სამართალი
პოლიტიკა

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მიშველეთ, დედა მოვკალი" - შემზარავი დანაშაული ფონიჭალაში
"მიშველეთ, დედა მოვკალი" - შემზარავი დანაშაული ფონიჭალაში

ქვე­მო ფო­ნი­ჭა­ლა­ში მომ­ხდარ­მა მკვლე­ლო­ბამ ნა­ხევ­რად დან­გრე­უ­ლი ე.წ. სა­ერ­თო სა­ცხოვ­რებ­ლის მკვიდ­რნი შო­კურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­ყა­რა, - 52 წლის ვაჟ­მა 95 წლის დედა მხე­ცუ­რად მოკ­ლა, - მო­ხუცს არა მხო­ლოდ ყელი გა­მოჭ­რა გა­ურ­კვე­ვე­ლი ბლაგ­ვი საგ­ნით, არა­მედ სა­ხეც ამა­ვე საგ­ნით და­უ­სა­ხიჩ­რა. მე­ზობ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, უკი­დუ­რე­სად მძი­მე სო­ცი­ა­ლურ პი­რო­ბებ­ში მცხოვ­რებ დედა-შვილს კონ­ფლიქ­ტე­ბი აქამ­დეც ჰქონ­დათ. ბინა, რო­მელ­შიც და­ნა­შა­უ­ლი მოხ­და, ფაქ­ტობ­რი­ვად, დან­გრე­ვის პი­რა­საა და მას­ში ადა­მი­ა­ნე­ბი თუ ცხოვ­რობ­დნენ, და­ჯე­რე­ბაც კი ძნე­ლია. თუმ­ცა არც ე.წ. სა­ერ­თო სა­ცხოვ­რე­ბე­ლის და­ნარ­ჩე­ნი ნა­წი­ლია უკე­თეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, სი­ღ­ტა­კის კვა­ლი ყველ­გან, ყვე­ლა კუ­თხე­ში ჩანს.

ლია ცხო­მე­ლი­ძე, მე­ზო­ბე­ლი: - გარ­დაც­ვლი­ლი ქალი ეროვ­ნე­ბით რუსი იყო, რო­გორც ვიცი, ახალ­გაზ­რდო­ბა­ში იქ პირ­ვე­ლი ქმა­რი და შვი­ლე­ბი და­ტო­ვა და სა­ცხოვ­რე­ლად აქ გად­მო­ვი­და. შვი­ლი წლე­ბია ალ­კოჰო­ლი­კია. დე­დაც და შვი­ლიც, გან­სა­კუთ­რე­ბით ბოლო ხანს, სა­შინ­ლად იქ­ცე­ოდ­ნენ, სულ ჩხუ­ბი და აყალ­მა­ყა­ლი ჰქონ­დათ. დე­დას ბოლო კვი­რებ­ში გა­ნას­კუთ­რე­ბით და­უ­სუს­ტდა გო­ნე­ბა, მა­ნამ­დე სული ბო­რო­ტის­თვის ჰქონ­და მი­ყი­დუ­ლი და შვილ­ზე უკეთ გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და და აზ­როვ­ნებ­და.

- ჩვენ­ში მიც­ვა­ლე­ბულ­ზე ან კარ­გს ამ­ბო­ბენ, ან - არა­ფერს... საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით ვი­ლა­პა­რა­კოთ.

- საქ­მე ის არის, რა­საც ჩვენ ვლა­პა­რა­კობთ. ტყუ­ილს არა­ფერს ვამ­ბობთ. ქალი ნამ­დვი­ლად და­დი­ო­და რო­მე­ლი­ღაც სექ­ტა­ში, სულ მკი­თხა­ვებ­ზე და ჯა­დო­ებ­ზე ლა­პა­რა­კობ­და, იმათ გა­და­რი­ეს სა­ბო­ლო­ოდ... შვი­ლი უშ­ლი­და, მაგ­რამ ვე­რა­ფერს გახ­და. რა­ღაც ცხო­ვე­ლის ქონს ხარ­შავ­და და გარ­შე­მო სა­ში­ნელ სუნს აყე­ნებ­და, სახ­ლი ახ­ლაც ყარს იმ სუ­ნის­გან. მისი ვაჟი კი სულ იმა­ზე ლა­პა­რა­კობ­და, სან­თელს რომ ვან­თებ, დე­და­ჩე­მი მიქ­რობ­სო. ზოგ­ჯერ ეს კაცი გვე­ცო­დე­ბო­და კი­დეც. ამ სა­ერ­თო სა­ცხოვ­რე­ბელ­ში ცხოვ­რობს ხალ­ხი, ვის თვალ­წი­ნაც ეგ კაცი გა­ი­ზარ­და, ისი­ნი ამ­ბო­ბენ, რომ თა­ვი­დან არ იყო ეგე­თი ლოთი და უბე­დუ­რი, ამ დო­ნემ­დე რომ

მი­ვი­და, დედ­მი­სის ბრა­ლია. მაგ ქალ­მა აქ­ცია ასე­თად, რო­გორც ამ­ბო­ბენ, ბიჭი ეგო­ის­ტუ­რად უყ­ვარ­და... ცო­ლიც არ გა­უ­ჩე­რა, გა­უგ­დო, მაგ­ნი­რი რძა­ლი არ მინ­დაო! რა "მაგ­ნა­ი­რო­ბა" ჭირ­და არ ვი­ცით, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი გოგო იყო!

იხი­ლეთ სრუ­ლად kvirispalitra.ge-ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

"მიშველეთ, დედა მოვკალი" - შემზარავი დანაშაული ფონიჭალაში

"მიშველეთ, დედა მოვკალი" - შემზარავი დანაშაული ფონიჭალაში

ქვემო ფონიჭალაში მომხდარმა მკვლელობამ ნახევრად დანგრეული ე.წ. საერთო საცხოვრებლის მკვიდრნი შოკურ მდგომარეობაში ჩაყარა, - 52 წლის ვაჟმა 95 წლის დედა მხეცურად მოკლა, - მოხუცს არა მხოლოდ ყელი გამოჭრა გაურკვეველი ბლაგვი საგნით, არამედ სახეც ამავე საგნით დაუსახიჩრა. მეზობლები ამბობენ, უკიდურესად მძიმე სოციალურ პირობებში მცხოვრებ დედა-შვილს კონფლიქტები აქამდეც ჰქონდათ. ბინა, რომელშიც დანაშაული მოხდა, ფაქტობრივად, დანგრევის პირასაა და მასში ადამიანები თუ ცხოვრობდნენ, დაჯერებაც კი ძნელია. თუმცა არც ე.წ. საერთო საცხოვრებელის დანარჩენი ნაწილია უკეთეს მდგომარეობაში, სიღტაკის კვალი ყველგან, ყველა კუთხეში ჩანს.

ლია ცხომელიძე, მეზობელი: - გარდაცვლილი ქალი ეროვნებით რუსი იყო, როგორც ვიცი, ახალგაზრდობაში იქ პირველი ქმარი და შვილები დატოვა და საცხოვრელად აქ გადმოვიდა. შვილი წლებია ალკოჰოლიკია. დედაც და შვილიც, განსაკუთრებით ბოლო ხანს, საშინლად იქცეოდნენ, სულ ჩხუბი და აყალმაყალი ჰქონდათ. დედას ბოლო კვირებში განასკუთრებით დაუსუსტდა გონება, მანამდე სული ბოროტისთვის ჰქონდა მიყიდული და შვილზე უკეთ გამოიყურებოდა და აზროვნებდა.

- ჩვენში მიცვალებულზე ან კარგს ამბობენ, ან - არაფერს... საქმესთან დაკავშირებით ვილაპარაკოთ.

- საქმე ის არის, რასაც ჩვენ ვლაპარაკობთ. ტყუილს არაფერს ვამბობთ. ქალი ნამდვილად დადიოდა რომელიღაც სექტაში, სულ მკითხავებზე და ჯადოებზე ლაპარაკობდა, იმათ გადარიეს საბოლოოდ... შვილი უშლიდა, მაგრამ ვერაფერს გახდა. რაღაც ცხოველის ქონს ხარშავდა და გარშემო საშინელ სუნს აყენებდა, სახლი ახლაც ყარს იმ სუნისგან. მისი ვაჟი კი სულ იმაზე ლაპარაკობდა, სანთელს რომ ვანთებ, დედაჩემი მიქრობსო. ზოგჯერ ეს კაცი გვეცოდებოდა კიდეც. ამ საერთო საცხოვრებელში ცხოვრობს ხალხი, ვის თვალწინაც ეგ კაცი გაიზარდა, ისინი ამბობენ, რომ თავიდან არ იყო ეგეთი ლოთი და უბედური, ამ დონემდე რომ

მივიდა, დედმისის ბრალია. მაგ ქალმა აქცია ასეთად, როგორც ამბობენ, ბიჭი ეგოისტურად უყვარდა... ცოლიც არ გაუჩერა, გაუგდო, მაგნირი რძალი არ მინდაო! რა "მაგნაირობა" ჭირდა არ ვიცით, ჩვეულებრივი გოგო იყო!

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ