პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირაკლი ალასანია - ერთი ჭიკაიძის გაშვება ვერაფერს შეცვლის
ირაკლი ალასანია - ერთი ჭიკაიძის გაშვება ვერაფერს შეცვლის

ვერც არ­ჩე­უ­ლი მერი, ვერც არ­ჩე­უ­ლი გამ­გე­ბე­ლი ვე­რა­ნა­ირ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ვერ იღებს, თუკი სუს-ის ად­გი­ლობ­რივ წარ­მო­მად­გე­ნელ­თან არ შე­ა­თან­ხმა, - ამის შე­სა­ხებ "თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბის" ლი­დერ­მა ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ამ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის ეთერ­ში სტუმ­რო­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, ისე­თი ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც კონ­კრე­ტულ უწყე­ბა­ში მუ­შა­ო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა, ის­ტო­რია არ აქვს და ბი­ოგ­რა­ფია ორი წლის წინ და­ი­წყო იმის გამო, რომ ვი­ღა­ცის ნა­თე­სა­ვია, იმ კონ­კრე­ტულ სფე­რო­ში ვერ გა­ა­მარ­თლებს და თა­ვის კო­ლე­გებ­ში ვერც ავ­ტო­რი­ტეტს მო­იხ­ვეჭს.

"ეს ხდე­ბო­და სწო­რედ იმ კად­რე­ბით, რომ­ლე­ბიც ღა­რი­ბაშვლის გაპ­რე­მი­ე­რე­ბის შემ­დეგ ძი­რი­თა­დად სა­მარ­თალ­დაც­ვით სტრუქ­ტუ­რებ­ში მო­ვიდ­ნენ. ეს ბუ­ნებ­რი­ვი პრო­ცე­სია, მათ მო­უ­წევ­დათ თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან წას­ვლა იმი­ტომ, რომ თავს ვერ გა­არ­თმევ­დნენ. მთა­ვა­რია, რომ შე­ირ­ჩეს კომ­პე­ტენ­ტუ­რი ადა­მი­ა­ნე­ბის და­ნიშ­ვნის სწო­რი სის­ტე­მა და ეს იყოს ღია. ჩა­ტარ­დეს კონ­კურ­სე­ბი. ამ კუ­თხით თვი­თონ ში­ნა­არ­სი, ფი­ლო­სო­ფი­აა შე­საც­ვლე­ლი და არა მხო­ლოდ ერთი ჭი­კა­ი­ძის გაშ­ვე­ბა თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან - ეს ვე­რა­ფერს შეც­ვლის. მოვა სხვა, რო­მე­ლიც აბ­სო­ლუ­ტუ­რად იქ­ნე­ბა შე­ზღუ­დუ­ლი თა­ვის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბებ­ში, თუნ­დაც ჩვენ ვი­ცით, რომ იქ ძი­რი­თა­დად სი­ტუ­ა­ცი­ას სხვა ადა­მი­ა­ნე­ბი მარ­თავ­დნენ - იგი­ვე მო­ად­გი­ლე­ე­ბი, უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი - სუს-ად წო­დე­ბუ­ლი", - გა­ნა­ცხა­და ალა­სა­ნი­ამ.

"თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბის" ლი­დე­რის თქმით, იგი ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლად სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­ო­ნებ­ში და­დის და ყველ­გან მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა რე­ა­ლუ­რი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არარ­სე­ბო­ბაა.

"ვერც არ­ჩე­უ­ლი მერი, ვერც არ­ჩე­უ­ლი გამ­გე­ბე­ლი ვე­რა­ნა­ირ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ვერ იღებს - სკამს ვერ გა­დად­გამს ერთი ოთა­ხი­დან მე­ო­რე­ში, თუკი ეს სუს-ის ად­გი­ლობ­რივ წარ­მო­მად­გე­ნელ­თან არ შე­ა­თან­ხმა. ეს არის სირ­ცხვი­ლი. ეს არ არის ის სის­ტე­მა, რის­თვი­საც 2012 წელს ჩვენ ერ­თად ვიბ­რძო­დით, რომ შეგ­ვეც­ვა­ლა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­ჭი­როა სის­ტე­მუ­რი მიდ­გო­მა", - გა­ნა­ცხა­და ალა­სა­ნი­ამ და დას­ძი­ნა, რომ მას არ აქვს იმე­დი, რომ მიდ­გო­მა შე­იც­ვლე­ბა, რად­გან "ეს არ ეს­მის კო­ა­ლი­ცი­ა­ში მთა­ვარ წამ­ყვან ფი­გუ­რას - ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს".

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში

ირაკლი ალასანია - ერთი ჭიკაიძის გაშვება ვერაფერს შეცვლის

ირაკლი ალასანია - ერთი ჭიკაიძის გაშვება ვერაფერს შეცვლის

ვერც არჩეული მერი, ვერც არჩეული გამგებელი ვერანაირ გადაწყვეტილებას ვერ იღებს, თუკი სუს-ის ადგილობრივ წარმომადგენელთან არ შეათანხმა, - ამის შესახებ "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში სტუმრობისას განაცხადა.

მისივე თქმით, ისეთი ადამიანი, რომელსაც კონკრეტულ უწყებაში მუშაობის გამოცდილება, ისტორია არ აქვს და ბიოგრაფია ორი წლის წინ დაიწყო იმის გამო, რომ ვიღაცის ნათესავია, იმ კონკრეტულ სფეროში ვერ გაამართლებს და თავის კოლეგებში ვერც ავტორიტეტს მოიხვეჭს.

"ეს ხდებოდა სწორედ იმ კადრებით, რომლებიც ღარიბაშვლის გაპრემიერების შემდეგ ძირითადად სამართალდაცვით სტრუქტურებში მოვიდნენ. ეს ბუნებრივი პროცესია, მათ მოუწევდათ თანამდებობიდან წასვლა იმიტომ, რომ თავს ვერ გაართმევდნენ. მთავარია, რომ შეირჩეს კომპეტენტური ადამიანების დანიშვნის სწორი სისტემა და ეს იყოს ღია. ჩატარდეს კონკურსები. ამ კუთხით თვითონ შინაარსი, ფილოსოფიაა შესაცვლელი და არა მხოლოდ ერთი ჭიკაიძის გაშვება თანამდებობიდან - ეს ვერაფერს შეცვლის. მოვა სხვა, რომელიც აბსოლუტურად იქნება შეზღუდული თავის უფლებამოსილებებში, თუნდაც ჩვენ ვიცით, რომ იქ ძირითადად სიტუაციას სხვა ადამიანები მართავდნენ - იგივე მოადგილეები, უსაფრთხოების სამსახური - სუს-ად წოდებული", - განაცხადა ალასანიამ.

"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის თქმით, იგი ყოველკვირეულად საქართველოს რეგიონებში დადის და ყველგან მთავარი პრობლემა რეალური თვითმმართველობის არარსებობაა.

"ვერც არჩეული მერი, ვერც არჩეული გამგებელი ვერანაირ გადაწყვეტილებას ვერ იღებს - სკამს ვერ გადადგამს ერთი ოთახიდან მეორეში, თუკი ეს სუს-ის ადგილობრივ წარმომადგენელთან არ შეათანხმა. ეს არის სირცხვილი. ეს არ არის ის სისტემა, რისთვისაც 2012 წელს ჩვენ ერთად ვიბრძოდით, რომ შეგვეცვალა. აქედან გამომდინარე, საჭიროა სისტემური მიდგომა", - განაცხადა ალასანიამ და დასძინა, რომ მას არ აქვს იმედი, რომ მიდგომა შეიცვლება, რადგან "ეს არ ესმის კოალიციაში მთავარ წამყვან ფიგურას - ბიძინა ივანიშვილს".

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"