პოლიტიკა
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უახლოესი გარემოცვის გარდა აღარავის ენდობა" - როგორ აფასებს ახალ შს მინისტრს მთავრობა და მისი ოპონენტები
"უახლოესი გარემოცვის გარდა აღარავის ენდობა" - როგორ აფასებს ახალ შს მინისტრს მთავრობა და მისი ოპონენტები

შს მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ლექ­სო ჭი­კა­ი­ძე ვახ­ტანგ გო­მე­ლა­ურ­მა შეც­ვა­ლა. ვახ­ტანგ გო­მე­ლა­უ­რი პოსტზე მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა რამ­დე­ნი­მე წუ­თის წინ წა­რად­გი­ნა. გო­მე­ლა­ურ­მა პრე­მი­ერს ნდო­ბის­თვის მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და და გა­ნა­ცხა­და, რომ ეც­დე­ბა, გა­ა­მარ­თლოს პრე­მი­ე­რის ნდო­ბა და ხალ­ხის იმე­დი.

"ჩემ­თვის უცხო არ არის ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო. ჩემი 20-წლი­ა­ნი სტა­ჟის ნა­ხე­ვარ­ზე მეტს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში მუ­შა­ო­ბა ით­ვლის. ამ ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­მი­წია სხვა­დას­ხვა დე­პარ­ტა­მენ­ტე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა, მათ­თან მუ­შა­ო­ბა. ვეც­დე­ბი, ყვე­ლა­ფე­რი ისე გავ­კე­თო, რო­გორც სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა და თქვე­ნი იმე­დე­ბი გა­ვა­მარ­თლო", - აღ­ნიშ­ნა გო­მე­ლა­ურ­მა.

კი­თხვა­ზე, იგეგ­მე­ბა თუ არა სა­კად­რო ცვლი­ლე­ბე­ბი და ვინ იქ­ნე­ბა შს მი­ნის­ტრის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე, ვახ­ტანგ გო­მე­ლა­ურ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ამ სა­კი­თხებს გა­ნი­ხი­ლა­ვენ და ჯერ გა­და­წყვე­ტი­ლი არ არის.

ვახ­ტანგ გო­მე­ლა­უ­რი შსს-ში 2013 წლი­დან მუ­შა­ო­ბას. მას ჯერ შს მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის, ბოლო რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში კი პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბა ეკა­ვა. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში მუ­შა­ო­ბამ­დე გო­მე­ლა­უ­რი ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის დაც­ვის უფ­რო­სი იყო, ხოლო დაც­ვის პო­ლი­ცი­ა­ში 2002 წლი­დან მუ­შა­ობ­და.

ახალ მი­ნისტრს სრულ ნდო­ბას უცხა­დებს ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი. პრე­მი­ე­რის თქმით, გო­მე­ლა­უ­რი, რო­მე­ლიც დღემ­დე შს მი­ნის­ტრის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე იყო, თა­ვი­სი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მით გა­მო­ირ­ჩე­ვა.

"ის გა­მო­ირ­ჩე­ვა თა­ვი­სი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მით, თა­ვი­სი წე­სი­ე­რე­ბით, უან­გა­რო­ბით, საქ­მი­სად­მი და ქვეყ­ნი­სად­მი ერ­თგუ­ლე­ბით და პრინ­ცი­პუ­ლო­ბით. ეს არის მე­ტად სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო თა­ნამ­დე­ბო­ბა. მას აქვს გა­აზ­რე­ბუ­ლი ის, რაც ახ­ლავს ამ თა­ნამ­დე­ბო­ბას, ეს არის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე რთუ­ლი სფე­რო. ეს სა­მი­ნის­ტრო არ არის მის­თვის ახა­ლი. ვახ­ტან­გი ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იკა­ვებ­და მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბას, მა­ნამ­დეც ამ სის­ტე­მა­ში უწევ­და მუ­შა­ო­ბა. ვუ­სურ­ვებ მას წარ­მა­ტე­ბებს. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თებს იმი­სათ­ვის, რომ ჩვე­ნი და ხალ­ხის მო­ლო­დი­ნე­ბი გა­ა­მარ­თლოს", - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

შს ახალ მი­ნისტრს გა­მოც­დილ და პრო­ფე­სი­ო­ნალ კად­რად აფა­სებს პარ­ლა­მენ­ტის თავ­დაც­ვი­სა და უშიშ­რო­ე­ბის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი სე­სი­აშ­ვი­ლიც. რო­გორც სე­სი­აშ­ვი­ლი აცხა­დებს, ვახ­ტანგ გო­მე­ლა­ურ­მა სა­კუ­თა­რი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი არა­ერ­თხელ გა­მო­ავ­ლი­ნა. დე­პუ­ტა­ტი იმა­საც აღ­ნიშ­ნავს, რომ მას შს მი­ნის­ტრო­ბა ძა­ლი­ან რთულ პე­რი­ოდ­ში უწევს.

"ვახ­ტანგ გო­მე­ლა­უ­რი ჩვენ­თვის უცხო არ არის. ის გა­მოც­დი­ლი და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი კად­რია. ვახ­ტანგ გო­მე­ლა­უ­რი მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე იყო და მან არა­ერ­თხელ გა­მო­ავ­ლი­ნა სა­კუ­თა­რი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი. გო­მე­ლა­ურს მი­ნის­ტრო­ბა ძა­ლი­ან რთულ პე­რი­ოდ­ში უწევს - ერთი იმ ფონ­ზე, რაც მოხ­და და ყო­ველ­დღი­უ­რი გა­მოწ­ვე­ვე­ბი ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლია და მე­ო­რე, არ დაგ­ვა­ვი­წყდეს, რომ იგეგ­მე­ბა შს სა­მი­ნის­ტროს რე­ფორ­მა, უწყე­ბის ტრანსფორ­მა­ცია და ამ პრო­ცეს­ში მი­ნის­ტრის როლი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბა", - აცხა­დებს ირაკ­ლი სე­სი­აშ­ვი­ლი.

პრე­მი­ე­რი­სა და სე­სი­აშ­ვი­ლის ოპ­ტი­მიზმს არ იზი­ა­რე­ბენ მათი ოპო­ნენ­ტე­ბი და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მხარ­დამ­ჭე­რე­ბი. ისი­ნი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში კრი­ტი­კულ კო­მენ­ტა­რებს აქ­ვეყ­ნე­ბენ.

ნუგ­ზარ წიკ­ლა­უ­რი, დე­პუ­ტა­ტი:

"შსს ახა­ლი მი­ნის­ტრად და­ი­ნიშ­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის პი­რა­დი დაც­ვის უფ­რო­სი ვახ­ტანგ გო­მე­ლა­უ­რი. მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ნიშ­ნავს იმას, რომ დიქ­ტა­ტო­რი შე­ვი­და ეჭ­ვი­ა­ნო­ბის სპი­რალ­ში და ის უახ­ლო­ე­სი გა­რე­მოც­ვის გარ­და, აღა­რა­ვის ენ­დო­ბა. სწო­რედ პი­რა­დი ერ­თგუ­ლე­ბა არის გო­მე­ლა­უ­რის წარ­დგე­ნის ერ­თა­დერ­თი კრი­ტე­რი­უ­მი.

გო­მე­ლა­უ­რი 2013 წლი­დან მუ­შა­ობს სა­მი­ნის­ტრო­ში და დე­კო­რა­ტი­უ­ლი ლექ­სო ჭი­კა­ი­ძის პი­რო­ბებ­შიც მას ჰქონ­და რე­ა­ლუ­რი მარ­თვის ბერ­კე­ტე­ბი, რო­გორც ოლი­გარ­ქის პერ­სო­ნა­ლურ წარ­მო­მად­გე­ნელს;

ორი წე­ლია მუ­შა­ობს გო­მე­ლა­უ­რი და ორი წე­ლია არ­ნა­ხუ­ლად იზ­რდე­ბა კრი­მი­ნა­ლუ­რი სამ­ყა­როს გავ­ლე­ნა და სუს­ტდე­ბა პო­ლი­ცია.

ივა­ნიშ­ვი­ლი მი­დის დიქ­ტა­ტო­რე­ბის მიერ გაკ­ვა­ლუ­ლი გზით, მისი ძი­რი­თა­დი ინ­სტიქ­ტი ახლა ძა­ლა­უფ­ლე­ბის ნე­ბის­მი­ე­რი გზით შე­ნარ­ჩუ­ნე­ბაა დიდი სა­ხალ­ხო უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში.

პი­რა­დი მდი­ვა­ნი პრე­მი­ე­რად!

პი­რა­დი ექი­მი ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრად!

პი­რა­დი მცვე­ლი შსს ხელ­მძღვა­ნე­ლად!

უპ­რინ­ცი­პო მე­ხოტ­ბე­თა გუნ­დი სხვა სამ­თავ­რო­ბო პოს­ტებ­ზე!

მარ­თლაც გა­საკ­ვი­რია, რა­ტომ იგ­ვი­ა­ნებს ღმერ­თის ნას­რო­ლი მე­ტე­ო­რი?!".

ლექ­სო მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი, პრო­დუ­სე­რი:

"პი­რა­დი მდი­ვა­ნი პრე­მი­ე­რად, პი­რა­დი ექი­მი ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრად, პი­რა­დი დაც­ვის უფ­რო­სი ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრად. რა ქნას მეტი ამ კაც­მა? თა­ვის­თვის იკ­ლებს და ჩვენ გვაძ­ლევს".

დავ­ცით კოვ­ზი­რი­ძე, ტე­ლე­წამ­ყვა­ნი:

"სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის პოსტზე ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის დაც­ვის ყო­ფი­ლი უფ­რო­სი ვახ­ტანგ გო­მე­ლა­უ­რი წა­რად­გი­ნა:)"

გოგა ხა­ჩი­ძე, დე­პუ­ტა­ტი:

"ბი­ძი­ნას დაც­ვის ყო­ფი­ლი უფ­რო­სი, სა­ქარ­თვე­ლოს შსს მი­ნის­ტრია.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­მელ სა­ხელ­მწი­ფო თა­ნამ­დე­ბო­ბას და­ი­კა­ვებს უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში ბი­ძი­ნას ზვი­გე­ნი, ან მა­გა­ლი­თად "სკა­ტი".

"უახლოესი გარემოცვის გარდა აღარავის ენდობა" - როგორ აფასებს ახალ შს მინისტრს მთავრობა და მისი ოპონენტები

"უახლოესი გარემოცვის გარდა აღარავის ენდობა" - როგორ აფასებს ახალ შს მინისტრს მთავრობა და მისი ოპონენტები

შს მინისტრის თანამდებობაზე ლექსო ჭიკაიძე ვახტანგ გომელაურმა შეცვალა. ვახტანგ გომელაური პოსტზე მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენიმე წუთის წინ წარადგინა. გომელაურმა პრემიერს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ეცდება, გაამართლოს პრემიერის ნდობა და ხალხის იმედი.

"ჩემთვის უცხო არ არის შინაგან საქმეთა სამინისტრო. ჩემი 20-წლიანი სტაჟის ნახევარზე მეტს შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობა ითვლის. ამ ორი წლის განმავლობაში მომიწია სხვადასხვა დეპარტამენტების ხელმძღვანელობა, მათთან მუშაობა. ვეცდები, ყველაფერი ისე გავკეთო, როგორც საჭირო იქნება და თქვენი იმედები გავამართლო", - აღნიშნა გომელაურმა.

კითხვაზე, იგეგმება თუ არა საკადრო ცვლილებები და ვინ იქნება შს მინისტრის პირველი მოადგილე, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ ამ საკითხებს განიხილავენ და ჯერ გადაწყვეტილი არ არის.

ვახტანგ გომელაური შსს-ში 2013 წლიდან მუშაობას. მას ჯერ შს მინისტრის მოადგილის, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში კი პირველი მოადგილის თანამდებობა ეკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობამდე გომელაური ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის დაცვის უფროსი იყო, ხოლო დაცვის პოლიციაში 2002 წლიდან მუშაობდა.

ახალ მინისტრს სრულ ნდობას უცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი. პრემიერის თქმით, გომელაური, რომელიც დღემდე შს მინისტრის პირველი მოადგილე იყო, თავისი პროფესიონალიზმით გამოირჩევა.

"ის გამოირჩევა თავისი პროფესიონალიზმით, თავისი წესიერებით, უანგარობით, საქმისადმი და ქვეყნისადმი ერთგულებით და პრინციპულობით. ეს არის მეტად საპასუხისმგებლო თანამდებობა. მას აქვს გააზრებული ის, რაც ახლავს ამ თანამდებობას, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე რთული სფერო. ეს სამინისტრო არ არის მისთვის ახალი. ვახტანგი ორი წლის განმავლობაში იკავებდა მინისტრის მოადგილის თანამდებობას, მანამდეც ამ სისტემაში უწევდა მუშაობა. ვუსურვებ მას წარმატებებს. დარწმუნებული ვარ ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ჩვენი და ხალხის მოლოდინები გაამართლოს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

შს ახალ მინისტრს გამოცდილ და პროფესიონალ კადრად აფასებს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილიც. როგორც სესიაშვილი აცხადებს, ვახტანგ გომელაურმა საკუთარი პროფესიონალიზმი არაერთხელ გამოავლინა. დეპუტატი იმასაც აღნიშნავს, რომ მას შს მინისტრობა ძალიან რთულ პერიოდში უწევს.

"ვახტანგ გომელაური ჩვენთვის უცხო არ არის. ის გამოცდილი და პროფესიონალი კადრია. ვახტანგ გომელაური მინისტრის მოადგილე იყო და მან არაერთხელ გამოავლინა საკუთარი პროფესიონალიზმი. გომელაურს მინისტრობა ძალიან რთულ პერიოდში უწევს - ერთი იმ ფონზე, რაც მოხდა და ყოველდღიური გამოწვევები ძალიან სერიოზულია და მეორე, არ დაგვავიწყდეს, რომ იგეგმება შს სამინისტროს რეფორმა, უწყების ტრანსფორმაცია და ამ პროცესში მინისტრის როლი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება", - აცხადებს ირაკლი სესიაშვილი.

პრემიერისა და სესიაშვილის ოპტიმიზმს არ იზიარებენ მათი ოპონენტები და "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები. ისინი სოციალურ ქსელში კრიტიკულ კომენტარებს აქვეყნებენ.

ნუგზარ წიკლაური, დეპუტატი:

"შსს ახალი მინისტრად დაინიშნა ივანიშვილის პირადი დაცვის უფროსი ვახტანგ გომელაური. მიღებული გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ დიქტატორი შევიდა ეჭვიანობის სპირალში და ის უახლოესი გარემოცვის გარდა, აღარავის ენდობა. სწორედ პირადი ერთგულება არის გომელაურის წარდგენის ერთადერთი კრიტერიუმი.

გომელაური 2013 წლიდან მუშაობს სამინისტროში და დეკორატიული ლექსო ჭიკაიძის პირობებშიც მას ჰქონდა რეალური მართვის ბერკეტები, როგორც ოლიგარქის პერსონალურ წარმომადგენელს;

ორი წელია მუშაობს გომელაური და ორი წელია არნახულად იზრდება კრიმინალური სამყაროს გავლენა და სუსტდება პოლიცია.

ივანიშვილი მიდის დიქტატორების მიერ გაკვალული გზით, მისი ძირითადი ინსტიქტი ახლა ძალაუფლების ნებისმიერი გზით შენარჩუნებაა დიდი სახალხო უკმაყოფილების პირობებში.

პირადი მდივანი პრემიერად!

პირადი ექიმი ჯანდაცვის მინისტრად!

პირადი მცველი შსს ხელმძღვანელად!

უპრინციპო მეხოტბეთა გუნდი სხვა სამთავრობო პოსტებზე!

მართლაც გასაკვირია, რატომ იგვიანებს ღმერთის ნასროლი მეტეორი?!".

ლექსო მაჭავარიანი, პროდუსერი:

"პირადი მდივანი პრემიერად, პირადი ექიმი ჯანდაცვის მინისტრად, პირადი დაცვის უფროსი შინაგან საქმეთა მინისტრად. რა ქნას მეტი ამ კაცმა? თავისთვის იკლებს და ჩვენ გვაძლევს".

დავცით კოვზირიძე, ტელეწამყვანი:

"საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე ბიძინა ივანიშვილის დაცვის ყოფილი უფროსი ვახტანგ გომელაური წარადგინა:)"

გოგა ხაჩიძე, დეპუტატი:

"ბიძინას დაცვის ყოფილი უფროსი, საქართველოს შსს მინისტრია.

საინტერესოა, რომელ სახელმწიფო თანამდებობას დაიკავებს უახლოეს მომავალში ბიძინას ზვიგენი, ან მაგალითად "სკატი".

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა