პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საუდის არაბეთის ახალი მეფე აცხადებს, რომ წინამორბედის პოლიტიკურ კურსს შეინარჩუნებს
საუდის არაბეთის ახალი მეფე აცხადებს, რომ წინამორბედის პოლიტიკურ კურსს შეინარჩუნებს

სა­უ­დის არა­ბე­თის ახა­ლი მეფე აცხა­დებს, რომ წი­ნა­მორ­ბე­დის პო­ლი­ტი­კურ კურსს შე­ი­ნარ­ჩუ­ნებს სა­უ­დის არა­ბე­თის ახა­ლი მე­ფის, სალ­მა­ნის გან­ცხა­დე­ბით, წი­ნა­მორ­ბე­დის პო­ლი­ტი­კურ კურსს შე­ი­ნარ­ჩუ­ნებს. "ჩვენ გა­ვაგ­რძე­ლებთ იმ სწორ პო­ლი­ტი­კას, რო­მე­ლიც სა­უ­დის არა­ბეთ­მა არ­სე­ბო­ბის პირ­ვე­ლი დღი­დან აირ­ჩია", - გა­ნა­ცხა­და მეფე სალ­მან­მა.

79 წლის სალ­მან­მა ქვეყ­ნის ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრად მო­ჰა­მედ ბინ ნა­ი­ე­ფი და­ნიშ­ნა, სა­უ­დის არა­ბე­თის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრად კი სა­კუ­თა­რი ვაჟი, მო­ჰა­მედ ბინ სალ­მა­ნი. სა­უ­დის არა­ბე­თის მეფე აბ­დუ­ლა ბინ აბ­დუ­ლა­ზი­ზი ორი დღის წინ გარ­და­იც­ვა­ლა. 90 წლის მო­ნარ­ქის დაკ­რძალ­ვის ცე­რე­მო­ნია გუ­შინ გა­ი­მარ­თა, რო­მელ­საც სხვა ლი­დე­რებ­თან ერ­თად, აშშ-ის ვიცე-პრე­ზი­დენტ ჯო­ზეფ ბა­ი­დე­ნი და იორ­და­ნი­ის მეფე და­ეს­წრნენ.

აბ­დუ­ლა ბინ აბ­დუ­ლა­ზი­ზი სა­უ­დის არა­ბე­თის სა­მე­ფო ტახ­ტზე 2005 წელს ავი­და. "ბი­ბი­სის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­უ­დის არა­ბე­თის მეფე აბ­დუ­ლას გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში სა­ხელ­მწი­ფო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ზე დრო­შე­ბი და­უშ­ვეს. დიდი ბრი­ტა­ნე­თის კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გე­ნელ­თა გან­ცხა­დე­ბით, დრო­შე­ბი პრო­ტო­კო­ლის შე­სა­ბა­მი­სად და ბუ­კინ­გე­მის სა­სახ­ლის მო­თხოვ­ნით და­ეშ­ვა. სა­ხელ­მწი­ფო შე­ნო­ბებ­ზე დრო­შე­ბის დაშ­ვე­ბას მწვა­ვე კრი­ტი­კა მოჰ­ყვა შოტ­ლან­დი­ე­ლი კონ­სერ­ვა­ტო­რის რუთ დე­ვიდსო­ნის მხრი­დან, რო­მელ­მაც ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას გა­უ­გო­ნა­რი სი­სუ­ლე­ლე უწო­და.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

საუდის არაბეთის ახალი მეფე აცხადებს, რომ წინამორბედის პოლიტიკურ კურსს შეინარჩუნებს

საუდის არაბეთის ახალი მეფე აცხადებს, რომ წინამორბედის პოლიტიკურ კურსს შეინარჩუნებს

საუდის არაბეთის ახალი მეფე აცხადებს, რომ წინამორბედის პოლიტიკურ კურსს შეინარჩუნებს საუდის არაბეთის ახალი მეფის, სალმანის განცხადებით, წინამორბედის პოლიტიკურ კურსს შეინარჩუნებს. "ჩვენ გავაგრძელებთ იმ სწორ პოლიტიკას, რომელიც საუდის არაბეთმა არსებობის პირველი დღიდან აირჩია", - განაცხადა მეფე სალმანმა.

79 წლის სალმანმა ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრად მოჰამედ ბინ ნაიეფი დანიშნა, საუდის არაბეთის თავდაცვის მინისტრად კი საკუთარი ვაჟი, მოჰამედ ბინ სალმანი. საუდის არაბეთის მეფე აბდულა ბინ აბდულაზიზი ორი დღის წინ გარდაიცვალა. 90 წლის მონარქის დაკრძალვის ცერემონია გუშინ გაიმართა, რომელსაც სხვა ლიდერებთან ერთად, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენი და იორდანიის მეფე დაესწრნენ.

აბდულა ბინ აბდულაზიზი საუდის არაბეთის სამეფო ტახტზე 2005 წელს ავიდა. "ბიბისის" ინფორმაციით, საუდის არაბეთის მეფე აბდულას გარდაცვალების გამო დიდ ბრიტანეთში სახელმწიფო დაწესებულებებზე დროშები დაუშვეს. დიდი ბრიტანეთის კულტურის სამინისტროს წარმომადგენელთა განცხადებით, დროშები პროტოკოლის შესაბამისად და ბუკინგემის სასახლის მოთხოვნით დაეშვა. სახელმწიფო შენობებზე დროშების დაშვებას მწვავე კრიტიკა მოჰყვა შოტლანდიელი კონსერვატორის რუთ დევიდსონის მხრიდან, რომელმაც ამ გადაწყვეტილებას გაუგონარი სისულელე უწოდა.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა