გიორგი აბაშიძე ყოფილ მეუღლეზე ხელახლა დაქორწინდა. ასლან აბაშიძის ვაჟმა რამდენიმე წუთის წინ, ბათუმში ხელი მოაწერა სალომე ბაჯელიძესთან, რომელიც წლების წინ მისი მეუღლე იყო.
Ambebi.ge-სთვის ცნობილი გახდა, რომ წყვილი დღევანდელ დღეს ვიწრო წრეში, ბათუმის ერთ-ერთ პრესტიჟულ რესტორანში აღნიშნავს. გიორგი აბაშიძემ ყიფილ მეუღლესთან ურთიერთობა გასული წლის შემოდგომაზე განაახლა.
ხათუნა გაგნიძე
AMBEBI.GE