მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
წიგნები
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იური ვაზაგაშვილის სკანდალური წერილი, რის გამოც იგი მოკლეს"
"იური ვაზაგაშვილის სკანდალური წერილი, რის გამოც იგი მოკლეს"

გა­ზეთ "ასა­ვალ-და­სა­ვალ­ში" გა­ზე­თის ჟურ­ნა­ლის­ტი დიტო ჩუ­ბი­ნი­ძე ავ­რცე­ლებს წე­რილს, რო­მე­ლიც, მისი თქმით, იური ვა­ზა­გაშ­ვილ­მა მას 2014 წლის მი­წუ­რულს გა­დას­ცა. Ambebi.ge გთა­ვა­ზობთ ფრაგ­მენტს სტა­ტი­ი­დან, სა­ხელ­წო­დე­ბით - "იური ვა­ზა­გაშ­ვი­ლის სკან­და­ლუ­რი წე­რი­ლი, რის გა­მოც იგი მოკ­ლეს".

***

2014 წლის დე­კემ­ბრის მი­წუ­რულს თბი­ლის­ში, სა­ჯა­რო ბიბ­ლი­ო­თე­კის შე­ნო­ბის უკან მდე­ბა­რე წმინ­და სა­მე­ბის სა­ხე­ლო­ბის ე.წ. "პა­ტა­რა ეკ­ლე­სი­ას­თან", სა­დაც ამ სა­უ­კუ­ნე-ნა­ხევ­რის წი­ნათ ილია ჭავ­ჭა­ვა­ძემ და ოლღა გუ­რა­მიშ­ვილ­მა ჯვა­რი და­ი­წე­რეს, შემ­თხვე­ვით იური ვა­ზა­გაშ­ვი­ლი შემ­ხვდა... ერ­თმა­ნე­თის მო­კი­თხვის შემ­დეგ ბა­ტონ­მა იუ­რიმ ხუთ ფურ­ცლად და­ბეჭ­დი­ლი წე­რი­ლი გად­მომ­ცა და მი­თხრა - ყუ­რა­დღე­ბით წა­ი­კი­თხე, ჩემო დიტო, მაგ წე­რილ­ში მო­ტა­ნი­ლი ფაქ­ტე­ბის და­სა­ზუს­ტებ­ლად დიდი დრო და ენერ­გია დავ­ხარ­ჯე, მაგ­რამ უკვე ყვე­ლა­ფე­რი გა­მო­ვიკ­ვლიე და თუ რა­მე­ში დაგ­ჭირ­დეს, გა­მო­ი­ყე­ნეო!

ბა­ტონ­მა იუ­რიმ ისიც მი­თხრა, რომ მან ამ წე­რი­ლის რამ­დე­ნი­მე ეგ­ზემპლა­რი მის­თვის ახ­ლო­ბელ ადა­მი­ა­ნებ­საც და­უ­რი­გა...

ახა­ლი წელი, შობა, ძვე­ლით ახა­ლი წელი ისე ჩამ­თავ­რდა და მი­ი­ლია, სი­მარ­თლე გი­თხრათ, იური ვა­ზა­გაშ­ვი­ლის წე­რი­ლის­თვის ხელი არ მიხ­ლია, რად­გან ისე­ვე რო­გორც ბა­ტონ იუ­რის, ყვე­ლა შვილმკვდარ მშო­ბელ­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის უდი­დეს ნა­წილს, მეც დიდი ხა­ნია, ხელი მაქვს ჩაქ­ნე­უ­ლი ყვე­ლა­ფერ­ზე და თით­ქმის შე­უძ­ლე­ბე­ლი და მი­უღ­წე­ვე­ლი მგო­ნია სა­ა­კაშ­ვი­ლი­სა და მისი ზონ­დერ­ქი­ლე­რე­ბის და­პა­ტიმ­რე­ბა თუ ვი­რის აბა­ნო­ში მო­ყუ­ჩე­ბა...

2015 წლის 20 ივ­ნისს კას­პის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ყა­რა­ფი­ლა­ში, ზუ­რაბ და ზვი­ად ვა­ზა­გაშ­ვი­ლე­ბის საფ­ლავ­ზე ბომ­ბი რომ აფეთ­ქდა და იური ვა­ზა­გაშ­ვი­ლი შვი­ლე­ბის საფ­ლავს და­აკ­ლეს, წე­რი­ლი მა­შინ გა­მახ­სენ­და...

გა­დავ­ფურ­ცლე და თმე­ბი ყალ­ყზე და­მიდ­გა...

პა­ტივ­ცე­მუ­ლო მკი­თხვე­ლო, ეს წე­რი­ლი არის პა­სუ­ხი იმა­ზე, თუ რა­ტომ მოკ­ლეს იური ვა­ზა­გაშ­ვი­ლი.

"ქა­ლაქ თბი­ლი­სის ში­ნა­გან საქ­მე­თა სამ­მარ­თვე­ლოს ამ­ჟა­მინ­დე­ლი უფ­რო­სი გი­ორ­გი და­ლა­ქიშ­ვი­ლი ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის ფა­ვო­რი­ტია. მე­რა­ბიშ­ვი­ლის მი­ნის­ტრო­ბი­სას და­ლა­ქიშ­ვი­ლი მუ­შა­ობ­და თბი­ლი­სის სოდ-ის უფ­რო­სის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე. არ­ჩევ­ნე­ბამ­დე მას და­ვა­ლე­ბუ­ლი ჰქონ­და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ურ­ფო­სის ალე­კო ტა­ბა­ტა­ძის გა­ნე­იტ­რა­ლე­ბა და შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ჰქონ­და კი­დეც გეგ­მა ტა­ბა­ტა­ძის და­სა­კა­ვებ­ლად, მაგ­რამ ამ გეგ­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას ხელი შე­უ­შა­ლა ტა­ბა­ტა­ძის მე­გობ­რო­ბამ დ. ბე­დი­ას­თან. ბე­დია მე­რა­ბიშ­ვი­ლის დროს ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლედ მუ­შა­ობ­და. და­ლა­ქიშ­ვილ­სა და ბე­დი­ას ალე­კო ტა­ბა­ტა­ძის თე­მა­ზე უთან­ხმო­ე­ბა მო­უ­ვი­დათ და ბე­დი­ამ გა­ი­მარ­ჯვა. "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ გიგი და­ლა­ქიშ­ვი­ლი ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­დან და­ი­თხო­ვეს. ცნო­ბი­სათ­ვის, და­ლა­ქიშ­ვილ­მა გია უდე­სი­ან­თან ერ­თად ბიზ­ნეს­მენ ბესო ხარ­ძი­ანს ჰე­რო­ი­ნი და­ა­ლე­ვი­ნა. ხარ­ძი­ა­ნი, რო­გორც ცნო­ბი­ლია, უარს აცხა­დებ­და კუს ტბის აქ­ცი­ე­ბის ნაც­მოძ­რა­ო­ბის სა­სარ­გებ­ლოდ დათ­მო­ბა­ზე. სა­ერ­თოდ, გიგი და­ლა­ქიშ­ვი­ლი და გია უდე­სი­ა­ნი შავ­ბნე­ლი საქ­მე­ე­ბის აღ­სას­რუ­ლებ­ლად ერ­თად მოქ­მე­დებ­დნენ, სა­დაც პო­ლი­ცია ვერ ჭრი­და, მა­შინ საქ­მე­ში ერ­თვე­ბო­და უდე­სი­ა­ნი თა­ვის რაზმთან ერ­თად. უდე­სი­ა­ნის "ოფი­სი", სა­დაც გან­თავ­სე­ბუ­ლი იყო ადა­მი­ან­თა წა­მე­ბი­სა და და­კა­ვე­ბის საკ­ნე­ბი, დღე­საც ნაც­მოძ­რა­ო­ბის მფლო­ბე­ლო­ბა­შია და იგი მდე­ბა­რე­ობს იპოდ­რო­მის შე­სას­ვლელ­თან.

გი­ორ­გი და­ლა­ქიშ­ვი­ლი და მისი ამ­ჟა­მინ­დე­ლი მო­ად­გი­ლე ნიკა სა­მარ­ღა­ნიშ­ვი­ლი (ე.წ. "ტყუ­პი") ში­ნა­გან საქ­მე­თა ორ­გა­ნო­ებ­ში მო­იყ­ვა­ნა ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­ვამ, რო­მელ­თან ერ­თა­დაც და­ლა­ქიშ­ვილ­მა მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო 2006 წლის 2 მა­ისს კორ­ტებ­თან ზუ­რაბ ვა­ზა­გაშ­ვი­ლის ჩა­ცხრილ­ვა­ში. და­ლა­ქიშ­ვილ­თან ერ­თად ვა­ზა­გაშ­ვი­ლის ჩა­ცხრილ­ვა­ში ასე­ვე მო­ნა­წი­ლე­ობ­და ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რის დღე­ვან­დე­ლი მო­ად­გი­ლე ოთარ მირ­ზო­ე­ვი, რო­მე­ლიც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მოს­ვლი­დან მე­ო­რე დღეს­ვე ერე­ვან­ში გა­იქ­ცა და სა­ქარ­თვე­ლო­ში მხო­ლოდ ერთი კვი­რის შემ­დეგ დაბ­რუნ­და, როცა ხელ­შე­უ­ხებ­ლო­ბის მყა­რი გა­რან­ტია მი­ი­ღო. ოთარ მირ­ზო­ე­ვი და გიგი და­ლა­ქიშ­ვი­ლი ისან-სამ­გო­რის სამ­მარ­თვე­ლოს ყო­ფილ უფ­როს­თან გი­ორ­გი დარ­ჯა­ნი­ას­თან ერ­თად ყვე­ლა­ზე ახ­ლოს, ორ მეტრში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ ზუ­რაბ ვა­ზა­გაშ­ვი­ლის მან­ქა­ნი­დან. მირ­ზო­ევ­მა პირ­ველ­მა გახ­სნა ცე­ცხლი ჩემი ვა­ჟის ზუ­რაბ ვა­ზა­გაშ­ვი­ლის მან­ქა­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით და ყვე­ლა­ზე უფრო ადრე სწო­რედ მან შე­ას­რუ­ლა ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­ვას მიერ რა­ცი­ა­ში გა­ცე­მუ­ლი ბრძა­ნე­ბა - ცე­ცხლი გახ­სე­ნი­თო! სწო­რედ მირ­ზო­ე­ვის ტყვია მოხ­ვდა ზუ­რაბ ვა­ზა­გაშ­ვილს თავ­ში და ამის გამო მან და­კარ­გა გა­მარ­თუ­ლად მოძ­რა­ო­ბის უნა­რი, რის გა­მოც მან­ქა­ნა გა­და­ვი­და გზის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო მარ­ცხე­ნა მხა­რეს და შე­ე­ჯა­ხა ხეს. ქა­ლაქ თბი­ლი­სის სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მის მე­თა­უ­რი კობა ნა­კა­ნი ინ­ტენ­სი­უ­რი ცე­ცხლის გახ­სნის შემ­დეგ ახტა ზუ­რაბ ვა­ზა­გაშ­ვი­ლის ავ­ტო­მან­ქა­ნის, "ბმვ"-ს კა­პოტ­ზე და მან­ქა­ნა­ში წინ მჯდომ პირ­თა მი­მართ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა სა­კონ­ტრო­ლო გას­რო­ლე­ბი ავ­ტო­მა­ტუ­რი ია­რა­ღი­დან მჭი­დის დაც­ლამ­დე. ვა­ზა­გაშ­ვილს თავ­ში 18 ტყვია ჰქონ­და მოხ­ვედ­რი­ლი. აღ­ნიშ­ნულ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში ასე­ვე მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ ისან-სამ­გო­რის დღე­ვან­დე­ლი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე გი­ორ­გი ბჟა­ლა­ვა და ან­ტი­ტე­რო­რის­ტუ­ლი დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რის ახ­ლან­დე­ლი მო­ად­გი­ლე შოთა ჭა­ნუყ­ვა­ძე.

ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის მი­ნის­ტრო­ბის დროს აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რე­ბი წარ­მო­ად­გენ­დნენ ერთ დაჯ­გუ­ფე­ბას...

სტა­ტი­ის არას­რუ­ლი ვერ­სია

გა­ზე­თი "ასა­ვალ-და­სა­ვა­ლი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

"იური ვაზაგაშვილის სკანდალური წერილი, რის გამოც იგი მოკლეს"

"იური ვაზაგაშვილის სკანდალური წერილი, რის გამოც იგი მოკლეს"

გაზეთ "ასავალ-დასავალში" გაზეთის ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე ავრცელებს წერილს, რომელიც, მისი თქმით, იური ვაზაგაშვილმა მას 2014 წლის მიწურულს გადასცა. Ambebi.ge გთავაზობთ ფრაგმენტს სტატიიდან, სახელწოდებით - "იური ვაზაგაშვილის სკანდალური წერილი, რის გამოც იგი მოკლეს".

***

2014 წლის დეკემბრის მიწურულს თბილისში, საჯარო ბიბლიოთეკის შენობის უკან მდებარე წმინდა სამების სახელობის ე.წ. "პატარა ეკლესიასთან", სადაც ამ საუკუნე-ნახევრის წინათ ილია ჭავჭავაძემ და ოლღა გურამიშვილმა ჯვარი დაიწერეს, შემთხვევით იური ვაზაგაშვილი შემხვდა... ერთმანეთის მოკითხვის შემდეგ ბატონმა იურიმ ხუთ ფურცლად დაბეჭდილი წერილი გადმომცა და მითხრა - ყურადღებით წაიკითხე, ჩემო დიტო, მაგ წერილში მოტანილი ფაქტების დასაზუსტებლად დიდი დრო და ენერგია დავხარჯე, მაგრამ უკვე ყველაფერი გამოვიკვლიე და თუ რამეში დაგჭირდეს, გამოიყენეო!

ბატონმა იურიმ ისიც მითხრა, რომ მან ამ წერილის რამდენიმე ეგზემპლარი მისთვის ახლობელ ადამიანებსაც დაურიგა...

ახალი წელი, შობა, ძველით ახალი წელი ისე ჩამთავრდა და მიილია, სიმართლე გითხრათ, იური ვაზაგაშვილის წერილისთვის ხელი არ მიხლია, რადგან ისევე როგორც ბატონ იურის, ყველა შვილმკვდარ მშობელსა და საზოგადოების უდიდეს ნაწილს, მეც დიდი ხანია, ხელი მაქვს ჩაქნეული ყველაფერზე და თითქმის შეუძლებელი და მიუღწეველი მგონია სააკაშვილისა და მისი ზონდერქილერების დაპატიმრება თუ ვირის აბანოში მოყუჩება...

2015 წლის 20 ივნისს კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში, ზურაბ და ზვიად ვაზაგაშვილების საფლავზე ბომბი რომ აფეთქდა და იური ვაზაგაშვილი შვილების საფლავს დააკლეს, წერილი მაშინ გამახსენდა...

გადავფურცლე და თმები ყალყზე დამიდგა...

პატივცემულო მკითხველო, ეს წერილი არის პასუხი იმაზე, თუ რატომ მოკლეს იური ვაზაგაშვილი.

"ქალაქ თბილისის შინაგან საქმეთა სამმართველოს ამჟამინდელი უფროსი გიორგი დალაქიშვილი ვანო მერაბიშვილის ფავორიტია. მერაბიშვილის მინისტრობისას დალაქიშვილი მუშაობდა თბილისის სოდ-ის უფროსის თანამდებობაზე. არჩევნებამდე მას დავალებული ჰქონდა "ქართული ოცნების" უსაფრთხოების სამსახურის ურფოსის ალეკო ტაბატაძის განეიტრალება და შემუშავებული ჰქონდა კიდეც გეგმა ტაბატაძის დასაკავებლად, მაგრამ ამ გეგმის განხორციელებას ხელი შეუშალა ტაბატაძის მეგობრობამ დ. ბედიასთან. ბედია მერაბიშვილის დროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დირექტორის მოადგილედ მუშაობდა. დალაქიშვილსა და ბედიას ალეკო ტაბატაძის თემაზე უთანხმოება მოუვიდათ და ბედიამ გაიმარჯვა. "ქართული ოცნების" გამარჯვების შემდეგ გიგი დალაქიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროდან დაითხოვეს. ცნობისათვის, დალაქიშვილმა გია უდესიანთან ერთად ბიზნესმენ ბესო ხარძიანს ჰეროინი დაალევინა. ხარძიანი, როგორც ცნობილია, უარს აცხადებდა კუს ტბის აქციების ნაცმოძრაობის სასარგებლოდ დათმობაზე. საერთოდ, გიგი დალაქიშვილი და გია უდესიანი შავბნელი საქმეების აღსასრულებლად ერთად მოქმედებდნენ, სადაც პოლიცია ვერ ჭრიდა, მაშინ საქმეში ერთვებოდა უდესიანი თავის რაზმთან ერთად. უდესიანის "ოფისი", სადაც განთავსებული იყო ადამიანთა წამებისა და დაკავების საკნები, დღესაც ნაცმოძრაობის მფლობელობაშია და იგი მდებარეობს იპოდრომის შესასვლელთან.

გიორგი დალაქიშვილი და მისი ამჟამინდელი მოადგილე ნიკა სამარღანიშვილი (ე.წ. "ტყუპი") შინაგან საქმეთა ორგანოებში მოიყვანა ირაკლი ფირცხალავამ, რომელთან ერთადაც დალაქიშვილმა მონაწილეობა მიიღო 2006 წლის 2 მაისს კორტებთან ზურაბ ვაზაგაშვილის ჩაცხრილვაში. დალაქიშვილთან ერთად ვაზაგაშვილის ჩაცხრილვაში ასევე მონაწილეობდა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის დღევანდელი მოადგილე ოთარ მირზოევი, რომელიც ხელისუფლებაში "ქართული ოცნების" მოსვლიდან მეორე დღესვე ერევანში გაიქცა და საქართველოში მხოლოდ ერთი კვირის შემდეგ დაბრუნდა, როცა ხელშეუხებლობის მყარი გარანტია მიიღო. ოთარ მირზოევი და გიგი დალაქიშვილი ისან-სამგორის სამმართველოს ყოფილ უფროსთან გიორგი დარჯანიასთან ერთად ყველაზე ახლოს, ორ მეტრში იმყოფებოდნენ ზურაბ ვაზაგაშვილის მანქანიდან. მირზოევმა პირველმა გახსნა ცეცხლი ჩემი ვაჟის ზურაბ ვაზაგაშვილის მანქანის მიმართულებით და ყველაზე უფრო ადრე სწორედ მან შეასრულა ირაკლი ფირცხალავას მიერ რაციაში გაცემული ბრძანება - ცეცხლი გახსენითო! სწორედ მირზოევის ტყვია მოხვდა ზურაბ ვაზაგაშვილს თავში და ამის გამო მან დაკარგა გამართულად მოძრაობის უნარი, რის გამოც მანქანა გადავიდა გზის საწინააღმდეგო მარცხენა მხარეს და შეეჯახა ხეს. ქალაქ თბილისის სპეცდანიშნულების რაზმის მეთაური კობა ნაკანი ინტენსიური ცეცხლის გახსნის შემდეგ ახტა ზურაბ ვაზაგაშვილის ავტომანქანის, "ბმვ"-ს კაპოტზე და მანქანაში წინ მჯდომ პირთა მიმართ განახორციელა საკონტროლო გასროლები ავტომატური იარაღიდან მჭიდის დაცლამდე. ვაზაგაშვილს თავში 18 ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. აღნიშნულ ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ ისან-სამგორის დღევანდელი სამმართველოს უფროსის მოადგილე გიორგი ბჟალავა და ანტიტერორისტული დეპარტამენტის დირექტორის ახლანდელი მოადგილე შოთა ჭანუყვაძე.

ვანო მერაბიშვილის მინისტრობის დროს აღნიშნული პირები წარმოადგენდნენ ერთ დაჯგუფებას...

სტატიის არასრული ვერსია

გაზეთი "ასავალ-დასავალი"

"შენ დახოცე ისინიო. გავგიჟდი, - ამას როგორ მეუბნებით - მეთქი?"

"მოვითხოვ, მეტი დრო გამონახოს" - რა აღიზიანებს მეუღლეში გვანცა დარასელიას

პროსტიტუციის სკანდალი: ვის და რა მიზნით მიჰყვს ქართველი გოგონები ჩინეთში?

×
Live: ეთერშია "360 გრადუსი"