"შესაძლოა, თქვენ არასოდეს გსმენიათ კახეთის შესახებ, მაგრამ დარწმუნებულები იყავით, რომ აუცილებლად მოგეწონებათ ამ ადგილის ყველაზე ცნობილი პროდუქტი - ღვინო. ქართველებს ღვინის კეთების 8 000-წლიანი ისტორია აქვთ. ბოლო პერიოდში კი ტრადიციული ღვინის დამზადების ტექნიკა ძალიან მოთხოვნადი გახდა და ქართული წარმოების ღვინოს პრესტიჟული გამოცემები საუკეთესოთა რიგებში მოიხსენიებენ.
კახეთის ღირშესანიშნაობებია 3 000 წლის წინ აშენებული ქვის ქალაქი უფლისციხე, იყალთოს მონასტერი და ვენახები და მარნები",- წერს ბრიტანული ჟურნალი telegraph.co.uk.
სიაში აგრეთვე მოხვდა კამჩატკა, ინდოეთის სოფელი ზანსკარი და ა.შ.