სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

11

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სპორტი
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბიძინა ივანიშვილი - ალექსანდრე ჭიკაიძემ კარგი ნაბიჯი გადადგა
ბიძინა ივანიშვილი - ალექსანდრე ჭიკაიძემ კარგი ნაბიჯი გადადგა

ალექ­სან­დრე ჭი­კა­ი­ძემ კარ­გი ნა­ბი­ჯი გა­ა­კე­თა, რომ გა­დად­გა თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან და მი­ვე­სალ­მე­ბი. - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ­მა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ცენ­ტრ "ჯა­ზუ­ში" გა­ნუ­ცხა­და, სა­დაც იური ვა­ზა­გაშ­ვი­ლის პა­ნაშ­ვიდ­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და.

სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა ალექ­სან­დრე ჭი­კა­ი­ძემ პრე­მი­ერ-მი­ნისტრს გა­დად­გო­მის მო­თხოვ­ნით მი­მარ­თა.

"მინ­და მივ­მარ­თო სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნისტრს გა­დად­გო­მის მო­თხოვ­ნით. ჩემი ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­ნა­პი­რო­ბა ბოლო დროს გაჟ­ღე­რე­ბულ­მა ბრალ­დე­ბებ­მა, თით­ქოს მე ხელს ვა­ფა­რებ ზურა ვა­ზა­გაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე პი­რებს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ეს ბრალ­დე­ბა არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა სი­მარ­თლეს, მე ვგრძნობ მო­რა­ლურ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას და ვტო­ვებ და­კა­ვე­ბულ თა­ნამ­დე­ბო­ბას. იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ მოხ­დე­ბო­და ცხელ კვალ­ზე იური ვა­ზა­გაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის გა­მო­ძი­ე­ბა, მე არ მი­ვი­ღებ­დი ასეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას. ამ ტრა­გე­დი­ის დღეს მე არ ვიმ­ყო­ფე­ბო­დი სა­ქარ­თვე­ლო­ში. ვი­ნა­ი­დან გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა, ვთვლი, რომ უნდა ჩა­მოვ­შორ­დე პრო­ცესს, რათა სა­ზო­გა­დო­ე­ბას არ დარ­ჩეს კი­თხვე­ბი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­მართ. გა­მოვ­თქვამ იმედს, რომ უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში გა­მო­ძი­ე­ბა დას­რულ­დე­ბა და ყვე­ლა­ფერს თა­ვი­სი სა­ხე­ლი და­ერ­ქმე­ვა", - ნათ­ქვა­მია ალექ­სან­დრე ჭი­კა­ი­ძის გან­ცხა­დე­ბა­ში. რო­გორც პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა გა­ნა­ცხა­და, იგი ჭი­კა­ი­ძის გან­ცხა­დე­ბას და­აკ­მა­ყო­ფი­ლებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

ბიძინა ივანიშვილი - ალექსანდრე ჭიკაიძემ კარგი ნაბიჯი გადადგა

ბიძინა ივანიშვილი - ალექსანდრე ჭიკაიძემ კარგი ნაბიჯი გადადგა

ალექსანდრე ჭიკაიძემ კარგი ნაბიჯი გააკეთა, რომ გადადგა თანამდებობიდან და მივესალმები. - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებრივ ცენტრ "ჯაზუში" განუცხადა, სადაც იური ვაზაგაშვილის პანაშვიდზე იმყოფებოდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ პრემიერ-მინისტრს გადადგომის მოთხოვნით მიმართა.

"მინდა მივმართო საქართველოს პრემიერ-მინისტრს გადადგომის მოთხოვნით. ჩემი ეს გადაწყვეტილება განაპირობა ბოლო დროს გაჟღერებულმა ბრალდებებმა, თითქოს მე ხელს ვაფარებ ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობაში მონაწილე პირებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ბრალდება არ შეესაბამება სიმართლეს, მე ვგრძნობ მორალურ პასუხისმგებლობას და ვტოვებ დაკავებულ თანამდებობას. იმ შემთხვევაში, თუ მოხდებოდა ცხელ კვალზე იური ვაზაგაშვილის მკვლელობის გამოძიება, მე არ მივიღებდი ასეთ გადაწყვეტილებას. ამ ტრაგედიის დღეს მე არ ვიმყოფებოდი საქართველოში. ვინაიდან გამოძიება გრძელდება, ვთვლი, რომ უნდა ჩამოვშორდე პროცესს, რათა საზოგადოებას არ დარჩეს კითხვები ხელისუფლების მიმართ. გამოვთქვამ იმედს, რომ უახლოეს მომავალში გამოძიება დასრულდება და ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა", - ნათქვამია ალექსანდრე ჭიკაიძის განცხადებაში. როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, იგი ჭიკაიძის განცხადებას დააკმაყოფილებს.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა