პოლიტიკა
სამართალი

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსეთ-უკრაინის გამოუცხადებელი ომის ფინანსური მხარე - რამდენი უჯდება უკრაინას "ანტიტერორისტული ოპერაცია" და ვინ აფინანსებს ამბოხებულებს
რუსეთ-უკრაინის გამოუცხადებელი ომის ფინანსური მხარე - რამდენი უჯდება უკრაინას "ანტიტერორისტული ოპერაცია" და ვინ აფინანსებს ამბოხებულებს

აღ­მო­სავ­ლეთ უკ­რა­ი­ნა­ში სამ­ხედ­რო და­პი­რის­პი­რე­ბა გრძელ­დე­ბა. დო­ნეც­კის აე­რო­პორ­ტის და­კა­ვე­ბის შემ­დეგ, ამ­ბო­ხე­ბუ­ლებ­მა შე­ტე­ვა ქა­ლაქ მა­რი­უ­პოლ­ზე გა­და­ი­ტა­ნეს.

სამ­ხედ­რო ას­პექ­ტე­ბის გარ­და, საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბი­სას, მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს ფი­ნან­სე­ბი თა­მა­შობს. ხან­გრძლი­ვი სამ­ხედ­რო კამ­პა­ნია ქვეყ­ნის "ჯი­ბეს" ზი­ანს აყე­ნებს. სამ­ხედ­რო-მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ქო­ნე­ბის და­კარ­გვა-გა­ნად­გუ­რე­ბა-აღ­დგე­ნას­თან ერ­თად, დიდ თან­ხებს სა­მო­ქა­ლა­ქო ინფრას­ტრუქ­ტუ­რის აღ­დგე­ნა მო­ი­თხოვს. ამ მხრივ უკ­რა­ი­ნის მდგო­მა­რე­ო­ბა ძა­ლი­ან მძი­მეა. სოფ­ლებ­ში, და­სახ­ლე­ბულ პუნ­ქტებ­ში, სა­შუ­ა­ლო თუ მსხვილ ქა­ლა­ქებ­ში გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი სახ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბამ რამ­დე­ნი­მე ათასს გა­და­ა­ჭარ­ბა. ქა­ლაქ დო­ნეც­კის აე­რო­პორ­ტის­გან მხო­ლოდ პი­რო­ბი­თი სა­ხელ­წო­დე­ბაა დარ­ჩე­ნი­ლი. აე­რო­პორ­ტი და მისი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა სრუ­ლად გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია.

გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი და მომ­სპა­რი ინფრას­ტრუქ­ტუ­რის აღ­დგე­ნა (იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ კი­ე­ვი ამ­ბო­ხე­ბულ­თა მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბად ტე­რი­ტო­რი­ებს და­იბ­რუ­ნებს) ქვეყ­ნის ბი­უ­ჯე­ტი­დან ასო­ბით მი­ლი­ონ დო­ლარს წა­ი­ღებს.

პა­რა­დოქ­სია, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე ბევ­რი ფული ადა­მი­ა­ნე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბა­ზე იხარ­ჯე­ბა. გა­ე­როს მო­ნა­ცე­მე­ბით, წე­ლი­წად­ში ია­რა­ღის შე­ძე­ნა-წარ­მო­ე­ბა­ზე მსოფ­ლი­ო­ში 800 მი­ლი­არდ დო­ლარ­ზე მეტი იხარ­ჯე­ბა. ომებ­ზე დიდი ფული კეთ­დე­ბა. მა­რა­გე­ბის შევ­სე­ბის­თვის სა­ხელ­მწი­ფოს საბ­რძო­ლო მა­სა­ლე­ბის და ზოგ­ჯერ ახა­ლი შე­ი­ა­რა­ღე­ბის შეს­ყიდ­ვა სჭირ­დე­ბა. ოფი­ცი­ა­ლუ­რი მომ­წო­დებ­ლე­ბის არ­ყო­ლის შემ­თხვე­ვა­ში, ყო­ველ­თვის მო­ი­ძებ­ნე­ბი­ან ია­რა­ღით უკა­ნო­ნო მო­ვაჭ­რე პი­რე­ბი. შე­და­რე­ბით მცი­რე სამ­ხედ­რო კონ­ფლიქ­ტე­ბი მათ­თვის მის­წრე­ბაა.

უკ­რა­ი­ნა­ში ან­ტი­ტე­რო­რის­ტუ­ლი ოპე­რა­ცი­ის და­წყე­ბის­თა­ნა­ვე, კი­ევს სა­კუ­თა­რი სერ­ვი­სის შე­სა­თა­ვა­ზებ­ლად არა­ერ­თმა ასეთ­მა ადა­მი­ან­მა მი­ა­შუ­რა. უკ­რა­ი­ნის შემ­თხვე­ვა­ში, ევ­რო­პუ­ლი ქვეყ­ნე­ბი­დან თა­ნა­მედ­რო­ვე ია­რა­ღის შე­ძე­ნას კი­ე­ვი დღემ­დე ცდი­ლობს.

გა­სუ­ლი წლის 24 ნო­ემ­ბერს უკ­რა­ი­ნამ ლიტ­ვას­თან "კონ­კრე­ტუ­ლი სამ­ხედ­რო შე­ი­ა­რა­ღე­ბის" მო­წო­დე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა გა­ა­ფორ­მა. რამ­დე­ნი­მე თვით ადრე კი­ევ­მა ვილ­ნი­უ­სის­გან ჯავ­შან­ჟი­ლე­ტე­ბი, ჩა­ფხუ­ტე­ბი და მე­დი­კა­მენ­ტე­ბის პარ­ტია მი­ი­ღო. 2014 წლის გან­მა­ლო­ბა­ში პე­რი­ო­დუ­ლად ჩნდე­ბო­და ინ­ფორ­მა­ცია ევ­რო­პის სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნე­ბის მიერ კი­ე­ვის­თვის სამ­ხედ­რო პრო­დუქ­ცი­ის მი­წო­დე­ბა­ზე. დიდ­მა ბრი­ტა­ნეთ­მა და საფ­რან­გეთ­მა უკ­რა­ი­ნას ჯავ­შან­ჟი­ლე­ტე­ბი, ნორ­ვე­გი­ამ კი - 60 ტონა ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი ტვირ­თი (მე­დი­კა­მენ­ტე­ბი, 77,5 ათა­სი სამ­ხედ­რო ულუ­ფა) გა­დას­ცა. და­ახ­ლო­ე­ბით 5,000 ჩა­ფხუ­ტი და ამ­დე­ნი­ვე ჯავ­შან­ჟი­ლე­ტი კი­ევ­მა ვარ­შა­ვის­გან მი­ი­ღო.

სა­გუ­ლის­ხმოა, რომ გარ­კვე­უ­ლი დრო­ის შემ­დეგ პო­ლო­ნეთ­მა და ნორ­ვე­გი­ამ, კი­ე­ვის­თვის სამ­ხედ­რო ტვირ­თე­ბის მი­წო­დე­ბა კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყვეს. რო­გორც ჩანს, დიდ­მა პო­ლი­ტი­კამ ამ­ჯე­რა­დაც თა­ვი­სი როლი ითა­მა­შა.

დონ­ბას­ში მიმ­დი­ნა­რე ომი­დან, ფი­ნან­სუ­რი მო­გე­ბის ნახ­ვას თა­ვად კი­ე­ვიც ცდი­ლობს. გა­სუ­ლი წლის 30 დე­კემ­ბერს ნი­გე­რი­ულ­მა ვებ-რე­სურ­სმა beegeagle.wordpress.com სა­ინ­ტე­რე­სო ფო­ტო­ე­ბი გა­მო­აქ­ვეყ­ნა. მათ­ზე ნი­გე­რი­ე­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბი უკ­რა­ი­ნი­დან მი­ღე­ბულ Т-72АВ ტან­კე­ბის და БТР-4Е ჯავ­შანტრან­სპორ­ტი­ო­რე­ბის ფონ­ზე პო­ზი­რე­ბენ.

შარ­შან ივ­ლის­ში, უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის, პეტ­რო პო­რო­შენ­კოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ან­ტი­ტე­რო­რის­ტუ­ლი ოპე­რა­ცი­ის დას­რუ­ლე­ბამ­დე, ია­რა­ღის გა­ყიდ­ვა აიკ­რძა­ლა. 2014 წელს ყო­ფილ­მა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა იუ­ლია ტი­მო­შენ­კომ უშიშ­რო­ე­ბის სამ­სა­ხურს თავ­დაც­ვის უწყე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი კო­რუფ­ცი­უ­ლი გა­რი­გე­ბე­ბის გა­მოვ­ლე­ნის მიზ­ნით მი­მარ­თა. ტი­მო­შენ­კოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბი­სას, ქვე­ყა­ნამ გა­ყი­და 35,9 ათა­სი ავ­ტო­მა­ტი, 1237 ყუმ­ბარ­სა­ტყორ­ცნი, 60 ტანკსა­წი­ნა­აღ­მდე­გო კომ­პლექ­სი, 10 ჯავ­შანტრან­სპორ­ტი­ო­რი, 10 ათა­სი ჩა­ფხუ­ტი და ორი შვე­ულმფრე­ნი. ტი­მო­შენ­კოს ჩა­მო­ნათ­ვლში ნი­გე­რი­ის­თვის გა­სა­ყი­დად გამ­ზა­დე­ბუ­ლი ტექ­ნი­კაც ფი­გუ­რი­რებ­და.

ქვეყ­ნის მა­შინ­დელ­მა თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა ვა­ლე­რი გე­ლე­ტა­იმ ეს ინ­ფორ­მა­ცია კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყო. თუმ­ცა ამავდრო­უ­ლად, უკ­რა­ი­ნა­სა და ნი­გე­რი­ას შო­რის კონ­ტრაქ­ტის არ­სე­ბო­ბა და­ა­დას­ტუ­რა. გე­ლე­ტა­ის თქმით, ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, კი­ევს სა­ჯა­რი­მო სან­ქცი­ე­ბის გა­დახ­და მო­უ­წევ­და.

2014 წლის ნო­ემ­ბერ-დე­კემ­ბერ­ში მე­დი­ის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში ია­რა­ღის ექ­სპორ­ტის კი­დევ ერთი გა­რი­გე­ბა მო­ექ­ცა. თით­ქოს და უა­რის თქმის მი­უ­ხე­და­ვად, კი­ევ­მა კონ­გოს Т-64БМ1М ტან­კე­ბი მი­ა­წო­და. კონ­ტრაქ­ტი 50 ერ­თე­უ­ლის მი­წო­დე­ბა­ზე 2013 წელს გა­ფორმ­და. ტან­კე­ბის ნა­წი­ლი დამ­კვეთს უკვე გა­ეგ­ზავ­ნა. ნა­წილს კი წელს მი­ი­ღებს.

შიდა მოხ­მა­რე­ბა­ზე აქ­ცენ­ტის გა­კე­თე­ბის და ია­რა­ღის გა­ყიდ­ვის აკ­რძალ­ვის მი­უ­ხე­და­ვად, ია­რა­ღის დე­ფი­ცი­ტის პი­რო­ბებ­ში, კი­ე­ვი მის ექ­სპორ­ტი­რე­ბას მა­ინც აგ­რძე­ლებს.

ია­რა­ღის გა­ყიდ­ვა მსოფ­ლი­ში ყვე­ლა­ზე მომ­გე­ბი­ა­ნი ბიზ­ნე­სია. გან­სა­კუთ­რე­ბით, მა­შინ, რო­დე­საც შენ ეს ია­რა­ღი სა­ჭი­რო­ზე მეტი გაქვს. სსრკ-ს დაშ­ლის შემ­დეგ, უკ­რა­ი­ნას ათა­სო­ბით საბ­რძო­ლო ტექ­ნი­კა დარ­ჩა. უკვე 20 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ჩი­ნოვ­ნი­კე­ბის ხელ­შე­წყო­ბით და­კონ­სერ­ვე­ბუ­ლი და უქ­მად მდგა­რი ტექ­ნი­კა ნელ-ნელა სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნებ­ში იყი­დე­ბო­და და რო­გორც ჩანს - დღე­საც იყი­დე­ბა.

2012 წელს კი­ევ­მა ია­რა­ღის მსოფ­ლი­ოს უმ­სხვი­ლეს ექ­სპორ­ტი­ო­რებს შო­რის მე­ო­თხე პო­ზი­ცია და­ი­კა­ვა. 90-იან წლებ­ში ქვეყ­ნის ერთ-ერთი მთა­ვა­რი შე­მო­სა­ვა­ლი იარ­ღით ვაჭ­რო­ბა იყო. 1997-99 წლებ­ში უკ­რა­ი­ნამ სსრკ-სგან მემ­კვიდ­რე­ო­ბით მი­ღე­ბუ­ლი 1,384,000,000 აშშ დო­ლა­რის ია­რა­ღი გა­ყი­და.

ია­რა­ღის გა­ყიდ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით აგო­რე­ბუ­ლი სკან­და­ლე­ბის მთა­ვა­რი ფი­გუ­რან­ტი უკ­რა­ი­ნა არა­ერ­თხელ გამ­ხდა­რა. უკ­რა­ი­ნუ­ლი ჯავ­შან­ტექ­ნი­კის ერთ-ერთი უმ­სხვი­ლე­სი იმ­პორ­ტი­ო­რი სუ­და­ნია. ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის გარ­და, ეს ქვე­ყა­ნა ტან­კებს და სა­არ­ტი­ლე­რიო სის­ტე­მებს აქ­ტი­უ­რად ყი­დუ­ლობს. 2004 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, გა­ე­რომ სუ­დან­ში ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის შე­ი­ა­რა­ღე­ბის მი­წო­დე­ბის აკ­რძალ­ვა­ზე 3 რე­ზო­ლუ­ცია მი­ი­ღო.

მო­რი­გი სკან­და­ლი 2013 წელს აგორ­და, რო­დე­საც მე­სა­მე ქვე­ყა­ნა­ში გა­ყიდ­ვის­თვის უკ­რა­ი­ნამ მოლ­დო­ვა­ში 11 "ურა­გა­ნი" იყი­და (ამ დროს სა­კუ­თა­რი 137 ერ­თე­უ­ლი ჰყავ­და). უკ­რა­ი­ნის გარ­და მოლ­დო­ვა­ში დიდი ოდე­ნო­ბით ია­რა­ღი და ტექ­ნი­კა სომ­ხეთ­მა შე­ი­ძი­ნა. მა­შინ ბა­ქომ კი­ში­ნოვს საპ­რო­ტეს­ტო ნო­ტაც გა­უგ­ზავ­ნა. ამ ფაქტს ყუ­რად­რე­ბას არა­ვინ მი­აქ­ცევ­და, რომ არა ერთი გა­რე­მო­ე­ბა - შუ­ა­მა­ვალ კომ­პა­ნია Latspeceksports-ს ია­რი­ღით ვაჭ­რო­ბის უფ­ლე­ბა არ ჰქონ­და. შე­სა­ბა­მი­სად, კი­ევ­მაც და ერე­ვან­მაც ია­რა­ღი სა­ერ­თა­შო­რი­სო ნორ­მე­ბის დარ­ღვე­ვით იყი­დეს.

უკ­რა­ი­ნუ­ლი არ­მი­ის მძი­მე მა­ტე­რი­ა­ლურ-ტექ­ნი­კურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე ბევ­რს სა­უბ­რო­ბენ. ან­ტი­ტე­რო­რის­ტუ­ლი ოპე­რა­ცი­ის და­წყე­ბი­სას, სახ­მე­ლე­თო ჯა­რე­ბის 41,000 ჯა­რის­კა­ცი­დან საბ­რძო­ლო მზად­ყოფ­ნა­ში მხო­ლოდ 6,000 აღ­მოჩ­ნდა. მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მოს­წო­რე­ბის­თვის უკ­რა­ი­ნის თავ­დაც­ვის უწყე­ბამ დახ­მა­რე­ბის­თვის მო­ქა­ლა­ქე­ებს მი­მარ­თა.

მა­ლე­ვე უწყე­ბის ან­გა­რიშ­ზე 9,9 მლნ გრივ­ნა გა­და­ი­რი­ცხა. ეს და­ახ­ლო­ე­ბით ერთი მლნ აშშ დო­ლა­რია. ფული "და­უ­ჭი­რე მხა­რი უკ­რა­ი­ნულ არ­მი­ას" პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში შეგ­როვ­და. სა­მი­ნის­ტრო­ში აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ 1,9 მლნ გრივ­ნა უწყე­ბას იუ­რი­დი­ულ­მა პი­რებ­მა გა­და­უ­რი­ცხეს, 5,7 მლნ კი - ფი­ზი­კურ­მა პი­რებ­მა. დარ­ჩე­ნი­ლი თან­ხა მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნე­ბით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ზა­რე­ბით შეგ­როვ­და.

უკ­რა­ი­ნას­თან ფა­რუ­ლი ომი იაფი არც რუ­სეთს უჯ­დე­ბა. ტექ­ნი­კის შეგ­რო­ვე­ბა, მისი უკ­რა­ი­ნამ­დე ტრან­სპორ­ტი­რე­ბა, მისი მოვ­ლა-ექ­სპლუ­ა­ტა­ცია - ყვე­ლა­ფე­რი ხარ­ჯებ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. მე­ამ­ბო­ხე­ე­ბის­თვის "უსას­ყიდ­ლოდ" გა­და­ცე­მუ­ლი ია­რა­ღი და ტექ­ნი­კა - ესეც ფი­ნან­სუ­რი და­ნა­კარ­გე­ბია.

თა­ვად მე­ამ­ბო­ხე­ე­ბის "და­ფი­ნან­სე­ბაც" აღ­მო­სავ­ლე­თი­დან მო­დის. არ­სე­ბუ­ლი ცნო­ბით, კვი­რა­ში ისი­ნი 200-300 დო­ლარს იღე­ბენ. არის "ბო­ნუ­სე­ბიც", რომ­ლე­ბიც ამ­ბო­ხე­ბუ­ლებს უკ­რა­ი­ნუ­ლი ტან­კე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ეძ­ლე­ვათ. ან­გა­რიშს­წო­რე­ბა ნაღ­დი ფუ­ლით ხდე­ბა. ოფიც­რე­ბის ანა­ზღა­უ­რე­ბა უფრო მე­ტია და კვი­რა­ში 700-800 დო­ლარს აღ­წევს. ამ­ბო­ხე­ბულ­თა რი­გე­ბის სწრაფ შევ­სე­ბას სწო­რედ ფი­ნან­სუ­რი მხა­რე გა­ნა­პი­რო­ბებს. დონ­ბა­სის რე­გი­ონ­ში, სა­დაც ძი­რი­თა­დი საქ­მე ქვა­ნახ­ში­რის მო­პო­ვე­ბაა, კვი­რა­ში 200-300 დო­ლა­რი დიდი ფუ­ლია. მა­ღა­რო­ში ჩას­ვლას დონ­ბა­სის მკვიდ­რებს ხელ­ში ავ­ტო­მა­ტის აღე­ბა ურ­ჩევ­ნი­ათ. ეს მწა­რე რე­ა­ლო­ბაა, რო­მე­ლიც რე­გი­ო­ნის და­ბალ­მა ეკო­ნო­მი­კურ­მა მდგო­მა­რე­ო­ბამ გა­ნა­პი­რო­ბა. ბევ­რი ად­გი­ლობ­რი­ვი მე­ამ­ბო­ხე­თა რი­გებ­ში სწო­რედ ამის გამო ეწე­რე­ბა. საქ­მე სა­ხი­ფა­თოა, თუმ­ცა რო­გორც თა­ვად ამ­ბო­ბენ - მომ­გე­ბი­ა­ნი.

ნუკ­რი მგე­ლა­ძე

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

რუსეთ-უკრაინის გამოუცხადებელი ომის ფინანსური მხარე - რამდენი უჯდება უკრაინას "ანტიტერორისტული ოპერაცია" და ვინ აფინანსებს ამბოხებულებს

რუსეთ-უკრაინის გამოუცხადებელი ომის ფინანსური მხარე - რამდენი უჯდება უკრაინას "ანტიტერორისტული ოპერაცია" და ვინ აფინანსებს ამბოხებულებს

აღმოსავლეთ უკრაინაში სამხედრო დაპირისპირება გრძელდება. დონეცკის აეროპორტის დაკავების შემდეგ, ამბოხებულებმა შეტევა ქალაქ მარიუპოლზე გადაიტანეს.

სამხედრო ასპექტების გარდა, საბრძოლო მოქმედებებისას, მნიშვნელოვან როლს ფინანსები თამაშობს. ხანგრძლივი სამხედრო კამპანია ქვეყნის "ჯიბეს" ზიანს აყენებს. სამხედრო-მატერიალური ქონების დაკარგვა-განადგურება-აღდგენასთან ერთად, დიდ თანხებს სამოქალაქო ინფრასტრუქტურის აღდგენა მოითხოვს. ამ მხრივ უკრაინის მდგომარეობა ძალიან მძიმეა. სოფლებში, დასახლებულ პუნქტებში, საშუალო თუ მსხვილ ქალაქებში განადგურებული სახლების რაოდენობამ რამდენიმე ათასს გადააჭარბა. ქალაქ დონეცკის აეროპორტისგან მხოლოდ პირობითი სახელწოდებაა დარჩენილი. აეროპორტი და მისი ინფრასტრუქტურა სრულად განადგურებულია.

განადგურებული და მომსპარი ინფრასტრუქტურის აღდგენა (იმ შემთხვევაში თუ კიევი ამბოხებულთა მიერ კონტროლირებად ტერიტორიებს დაიბრუნებს) ქვეყნის ბიუჯეტიდან ასობით მილიონ დოლარს წაიღებს.

პარადოქსია, მაგრამ ყველაზე ბევრი ფული ადამიანების განადგურებაზე იხარჯება. გაეროს მონაცემებით, წელიწადში იარაღის შეძენა-წარმოებაზე მსოფლიოში 800 მილიარდ დოლარზე მეტი იხარჯება. ომებზე დიდი ფული კეთდება. მარაგების შევსებისთვის სახელმწიფოს საბრძოლო მასალების და ზოგჯერ ახალი შეიარაღების შესყიდვა სჭირდება. ოფიციალური მომწოდებლების არყოლის შემთხვევაში, ყოველთვის მოიძებნებიან იარაღით უკანონო მოვაჭრე პირები. შედარებით მცირე სამხედრო კონფლიქტები მათთვის მისწრებაა.

უკრაინაში ანტიტერორისტული ოპერაციის დაწყებისთანავე, კიევს საკუთარი სერვისის შესათავაზებლად არაერთმა ასეთმა ადამიანმა მიაშურა. უკრაინის შემთხვევაში, ევროპული ქვეყნებიდან თანამედროვე იარაღის შეძენას კიევი დღემდე ცდილობს.

გასული წლის 24 ნოემბერს უკრაინამ ლიტვასთან "კონკრეტული სამხედრო შეიარაღების" მოწოდების ხელშეკრულება გააფორმა. რამდენიმე თვით ადრე კიევმა ვილნიუსისგან ჯავშანჟილეტები, ჩაფხუტები და მედიკამენტების პარტია მიიღო. 2014 წლის განმალობაში პერიოდულად ჩნდებოდა ინფორმაცია ევროპის სხვადასხვა ქვეყნების მიერ კიევისთვის სამხედრო პროდუქციის მიწოდებაზე. დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა უკრაინას ჯავშანჟილეტები, ნორვეგიამ კი - 60 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი (მედიკამენტები, 77,5 ათასი სამხედრო ულუფა) გადასცა. დაახლოებით 5,000 ჩაფხუტი და ამდენივე ჯავშანჟილეტი კიევმა ვარშავისგან მიიღო.

საგულისხმოა, რომ გარკვეული დროის შემდეგ პოლონეთმა და ნორვეგიამ, კიევისთვის სამხედრო ტვირთების მიწოდება კატეგორიულად უარყვეს. როგორც ჩანს, დიდმა პოლიტიკამ ამჯერადაც თავისი როლი ითამაშა.

დონბასში მიმდინარე ომიდან, ფინანსური მოგების ნახვას თავად კიევიც ცდილობს. გასული წლის 30 დეკემბერს ნიგერიულმა ვებ-რესურსმა beegeagle.wordpress.com საინტერესო ფოტოები გამოაქვეყნა. მათზე ნიგერიელი ჯარისკაცები უკრაინიდან მიღებულ Т-72АВ ტანკების და БТР-4Е ჯავშანტრანსპორტიორების ფონზე პოზირებენ.

შარშან ივლისში, უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს გადაწყვეტილებით, ანტიტერორისტული ოპერაციის დასრულებამდე, იარაღის გაყიდვა აიკრძალა. 2014 წელს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა იულია ტიმოშენკომ უშიშროების სამსახურს თავდაცვის უწყებაში არსებული კორუფციული გარიგებების გამოვლენის მიზნით მიმართა. ტიმოშენკოს ინფორმაციით, საბრძოლო მოქმედებებისას, ქვეყანამ გაყიდა 35,9 ათასი ავტომატი, 1237 ყუმბარსატყორცნი, 60 ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსი, 10 ჯავშანტრანსპორტიორი, 10 ათასი ჩაფხუტი და ორი შვეულმფრენი. ტიმოშენკოს ჩამონათვლში ნიგერიისთვის გასაყიდად გამზადებული ტექნიკაც ფიგურირებდა.

ქვეყნის მაშინდელმა თავდაცვის მინისტრმა ვალერი გელეტაიმ ეს ინფორმაცია კატეგორიულად უარყო. თუმცა ამავდროულად, უკრაინასა და ნიგერიას შორის კონტრაქტის არსებობა დაადასტურა. გელეტაის თქმით, ხელშეკრულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კიევს საჯარიმო სანქციების გადახდა მოუწევდა.

2014 წლის ნოემბერ-დეკემბერში მედიის ყურადღების ცენტრში იარაღის ექსპორტის კიდევ ერთი გარიგება მოექცა. თითქოს და უარის თქმის მიუხედავად, კიევმა კონგოს Т-64БМ1М ტანკები მიაწოდა. კონტრაქტი 50 ერთეულის მიწოდებაზე 2013 წელს გაფორმდა. ტანკების ნაწილი დამკვეთს უკვე გაეგზავნა. ნაწილს კი წელს მიიღებს.

შიდა მოხმარებაზე აქცენტის გაკეთების და იარაღის გაყიდვის აკრძალვის მიუხედავად, იარაღის დეფიციტის პირობებში, კიევი მის ექსპორტირებას მაინც აგრძელებს.

იარაღის გაყიდვა მსოფლიში ყველაზე მომგებიანი ბიზნესია. განსაკუთრებით, მაშინ, როდესაც შენ ეს იარაღი საჭიროზე მეტი გაქვს. სსრკ-ს დაშლის შემდეგ, უკრაინას ათასობით საბრძოლო ტექნიკა დარჩა. უკვე 20 წლის განმავლობაში, ჩინოვნიკების ხელშეწყობით დაკონსერვებული და უქმად მდგარი ტექნიკა ნელ-ნელა სხვადასხვა ქვეყნებში იყიდებოდა და როგორც ჩანს - დღესაც იყიდება.

2012 წელს კიევმა იარაღის მსოფლიოს უმსხვილეს ექსპორტიორებს შორის მეოთხე პოზიცია დაიკავა. 90-იან წლებში ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი შემოსავალი იარღით ვაჭრობა იყო. 1997-99 წლებში უკრაინამ სსრკ-სგან მემკვიდრეობით მიღებული 1,384,000,000 აშშ დოლარის იარაღი გაყიდა.

იარაღის გაყიდვასთან დაკავშირებით აგორებული სკანდალების მთავარი ფიგურანტი უკრაინა არაერთხელ გამხდარა. უკრაინული ჯავშანტექნიკის ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორი სუდანია. ცეცხლსასროლი იარაღის გარდა, ეს ქვეყანა ტანკებს და საარტილერიო სისტემებს აქტიურად ყიდულობს. 2004 წლიდან მოყოლებული, გაერომ სუდანში ნებისმიერი სახის შეიარაღების მიწოდების აკრძალვაზე 3 რეზოლუცია მიიღო.

მორიგი სკანდალი 2013 წელს აგორდა, როდესაც მესამე ქვეყანაში გაყიდვისთვის უკრაინამ მოლდოვაში 11 "ურაგანი" იყიდა (ამ დროს საკუთარი 137 ერთეული ჰყავდა). უკრაინის გარდა მოლდოვაში დიდი ოდენობით იარაღი და ტექნიკა სომხეთმა შეიძინა. მაშინ ბაქომ კიშინოვს საპროტესტო ნოტაც გაუგზავნა. ამ ფაქტს ყურადრებას არავინ მიაქცევდა, რომ არა ერთი გარემოება - შუამავალ კომპანია Latspeceksports-ს იარიღით ვაჭრობის უფლება არ ჰქონდა. შესაბამისად, კიევმაც და ერევანმაც იარაღი საერთაშორისო ნორმების დარღვევით იყიდეს.

უკრაინული არმიის მძიმე მატერიალურ-ტექნიკურ მდგომარეობაზე ბევრს საუბრობენ. ანტიტერორისტული ოპერაციის დაწყებისას, სახმელეთო ჯარების 41,000 ჯარისკაციდან საბრძოლო მზადყოფნაში მხოლოდ 6,000 აღმოჩნდა. მდგომარეობის გამოსწორებისთვის უკრაინის თავდაცვის უწყებამ დახმარებისთვის მოქალაქეებს მიმართა.

მალევე უწყების ანგარიშზე 9,9 მლნ გრივნა გადაირიცხა. ეს დაახლოებით ერთი მლნ აშშ დოლარია. ფული "დაუჭირე მხარი უკრაინულ არმიას" პროგრამის ფარგლებში შეგროვდა. სამინისტროში აღნიშნავენ, რომ 1,9 მლნ გრივნა უწყებას იურიდიულმა პირებმა გადაურიცხეს, 5,7 მლნ კი - ფიზიკურმა პირებმა. დარჩენილი თანხა მობილური ტელეფონებით განხორციელებული ზარებით შეგროვდა.

უკრაინასთან ფარული ომი იაფი არც რუსეთს უჯდება. ტექნიკის შეგროვება, მისი უკრაინამდე ტრანსპორტირება, მისი მოვლა-ექსპლუატაცია - ყველაფერი ხარჯებთანაა დაკავშირებული. მეამბოხეებისთვის "უსასყიდლოდ" გადაცემული იარაღი და ტექნიკა - ესეც ფინანსური დანაკარგებია.

თავად მეამბოხეების "დაფინანსებაც" აღმოსავლეთიდან მოდის. არსებული ცნობით, კვირაში ისინი 200-300 დოლარს იღებენ. არის "ბონუსებიც", რომლებიც ამბოხებულებს უკრაინული ტანკების განადგურების შემთხვევაში ეძლევათ. ანგარიშსწორება ნაღდი ფულით ხდება. ოფიცრების ანაზღაურება უფრო მეტია და კვირაში 700-800 დოლარს აღწევს. ამბოხებულთა რიგების სწრაფ შევსებას სწორედ ფინანსური მხარე განაპირობებს. დონბასის რეგიონში, სადაც ძირითადი საქმე ქვანახშირის მოპოვებაა, კვირაში 200-300 დოლარი დიდი ფულია. მაღაროში ჩასვლას დონბასის მკვიდრებს ხელში ავტომატის აღება ურჩევნიათ. ეს მწარე რეალობაა, რომელიც რეგიონის დაბალმა ეკონომიკურმა მდგომარეობამ განაპირობა. ბევრი ადგილობრივი მეამბოხეთა რიგებში სწორედ ამის გამო ეწერება. საქმე სახიფათოა, თუმცა როგორც თავად ამბობენ - მომგებიანი.

ნუკრი მგელაძე

AMBEBI.GE

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე