მსოფლიო
სამართალი

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჭიკაიძე იყო უუნარო მინისტრი და ეს ყველასთვის ცნობილია" - პოლიტიკოსების შეფასებები შს მინისტრის გადადგომაზე
"ჭიკაიძე იყო უუნარო მინისტრი და ეს ყველასთვის ცნობილია" - პოლიტიკოსების შეფასებები შს მინისტრის გადადგომაზე

პარ­ლა­მენ­ტის პირ­ვე­ლი ვიცე-სპი­კე­რის მა­ნა­ნა კო­ბა­ხი­ძის შე­ფა­სე­ბით, შს მი­ნის­ტრმა ალექ­სან­დრე ჭი­კა­ი­ძემ სწო­რი და ადეკ­ვა­ტუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო.

"იური ვა­ზა­გაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბა იმ ადა­მი­ა­ნებს აწყობ­და, ვინც მისი შვი­ლი მოკ­ლა და ვი­საც და­ნა­შა­უ­ლის გახ­სნა არ სურ­და. თუკი შს სა­მი­ნის­ტრო­ში დღეს კი­დევ მუ­შა­ო­ბენ ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­მელ­თაც ე.წ. სპე­ცო­პე­რა­ცი­ას­თან ჰქონ­დათ საქ­მე და ვინც სა­ვა­რა­უ­დოდ, აღ­ნიშ­ნუ­ლი საქ­მით არ უნდა იყ­ვნენ და­ინ­ტე­რე­სე­ბულ­ნი, ძი­ე­ბას სა­ვა­რა­უ­დოდ ხელს უშ­ლი­და, ასე­თი ეჭ­ვე­ბი ჰქონ­და თა­ვად იური ვა­ზა­გაშ­ვილს. ის ბევ­რს სა­უბ­რობ­და ამა­ზე და კონ­კრე­ტულ თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რებს ასა­ხე­ლებ­და. ცხა­დია ამ ყვე­ლაფ­რის შეს­წავ­ლა უნდა მოხ­დეს. აქ ზუს­ტი და სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა მი­ნის­ტრის, რომ გა­დად­გეს და მოხ­დეს პრო­ცე­სის­გან მისი დის­ტან­ცი­რე­ბა. რო­გორც კი რა­ი­მე კი­თხვის ნი­შა­ნი ჩნდე­ბა უწყე­ბა­ში არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბა­ზე, რა თქმა უნდა, პო­ლი­ტი­კუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა პირ­და­პირ მი­ნის­ტრამ­დე მი­დის", - აცხა­დებს მა­ნა­ნა კო­ბა­ხი­ძემ.

სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის ერთ-ერთი ლი­დე­რი ირაკ­ლი სე­სი­აშ­ვი­ლი გა­დად­გო­მის შე­სა­ხებ ალექ­სან­დრე ჭი­კა­ი­ძის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ვაჟ­კა­ცურს უწო­დებს.

"მე ვუ­ფა­სებ, რომ ვაჟ­კა­ცუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო. მან პა­ტი­ვი სცა გარ­დაც­ვლი­ლის ოჯა­ხის მო­თხოვ­ნას და თა­ვი­სი ნე­ბით და­წე­რა გან­ცხა­დე­ბა. ვფიქ­რობ, სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო. რაც შე­ე­ხე­ბა ვა­ზა­გაშ­ვი­ლის საქ­მეს, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, გა­მო­ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში გა­ქარ­წყლდე­ბა თუკი ვინ­მეს რა­ი­მე ეჭვი დარ­ჩა და აქვს, რომ შე­იძ­ლე­ბა ჭი­კა­ი­ძე ვი­ღა­ცას მფარ­ვე­ლობ­დეს", - გა­ნა­ცხა­და სე­სი­აშ­ვილ­მა.

"ეს არ არის ჩემი შე­სა­ფა­სე­ბე­ლი, გა­დად­გა და გა­დად­გა. გა­სა­გე­ბია, მას თა­ვი­სი მო­ტი­ვა­ცია აქვს - ესეც გა­ვი­გეთ. მე ვფიქ­რობ, ახლა ამის შე­ფა­სე­ბა არ არის იმ­დე­ნად აქ­ტუ­ა­ლუ­რი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, რამ­დე­ნა­დაც ის, რომ ყვე­ლამ ერ­თად, რაც შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად და გო­ნივ­რუ­ლად მი­ვი­ღოთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ახალ ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრთან და­კავ­ში­რე­ბით. გა­მოწ­ვე­ვე­ბი საკ­მა­ოდ სე­რი­ო­ზუ­ლია, პრობ­ლე­მა ძა­ლი­ან ბევ­რია, ამი­ტომ მთა­ვა­რი სა­ფიქ­რა­ლი და საზ­რუ­ნა­ვი შემ­დე­გი შს მი­ნის­ტრი უნდა იყოს. ჭი­კა­ი­ძემ მი­ი­ღო თა­ვი­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და მე მხო­ლოდ პა­ტი­ვი შე­მიძ­ლია ვცე მის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას", - აღ­ნიშ­ნა ხი­და­შელ­მა.

რო­გორც ჩანს, მარ­თა­ლი იყო ის გან­ცხა­დე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც უკავ­შირ­დე­ბო­და ალექ­სან­დრე ჭი­კა­ი­ძის მხრი­დან გარ­კვე­უ­ლი პი­რე­ბის მფარ­ვე­ლო­ბას, ვგუ­ლის­ხმობ ვა­ზა­გაშ­ვი­ლის საქ­მეს. ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა ალე­ექ­სან­დრე ჭი­კა­ი­ძის გა­დად­გო­მის მო­თხოვ­ნას "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ერთ-ერთი ლი­დე­რი ნუგ­ზარ წიკ­ლა­უ­რი. მისი თქმით, ჭი­კა­ი­ძე იყო უუ­ნა­რო მი­ნის­ტრი და თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ყოფ­ნის პე­რი­დო­ში ჭო­რა­ო­ბით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი.

"ჭი­კა­ი­ძე იყო უუ­ნა­რო მი­ნის­ტრი და ეს ყვე­ლას­თვის ცნო­ბი­ლია. მისი მი­ნის­ტრო­ბის პე­რი­ოდ­ში გა­ი­ზარ­და კრი­მი­ნა­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში, ქურ­დებ­თან ღია ალი­ან­სი გა­ა­ფორ­მა სა­ხელ­მწი­ფომ და თვი­თონ ჭი­კა­ი­ძე იმით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი, რომ ჭო­რა­ობ­და არარ­სე­ბუ­ლი ია­რა­ღი­სა და სა­ბუ­რა­ვე­ბის სა­წყო­ბებ­ზე. ბუ­ნებ­რი­ვია, რომ ასე­თი მი­ნის­ტრი მი­დი­ო­დეს თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან", - გა­ნა­ცხა­და წი­კა­ლურ­მა.

მი­სი­ვე თქმით, დღეს კრი­ზი­სი არა მარ­ტო შსს-ში, არა­მედ მთელ სა­ხე­ლი­სუფ­ლებ­ლო ვერ­ტი­კალ­შია და მას სხვა მი­ნის­ტრე­ბიც უნდა მიჰ­ყვნენ.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"-ს მა­სა­ლე­ბის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

"ჭიკაიძე იყო უუნარო მინისტრი და ეს ყველასთვის ცნობილია" - პოლიტიკოსების შეფასებები შს მინისტრის გადადგომაზე

"ჭიკაიძე იყო უუნარო მინისტრი და ეს ყველასთვის ცნობილია" - პოლიტიკოსების შეფასებები შს მინისტრის გადადგომაზე

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის მანანა კობახიძის შეფასებით, შს მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ სწორი და ადეკვატური გადაწყვეტილება მიიღო.

"იური ვაზაგაშვილის მკვლელობა იმ ადამიანებს აწყობდა, ვინც მისი შვილი მოკლა და ვისაც დანაშაულის გახსნა არ სურდა. თუკი შს სამინისტროში დღეს კიდევ მუშაობენ ის ადამიანები, რომელთაც ე.წ. სპეცოპერაციასთან ჰქონდათ საქმე და ვინც სავარაუდოდ, აღნიშნული საქმით არ უნდა იყვნენ დაინტერესებულნი, ძიებას სავარაუდოდ ხელს უშლიდა, ასეთი ეჭვები ჰქონდა თავად იური ვაზაგაშვილს. ის ბევრს საუბრობდა ამაზე და კონკრეტულ თანამდებობის პირებს ასახელებდა. ცხადია ამ ყველაფრის შესწავლა უნდა მოხდეს. აქ ზუსტი და სწორი გადაწყვეტილებაა მინისტრის, რომ გადადგეს და მოხდეს პროცესისგან მისი დისტანცირება. როგორც კი რაიმე კითხვის ნიშანი ჩნდება უწყებაში არსებულ ვითარებაზე, რა თქმა უნდა, პოლიტიკური პასუხისმგებლობა პირდაპირ მინისტრამდე მიდის", - აცხადებს მანანა კობახიძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი სესიაშვილი გადადგომის შესახებ ალექსანდრე ჭიკაიძის გადაწყვეტილებას ვაჟკაცურს უწოდებს.

"მე ვუფასებ, რომ ვაჟკაცური გადაწყვეტილება მიიღო. მან პატივი სცა გარდაცვლილის ოჯახის მოთხოვნას და თავისი ნებით დაწერა განცხადება. ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მიიღო. რაც შეეხება ვაზაგაშვილის საქმეს, დარწმუნებული ვარ, გამოძიების პროცესში გაქარწყლდება თუკი ვინმეს რაიმე ეჭვი დარჩა და აქვს, რომ შეიძლება ჭიკაიძე ვიღაცას მფარველობდეს", - განაცხადა სესიაშვილმა.

"ეს არ არის ჩემი შესაფასებელი, გადადგა და გადადგა. გასაგებია, მას თავისი მოტივაცია აქვს - ესეც გავიგეთ. მე ვფიქრობ, ახლა ამის შეფასება არ არის იმდენად აქტუალური და მნიშვნელოვანი, რამდენადაც ის, რომ ყველამ ერთად, რაც შეიძლება სწრაფად და გონივრულად მივიღოთ გადაწყვეტილება ახალ შინაგან საქმეთა მინისტრთან დაკავშირებით. გამოწვევები საკმაოდ სერიოზულია, პრობლემა ძალიან ბევრია, ამიტომ მთავარი საფიქრალი და საზრუნავი შემდეგი შს მინისტრი უნდა იყოს. ჭიკაიძემ მიიღო თავისი გადაწყვეტილება და მე მხოლოდ პატივი შემიძლია ვცე მის გადაწყვეტილებას", - აღნიშნა ხიდაშელმა.

როგორც ჩანს, მართალი იყო ის განცხადებები, რომლებიც უკავშირდებოდა ალექსანდრე ჭიკაიძის მხრიდან გარკვეული პირების მფარველობას, ვგულისხმობ ვაზაგაშვილის საქმეს. ასე გამოეხმაურა ალეექსანდრე ჭიკაიძის გადადგომის მოთხოვნას "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ნუგზარ წიკლაური. მისი თქმით, ჭიკაიძე იყო უუნარო მინისტრი და თანამდებობაზე ყოფნის პერიდოში ჭორაობით იყო დაკავებული.

"ჭიკაიძე იყო უუნარო მინისტრი და ეს ყველასთვის ცნობილია. მისი მინისტრობის პერიოდში გაიზარდა კრიმინალი საქართველოში, ქურდებთან ღია ალიანსი გააფორმა სახელმწიფომ და თვითონ ჭიკაიძე იმით იყო დაკავებული, რომ ჭორაობდა არარსებული იარაღისა და საბურავების საწყობებზე. ბუნებრივია, რომ ასეთი მინისტრი მიდიოდეს თანამდებობიდან", - განაცხადა წიკალურმა.

მისივე თქმით, დღეს კრიზისი არა მარტო შსს-ში, არამედ მთელ სახელისუფლებლო ვერტიკალშია და მას სხვა მინისტრებიც უნდა მიჰყვნენ.

მომზადებულია "ინტერპრესნიუსი"-ს მასალების მიხედვით.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა