პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მოსიყვარულე მამის წერილი შვილს, რომელიც ყველამ უნდა წაიკითხოს
მოსიყვარულე მამის წერილი შვილს, რომელიც ყველამ უნდა წაიკითხოს

ფსი­ქო­ლო­გი კელი ფლა­ნა­გა­ნი, სა­კუ­თარ შვილს უამ­რავ პოსტს უძღვნის და სხვა­დას­ხვა თე­მებ­ზე და­რი­გე­ბებს აძ­ლევს. მა­მა­კა­ცის ერთ-ერ­თმა წე­რილ­მა მთელ მსოფ­ლი­ო­ში ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნის გა­მოხ­მა­უ­რე­ბა ჰპო­ვა.

"პა­ტა­რა,

ცოტა ხნის წინ მე და დედა "გუ­გლ­ში" რა­ღა­ცას ვე­ძებ­დით და შემ­თხვე­ვით, ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი კი­თხვე­ბის სიას გა­და­ვა­წყდით, რომ­ლის სა­თა­ვე­შიც იყო კი­თხვა: "რო­გორ შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ მა­მა­კა­ცი".

ამ კი­თხვამ სა­გო­ნე­ბელ­ში ჩა­მაგ­დო. მე წა­ვი­კი­თხე უამ­რა­ვი სტა­ტია, იმის შე­სა­ხებ თუ რო­გორ ვი­ყოთ სექ­სუ­ა­ლუ­რე­ბი, რო­დის ჯო­ბია მა­მა­კაცს შევ­თა­ვა­ზოთ ლუდი ან სენდვი­ჩი, ან რო­გორ გავ­ხა­დოთ მა­მა­კა­ცი უფრო ჭკვი­ა­ნი და "მა­გა­რი".

და მე გავ­ბრაზ­დი.

პა­ტა­რავ, ეს არ არის სი­მარ­თლე, შენ არა­სო­დეს გქო­ნია, გაქვს ან გექ­ნე­ბა ასე­თი და­ვა­ლე­ბა -"მა­მა­კა­ცის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა".

შენი ერ­თა­დერ­თი ამო­ცა­ნაა, გახ­სოვ­დეს, რომ იმ­სა­ხუ­რებ კარ­გი ადა­მი­ა­ნის სიყ­ვა­რულს. შე­ი­ნა­ხე ეს ყვე­ლა­ფე­რი ღრმად გულ­ში, სა­დაც ამის გა­ნად­გუ­რე­ბას ვერ შეძ­ლებს ვერც უარი, ვერც და­ნა­კარ­გი და ვერც ეგო­იზ­მი, რო­მელ­საც ჩვენ ცხოვ­რე­ბის გზა­ზე ვა­წყდე­ბით. (თუკი გეხ­სო­მე­ბა, რომ შენ და ზო­გა­დად ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი იმ­სა­ხუ­რებს პა­ტი­ვის­ცე­მას და სიყ­ვა­რულს, ცხოვ­რე­ბის ორ­თაბ­რძო­ლა­ში შე­გიძ­ლია სა­კუ­თა­რი თავი გა­მარ­ჯვე­ბუ­ლად ჩათ­ვა­ლო. მაგ­რამ ეს სხვა წე­რი­ლის თე­მაა).

თუ და­ი­ჯე­რებ, რომ თა­ვის­თა­ვად ღი­რე­ბუ­ლი ხარ, მა­შინ მი­ი­ზი­დავ ისეთ ბიჭს, რო­მელ­საც შე­ეძ­ლე­ბა შენი და­ფა­სე­ბა, რო­მელ­საც ცხოვ­რე­ბის გა­ტა­რე­ბა მო­უნ­დე­ბა შენ­თან და რო­მელ­საც სულ უფრო და უფრო შე­უყ­ვარ­დე­ბი.

პა­ტა­რავ, მე მსურს გი­ამ­ბო ბიჭ­ზე, რო­მელ­საც არ სჭირ­დე­ბა შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა, იმი­ტომ რომ, იგი თვი­თონ მო­ინ­დო­მებს შენ­თან ყოფ­ნას.

მი­მი­ფურ­თხე­ბია, სწო­რად დებს თუ არა იდაყ­ვებს მა­გი­და­ზე. მთა­ვა­რია, რომ თვალს არ აცი­ლებ­დეს შენს ცხვირს, რო­დე­საც შენ სა­სა­ცი­ლოდ იმან­ჭე­ბი სი­ცი­ლის დროს.

მი­მი­ფურ­თხე­ბია, იცის თუ არა გოლ­ფის თა­მა­ში, მთა­ვა­რია, რომ იგი შეძ­ლებს ბავ­შვებ­თან თა­მაშს, რო­მელ­საც შენ მას აჩუ­ქებ.

ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბად მა­ღელ­ვებს, ვის აძ­ლევს იგი არ­ჩევ­ნებ­ში ხმას, თუკი იგი პა­ტი­ვის­ცე­მით მო­გექ­ცე­ვა სახ­ლში და ღრმად გულ­ში.

მი­მი­ფურ­თხე­ბია მისი კა­ნის ფე­რის­თვის, თუკი იგი თქვე­ნი თა­ნა­ცხოვ­რე­ბის ფერ­წე­რულ ტი­ლოს მოთ­მი­ნე­ბის, თავ­გან­წირ­ვის და სი­ნა­ზის ფე­რე­ბით გა­ავ­სებს.

მი­მი­ფურ­თხე­ბია, რა აღმსა­რებ­ლო­ბის იქ­ნე­ბა - მთა­ვა­რია იცო­დეს, რომ შენ­თან გა­ტა­რე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა წუთი წმინ­დაა.

და ბო­ლოს, თუკი შენ ცხოვ­რე­ბის გზა­ზე ასეთ მა­მა­კაცს შეხ­ვდე­ბი და ჩვენ სა­ერ­თო არა­ფე­რი გვექ­ნე­ბა, ჩვენ მა­ინც გვექ­ნე­ბა ყვე­ლა­ზე დიდი სა­ერ­თო ღი­რე­ბუ­ლე­ბა: შენ.

იმი­ტომ, რომ ერ­თა­დერ­თი რამ, რისი გა­კე­თე­ბაც შენ დაგ­ჭირ­დე­ბა მის "შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად" ეს არის - იყო ის, ვინც ხარ.

მა­მა­კა­ცი, რო­მელ­საც მუ­დამ ეყ­ვა­რე­ბი. მამა.

"მე ეს წე­რი­ლი შვილს და­ვუ­წე­რე, მაგ­რამ მინ­და, რომ ყვე­ლა ქალს მი­ვუ­ძღვნა, რო­მელ­საც ცხოვ­რე­ბის გზა­ზე გა­და­ვა­წყდი. ქა­ლებს, რომ­ლებ­საც არა­სო­დეს მო­უს­მე­ნით მსგავ­სი სა­კუ­თა­რი მა­მე­ბის­გან. ეს წე­რი­ლი ახ­ლან­დე­ლი მა­მა­კა­ცე­ბის თა­ო­ბის­თვი­საც დავ­წე­რე, რომ­ლებ­მაც ნამ­დვი­ლად ღი­რე­ბუ­ლი რა­მე­ე­ბის შე­სა­ხებ უნდა გა­ი­გონ. შეხ­ვდე­ბა თუ არა ჩემი გო­გო­ნა მო­სიყ­ვა­რუ­ლე თა­ნამ­გზავრს, იმა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, რომ ერ­თმა თქვენ­გან­მა მა­ინც არ და­ი­ვი­წყოს ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხე­ბი. მე ვლო­ცუ­ლობ შენ­თვის".

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში

მოსიყვარულე მამის წერილი შვილს, რომელიც ყველამ უნდა წაიკითხოს

მოსიყვარულე მამის წერილი შვილს, რომელიც ყველამ უნდა წაიკითხოს

ფსიქოლოგი კელი ფლანაგანი, საკუთარ შვილს უამრავ პოსტს უძღვნის და სხვადასხვა თემებზე დარიგებებს აძლევს. მამაკაცის ერთ-ერთმა წერილმა მთელ მსოფლიოში ათასობით ადამიანის გამოხმაურება ჰპოვა.

"პატარა,

ცოტა ხნის წინ მე და დედა "გუგლში" რაღაცას ვეძებდით და შემთხვევით, ყველაზე პოპულარული კითხვების სიას გადავაწყდით, რომლის სათავეშიც იყო კითხვა: "როგორ შევინარჩუნოთ მამაკაცი".

ამ კითხვამ საგონებელში ჩამაგდო. მე წავიკითხე უამრავი სტატია, იმის შესახებ თუ როგორ ვიყოთ სექსუალურები, როდის ჯობია მამაკაცს შევთავაზოთ ლუდი ან სენდვიჩი, ან როგორ გავხადოთ მამაკაცი უფრო ჭკვიანი და "მაგარი".

და მე გავბრაზდი.

პატარავ, ეს არ არის სიმართლე, შენ არასოდეს გქონია, გაქვს ან გექნება ასეთი დავალება -"მამაკაცის შენარჩუნება".

შენი ერთადერთი ამოცანაა, გახსოვდეს, რომ იმსახურებ კარგი ადამიანის სიყვარულს. შეინახე ეს ყველაფერი ღრმად გულში, სადაც ამის განადგურებას ვერ შეძლებს ვერც უარი, ვერც დანაკარგი და ვერც ეგოიზმი, რომელსაც ჩვენ ცხოვრების გზაზე ვაწყდებით. (თუკი გეხსომება, რომ შენ და ზოგადად ყველა ადამიანი იმსახურებს პატივისცემას და სიყვარულს, ცხოვრების ორთაბრძოლაში შეგიძლია საკუთარი თავი გამარჯვებულად ჩათვალო. მაგრამ ეს სხვა წერილის თემაა).

თუ დაიჯერებ, რომ თავისთავად ღირებული ხარ, მაშინ მიიზიდავ ისეთ ბიჭს, რომელსაც შეეძლება შენი დაფასება, რომელსაც ცხოვრების გატარება მოუნდება შენთან და რომელსაც სულ უფრო და უფრო შეუყვარდები.

პატარავ, მე მსურს გიამბო ბიჭზე, რომელსაც არ სჭირდება შენარჩუნება, იმიტომ რომ, იგი თვითონ მოინდომებს შენთან ყოფნას.

მიმიფურთხებია, სწორად დებს თუ არა იდაყვებს მაგიდაზე. მთავარია, რომ თვალს არ აცილებდეს შენს ცხვირს, როდესაც შენ სასაცილოდ იმანჭები სიცილის დროს.

მიმიფურთხებია, იცის თუ არა გოლფის თამაში, მთავარია, რომ იგი შეძლებს ბავშვებთან თამაშს, რომელსაც შენ მას აჩუქებ.

ყველაზე ნაკლებად მაღელვებს, ვის აძლევს იგი არჩევნებში ხმას, თუკი იგი პატივისცემით მოგექცევა სახლში და ღრმად გულში.

მიმიფურთხებია მისი კანის ფერისთვის, თუკი იგი თქვენი თანაცხოვრების ფერწერულ ტილოს მოთმინების, თავგანწირვის და სინაზის ფერებით გაავსებს.

მიმიფურთხებია, რა აღმსარებლობის იქნება - მთავარია იცოდეს, რომ შენთან გატარებული ცხოვრების ყველა წუთი წმინდაა.

და ბოლოს, თუკი შენ ცხოვრების გზაზე ასეთ მამაკაცს შეხვდები და ჩვენ საერთო არაფერი გვექნება, ჩვენ მაინც გვექნება ყველაზე დიდი საერთო ღირებულება: შენ.

იმიტომ, რომ ერთადერთი რამ, რისი გაკეთებაც შენ დაგჭირდება მის "შესანარჩუნებლად" ეს არის - იყო ის, ვინც ხარ.

მამაკაცი, რომელსაც მუდამ ეყვარები. მამა.

"მე ეს წერილი შვილს დავუწერე, მაგრამ მინდა, რომ ყველა ქალს მივუძღვნა, რომელსაც ცხოვრების გზაზე გადავაწყდი. ქალებს, რომლებსაც არასოდეს მოუსმენით მსგავსი საკუთარი მამებისგან. ეს წერილი ახლანდელი მამაკაცების თაობისთვისაც დავწერე, რომლებმაც ნამდვილად ღირებული რამეების შესახებ უნდა გაიგონ. შეხვდება თუ არა ჩემი გოგონა მოსიყვარულე თანამგზავრს, იმაზეა დამოკიდებული, რომ ერთმა თქვენგანმა მაინც არ დაივიწყოს ეს მნიშვნელოვანი საკითხები. მე ვლოცულობ შენთვის".

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს