ლიპოსაქცია, რინოპლასტიკა, სახის დაჭიმვა... ეს პლასტიკური ოპერაციები თითქოს უკვე ძალიან ჩვეულებრივი გახდა. მეცნიერება და მედიცინა კი ერთ ადგილზე არ გაჩერებულა და მოდაში შემოდის სულ სხვა ესთეტიკური პროცედურები, რომლებზეც რამდენიმე წლის წინ არავის არაფერი გსმენოდათ.
ულვაშის იმპლანტი გაგიგონიათ? ახლო აღმოსავლეთში ყოველთვის მოდაშია ულვაში და ნამდვილი მამაკაცის ერთ-ერთი სიმბოლოა. ვისაც ბუნებრივად არ ამოსდის ხშირი ულვაში, მზად არის, 7 ათასი დოლარი გადაიხადოს, რომ სხეულის სხვა ნაწილებიდან გადაუნერგონ სახეზე წვერ-ულვაში.
ძალიან პოპულარულია ფეხის თითების მოკვეთა გოგონებს შორის - მოდური ფეხსაცმელი რომ ადვილად ატარონ და ყველაფერი მოერგოთ, ამასაც აკეთებენ. პუტკუნა ქალბატონები ფეხის ტერფების ლიპოსაქციასაც იკეთებენ, რომ ფეხი უფრო ლამაზად უჩანდეთ.