10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შეკვეთილი მკვლელობის კვალის დაფარვაში ეკა კვესიტაძის მიერ დადანაშაულებული ლექსო თამაზაშვილი პირველ კომენტარს აკეთებს
შეკვეთილი მკვლელობის კვალის დაფარვაში ეკა კვესიტაძის მიერ დადანაშაულებული ლექსო თამაზაშვილი პირველ კომენტარს აკეთებს

"2014 წლის 14 ივ­ნისს თე­ლავ­ში და­უდ­გე­ნელ­მა პირ­მა, რო­მე­ლიც მო­ტო­ციკ­ლით მოძ­რა­ობ­და, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით 34 წლის აჩი­კო მა­ი­სუ­რა­ძე ჩა­ცხრი­ლა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამ სა­ში­ნელ ტრა­გე­დი­ას უამ­რა­ვი თვითმხილ­ვე­ლი ჰყავს, საქ­მე დღემ­დე გა­მო­უ­ძი­ე­ბე­ლია. შეკ­ვე­თი­ლი მკვლე­ლო­ბა, რომ­ლის კვა­ლის და­ფარ­ვა­ში, მოკ­ლუ­ლის ოჯა­ხის მტკი­ცე­ბით, კა­ხე­თის სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი უწყე­ბე­ბის თით­ქმის ყვე­ლა მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პირი და პრე­მი­ერ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის ცო­ლის ძმა, დე­პუ­ტა­ტი ლექ­სო თა­მა­ზაშ­ვი­ლი არი­ან ჩარ­თუ­ლე­ბი...", - ეს არის ტექ­სტი ჟურ­ნა­ლისტ ეკა კვე­სი­ტა­ძის მიერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი გა­მო­ძი­ე­ბი­დან, რო­მე­ლიც "რუს­თა­ვი 2"-ს ეთერ­ში გა­სულ შა­ბათს გა­ვი­და.

გა­და­ცე­მა­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი იყო Facebook-მი­მო­წე­რა მოკ­ლულ­სა და ლექ­სო თა­მა­ზაშ­ვილს შო­რის. სი­უ­ჟე­ტის ავ­ტორ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ შე­ე­ცა­და, გა­და­ცე­მა­ში თა­ვად ლექ­სო თა­მა­ზაშ­ვი­ლის მო­საზ­რე­ბაც წარ­მო­ე­ჩი­ნა, თუმ­ცა დე­პუ­ტატ­მა გა­და­წყვი­ტა, რომ მხო­ლოდ მას შემ­დეგ გა­ე­კე­თე­ბი­ნა გან­ცხა­დე­ბა, რაც გა­და­ცე­მა ეთერ­ში გა­ვი­დო­და.

ასეც მოხ­და, გა­და­ცე­მის ეთერ­ში გას­ვლის შემ­დეგ სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის დე­პუ­ტა­ტი და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ცო­ლიძ­მა ლექ­სო თა­მა­ზაშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე "რუს­თა­ვი 2"-ის გა­და­ცე­მა "გან­სხვა­ვე­ბულ აქ­ცენ­ტებ­ში" გა­სულ სი­უ­ჟეტს ეხ­მა­უ­რე­ბა.

"მინ­და გა­მო­ვეხ­მა­უ­რო, ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი2"- ზე გა­სულ გა­და­ცე­მას. ქ. თე­ლავ­ში მომ­ხდარ მკვლე­ლო­ბა­ზე, სა­დაც რამ­დენ­ჯერ­მე გა­იჟ­ღე­რა ჩემ­მა სა­ხელ­მა და გა­მოქ­ვეყ­ნდა პი­რა­დი მი­მო­წე­რა არ­ჩილ მა­ი­სუ­რა­ძეს­თან. ისე რო­გორც, სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა, მეც აღ­ნიშ­ნულ ტე­ლე­კომ­პა­ნი­ას მი­ვიჩ­ნევ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" პრეს­სამ­სა­ხუ­რად, რო­მე­ლიც ჩემი ოჯა­ხის, მი­მართ წლე­ბის მან­ძილ­ზე, რო­გორც წესი, გა­მო­ირ­ჩე­ვა სუ­ბი­ექ­ტუ­რო­ბით და და­კა­ვე­ბუ­ლია შავი პი­ა­რით.

სწო­რედ შავი პი­ა­რი მგო­ნია გან­სა­კუთ­რე­ბით და სა­ეჭ­ვოდ ხში­რად გა­სუ­ლი ანონ­სი, აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­ცე­მის. რაც მიზ­ნად ისა­ხავ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბის შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნას, თით­ქოს მე რა­ი­მე კავ­ში­რი მქონ­და ამ შემ­ზა­რავ და­ნა­შა­ულ­თან ან და­ნა­შა­უ­ლის და­ფარ­ვას­თან. სუ­ბი­ექ­ტუ­რო­ბით გა­ჯე­რე­ბულ ამ გა­და­ცე­მა­შიც კი შა­ვით თეთრზე ჩან­და, რომ გარ­და გულ­წრფე­ლი დახ­მა­რე­ბი­სა, არ­ჩილ მა­ი­სუ­რა­ძის მი­მართ (ეს ამ­ბა­ვი არ­ჩი­ლის დამ, სა­ლო­მე მა­ი­სუ­რა­ძე­მაც და­ა­დას­ტუ­რა გა­და­ცე­მა­ში) სხვა არა­ფე­რი არ იკ­ვე­თე­ბა და მხო­ლოდ სა­ზო­გა­დო­ე­ბის შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნის მიზ­ნით დას­მუ­ლი კი­თხვე­ბი და ვა­რა­უ­დე­ბი გაჟ­ღერ­და.

აქვე მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ არ­ჩილ მა­ი­სუ­რა­ძე ჩემი ბავ­შვო­ბის მე­გო­ბა­რი გალხდათ და ვთხოვ ყვე­ლას შე­წყვი­ტოს ყო­ველ­გვა­რი სპე­კუ­ლა­ცი­ე­ბი აღ­ნიშ­ნულ თე­მა­ზე. იმე­დი მაქვს სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი გა­მო­ი­ძი­ე­ბენ ამ საქ­მეს და ყვე­ლა დამ­ნა­შა­ვე მი­ი­ღებს შე­სა­ბა­მის სას­ჯელს.

P.S. არ ვა­პი­რებ სხვა რა­ი­მე სა­ხის პო­ლე­მი­კა­ში შე­ვი­დე სუ­ბი­ექ­ტურ და შავი პი­ა­რით და­კა­ვე­ბულ ტე­ლე­ვი­ზი­ას­თან, რო­მელ­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბამ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" პრეს­სამ­სა­ხუ­რი შე­არ­ქვა", - წერს თა­მა­ზაშ­ვი­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

შეკვეთილი მკვლელობის კვალის დაფარვაში ეკა კვესიტაძის მიერ დადანაშაულებული ლექსო თამაზაშვილი პირველ კომენტარს აკეთებს

შეკვეთილი მკვლელობის კვალის დაფარვაში ეკა კვესიტაძის მიერ დადანაშაულებული ლექსო თამაზაშვილი პირველ კომენტარს აკეთებს

"2014 წლის 14 ივნისს თელავში დაუდგენელმა პირმა, რომელიც მოტოციკლით მოძრაობდა, ცეცხლსასროლი იარაღით 34 წლის აჩიკო მაისურაძე ჩაცხრილა. მიუხედავად იმისა, რომ ამ საშინელ ტრაგედიას უამრავი თვითმხილველი ჰყავს, საქმე დღემდე გამოუძიებელია. შეკვეთილი მკვლელობა, რომლის კვალის დაფარვაში, მოკლულის ოჯახის მტკიცებით, კახეთის სამართალდამცავი უწყებების თითქმის ყველა მაღალი თანამდებობის პირი და პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის ძმა, დეპუტატი ლექსო თამაზაშვილი არიან ჩართულები...", - ეს არის ტექსტი ჟურნალისტ ეკა კვესიტაძის მიერ მომზადებული ჟურნალისტური გამოძიებიდან, რომელიც "რუსთავი 2"-ს ეთერში გასულ შაბათს გავიდა.

გადაცემაში წარმოდგენილი იყო Facebook-მიმოწერა მოკლულსა და ლექსო თამაზაშვილს შორის. სიუჟეტის ავტორმა აღნიშნა, რომ შეეცადა, გადაცემაში თავად ლექსო თამაზაშვილის მოსაზრებაც წარმოეჩინა, თუმცა დეპუტატმა გადაწყვიტა, რომ მხოლოდ მას შემდეგ გაეკეთებინა განცხადება, რაც გადაცემა ეთერში გავიდოდა.

ასეც მოხდა, გადაცემის ეთერში გასვლის შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი და პრემიერ-მინისტრის ცოლიძმა ლექსო თამაზაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე "რუსთავი 2"-ის გადაცემა "განსხვავებულ აქცენტებში" გასულ სიუჟეტს ეხმაურება.

"მინდა გამოვეხმაურო, ტელეკომპანია "რუსთავი2"- ზე გასულ გადაცემას. ქ. თელავში მომხდარ მკვლელობაზე, სადაც რამდენჯერმე გაიჟღერა ჩემმა სახელმა და გამოქვეყნდა პირადი მიმოწერა არჩილ მაისურაძესთან. ისე როგორც, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა, მეც აღნიშნულ ტელეკომპანიას მივიჩნევ "ნაციონალური მოძრაობის" პრესსამსახურად, რომელიც ჩემი ოჯახის, მიმართ წლების მანძილზე, როგორც წესი, გამოირჩევა სუბიექტურობით და დაკავებულია შავი პიარით.

სწორედ შავი პიარი მგონია განსაკუთრებით და საეჭვოდ ხშირად გასული ანონსი, აღნიშნული გადაცემის. რაც მიზნად ისახავდა საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, თითქოს მე რაიმე კავშირი მქონდა ამ შემზარავ დანაშაულთან ან დანაშაულის დაფარვასთან. სუბიექტურობით გაჯერებულ ამ გადაცემაშიც კი შავით თეთრზე ჩანდა, რომ გარდა გულწრფელი დახმარებისა, არჩილ მაისურაძის მიმართ (ეს ამბავი არჩილის დამ, სალომე მაისურაძემაც დაადასტურა გადაცემაში) სხვა არაფერი არ იკვეთება და მხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით დასმული კითხვები და ვარაუდები გაჟღერდა.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ არჩილ მაისურაძე ჩემი ბავშვობის მეგობარი გალხდათ და ვთხოვ ყველას შეწყვიტოს ყოველგვარი სპეკულაციები აღნიშნულ თემაზე. იმედი მაქვს სამართალდამცველები გამოიძიებენ ამ საქმეს და ყველა დამნაშავე მიიღებს შესაბამის სასჯელს.

P.S. არ ვაპირებ სხვა რაიმე სახის პოლემიკაში შევიდე სუბიექტურ და შავი პიარით დაკავებულ ტელევიზიასთან, რომელსაც საზოგადოებამ "ნაციონალური მოძრაობის" პრესსამსახური შეარქვა", - წერს თამაზაშვილი.

"ეს არის უკიდურესი თავხედობა არა იმდენად პოზნერის, არამედ მასპინძლის მხრიდან, რომელმაც ეს ყველაფერი კომენდანტის საათის პირობებში დაგეგმა" - ხუხაშვილი

"წინანდალი, 2001 წელი - სააკაშვილი პუტინის საყვარელი რეჟისორის - მიხალკოვის ქალიშვილის ქორწილში" - რას წერს ლექსო თამაზაშვილი "ფეისბუქზე"?

"მოლაპარაკებებს რომ აწარმოებდნენ, კომენდანტის საათის მომიზეზებით თავაზიანად ეთქვათ უარი წვეულების გამართვაზე" - რას წერს რაჭველი პოზნერის ჩამოსვლაზე?