პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

19

აგვისტო

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 01:29-ზე – რეკომენდებულია რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. კარგი დღეა ოფიციალური ქორწინებისთვის, რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის. მოერიდეთ ხორცის კერძებს. არ დალიოთ ალკოჰოლი.
მოზაიკა
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სამხედრო
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბიძინა ივანიშვილი იური ვაზაგაშვილის მკვლელობის ორ ვერსიაზე საუბრობს
 ბიძინა ივანიშვილი იური ვაზაგაშვილის მკვლელობის ორ ვერსიაზე საუბრობს

თუ ჩემი და­კი­თხვა გახ­დე­ბა სა­ჭი­რო, აუ­ცი­ლებ­ლად დავ­თან­ხმდე­ბი - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ­მა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და.

ყო­ფილ­მა პრე­მი­ერ­მა იური ვა­ზა­გაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის სა­კუ­თარ ვერ­სი­ებ­ზეც ისა­უბ­რა. ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს ორი ვერ­სია აქვს, მოწ­მე­ე­ბის და­ში­ნე­ბა ან ქვე­ყა­ნა­ში არე­უ­ლო­ბის მო­წყო­ბა.

"ჩემი აზ­რით, ასე­თი სა­ში­ნე­ლი და სა­ზა­რე­ლი რამ, ვი­საც თავ­ში მო­უ­ვი­და, მისი მი­ზა­ნი იყო, მოწ­მე­ე­ბის და­ში­ნე­ბა, ასე­ვე, მათ მი­ზანს წარ­მო­ად­გენ­და გა­მო­ძი­ე­ბის­თვის ხე­ლის შეშ­ლა, რომ გა­დარ­ჩე­ნი­ლიყ­ვნენ ისი­ნი, ვინც მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო იური ვა­ზა­გაშ­ვი­ლის შვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში. მე­ო­რე ვერ­სია არის, რომ ამ ჯგუფს იმე­დი აქვს, ქვე­ყა­ნა­ში გა­მო­იწ­ვე­ვენ შან­ტაჟ­სა და არე­უ­ლო­ბას. ასე­ვე ნი­ჰი­ლიზმს, რომ მათ მო­ა­ხერ­ხონ თა­ვის გა­დარ­ჩე­ნა. მთელ სა­ზო­გა­დო­ე­ბას, მთელ ქვე­ყა­ნას ვპირ­დე­ბი, რომ ვე­რა­ვინ შეძ­ლებს ამას, ყვე­ლა, ვინც მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო ამ სა­ზა­რელ მკვლე­ლო­ბა­ში, მკაც­რად აგებს პა­სუხს ამა­ზე", - გა­ნა­ცხა­და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა.

გარ­და ამი­სა, ყო­ფილ­მა პრე­მი­ერ­მა ისა­უბ­რა მისი და იური ვა­ზა­გაშ­ვი­ლის შეხ­ვედ­რის დე­ტა­ლებ­ზე. მისი თქმით, მათ და­სა­ხეს გეგ­მა, რომ სა­ნამ არ დას­რულ­დე­ბო­და გა­მო­ძი­ე­ბა, ივა­ნიშ­ვი­ლი ვა­ზა­გაშ­ვი­ლის გვერ­დით მაქ­სი­მა­ლუ­რად იქ­ნე­ბო­და.

"მინ­და მი­ვუ­სამ­ძიმ­რო იური ვა­ზა­გაშ­ვი­ლის ოჯახს და მთელ სა­ქარ­თვე­ლოს, ეს არის დიდი ტრა­გე­დია მთე­ლი ქვეყ­ნის­თვის. ტრა­გე­დი­ამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე შევ­ხვდი მას და და­გეგ­მი­ლი გვქონ­და კი­დევ ერთი შეხ­ვედ­რა. ჩვენ გვქონ­და გეგ­მა, რომ სა­ნამ არ დას­რულ­დე­ბო­და გა­მო­ძი­ე­ბა, მის გვერ­დში მაქ­სი­მა­ლუ­რად დავ­მდგა­რი­ყა­ვი, რომ გა­ქარ­წყლე­ბუ­ლი­ყო ეჭვი იმის შე­სა­ხებ, რომ დამ­ნა­შე­ვე­ე­ბი არ და­ის­ჯე­ბოდ­ნენ. მის­გან ვიცი, რომ დას­კვნით ფა­ზა­ში შე­დი­ო­და გა­მო­ძი­ე­ბა, გა­ხა­რე­ბუ­ლი იყო უკ­რა­ი­ნი­დან ახა­ლი მოწ­მე­ე­ბის გა­მო­ჩე­ნით, რომ­ლე­ბიც ადას­ტუ­რე­ბენ გა­მო­ძი­ე­ბის ეჭ­ვებს და პრაქ­ტი­კუ­ლად ვი­ზეც ეჭვი ჰქონ­და პრო­კუ­რა­ტუ­რას, ყვე­ლა­ნი ხვდე­ბოდ­ნენ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის ქვეშ. მან გვა­რე­ბიც ბევ­რი და­ა­სა­ხე­ლა", - გა­ნა­ცხა­და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის შე­კი­თხვას, იური ვა­ზა­გაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბებ­ზე, რომ მისი შვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ისევ თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე რჩე­ბი­ან შსს-ში, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის თქმით, თუ დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე არი­ან, ისი­ნი არა­მარ­ტო ამ თა­ნამ­დე­ბო­ბებს და­ტო­ვე­ბენ, არა­მედ მკაც­რად აგე­ბენ პა­სუხს კა­ნო­ნის წი­ნა­შე.

ნა­ხეთ ვი­დეო

იხი­ლეთ| ყვე­ლა სი­ახ­ლე იური ვა­ზა­გაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ამბობს ირაკლი კობახიძე თორნიკე რიჟვაძეზე?

ბიძინა ივანიშვილი იური ვაზაგაშვილის მკვლელობის ორ ვერსიაზე საუბრობს

 ბიძინა ივანიშვილი იური ვაზაგაშვილის მკვლელობის ორ ვერსიაზე საუბრობს

თუ ჩემი დაკითხვა გახდება საჭირო, აუცილებლად დავთანხმდები - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განუცხადა.

ყოფილმა პრემიერმა იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საკუთარ ვერსიებზეც ისაუბრა. ბიძინა ივანიშვილს ორი ვერსია აქვს, მოწმეების დაშინება ან ქვეყანაში არეულობის მოწყობა.

"ჩემი აზრით, ასეთი საშინელი და საზარელი რამ, ვისაც თავში მოუვიდა, მისი მიზანი იყო, მოწმეების დაშინება, ასევე, მათ მიზანს წარმოადგენდა გამოძიებისთვის ხელის შეშლა, რომ გადარჩენილიყვნენ ისინი, ვინც მონაწილეობა მიიღო იური ვაზაგაშვილის შვილის მკვლელობაში. მეორე ვერსია არის, რომ ამ ჯგუფს იმედი აქვს, ქვეყანაში გამოიწვევენ შანტაჟსა და არეულობას. ასევე ნიჰილიზმს, რომ მათ მოახერხონ თავის გადარჩენა. მთელ საზოგადოებას, მთელ ქვეყანას ვპირდები, რომ ვერავინ შეძლებს ამას, ყველა, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ საზარელ მკვლელობაში, მკაცრად აგებს პასუხს ამაზე", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

გარდა ამისა, ყოფილმა პრემიერმა ისაუბრა მისი და იური ვაზაგაშვილის შეხვედრის დეტალებზე. მისი თქმით, მათ დასახეს გეგმა, რომ სანამ არ დასრულდებოდა გამოძიება, ივანიშვილი ვაზაგაშვილის გვერდით მაქსიმალურად იქნებოდა.

"მინდა მივუსამძიმრო იური ვაზაგაშვილის ოჯახს და მთელ საქართველოს, ეს არის დიდი ტრაგედია მთელი ქვეყნისთვის. ტრაგედიამდე რამდენიმე დღით ადრე შევხვდი მას და დაგეგმილი გვქონდა კიდევ ერთი შეხვედრა. ჩვენ გვქონდა გეგმა, რომ სანამ არ დასრულდებოდა გამოძიება, მის გვერდში მაქსიმალურად დავმდგარიყავი, რომ გაქარწყლებულიყო ეჭვი იმის შესახებ, რომ დამნაშევეები არ დაისჯებოდნენ. მისგან ვიცი, რომ დასკვნით ფაზაში შედიოდა გამოძიება, გახარებული იყო უკრაინიდან ახალი მოწმეების გამოჩენით, რომლებიც ადასტურებენ გამოძიების ეჭვებს და პრაქტიკულად ვიზეც ეჭვი ჰქონდა პროკურატურას, ყველანი ხვდებოდნენ პასუხისმგებლობის ქვეშ. მან გვარებიც ბევრი დაასახელა", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

რაც შეეხება ჟურნალისტების შეკითხვას, იური ვაზაგაშვილის განცხადებებზე, რომ მისი შვილის მკვლელობაში მონაწილეები ისევ თანამდებობებზე რჩებიან შსს-ში, ბიძინა ივანიშვილის თქმით, თუ დამნაშავეები თანამდებობებზე არიან, ისინი არამარტო ამ თანამდებობებს დატოვებენ, არამედ მკაცრად აგებენ პასუხს კანონის წინაშე.

ნახეთ ვიდეო

იხილეთ| ყველა სიახლე იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების შესახებ

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ