ბია. "და ჩა­მოჰ­კი­და გვირ­გვი­ნი სა­მე­ფო ჯვარ­სა მას. და მო­აყ­ვა­ნე­ბი­ნა ძე თვი­სი ბა­ქარ და თავ­სა მის­სა გა­მო­სა­ხა სახე ჯვრი­სა და აღი­ღო გვირ­გვი­ნი ჯვრის­გან და და­ად­გა თავ­სა ძისა თვი­სი­სა­სა", - მოგ­ვი­თხრობს მე­მა­ტი­ა­ნე.

ზო­გი­ერ­თი ის­ტო­რი­უ­ლი წყა­როს ცნო­ბით, პა­ტი­ო­სა­ნი ჯვა­რი 541 წლამ­დე მცხე­თის სა­პატ­რი­არ­ქო ტა­ძარ­ში ბრძა­ნე­ბუ­ლა, სხვა ვა­რი­ან­ტით კი, რო­გორც ვთქვით, ჯვრის მო­ნას­ტერ­ში. სო­მე­ხი ის­ტო­რი­კო­სე­ბი მოგ­ვი­თხრო­ბენ, რომ ჯვა­რი წი­ლად ხვდა წმი­და შუ­შა­ნიკს, რო­მელ­საც ის თა­ვი­სი მო­წა­მებ­რი­ვი აღ­სას­რუ­ლის წინ სხვა სა­ეკ­ლე­სიო ნივ­თებ­სა და წმინ­და ნა­წი­ლებ­თან ერ­თად სუ­ლი­ე­რი მო­ძღვრის­თვის ან­დრი­ას­თვის გა­და­უ­ცია, რათა სა­ქარ­თვე­ლო­ში წა­მო­ებ­რძა­ნე­ბი­ნა.

მო­ნა­ზონ­მა ან­დრი­ამ გა­ნიზ­რა­ხა, ჯვა­რი ტა­რონ­ში და­ე­მა­ლა, მაგ­რამ არე­უ­ლო­ბის გამო იქ ვერ ჩა­აღ­წია და ქა­ლაქ სპერ­ში გა­და­მა­ლა ძვირ­ფა­სი ტვირ­თი. სო­მეხ­თა მთა­ვარ­სარ­დალ­მა გრი­გოლ მა­მი­კო­ნი­ან­მა კი ან­დრი­ას ჯვა­რი გა­მო­არ­თვა და კა­პო­ეტ­ში ანუ ლურჯ ცი­ხე­ში და­ას­ვე­ნა. კარ­გა ხნის შემ­დეგ ვა­ზის ჯვა­რი გა­და­ას­ვე­ნეს ქა­ლაქ ვა­ნან­დში, სა­გან­გე­ბოდ მის­თვის აგე­ბულ მო­ნას­ტერ­ში, რო­მელ­საც ჯვრის ეკ­ლე­სია - ხაჩი ვან­ქი უწო­დეს.

როცა სო­მეხ­ნი მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბას გა­ნუდ­გნენ, სო­მეხ­თა პატ­რი­არ­ქს ნერ­სეს III-ს ჯვა­რი ტა­ი­კის ოლ­ქში წა­უბ­რძა­ნე­ბია, იქი­დან კი ვინ­მე ჯო­ჯიკს წა­უ­ღია თა­ვის­თან. და­კარ­გუ­ლი ჯვა­რი მრა­ვა­ლი წლის შემ­დეგ მო­უ­ძებ­ნი­ათ და ისევ ვა­ნან­დის მო­ნას­ტერ­ში და­უბ­რძა­ნე­ბი­ათ. მა­ტი­ა­ნე იმა­საც მოგ­ვი­თხრობს, რომ არაბ­თა ერთ-ერთი შე­მო­სე­ვი­სას სა­ვა­ნე და­ურ­ბე­ვი­ათ და ჯვა­რი ცხე­ნე­ბის ფეხ­ქვეშ ჩა­უგ­დი­ათ.

შემ­დგომ­ში ჯვა­რი სო­მეხ­თა პატ­რი­არ­ქს მო­უ­ძებ­ნია და ჯერ ყარსში, შემ­დეგ - ანის­ში და­უბ­რძა­ნე­ბია. ჯვარ­მა არა­ერ­თხელ აჩ­ვე­ნა თა­ვი­სი ძლე­ვა­მო­სი­ლე­ბა, რის გა­მოც სო­მეხ­თა ეკ­ლე­სი­ას მისი სა­ხე­ლო­ბის დღე­სას­წა­უ­ლიც კი და­უ­წე­სე­ბია.

როცა წმი­და და­ვით აღ­მა­შე­ნე­ბელ­მა ანი­სი აიღო, ვა­ზის ჯვა­რი ივე­რი­ა­ში და­უბ­რუ­ნე­ბი­ათ (პლა­ტონ იო­სე­ლი­ა­ნის თქმით კი ეს ამ­ბა­ვი XIII სა­უ­კუ­ნე­ში მომ­ხდა­რა).

წმი­და ნი­ნოს მოქ­ცე­ულ მი­წა­ზე ჩა­მობ­რძა­ნე­ბუ­ლი ჯვა­რი ისევ მცხე­თის სა­პატ­რი­არ­ქო ტა­ძარ­ში და­ას­ვე­ნეს, მაგ­რამ მტრის შე­მო­სე­ვის გამო იქ დიდ­ხანს ვერ და­ტო­ვეს და სხვა სიწ­მინ­დე­ებ­თან ერ­თად მყინ­ვარწვერ­თან მდე­ბა­რე წმი­და სა­მე­ბის ტა­ძარ­ში გა­ხიზ­ნეს.

ჯვა­რი ხე­ლახ­ლა რომ არ და­კარ­გუ­ლი­ყო, თე­ი­მუ­რაზ II-ს უბ­რძა­ნე­ბია, ის ანა­ნუ­რის ღვთის­მშობ­ლის ეკ­ლე­სი­ა­ში და­ეს­ვე­ნე­ბი­ნათ. ერთხანს არ­შის ცი­ხე­შიც ყო­ფი­ლა გა­და­მა­ლუ­ლი.

1749 წელს თბი­ლე­ლი მიტ­რო­პო­ლი­ტი რო­მა­ნო­ზი რუ­სეთ­ში გა­ემ­გზავ­რა. მან ვა­ზის ჯვა­რი სა­ი­დუმ­ლოდ გა­ა­პა­რა და მოს­კოვ­ში ჩა­უ­ტა­ნა უფ­ლის­წულ ბა­ქარს. თე­ი­მუ­რაზ II, ერეკ­ლე II და გი­ორ­გი XII ვახ­ტან­გის შთა­მო­მავ­ლებს ემუ­და­რე­ბოდ­ნენ, და­ებ­რუ­ნე­ბი­ნათ ქარ­თვე­ლი ერის­თვის ძვირ­ფა­სი სა­უნ­ჯე, მაგ­რამ ქარ­თლის ტახ­ტის მა­ძი­ებ­ლებ­მა ყუ­რად არ იღეს მათი თხოვ­ნა.

რუ­სეთ­ში ჯვა­რი ქარ­თველ თა­ვად­თა მა­მულ­ში, ნი­ჟე­გო­რო­დის გუ­ბერ­ნი­ის სო­ფელ ლის­კო­ვო­ში ინა­ხე­ბო­და.

გაგ­რძე­ლე­ბა

"მსოფლიოში არც ერთ სალოცავს არ უმოგზაურია იმდენი, რამდენიც მოციქულთა სწორის ნინოს ჯვარმა იმოგზაურა"

"მსოფლიოში არც ერთ სალოცავს არ უმოგზაურია იმდენი, რამდენიც მოციქულთა სწორის ნინოს ჯვარმა იმოგზაურა"

ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი წმიდა ნინოს თავის წილხვედრ მიწაზე საქადაგებლად რომ გზავნიდა, "მიჰყო ხელი... რტოსა მას ვენახისასა, მოჰკვეთა, შექმნა ჯვარის სახედ" და ქალწულს გადასცა - ამ ჯვრით უნდა გაექრისტიანებინა მას საქართველო. დიდი სასოებით მიიღო მოციქულთა სწორმა ვაზის ჯვარი და ნიშნად აღთქმისა, რომ ღირსეულად აღასრულებდა კურთხევას, მოიკვეცა თმა და რტოები შეკრა.

წმიდა ნინოს გარდაცვალების შემდეგ ვაზის ჯვარი მცხეთაში, ჯვრის ეკლესიაში დაუბრძანებიათ. წმიდა მირიანს აღსასრულის წინ ნინოს ჯვრის მოყვანება უბრძანებია. "და ჩამოჰკიდა გვირგვინი სამეფო ჯვარსა მას. და მოაყვანებინა ძე თვისი ბაქარ და თავსა მისსა გამოსახა სახე ჯვრისა და აღიღო გვირგვინი ჯვრისგან და დაადგა თავსა ძისა თვისისასა", - მოგვითხრობს მემატიანე.

ზოგიერთი ისტორიული წყაროს ცნობით, პატიოსანი ჯვარი 541 წლამდე მცხეთის საპატრიარქო ტაძარში ბრძანებულა, სხვა ვარიანტით კი, როგორც ვთქვით, ჯვრის მონასტერში. სომეხი ისტორიკოსები მოგვითხრობენ, რომ ჯვარი წილად ხვდა წმიდა შუშანიკს, რომელსაც ის თავისი მოწამებრივი აღსასრულის წინ სხვა საეკლესიო ნივთებსა და წმინდა ნაწილებთან ერთად სულიერი მოძღვრისთვის ანდრიასთვის გადაუცია, რათა საქართველოში წამოებრძანებინა.

მონაზონმა ანდრიამ განიზრახა, ჯვარი ტარონში დაემალა, მაგრამ არეულობის გამო იქ ვერ ჩააღწია და ქალაქ სპერში გადამალა ძვირფასი ტვირთი. სომეხთა მთავარსარდალმა გრიგოლ მამიკონიანმა კი ანდრიას ჯვარი გამოართვა და კაპოეტში ანუ ლურჯ ციხეში დაასვენა. კარგა ხნის შემდეგ ვაზის ჯვარი გადაასვენეს ქალაქ ვანანდში, საგანგებოდ მისთვის აგებულ მონასტერში, რომელსაც ჯვრის ეკლესია - ხაჩი ვანქი უწოდეს.

როცა სომეხნი მართლმადიდებლობას განუდგნენ, სომეხთა პატრიარქს ნერსეს III-ს ჯვარი ტაიკის ოლქში წაუბრძანებია, იქიდან კი ვინმე ჯოჯიკს წაუღია თავისთან. დაკარგული ჯვარი მრავალი წლის შემდეგ მოუძებნიათ და ისევ ვანანდის მონასტერში დაუბრძანებიათ. მატიანე იმასაც მოგვითხრობს, რომ არაბთა ერთ-ერთი შემოსევისას სავანე დაურბევიათ და ჯვარი ცხენების ფეხქვეშ ჩაუგდიათ.

შემდგომში ჯვარი სომეხთა პატრიარქს მოუძებნია და ჯერ ყარსში, შემდეგ - ანისში დაუბრძანებია. ჯვარმა არაერთხელ აჩვენა თავისი ძლევამოსილება, რის გამოც სომეხთა ეკლესიას მისი სახელობის დღესასწაულიც კი დაუწესებია.

როცა წმიდა დავით აღმაშენებელმა ანისი აიღო, ვაზის ჯვარი ივერიაში დაუბრუნებიათ (პლატონ იოსელიანის თქმით კი ეს ამბავი XIII საუკუნეში მომხდარა).

წმიდა ნინოს მოქცეულ მიწაზე ჩამობრძანებული ჯვარი ისევ მცხეთის საპატრიარქო ტაძარში დაასვენეს, მაგრამ მტრის შემოსევის გამო იქ დიდხანს ვერ დატოვეს და სხვა სიწმინდეებთან ერთად მყინვარწვერთან მდებარე წმიდა სამების ტაძარში გახიზნეს.

ჯვარი ხელახლა რომ არ დაკარგულიყო, თეიმურაზ II-ს უბრძანებია, ის ანანურის ღვთისმშობლის ეკლესიაში დაესვენებინათ. ერთხანს არშის ციხეშიც ყოფილა გადამალული.

1749 წელს თბილელი მიტროპოლიტი რომანოზი რუსეთში გაემგზავრა. მან ვაზის ჯვარი საიდუმლოდ გააპარა და მოსკოვში ჩაუტანა უფლისწულ ბაქარს. თეიმურაზ II, ერეკლე II და გიორგი XII ვახტანგის შთამომავლებს ემუდარებოდნენ, დაებრუნებინათ ქართველი ერისთვის ძვირფასი საუნჯე, მაგრამ ქართლის ტახტის მაძიებლებმა ყურად არ იღეს მათი თხოვნა.

რუსეთში ჯვარი ქართველ თავადთა მამულში, ნიჟეგოროდის გუბერნიის სოფელ ლისკოვოში ინახებოდა.

გაგრძელება

ე.წ. კომენდანტის საათი ერთი საათით შემცირდა

რა უნდა გაითვალისწინო სწრაფი სესხის აღებამდე?

ზუმერში ტოპ|ქარდით შოპინგისას ნივთის ღირებულება 6 თვეზე ნაწილდება