პოლიტიკა
საზოგადოება

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მიუძახებია, წელიწადნახევარში ნახევარ საქართველოს ციხეში ამოგალპობთო" - რა საუბარი შედგა ადეიშვილსა და ქართველ ბიზნესმენს შორის "ჰილტონში"
"მიუძახებია, წელიწადნახევარში ნახევარ საქართველოს ციხეში ამოგალპობთო" - რა საუბარი შედგა ადეიშვილსა და ქართველ ბიზნესმენს შორის "ჰილტონში"

ბრი­უ­სელ­ში ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის პრესკლუ­ბის ფო­ი­ე­ში გა­მო­ფე­ნა, სა­ხელ­წო­დე­ბით "სა­ა­კაშ­ვი­ლის რე­ჟი­მის სის­ხლი­ა­ნი ქრო­ნი­კა" გა­ი­მარ­თა. არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "ყვე­ლა თა­ო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის" თავ­მჯდო­მა­რის, გია სა­ლუქ­ვა­ძის ორ­გა­ნი­ზე­ბით ფილ­მის ჩვე­ნე­ბაც მო­ე­წყო, რო­მე­ლიც ბოლო პე­რი­ოდ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში მომ­ხდარ გახ­მა­უ­რე­ბულ საქ­მე­ებს ეხე­ბო­და. სწო­რედ ამ ფაქ­ტის შე­სა­ხებ ვთხო­ვეთ კო­მენ­ტა­რი ბა­ტონ გიას, თუმ­ცა სა­უ­ბა­რი მის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით და­ვი­წყეთ, რო­მე­ლიც ზუ­რაბ ადე­იშ­ვილს შე­ე­ხე­ბო­და:

- ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში ვთქვი "შე­რა­ტო­ნი", მაგ­რამ ახლა და­ვა­ზუს­ტებ, - ეს მოხ­და უკ­რა­ი­ნა­ში, სას­ტუმ­რო "ჰილ­ტონ­ში", იან­ვრის და­სა­წყის­ში, ჩემი მე­გო­ბა­რი ქარ­თვე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი (რო­მე­ლიც უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში თვი­თო­ნაც გა­ა­კე­თებს ამა­ზე გან­ცხა­დე­ბას) იყო შე­სუ­ლი და და­ი­ნა­ხა, რომ ადე­იშ­ვი­ლი და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" სხვა ლი­დე­რე­ბი (ვა­შა­ძე, საყ­ვა­რე­ლი­ძე და სხვ), ის­ხდნენ და ლა­პა­რა­კობ­დნენ. ეს ბიზ­ნეს­მე­ნი ადე­იშ­ვი­ლის დროს იყო რეპ­რე­სი­რე­ბუ­ლი და გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი მი­სუ­ლა მას­თან და უთ­ქვამს, აქ რა გინ­დაო და არ­ცთუ ისე და­ბა­ლი ტო­ნით უსა­უბ­რია. რო­გორც ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა მი­თხრა, თურ­მე ადე­იშ­ვი­ლი მშვი­დად უს­მენ­და მის ლა­პა­რაკს, ერთი სი­ტყვაც კი არ უთ­ქვამს, მაგ­რამ როცა ეს წა­მო­სუ­ლა, ადე­იშ­ვილს მი­უ­ძა­ხე­ბია - წე­ლი­წად­ნა­ხე­ვარ­ში გაჩ­ვე­ნებთ რა­საც გი­ზამთ, ნა­ხე­ვარ სა­ქარ­თვე­ლოს ცი­ხე­ში ამო­გალ­პობ­თო. ხე­დავთ, ადე­იშ­ვი­ლი სა­კუ­თარ გან­ზრახ­ვას, აღარც მა­ლავს, თა­ვი­სუფ­ლა­დაც გა­და­ად­გილ­დე­ბა, ხან "ჰილ­ტონ­შია" და ხა­ნაც "შე­რა­ტონ­ში" და აკე­თებს იმას, რაც თვი­თონ სურს.

- რა აძ­ლევს ასე­თი გან­ცხა­დე­ბის სა­ბაბს?

- რა აძ­ლევს ამის სა­შუ­ა­ლე­ბას და ის მო­ტა­ცე­ბუ­ლი ფული, რაც მან და მის­მა მე­გობ­რებ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ყოფ­ნის დროს იშო­ვეს. სწო­რედ ამ ფუ­ლის იმე­დი აქვთ, რომ მობ­რუნ­დე­ბი­ან ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში და სა­თა­ვე­ში ყოფ­ნით კვა­ლა­ვაც დატ­კბე­ბი­ან. მერე ისევ ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ხარ­ჯზე იშოვ­ნი­ან ფულს. მათ იმედს აძ­ლევს ისიც, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ისევ აქ­ტი­უ­რად თა­რე­შო­ბენ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ლი­დე­რე­ბი, რომ­ლებ­საც ფაქ­ტობ­რი­ვად სი­სიხ­ლის სა­მარ­თლის და­ნა­შა­უ­ლი აქვთ ჩა­დე­ნი­ლი და მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა ცი­ხე­ში არ სხე­დან. მე რო­გორც იუ­რის­ტი გე­ტყვთ, რომ არ შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ანს ამ­დე­ნი და­ნა­შა­უ­ლი ჰქონ­დეს ჩა­დე­ნი­ლი და არ იჯ­დეს ცი­ხე­ში, ესაა პა­რა­დოქ­სი და და­ნა­შა­უ­ლიც კი, რო­დე­საც დამ­ნა­შა­ვეს არ ეზღვე­ბა სა­კად­რი­სი.

- რო­გორ ფიქ­რობთ, რა­ტომ იკ­რი­ბე­ბი­ან უკ­რა­ი­ნა­ში?

- რო­გორც ჩანს, უკ­რა­ი­ნის დღე­ვან­დე­ლი პრე­ზი­დენ­ტი სა­ა­კაშ­ვი­ლის მი­მართ გარ­კვე­ულ­წი­ლად და­ვა­ლე­ბუ­ლია და თან "ნა­ცი­ო­ნა­ლებ­მა" უკა­რი­ნას თა­ვის თავი მი­ა­წო­დეს, რო­გორც "დე­მოკ­რა­ტი­ის შუ­ქუ­რა" და ამა­თაც რო­გორც ჩანს, მი­ი­ღეს.

- ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტში თქვენს გა­მო­ფე­ნა­ზე მინ­და გკი­თხოთ...

- ჩვენ ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რებს ვაჩ­ვე­ნეთ დო­კუ­მენ­ტუ­რი კად­რე­ბი, თუ რას სჩა­დი­ო­და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი" რე­ჟი­მი სა­ქარ­თვე­ლო­ში. და­მი­ჯე­რეთ, რაც იქ მოხ­და, იმას არც ჩვენ ვე­ლო­დით. მათ­თვის ეს შო­კის­მომ­გვრე­ლი იყო და ამას გან­ცხა­დე­ბებ­შიც არ მა­ლავ­დნენ. ჩვენ მო­ვახ­დი­ნეთ რო­გორც ფოტო-ვი­დეო მა­სა­ლის დე­მონ­სტრი­რე­ბა, ასე­ვე და­ვა­რი­გეთ ბუკ­ლე­ტე­ბიც, რათა უფრო მეტ ხალ­ხს ქჰო­ნო­და სა­შუ­ა­ლე­ბა გაც­ნო­ბო­და "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" "გმი­რო­ბებს".

- მო­ახ­დენს ეს გავ­ლე­ნას?

- აუ­ცი­ლებ­ლად ექ­ნე­ბა შე­დე­გი. უბ­რა­ლოდ, მე ჩვენს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მო­ვუ­წო­დებ კი­დევ უფრო მეტი აქ­ტი­უ­რო­ბი­სა­კენ და და­ა­ნა­ხოს დე­მოკ­რა­ტი­ულ ქვეყ­ნებს, რომ თვი­თო­ნაც რა­ღა­ცას აკე­თე­ბენ. მთვა­რია, რომ დამ­ნა­შა­ვე იყოს სა­კად­რი­სად დას­ჯი­ლი. ჩვენ უდან­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნებს გვი­ჭერ­დნენ და ახლა დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი არი­ან გა­რეთ. ამას აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მი­ხე­დოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ.

ლადო გო­გო­ლა­ძე

AMBEBI.GE

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"მიუძახებია, წელიწადნახევარში ნახევარ საქართველოს ციხეში ამოგალპობთო" - რა საუბარი შედგა ადეიშვილსა და ქართველ ბიზნესმენს შორის "ჰილტონში"

"მიუძახებია, წელიწადნახევარში ნახევარ საქართველოს ციხეში ამოგალპობთო" - რა საუბარი შედგა ადეიშვილსა და ქართველ ბიზნესმენს შორის "ჰილტონში"

ბრიუსელში ევროპარლამენტის პრესკლუბის ფოიეში გამოფენა, სახელწოდებით "სააკაშვილის რეჟიმის სისხლიანი ქრონიკა" გაიმართა. არასამთავრობო ორგანიზაცია "ყველა თაობა საქართველოსთვის" თავმჯდომარის, გია სალუქვაძის ორგანიზებით ფილმის ჩვენებაც მოეწყო, რომელიც ბოლო პერიოდში საქართველოში მომხდარ გახმაურებულ საქმეებს ეხებოდა. სწორედ ამ ფაქტის შესახებ ვთხოვეთ კომენტარი ბატონ გიას, თუმცა საუბარი მის მიერ გავრცელებული ინფორმაციით დავიწყეთ, რომელიც ზურაბ ადეიშვილს შეეხებოდა:

- ერთ-ერთ ინტერვიუში ვთქვი "შერატონი", მაგრამ ახლა დავაზუსტებ, - ეს მოხდა უკრაინაში, სასტუმრო "ჰილტონში", იანვრის დასაწყისში, ჩემი მეგობარი ქართველი ბიზნესმენი (რომელიც უახლოეს მომავალში თვითონაც გააკეთებს ამაზე განცხადებას) იყო შესული და დაინახა, რომ ადეიშვილი და "ნაციონალური მოძრაობის" სხვა ლიდერები (ვაშაძე, საყვარელიძე და სხვ), ისხდნენ და ლაპარაკობდნენ. ეს ბიზნესმენი ადეიშვილის დროს იყო რეპრესირებული და გაკვირვებული მისულა მასთან და უთქვამს, აქ რა გინდაო და არცთუ ისე დაბალი ტონით უსაუბრია. როგორც ჩემმა მეგობარმა მითხრა, თურმე ადეიშვილი მშვიდად უსმენდა მის ლაპარაკს, ერთი სიტყვაც კი არ უთქვამს, მაგრამ როცა ეს წამოსულა, ადეიშვილს მიუძახებია - წელიწადნახევარში გაჩვენებთ რასაც გიზამთ, ნახევარ საქართველოს ციხეში ამოგალპობთო. ხედავთ, ადეიშვილი საკუთარ განზრახვას, აღარც მალავს, თავისუფლადაც გადაადგილდება, ხან "ჰილტონშია" და ხანაც "შერატონში" და აკეთებს იმას, რაც თვითონ სურს.

- რა აძლევს ასეთი განცხადების საბაბს?

- რა აძლევს ამის საშუალებას და ის მოტაცებული ფული, რაც მან და მისმა მეგობრებმა ხელისუფლებაში ყოფნის დროს იშოვეს. სწორედ ამ ფულის იმედი აქვთ, რომ მობრუნდებიან ხელისუფლებაში და სათავეში ყოფნით კვალავაც დატკბებიან. მერე ისევ ქართველი ხალხის ხარჯზე იშოვნიან ფულს. მათ იმედს აძლევს ისიც, რომ საქართველოში ისევ აქტიურად თარეშობენ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები, რომლებსაც ფაქტობრივად სისიხლის სამართლის დანაშაული აქვთ ჩადენილი და მიუხედავად ამისა ციხეში არ სხედან. მე როგორც იურისტი გეტყვთ, რომ არ შეიძლება ადამიანს ამდენი დანაშაული ჰქონდეს ჩადენილი და არ იჯდეს ციხეში, ესაა პარადოქსი და დანაშაულიც კი, როდესაც დამნაშავეს არ ეზღვება საკადრისი.

- როგორ ფიქრობთ, რატომ იკრიბებიან უკრაინაში?

- როგორც ჩანს, უკრაინის დღევანდელი პრეზიდენტი სააკაშვილის მიმართ გარკვეულწილად დავალებულია და თან "ნაციონალებმა" უკარინას თავის თავი მიაწოდეს, როგორც "დემოკრატიის შუქურა" და ამათაც როგორც ჩანს, მიიღეს.

- ევროპარლამენტში თქვენს გამოფენაზე მინდა გკითხოთ...

- ჩვენ ევროპარლამენტარებს ვაჩვენეთ დოკუმენტური კადრები, თუ რას სჩადიოდა "ნაციონალური" რეჟიმი საქართველოში. დამიჯერეთ, რაც იქ მოხდა, იმას არც ჩვენ ველოდით. მათთვის ეს შოკისმომგვრელი იყო და ამას განცხადებებშიც არ მალავდნენ. ჩვენ მოვახდინეთ როგორც ფოტო-ვიდეო მასალის დემონსტრირება, ასევე დავარიგეთ ბუკლეტებიც, რათა უფრო მეტ ხალხს ქჰონოდა საშუალება გაცნობოდა "ნაციონალების" "გმირობებს".

- მოახდენს ეს გავლენას?

- აუცილებლად ექნება შედეგი. უბრალოდ, მე ჩვენს ხელისუფლებას მოვუწოდებ კიდევ უფრო მეტი აქტიურობისაკენ და დაანახოს დემოკრატიულ ქვეყნებს, რომ თვითონაც რაღაცას აკეთებენ. მთვარია, რომ დამნაშავე იყოს საკადრისად დასჯილი. ჩვენ უდანშაულო ადამიანებს გვიჭერდნენ და ახლა დამნაშავეები არიან გარეთ. ამას აუცილებლად უნდა მიხედოს ხელისუფლებამ.

ლადო გოგოლაძე

AMBEBI.GE

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა